Monthly Archives: August 2010

GAME OVER


გამაფრთხილეს როცა შეხვალ უნდა გაიღიმო, სულ უნდა იღიმებოდე, თუნდაც არაფერი იყოს სასაცილოო…

შევედი გავიღიმე, მაგრამ  წარბი ასწია…  არ ვიცი რა არ მოეწონა, მაგრამ ის ვიცი, რომ მომავლის იმედი მაქვს დაკარგული :)

ყველა მაშინ იკარგება როცა მჭირდება, ყველა მაშინ იკარგება როცა გამხნევება მჭირდება, ყველა მაშინ იკარგება როცა ცხოვრება მბეზრდება…

სახლში მოვედი, იმის მაგივრად რომ გავემხნევებინე რომელიმე ოჯახისწევრს, პირიქით  დამადანაშაულეს ბევრს ითხოვ ჩვენგანო…

სწავლა მინდა, სწავლისთვის სამსახური. თუ სამსახური დროებით არა, ყურადღება მშობლებისგან რამოდენიმე თვე მაინც სანამ ვიპოვი… ნუთუ არ დადგა ის დღე რომ მეც მომხედონ ცოტახნით მაინც? იქნებ მეც მინდა მომავალი? იქნებ მეც მინდა ჩემი ძმის და დის მსგავსად უდარდელად და მშობლების კისერზე ვიცხოვრო სამუდამოდ? მაგრამ, არა, მე სხვა დროში ვარ თურმე დაბადებული არეულობაში უფულობაში, ბანკში ფული რომ არ დაეკარგათ, მექნებოდა მეც მანქანა და ცალკე ბინა… იმისთვის არის ფული რომ თვეში 1500 ლარი სესხის დასაფარად შეიტანონ, რომელიც უაზრო უშედეგო უმომავლო ბიზნესს დაახარჯეს. ერთი კვირაა დავბოდიალობ სამსახურზე უამრავი რაოდენობის CV დავტოვე სხვადასხვა კომპანიაში, ზარს ველოდები მაგრამ არავინ რეკავს …  არც ღიმილმა გაჭრა და არც გრძელი წამწამების პარპარმა…

იმუშავე შვილო!

როგორ ვიმუშაო, განათლება არ მაქვს…

არც მე მაქვს განათლება მაგრამ ვმუშაობ.

ჰოდა არ მინდა მე შენსავით გაუნათლებელი და შეუგნებელი ვიყო…

ადო, რატომ აწერია იმ ბიჭს მაისურზე GAME OVER?

ალბათ, ცხოვრების  დასრულება უნდა, მობეზრდა :|

მახათური დღის შედეგი

როგორ უნდა გაერთოს ადამიანი როცა მარტოა სახლში, როცა არავინ სტუმრობს და არავის ახსენდება? მახათი აიღოს და ითხაროს..-ში? არა მტკინვეულია ამიტომ 28 აგვისტოს, ყველასგან მიტოვებულმა მახინჯურ-უხარისხო ფოტოსესია მოვაწყე.. ეეეეეყე შედეგიც

მახათური დღის შედეგი

გართობისთვის და დახმარებისთვის მადლობა საიტს laphotocabine.com

ბლოგერი ეგოისტის სიყვარული

ეგოისტი, ირინა ქველიძე

გამარჯობა, თქვენი სახელი, გვარი, წლოვანება, მეტსახელი და ბლოგის მისამართი

ირინა ქველიძე, 15 წლის, ეგოისტი. http://egoisti.wordpress.com

ირინა, ჭორებმა მოაღწია ჩემამდე და გავიგე რომ შეყვარებული ხარ :) მართლაია?

კი კი .. მართალია

შენს ასაკში სიყვარული რამდენად გამართლებულად მიგაჩნია? ნამდვილად სიყვარულია?

