Monthly Archives: February 2010

მხოლოდ საქართველოში


ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოში ხდება
1. მხოლოდ საქართველოში როდესაც ფეხით გადადიხარ ცალმხრივი მოძრაობის გზაზე ორივე მხარეს უნდა გაიხედო.
2. მხოლოდ ჩვენთან არის ყველა საქართველოთი და ქართველებით უკმაყოფილო, მაგრამ რომ ჰკითხო პატრიოტია.
3. მხოლოდ საქართველოში გოგო ქალიშვილია მაგრამ სექსი ჰქონია.
4. მხოლოდ საქართველოში, თუ ნაცნობი შეგხვდა ტრანსპორტში უნდა გადაუხადო მგზავრობის არავინ არ იცის რატომ, მაგრამ უნდა გადაუხადო, ეს აქსიომაა.
5. მხოლოდ ჩვენ ვაჟკაცების თვალით ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე გოგო “იძლევა” და ქართველი გოგო არა “ტი შტო” როგორ მოგცემს ქართველები ხომ დაკვირვებით ვმრავლდებით.
6. მხოლოდ საქართველოში სხვისგან არ გასდით, მაგრამ თვითონ აგინებეს საკუთარ თავს, დედას.
7. მხოლოდ საქართველოში ყველა ადნაკლასნიკებშია და ყველა ამბობს რომ გოიმობაა.
8. მხოლოდ საქართველოში არის 4 პრეზიდენტი ერთდროულად.
9. მხოლოდ საქართველოში მარხულობენ გოგოების გარკვეული კატეგორია იმისთვის, რომ წონაში მოიკლონ.
10. მხოლოდ საქართველოში ადამიანს შეიძლება საჭმლის ფული არ ქონდეს, მაგრამ ჯიბეში მესამე თაობის “მაბილნიკი” ედოს.
11. მხოლოდ საქართველოში მიდიან სრულიად უცხო ადამიანთან ტექსტით: “ბრატ სიგარეტი არა გაქვს”? და ის ვალდებულია რომ მიცეს ეს აქსიომაც გაურკვეველია როგორც ტრანსპორტში გადახდის.
12. მხოლოდ საქართველოში შეგიძლია თქვა, რომ მართმადიდებელი ათეისტი ხარ, გუშინ მითხრა ორმა ბიჭმა შოკში ვიყავი ვეგდე და ვიფორთხიალე ვიცინე რავი არ ვიცი რა მჭირდა.
13. მხოლოდ საქართველოში გრძელი თმა თუ გაქვს გეი ხარ, მაგრამ თუ გრძელი თმა გაქვს და ამავდროულად თავზე “კეპკა” გახურავს თესლი ხარ.
14. მხოლოდ საქართველოში როკი სატანისტურია მაგრამ ბიტლზი მაინც მაგარია.
15. მხოლოდ საქართველოში მარადონას თამაშზე სტადიონი ნახევრად ცარიელია.
16. მხოლოდ საქართველოში ტატუ თუ აქ გოგოს ის კაცთანაა ნამყოფი და იასნია შენც მოგცემს, იმიტომ რომ თუ 1 კაცთან არის ნამყოფი ე.ი ყველას “აძლევს”.
17. მხოლოდ საქართველოში ყველას უყვარს გალაკტიონი მაგრამ ნახევარზე მეტს არც ერთი ლექსი არ წაუკითხავს და მეორე ნახევარს კიდევ გალაქტიონი გონია.
18. მხოლოდ საქართველოში ადამიანი ნაკითხია 10 წიგნი თუ აქვს წაკითხული და ნუ თუ უკვე 50 დაგააბიჯა “ზნაჩიტ პიზდეც” უკვე გენიოსია.
19. მხოლოდ საქართველოში ითვლიან რამდენი წიგნი აქვთ წაკითხული და ახსოვთ თითოეულის სისქე.
20. მხოლოდ საქართველოში მიდიან არჩევნებზე რიგში დგანან, წვალობენ, მოდიან უკან და ფიქრობენ რომ მაინც ჩააწყობენ და რატომ ვიწვალეო.
21. მხოლოდ საქართველოში შეიძლება გააკეთო ფული იმით რომ აქციაზე მიხვიდე (თითო აქცია 20 ლარი მქონია შემოთავაზებები სხვათაშორის).
22. მხოლოდ საქართველოში სექსის მერე სიგარეტს ეწევიან და არ გააბაზროო ამბობენ.
23. მხოლოდ საქართველოში სკაიპით იცნობენ ერთმანეთს მერე ხვდებიან ან მზიურთან ან რუსთაველის მეტროსთან რამე იაფასიან კაფეში შედიან. მერე ზასაობენ, ბოლოს გოგო სახლში მიდის და დაქალს უყვება რო მაგარი ბიჭი გაიცნო და ისინი მუდამ ერთად იქნებიან, ბიჭი კიდე ბირჟაზე დგას და ძმაკაცებს უყვება როგორ “გაზასა” მაგარი “დაზგა”.
24. მხოლოდ საქართველოში გონიათ რომ ყველა რუსი და უკრაინელი ქალის ნატვრაა რომ ვინმე ქართველი გამოიჭიროს და მასთან სექსით დაკავდეს.
25. მხოლოდ საქართველოში სიგარეტებს ფერების მიხედვით ცნობენ მაგალითან დიალოგი:
-გამარჯობათ, Marlboro Light-მინდა
-თეთრი მალბორო ?
