Monthly Archives: March 2010

ოცნების ქალაქი


“ოცნების ქალაქი” 14 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებში…

როლებში: რუსთავი2,
პროფილი,
დუტა
შორენა ბეგაშვილი (რათქმაუნდა შიშველი)

თრილერი 1

თრილერი 2 საუნტრეკი 1 საუნტრეკი 2

გაუგებრობა გაერთიანებულ ტელეკომში?

  • პოსტი, სანამ ტელეკომელებს მოუსწრიათ კეთილი ინტერნეტის გათიშვა :) ))
  • კომპიუტერთან უიმედოთ მჯდომს თვალში მოციმციმე ნათურები მომხვდა და ბედნიერი ინტერნეტში შესვლა ვცადე, ვცადე და შევიდა კიდეც, ვააა გამიკვირდა და გარკვევა გადავწყვიტე თუ საიდან როგორ და რანაირად, ოჯახის ყველა წევრს ვკითხე ხომ არ გადაიხადეს დავალიანება, მაგრამ ყველასგან უარი მივიღე პასუხად… ჰმ მაშ რა ხდება?
    ვსარგებლობ გაერთიანებული ტელეკომის ინტერნეტით, მაქვს გათიშული დავალიანების გამო, მაგრამ გასაოცარი ის არის რომ თითქმის ყოველ დღე ღამის და ეხლა უკვე დღის საათებში ჩემდა საბედნიეროდ მეზობლის ინტერნეტი მერთვება… ამაზე კარგი რა არის უფასო ინტერნეტი მაქვს მაგრამ გასაოცარია და ისევ და ისევ ვარკვევ რა ხდება ჩემი კომპის და ტელის თავს. გაოცებული შევდივარ საიტზე www.100100.ge სადაც ინფორმაციას ვკითხულობთ ტელეფონის ნომერს, რამდენია დავალიანება, ვისზეა გაფორმებული და IP მისამართს, მაგრამ ბერიკელაშვილის (ჩემი გვარი) ნაცვლად მაისურაძე წერია ჩემი ტელეფონის ნომრის ნაცვლად კი მაისურაძის ნომერი. მშვენიერია… მშვენიერია მაგრამ ინტერესი მკლავს მაინც როგორ რანაირად და საიდან. არანაირად არ უკავშირდება ჩვენი კომპიუტერები ერთმანეთს და რა საკვირველია არც ტელეფონები… მდაააააა ტელეკომის საიტზე ვკითხულობ ასეთ განცხადებას:

    თქვენ აღარ მოგიწევთ გლობალური და ლოკალური სიჩქარეების მიხედვით ინტერნეტ-პაკეტის შერჩევა,
    ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ინტერნეტს, ევროპულ ფასად.

    დღეს უსწრაფესი ინტერნეტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია .
    8 მგბ/წმ – მხოლოდ 35 პირობითი ერთეული!
    შენიშვნა: პირობითი ერთეული –აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
    ანუ სასტარტო პაკეტის ფასად, იღებთ VIP პაკეტს.

    სადაც კორექტირება მინდა შევიტანო და უკვე ჩემებურად გადავაკეთო:


    თქვენ აღარ მოგიწევთ გლობალური და ლოკალური სიჩქარეების მიხედვით ინტერნეტ-პაკეტის შერჩევა,
    რადგან ავტომატურად ჩაგერთვებათ თუ მეზობელს ჩართული აქვს,
    ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ინტერნეტს, ქართულ ფასად.

    დღეს უსწრაფესი და უფასო ინტერნეტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია შენთვის და მეზობლებისთვის.
    8 მგბ/წმ – მხოლოდ 35 პირობითი ერთეული!
    შენიშვნა: პირობითი ერთეული –აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში მაგრამ თუ არ გაქვთ არ არის პრობლემა არაუშავს მოიხმარეთ მშვიდობაში.
    სასტარტო პაკეტის ფასად, იღებთ VIP პაკეტს და მადლობას რომ სარგებლობთ ჩვენი ინტერნეტით.

    P.S აქვე მადლობას გადაგიხდით მოქალაქე ბერიკელაშვილი ასეთი კეთილშობილებისთვის და გაჭირვებაში გვერდში ამოდგომისთვის. ჩემი ქსელი ტელეკომი….

    დედის დღე 11 წლის წინ

    ზედმეტი შესავლის გარეშე
    გილოცავთ დედებო თქვენს დღეს !

