სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები 
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, იგივე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები აერთიანებს დაავადებათა ძალიან დიდ ჯგუფს, რომლის გამომწვევი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა მხოლოდ ან უპირატესად სქესობრივი კონტაქტით.
მსოფლიოში ყოველწლიურად სგგი-ით (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები) დასნებოვნების 350 მილიონი ახალი შემთხვევაა. მატულობს ინფიცირებული მოზარდების და ახალგაზრდების რიცხვი.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიხშირის მნიშვნელოვანი მატება დაკავშირებულია შემდეგ ფაქტორებთან:
● სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყება
● სქესობრივი პარტნიორების ხშირი გამოცვლა
● პრეზერვატივის გამოყენებაზე უარის თქმა
● თვითმკურნალობა
● არასაკმარისი ინფორმაცია
ყველაზე გავრცელებული სგგი:
● ადამიანის პაპილომავირუსი
● სიფილისი
● გონორეა
● ტრიქომონიაზი
● მიკოპლაზმოზი
● ქლამიდიოზი
● ჰერპესვირუსი
● აივ/შიდსი
● B/C ჰეპატიტი
● სოკოვანი ინფექცია
● ტომეგალოვირუსი
● ბოქვენის ტილი
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იწვევს:
● საშარდე და სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს
● ქალისა და მამაკაცის უშვილობას
● ორსულობის შეწყვეტას ადრეულ ვადებზე, ნაადრევ მშობიარობას, მკვდრადშობადობას
● ახალშობილის სხვადასხვა პათოლოგიას-სიმახინჯეებს, გონებრივ ჩამორჩენილობას
● სასქესო ორგანოების სიმსივნეებს (კიბო)
● ღვიძლის დაზიანებას
● სახსრებისა და თვალების ლორწოვანის დაავადებებს
● სქესობრივ დისჰარმონიას

როგორ იშიფრება აივ/შიდსი?
აივ-ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსია, შიდსი-შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.
როგორია მსოფლიო სტატისტიკა?
მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანია აივ ინფიცირებული, დაიღუპა მოსახლეობის 25 მილიონზე მეტი.
რა ხდება საქართველოში?
საქართველოში რეგისტრირებულია 1850 ადამიანი, მათ შორის 1381-მამაკაცია, 459-ქალი. ნახევარზე მეტი ინტრავენური ნარკომანია. შიდსი განუვითარდა 968 პაციენტს, გარდაიცვალა -405.
რა გზით გადაეცემა ?
ყველა სახის სქესობრივი კონტაქტებით, ინფიცირებული სისხლით (სისხლის გადასხმა, დაბინძურებული შპრიცების, სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება, მანიკური, პირსინგი, ტატუირება); ინფიცირებული დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის, ძუძუთი კვების დროს.
რა გზით არ გადაეცემა აივ/შიდსი?
● კოცნით, დაცემინებით, დახველებით
● საერთო ჭურჭლის, აბაზანის, აუზის სარგებლობით
● ხელის ჩამორთმევით, მოხვევით
● საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად ყოფნით
● მწერის და ცხოველის ნაკბენით
როგორ დავიცვათ თავი აივ/შიდსისგან?
● არ გამოიყენოთ ნარკოტიკები!
● თავი შეიკავეთ შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან, უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ პრეზერვატივი!
● იყოლიეთ ერთი სქესობრივი პარტნიორი!
● არ ისარგებლოთ სხვისი ნახმარი შპრიცით, კბილის ჯაგრისით, საპარსით!
● სტომატოლოგთან ვიზიტის, მანიკურის/პეძიკურის გაკეთების დროს დარწმუნდით ინსრუმენტების სტერილობაში!
რა ნიშნები ახასიათებს დაავადებას?
● უმიზეზო ცხელება
● ძლიერი საერთო სისუსტე
● ლიმფური კვანდების გადიდება
● წონის მნიშვნელოვანი კლება მოკლე პერიოდში
● ჭარბი ოფლიანობა
● ფაღარათი (კუჭის აშლილობა)
● წყლულები, გამონაყარი კანზე და ლორწოვანზე
● გახანგრძლივებული ფილტვების ანთება და ხველა…
ვის ემუქრება ყველაზე მეტად?
● ნარკომანებს
● ჰომოსექსუალებს
● მეძავებს ![]()
● მრავალი სქესობრივი პარტნიორის მყოლ პირებს
● მოგზაურობაში მყოფ ადამიანებს
● სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით ინფიცირებულებს

ინფორმაცია დაკოპირებული არაა



