P.S. არა და არააააააა ეს მალბორო ლაითი თეთრი და რა ვქნა…!!!
26. მხოლოდ საქართველოში ბებიები სერიალს უყურებენ და მერე ტელეფონზე არჩევენ შინაარსს ამ სერიისას თუ თქვენს ოჯახში ეს ესე არ არის მაგრად გაგიმართლათ.
27. მხოლოდ საქართველოში 2PAC რეპის ყველაზე მაგარი და პირველი შემსრულებელია მაგრამ არავინ არ იცის run dmc არსებობის შესახებ.
28. მხოლოდ საქართველოში ანატომიის გაკვეთილზე არ აყოლებენ ქალისა და კაცის ორგანოების აღწერას იმიტომ რომ უზდელობაა და წიგნში ვინც ეს დაწერა და დახატა იმას “გაუხმეს ხელი”.
29. მხოლოდ საქართველოში “Play Boy” წამგებიანი პროექტი გამოდგა.
30. მხოლოდ საქართველოში შარდენზე თუ ზიხარ და ყავას სვამ “ძერსკი” ხარ და თუ დიღომის მაგისტრალზე რომელიმე რესტორანი დახურე “ბანძი”, იმიტომ რომ მაგ ფასად შარდენზე შეგეძლო 3 პიცა და 2 ცეზარი გეჭამა.
31. მხოლოდ საქართველოში შიდსისგან დაცვის დღეს დარიგებული პრეზერვატივების ნახევარი ან შეიძლება მეტიც შემდეგ წლამდე ძლებს.
32. მხოლოდ საქართველოში შეიძლება გყავდეს შეყვარებული 3 წლის განმავლობაში და მაინც გჭირდება ქალებში სიარული, იმიტომ რომ ჯერ ქორწილი არ ყოფილა…
33. მხოლოდ საქართველოში fastfood შეუკვეთავ და 20 წუთი ელოდები
34. მხოლოდ საქართველოში შეგიძლია იყიდო ლუდი რომელიც ბორჯომის ბოთლშია ჩამოსხმული, მაგრამ ყაზბეგის ლოგო აკრავს.
35. მხოლოდ საქართველოში night კლუბში შეგიძლია საჭმელი შეუკვეთო.
36. მხოლოდ საქართველოში შეიძლება მათხოვარმა ფული ისე აგრესიულად გთხოვოს, რომ ძალადობის აქტში გაატარო.
37. მხოლოდ საქართველოში ოპერაში იყო შესაძლებელი ხინკლის ჭამა (ეს არ არის სასაცილო ქუთაისის ოპერაში იყო 80-90 წლების კვეთაზე ეგ ამბავი).
38. მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა აპლიკაციაში Sex ის გრაფაში კაცს ჩაეწერა Twice per week (British petrolium ში მოხდა ეს ამბავი).
39. მხოლოდ საქართველოში როცა ნარკოლოგიურში ნარკო ტესტი გაქვს გიყურებენ როგორ შარდავ (გთხოვთ არ მკითხოთ საიდან ვიცი).
40. მხოლოდ საქართველოში ჰელოვინი სატანისტურია (დამამტკიცებელი საბუთი ისაა რომ მართმადიდებელ მშობელთა კავშირი შეიჭრა ჰელოვინ ფართიზე და “დაარბია”).
41. მხოლოდ საქართველოში შეიძლება გოგოს ელვის პრესლიზე მაგარი ბაკინბარდები ქონდეს და მაინც მოდელი იყოს !!!
42. მხოლოდ საქართველოში იმართლებ მათხოვართან თავს იმის გამო, რომ ფული არ გაქვს.
43. მხოლოდ ქართველს შეუძლია ერთჯერადი ცხვირსახოცი მრავალჯერ იხმაროს.
44. მხოლოდ საქართველოში არსებობს ისეთი გენიალური პიროვნება როგორიცაა შალვა ნათელაშვილი.
45. მხოლოდ ქართველ მშობელს შეუძლია უთხრას შვილს რომ მოწევა ცუდია და წინადადების ბოლოს სიგარეტს ცეცხლი მოუკიდოს და “ნაპასი ამოარტყას”.
46. მხოლოდ საქართველოში აქვთ ტაქსისტებს 2 წითელი დიპლომი.
47. მხოლოდ საქართველოში Red Bull გთენთავს.
48. მხოლოდ საქართველოში არსებობს მამა ქალაქი (ქუთეისი სიმონ).
49. მხოლოდ ქართველმა შეიძლება იცოდეს ტოქსის ყველა ტექსტი ზეპირად და არ იცოდეს შექსპირი ვინაა.
50. მხოლოდ ქართველს შეიძლება ეგონოს რომ დედა ენა იესო ქრისტემ დაწერა (არ არის ხუმრობა, ჩემმა უბნელმა ბიჭმა თქვა მაშინ 17-18 წლის იყო ეხლა ზონაზეა გამოვა და ცხოვრებაზე პრეტენზია ექნება კიდე).
51. მხოლოდ საქართველოში ქალიშვილობა დაუფასებელია მაგრამ თუ პლასტიკურ ქირურგებს ვკითხავთ მხოლოდ 200 ლარი ღირს.
52. მხოლოდ საქართველოში ტრულაილას ფული არ უნდა.
53. მხოლოდ საქართველოში ამ ყველაფრის წაკითხვის მერე ყველა გაიცინებს რა xეები არიან ვინც მართლა ეგრე აკეთებსო, გავლენ ქუჩაში და იგივეს და კიდე უარეს xეობას იზამენ.

