გადაცემის დასაწყისშივე განაცხადა, რომ მხოლოდ სიმართლის სათქმელად მივიდა და ფულის ინტერესი არ ჰქონია. მისი მძიმე წარსული არაერთხელ მომისმენია, დღესაც ისეთივე რთული მოსასმენი იყო როგორც ყოველთვის. ქალბატონი ნაირა სასტიკად აწამეს.
მას გარდაცვლილი ვაჟი უფროს ქალიშვილზე მეტად უყვარდა, ამბობს რომ ეს მშობლის ყველაზე დიდი დანაშაულია, თავს დამნაშავედ გრძნობს. ამიტომაც ფიქრობს, რომ ღმერთმა საყვარელი ვაჟი, შვილების გადარჩევის გამო წაართვა.
1. აფხაზეთის ომი პოლიტიკოსების წაგებულია?
პასუხი – კი2. ადანაშაულებთ მეუღლეს იმაში, რომ თქვენმა ოჯახმა სოხუმი უფრო ადრე არ დატოვა?
პასუხი – კი3. თვლით, რომ დედის მიერ ერთერთი შვილის გამორჩეულად სიყვარული დიდი შეცდომაა?
პასუხი – კი4. თქვენი შვილი წინასწარ გრძნობდა, რომ ვერ გადარჩებოდა?
პასუხი – კი5. გერჩივნათ თქვენი შვილის ადგილას თქვენი მეუღლე ყოფილიყო?
პასუხი – კი6. ნამდვილად ცდილობდა რუსი ჟურნალისტი თქვენგან გამწარებული აფხაზი დედა გამოეყვანა?
პასუხი – კი7. დევნილის სტატუსით ცხოვრება თქვენთვის უფრო ძნელი აღმოჩნდა ვიდრე სოხუმიდან თბილისამდე გავლილი გზა?
პასუხი – არა8. ძვირფასეულობა და ფული ,,მხედრიონელებს” გადაუმალეთ?
პასუხი – კი9. სოხუმში დაბრუნების შემთხევავაში შეძლებთ აფხაზებთან თანაცხოვრებას?
პასუხი – კი10. თქვენს გადარჩენას ახალგაზრდა უცნობ აფხაზს უნდა უმადლოდეთ?
პასუხი – კი11. კაზაკები და რუსები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ?
პასუხი – კიმან მოიგო 4 000 ლარი, თამაში შეწყვიტა
გადაცემის ხელმეორედ ნახვა შესაძლებელია ამ ბმულის საშუალებით



















