დღეს მსგავსი რამდენიმე წერილი მივიღე შეკითხვით – “მართალია რომ “პიდარასტების” აქციებზე შენც იყავი?”. დაკითხვას მიწყობენ. სულაც არ გამკვირვებია პატრიარქთან დაახლოებული პირის ასეთი რეაქცია პიემის სახით, მაგრამ საიდან მოიტანეს ეს ჭორი? თუ ჩემი ფეისბუქის ექაუნთის ჩემ ფრენდებში რომელიმეს არ მოსწონს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ახლავე და ამ წამს ამომშალეთ ფრენდებიდან!
ეს კი მათთვის ვისი ცნობისმოყვარეობაც ვერ დავაკმაყოფილე:
- ლგბტ საზოგადოების მიერ გამართულ IDAHO (international day against homophobia) აქციაზე არ ვყოფილვარ, მარტივი მიზეზის გამო – ვფიქრობ რომ ჯერ არ არის განვითარებული საზოგადოების უმრავლესობა ლიბერალური კუთხით, არ არის ტოლერანტული და მათი გაღიზიანება მხოლოდ აგრესიის/ჰომოფობიის გამძაფრებას შეუწყობდა ხელს და არა ჰომოფობებისგან ლოიალურ ქცევის მოპოვებას.
- კანონის წინაშე ყველა თანაბარია, შესაბამისად ნებისმიერი იდენტობის ადამიანს შეუძლია თავისი უფლების დარღვევა გააპროტესტოს და მოითხოვოს სამათლიანობა იქნება ლგბტ, ჰეტეროსექსუალი თუ სხვა. სიამოვნებით დავუჭერდი მხარს და შევუერთდებოდი (მაგრამ არ მეცალა) მეორე დღეს, კერძოდ 18 მაისს გამართულ აქციას, რადგან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ადამიანთა უფლებები შელახა, კერძოდ ფიზიკურად შეურაცხყო IDAHO-ს აქციის მონაწილეები.
საქართველოს კონსტიტუცია.
მუხლი 14: ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
მუხლი 38: 1. საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.
<წაიკითხე! ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.>
- ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი სხვადასხვა ფორმით, ქუჩაში ყვირილით, პლაკატის ფრიალით თუ სხვა.
- დამტკიცებულია რომ გეი, ბისექსუალი, ლესბოსელი, ტრანსექსუალი იბადები და ზრდის პროცესში არ ხდები, არც ვინმესგან გადაგედება, არც პლაკატების ფრილით ვინმე გადაგიბირებს/ჩაითრევს/შეგაცდენს/თავისნაირს გაგხდის და არც ავადმყოფობად ითვლება.
- გასაგებია რომ მართლმადიდებლობა კრძალავს შენივე სქესის ადამიანთან სექსს და ცოდვაა. მაგრამ უფრო მეტად ცოდვილია ის ვინც განსჯის.
შეხსენება მრევლს სახარებიდან:
1. ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ,
2. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.
3. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?
4. ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა!
5. ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. (მათე, თავი 7).
43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.
44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.
45. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.
46. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?
47. ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?
48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
(მათე, თავი 5)
- “მოგწონს ბიჭებმა რო იტყნაურონ?” ვერ ვხვდები რატომ უნდა მომწონდეს, ან არ უნდა მომწონდეს რომელიმე ადამიანის სექსუალური აქტით დაკავება ვინმესთან? ან რატომ უნდა მისვამდეს ამ შეკითხვას ვინმე? სამწუხაროდ ამ შეკითხვებზე პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ მე მაქვს ძალიან მარტივი პასუხი თქვენთვისაც: კონსტიტუციდან მოყვანილი მუხლებისა და სახარებაზე დაყრდნობით გეუბნებით – მესამე ადამიანი არ უნდა ერეოდეს, არა თუ მოსწონდეს ან არ მოსწონდეს სხვისი სექსუალური ან საზოგადოებრივი ცხოვრება, + არ უნდა განსაჯოს სხვა.
მრევლს, მეგობრებს, ნაცნობებს პატივისცემით – ადო ბერიკელაშვილი.



