მხოლოდ საქართველოში 2

მიყვარხართ!

ანი და ნინი (დიშვილები)

ანი და ნინი (დიშვილები)

აი ამ პოსტის წერის დროს ისეთი ბედნიერი ვარ რომ….
გუშინ მთელ დღეს ტელეფონით ვესაუბრე ჩემ დას და მაშინ მივხვდი და გადავწყვიტე, რომ ხვალ ჩემი უსაყვარლესი ადამიანები მოვინახულო რომლებიც ძალიაან ძალიაააააან მომენატრნენ, ისე ძალიან რომ გასაკვირია და ხან ტირილიც მინდება კი. ბავშვები მიყვარს და განსაკუთრებით ჩემი ოჯახისწევრი დიშვილები (ანი და ნინი) და ძმიშვილი (ნუცი)… სულ გოგოები რომ არიააან, ღმერთმა გამრავლოთ… აი რა კარგია რაღაცას რომ აჩუქებ და გაუხარდება, ან რომ გენატრება და მოინახულებ, წახვალ და ჩაეხუთები მთელი გულით… სხვათაშორის დადგენილია რომ ადამიანს სიცოცხლის 15 წელი ემატება თუ ხშირად ჩაეხუტება თავის საყვარელ ადამიანს. არ ვიცი ცხოვრებაში ვინმე ისე ძალიან თუ შემიყვარდება როგორც ჩემი ოჯახის პატარა ბინადრები. ყოველი დღე იმით თენდებოდა როგორ გამებედნიერებინა ჩემი პატარა ცქნაპები, ჩემებურად ვცდილობდი კიდეც მაგრამ რაც საცხოვრებლად მოშორებით გადავიდნენ ეხლა ძალიან მიჭირს მათ გარეშე… მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ რომ ხვალ უფრო ბედნიერი ვიქნები მათთან ურთიერთობით… რა მაგარია გულში ჩავიხუტებ და… შემიკვეთეს, რომ მულტფილმები ჩავუწერო დისკზე, რა არის ისე ბავშვი პატარა რაღაც კი კმარა მისთვის ბედნიერებისთვის… მე კი ყველანაირად მინდა რომ მათ ბედნიერი მომავალი შევუქმნა, ისინი იყვნენ ბედნიერად და რაც მთავარია ჯანმრთელად…

ყველა საიტის ჩვენებური მოხმარება

odnoklassnik-ებზე ჩემი მოსაზრებების დაწერის შემდეგ მეგობრებში ისეთი კრიტიკის საგანი გავხდი მინდა დავწერო, გავავრცო, ვთქვა რომ იდეალური და გამართლებული აზრი მხოლოდ მსჯელობის შემდეგ იბადება.