    1999 წელი 3 მარტი ჯერ კიდევ XX საუკუნე, მესამე ან მეოთხე კლასი, სკოლაში მასწავლებლის ინიციატივით მისალოცები გავაკეთეთ, შემდეგ ყველამ წავიკითხეთ სათითაოდ და ჩემს შედევრს ბევრი სიცილი მოჰყვა, მაშინ ვერ გავერკვიე რატომ იცინოდნენ… აი ასე მივულოცე დედიკოს დედის დღე და ბედნიერება ვუსურვე ჩემს ახალ სიძესთან (დის მეუღლე) ერთად :) )

    2002 წელი აქ უკვე XXI საუკუნეა, ვორდის მიღწევებიც ჩანს, ვარდებით გულის შექმნა არ გამჭირვებია… ალბათ გული მიგრძნობდა რომ მალე ვარდების რევოლუცია იყო მოსალოდნელი…

    2004 წელი აი აქ კი ნამდვილად XXI საუკუნეა, ეტყობა ფურცლის ხარისხს, ფერს და აზროვნებას. რევოლუციამ უკვე ჩაიარა, ვარდი აღარ დომინირებს მისალოცში. იმდენად მობეზრდა ხალხს ვარდების ცქერა, რომ დედას ისევ ვარდებით აღარ გავაღიზიანებდი…

    აი წელს კი როგორ მივულოცო დღევანდელი დღე არ ვიცი, რამეს მოვიფიქრებ, ორიგინალურს…

    ქუჩის დღეები

    ფილმის მთავარი გმირი, 45 წლის თბილისელი ნარკომანი,
    თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის
    წინაშე დგას.

    კორუმპირებული პოლიცილები მისგან მეგობრის შვილის 16
    წლის ბიჭის ჩაშვებას ითხოვენ. თუ იგი დათანხმდება,
    პოლიციელები მას წამლით და ფულის დაასაჩუქრებენ.
    Uთუ უარს იტყვის, მას 10 წლით გაუშვებენ ციხეში და ამით
    მისი ცხოვრება პრაქტიკულად დასრულდება.

    კედელთან მიყენებული ფილმის მთავარი გმირი
    პოლიციელების წინადადებაზე თანხმდება და მეგობრის
    შვილის გასაწირად მიდის, მაგრამ ბოლო მომენტში, მასში
    დიდი ხნის წინ დაკარგული ღირსების შემორჩენილი
    ნარჩენები იღვიძებენ.

    თრილერი

    ტვინი გალღვა


    კაცებმა თვითმფრინავი დაინახეს,
    შეყვარებულებმა -ცა,
    ბავშვებმა -პეპელა.
    გაზაფხული მოვიდა…

    <რუსუდან კაიშაური)

    და თუ მართლა დაინახეთ თვითმფრინავი, ან ცა, ან პეპელა მერწმუნეთ დღეს I მარტია ნამდვილად და რაღა თქმა უნდა გაზაფხულის I დღე…
    გჯეროდეთ, რომ სადღაც მიმავალი რომელიმე ბუჩქის ძირას თავ მომწონე იასაც წააწყდებით. უკაცრავად და გუშინ ისეთი სურნელი ვიგრძენი დღეები ამერია და 28 თებერვალს გაზაფხულის I დღე მეგონა, მაგრამ ლოგინიდან წამომხტარს კალენდარი თვალებზე ამეფარა… დღეს ოცდარვააო დამანახა, ცოტა დავღონდი მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს როცა მომინდება ჩემთვის გაზაფხული მაშინ იქნება… მაგრამ ის მახარებს, რომ დღეს არ ვტყუვდები და გაზაფხული მართლაც მოვიდა, თუ არ მოვიდა მალე მოვა მაინც… აყვავდება ხეები და იმ სანატრელ სურნელს, რომელსაც ბუნება ადამიანს მხოლოდ რამოდენიმე დღით ჩუქნის შევიგრძნობთ მალე… მე ყვავილების სუნს არ ვგულისხმობ, ყვავილები სულ არ არის ხოლმე აყვავებული, მაგრამ პირველ დღეს რაღაც განსხვავებული სურნელი ტრიალებს… თვალი იღვიძებს, მას ტვინის გალღვობა (ეს ფრაზა სკოლიდან მახსოვს, ხშირად ვისმენდი) მოსდევს და შემდეგ გულს უნდა მივენდოთ… მაგრამ მე არ მსურს გულს მივენდო, უბრალოდ თქვენ გირჩევთ თუ შეყვარებული არ ხართ ვინმე შეიყვაროთ და ერთად დატკბეთ ამ მშვენიერი დღეებით. იმედია ტვინი მართლაც გალღვება, თვალი მეტ საინტერესოს დაინახავს და დაწერილით გული მეტი სიამაყით აივსება, ანუ მინდოდა მეთქვა რომ ბლოგს შეეტყობა გაზაფხული… მანამდე კი სურათებითა და ულამაზესი სიმღერით ვეცდები გაგრძნობინოთ, რომ გაზაფხული მოდიიიიიიის!!!
    ქართული ხმები– გაზაფხული შემოსულა ლენ

    და მოკლედ… გილოცავთ გაზაფხულის პირველ დღეს