მოკლედ ასე, ამდენი უარყოფითის შემდეგ მინდა რამოდენიმე დადებითი თვისებაც დავწერო მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ ამ საიტს და საერთოდ ყველა საიტს თავისი დანიშნულება აქვს და ქონდა, მაგრამ დანიშნულებას ყურადღებას არ ვაქცევთ და საჩვენო მიზნებისთვის ვიყენებთ, ვიყენებთ იმისთვის რომ გოგო “შევაბათ” ან საერთოდ სკაიპის იდი გამოვართვათ და შემდეგ სექსზე დავითანხმოთ თუ არა ლაივში მაშინ ვირტუალურად, ეს კიდე ცალკე თემაა და ამიტომ ბევრს არ დავწერ აქ… ადნაკლასნიკები არის კლასელებისთვის როგორც სიტყვის შინაარსი რათქმაუნდა… უნდა იყვნენ დაკავებულული მხოლოდ ძველი დროის გახსენებით და არა რაც ზემოთ ვთქვი. ან თუნდაც VIII კლასში რომ იყავი, წრეშიბურთს თამაშობდი, მოგწონდა მეზობლის გოგო, რომელსაც ჭრელი კოპლებიანი კაბა ეცვა და კეპი ეხურა შემთხვევით აღმოაჩინე საიტზე და გაუმხილე ეს გრძნობა ან უკვე დავიწყებული მაგრამ მომავალში განსახორციებელი, ამას რა ჯობია.. მაგრამ ყველაფერი ჩვენებურად უნდა გადავაქციოთ და მასიური გავხადოთ. როგორც სკაიპში ისე უკვე ადნაკლასნიკებში შესვლისას დაგხვდება წერილი: გამარჯობა გავიცნოთ? და შეიძლება სექსზეც დაგითანხმონ, მაგრამ ისიც მართალია რაც არ გინდა იმას არავინ დაგაძალებს ადვილად შეგიძლია თავიდან მოშორება… მაგრამ ასეთი მიზნებისთვის არსებობს რუსული (რუსული იმიტომ რომ ინგლისური არ ესმის უმრავლესობასო) საიტი შეგიძლიათ იქ ეძებოთ “ნაშა” რომელიც ღამეს გაგიხალისებთ… ახლა კი შეპირებული ყველაზე კარგი თვისება მაგალითისთვის ვიტყვი რომ ჩემ ახლობელს ასეთი რამ შეემთხვა: იყო დარეგისტრირებული ამ საიტზე (odnoklassniki) მაგრამ არ იყენებდა მუდმივად, ერთხელაც მოუვიდა წერილი რუსეთიდან რომ ბაბუა გარდაეცვალა რომელიც მილიონერი იყო და ქონება მას დაუტოვა, ეხლა კი საქართველოდან წასულია და ტკბება ცხოვრებით რომელიც აქამდის არ ჰქონია…
აი აქ დავასრულებ თორემ ძალიან გამიგრძელდა…

ჩვენს პრეზიდენტს ფანები სექსს სთავაზობენ

ინტერნეტი კერძოდ ვებსაიტი www.odnoklassniki.ru უკვე თითქმის მთლიან საქართველოში გავრცელდა ერთის მხრივ ეს სასიხარულოა მაგრამ მეორემხრივ საშინელებაც. სადაც არ უნდა იყოთ მთაში, ბარში, სოფელში თუ ტრანსპორტში ყველგან გაიგონებთ სიტყვას ოდნო, ადნო, კლასნიკი, კლასნიკები რომელიც მე პირადად მაღიზიანებს. დღეს დღეისობით საქართველოს მოსახლეობის 95% რომელსაც ინტერნეტთან შეხება აქვს სარგებლობს საიტით www.odnoklassniki.ru. ერთი დღე მთლიანად ამ ზემოთ ხსენებულ საიტს დავუთმე და დავრწმუნდი რომ შესვლაც არ ღირს არა თუ მოხმარება. ყველანაირი ადამიანის ნახვა შეგიძლიათ გლეხის, გოიმის, იდიოტის და რა თქმა უნდა პოპულარულისაც კი, რომელსაც მათი ფანები ქმნიან.
ერთიდაიმავე ადამიანის მრავალი გვერდის ცქერით შეგიძლიათ დატკბეთ. დამაინტერესა და ძიებაში მიხეილ სააკაშვილის სახელი ჩავწერე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა შვიდი გვერდი მოიძებნა, მაგრამ შემდეგ გაოცება სიცილში გადაიზარდა როცა კარგად დავაკვირდი და ამ შვიდიდან 2 ონლაინში იმყოფებოდა. ერთის სტატუსზე კი კომენტარი: ლამაზი ქალები ჩემთან… უკომენტაროდ
იგივე შეგიძლიათ იხილოთ ირაკლი ოქრუაშვილის მოძებნის დროსაც, როგორც ჩანს მისი დაბადების თარიღი ვერ გაურკვევიათ… მათთან საუბარსაც ვეცადე მაგრამ რამოდენიმე საათით უშედეგო აღმოჩნდა, თავი დაიფასეს ყანდაურელმა იზოლდამ ან შაქრომ… ერთ–ერთ მათგანს თხოვნით მივმართე რომ მიხელ სააკაშვილის ერთი ფანის პირადული წერილი მაინც დაეკოპირებინა, მაგრამ მისგან (მიხეილ სააკაშვილი) სკაიპის იდი მივიღე და შემდეგ სურათიც ერთ–ერთი შეყვარებული და აღგზნებული ქალის დიალოგიდან მისი მისამართით.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ერთ–ერთი სერიალის “გმირიც” აღმოვაჩინე მაგრამ სხვების ძებნა უკვე მომბეზრდა, იმდენად იმოქმედა ქართველების ამგვარმა ქმედებებმა ჩემზე… ახლა კი გთავაზობთ ამ საიტის ფავორიტ სურათებს რომლებმაც ჩემს კომპიუტერში 3 წუთით იბლატავეს. წვეტიანი ან ტალახიანი ტუფლები, ყელამდე აკეცილი შარვლის ტოტები და ა.შ…

ხო და ამიტომ, ვისაც ეს ფაქტები გაღელვებთ და ვერ იტანთ ძერევნია, წვეტიან ტუფლებიან ან ყელამდე აკეცილ შარვლებს შეეშვით ამ საიტს და გადმოდით www.facebook.com–ზე… მაგრამ ყველა არა, რომ ესეც არ გაპარტახდეს და წაიბილწოს…

P.S. ვინც ამ ფოტოებში (ამას თუ ფოტო შეიძლება ვუწოდო) საკუთარ “ტუფლს”, ღიპს, ან შარვალს აღმოაჩენს დამშვიდდით და დარჩით ის რაც ხართ მაინც აღარაფერი გეშველებათ!!!

“აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო შენა?”

ყველაფერი მინდა დავიწყო ბავშვობის ადრეული ასაკიდან… საყვარელი, დამჯერი ბავშვი ვყოფილვარ როგორც გადმომცეს, მაგრამ ცოტახანში შეიცვალა ყველაფერი. გავხდი ცელქი, იმდენად ცელქი, რომ ვინც გამაბრაზებდა თეფშებსაც კი ვესროდი და არამარტო თეფშებს…
დედაჩემი მუდამ სამსახურში გადატვირთული გრაფიკის გამო ჩემთან დიდ დროს ვერ ატარებდა, ამიტომ ჩემი გაზრდა ჩემმა დამ ითავა, თან იმდენად აქტიურად რომ დედასაც კი ვეძახდი. შემდეგ ბაღი, სკოლა… მართალია სკოლა არ მიყვარდა, მაგრამ გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, რაც ბოლო წლებში რა თქმა უნდა როგორც უმრავლესობა საქართველოს მოსახლისა შეიცვალა. კომპიუტერი ყოველთვის მიყვარდა და რა თქმა უნდა ყველაფერი გამოვცადე, მათშორის მარიოსაც ვთამაშობდი (ეხლაც ძალიან მიყვარს) დაწყებით კლასში დავეუფლე კომპიუტერს და როგორც შენ ისე მე ვერ ვეშვები, ერთგვარი “დოპინგია” ჩემთვის… პირველი კომპიუტერი ოჯახმა საახალწლოდ მაჩუქა, როგორც ყველა ისე მეც “უმაგრეს” ადამიანად მიმაჩნდა თავი. შემდეგ იყო უინტერნეტობა ბევრი თამაშაშები და Paint-ში ხატვები …. სხვათაშორის ჩემი და ისე ხატავდა Paint-ში დღემდე არ მავიწყდება… როგორც იქნა ინტერნეტიც ჩამირთეს და მაშინ უფრო ამაყი ვიყავი… ინტერნეტის გაგებაში არ ვიყავი მაგრამ ჩემსას მაინც ვცდილობდი, არ ვიცოდი skype-ის არსებობა და არც ვნანობ ეხლა : D მაგრამ ჩვენ skype-ს “დამუღამების” შემდეგ ერთი სასიკეთო და ბედნიერი შედეგი, ისტორია მოჰყვა ჩემი წყალობით. გავიცანი ნათია, რომელსაც არასერიოზულად ვესაუბრებოდი. რადგან მისგან სერიოზულ პასუხებს ვიღებდი, გადავწყვიტე ჩემი ძმისთვის გამეცნო და ცოლის მოყვანის იმედდაკარგულის ილუზია დამემხო, მაგრამ რა ვიცოდი, რომ ასე კარგად გამომივიდოდა ჩემს თავზე აღებული ტვირთი (მაჭანკლობა). მოკლედ ნათია რძალი და ჩემი ძმიშვილის დედა გახდა… ესეც ესე… ჩემი ძმაც დავაქორწინე… ქორწილის ორგანიზატორობაც ჩემ თავზე ავიღე, მგონი ცუდი არ იყო : ) შემდეგ იყო piczo <<< (რა საშინელი დროა), odnoklassniki ძალიან დიდხანს და იმდენად დიდხანს რომ ახლის ძიება დავიწყე, ფეისბუქმაც არ დააყოვნა და გადავერთე, mail.ru Gmail-თ შევცვალე და ერთ-ერთი ადამიანის ბლოგსაც გადავაწყდი, მომწონდა ყოველდღე ვკითხულობდი სიახლეებს, ცოტახნის წინ გამიჩნდა და გამოვავლინე ეგოიზმი და საკუთარი ბლოგიც გავაკეთე… სადაც ყველაფერზე და ყველაზე ვაპირებ საუბარს …

პირველი პოსტი!

> ჰმმმ……
იყო და არა იყო რა იყო ….
არაააააა…
არა რაღაც საშინლად “ვიბყრობ” ბლოგ სფეროს…
როგორ დავიწყო?
……………………….
არა ისე სიმართლე დავწერო მირჩევნია…
არ ვიცი, არ მიყვარს თავის გამოჩენა…
არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და შესაბამისად დავიბენი ცოტა არ იყოს. თავში არაფერი მომდის, არადა დღესვე მინდა ფეხი შემოვდგა და წელში გავიმართო, მაგრამ ეს ჯერ ფანტაზია უფროა… ხო ფანტაზიაზე გამახსენდა მიყვარს ოცნებაზე ოცნება, მაგრამ ცუდია რომ ოცნების ოცნება ოცნებად რჩება…
ოცნება არის ის,რის გარეშეც გონებას ვერ აღჭურავ შთაგონებით. ოცნება შეიძლება იყოს განხორციელებადი,საოცნებო და საფერებელი. ოცნების განცდის გარეშე არაფერი არ მიიღწევა, არც ხელოვნებაში, არც მეცნიერებაში და არც ჩვეულებრივ ყოფაში.
ახალგაზრდობისა და გონების უბერებლობისათვის უდიდესი სიბრძნეა შეინარჩუნო ოცნების უნარი და თუ ისინი თანმიმდევრულნი და გონივრულნი არიან, კიდევ უფრო მშვენიერი ხდება გარემო და სამყაროს თავის ხატად და მსგავსად ქმნიან. ამ ოცნების ძიებაში ბოლო დროს ხშირი სტუმარი ვარ ბლოგერების ძალიან მომეწონა და მეც გადავწყვიტე ოცნების ფანტაზიაში და ფანტაზიიდან კლავიატურაზე შეხებით დავიწყო წერა… წერა ყველაფერზე აქტუალურ თემებზე, ამას შემდეგ ნახავთ და შემიფასებთ იმედია… ოცნება ოცნებად რჩება მაგრამ ვიმედოვნებ, ოცნების ოცნებაში დამეხმარებით…… :)

შენ?


მე შენ მიყვარხარ!  ^_^

შეგიძლია თავადაც გადაიღო მსგავსი ფოტო ვებკამერით და დამიტოვო კომენტარად, ან მეილზე გამომიგზავნო tbiliblogi@yahoo.com , ძალიან გამახარებ…

ო, მაი ფაქ!

ქართული რეალობა