მაინცდამაინც მაგალითები მოგიყვანო ჩემზე პატარა ასაკიდან სიყვარულის ? : )

ანუ 15 წლის გოგონას გამოცდილება სიყვარულში უკვე გაქვს და რამდენი წლის იყავი პირველად შეყვარებული?

13 – პირველად იყო .. და აქამდე პირველი მეგონა … : )

13 თარსი ციფრია ალბათ მაგიტომ არ გაგიმართლა :D

არ მჯერა ეგეთი რაღაცეების

ახლა ვინ გიყვარს, რამდენი წლის არის და როგორი წარმოგიდგენია მომავალი მასთან ერთად?

ახლა ? აუ რა ცუდია ახლა ვინ გიყვარს რომ გკითხავენ :) )) გიგა ქვია.. ჩემზე ერთი წლით უფროსი არის… მომავალი? მომავალზე არ ვფიქრობ.. აწმყოთი ვცხოვრობ და მომავლისკენ თვალი არ გამირბის.. ისე შენც გირჩევ ეგრე იყო :)

ჩემზე საუბარი არ გვინდა :) ეს პოსტი შენ გეძღვნება. სად გაიცანი გიგა და როგორ მიხვდი რომ გიყვარს?

ზღვაში გავიცანი,  ვერ დამეწია :) იმ დღის მერე მაგაზე დავცინი ხოლმე :) როგორ მივხვდი რომ მიყვარს? თვალებში გულები მიჩნდება, როცა ვხედავ და ცუდად ვხდები ხოლმე…  სულ მასზე ვფიქრობ … და… და… და რავიცი

რას ქვია ვერ დაგეწია დახრჩობას გიპირებდა თუ ჩაყვინთვას? :|

არცერთს …

რამდენი ხანია რაც ერთად ხართ?

გააჩნია რა სტატუსით,  რაც შეყვარებულები ვართ ერთი კვირაა. აუ იცი რაა? შეიძლება ჩემი ასაკის ადამიანი არ უნდა ამბობდეს ასე დარწმუნებით არაფერს , მაგრამ ცოტა დროის მიუხედავად მოახერხა რომ უზომოდ შემყვარებოდა და კარგად გამეცნო.

სიყვარული აგიხსნა? თუ კი, როგორ აგიხსნა?

არ გეტყვი :D მაპატიეთ  that’s secret… მაგრამ იმას გეტყვი, რომ ერთ დღეს, დილის 5 საათზე მოვიდა ჩემ კორპუსთან, მარტო იმიტომ რომ დავენახე.. მოვენატრეე ♥

აუუუ ადოო, დღეს არ მინახავს.

ყოველდღე ხომ არ ნახავ არაუშავს. ისე ეჭვიანი ხარ?

არ ვარ ეჭვიანი ? ძალიან ძალიან ეჭვიანი ვარ.

კარგი, აქ დავასრულოთ, წარმატებები ბღარტებო აბა თქვენ იცით

წაუმარაზმეთ

რამდენიმე დღის წინ ეგოისტმა დამტაგა ტეგ თამაშში რომელიც კნუტის წამოწყებაა. დიდად არ მიყვარს ეს ტეგ თამაშები, გასართობია მაგრამ მოსაწყენი რადგან ყველას ბლოგზე ერთი და იმავე იწერება. მაშ ასე ვიწყებ…
  • არ მაქვს მობილური ტელეფონი, არ მაქვს საათი, არ მიმაჩნია ჩემთვის საჭიროდ, მართალია ხშირად დანიშნულებისამებრ დამჭირვებია, მაგრამ მაინც არ მაქვს. არ მინდა!
  • ყოველთვის ვიცი ტანსაცმლის ამოჩემება, ამ ბოლო დროს ამოვიჩემე ტვიტის თეთრი მაისური და დახეული ადიდასის ტაპკები.
  • ვუსმენ მუსიკას რომლის ახსნაც ბანალური სიტყვებით მომიწევს :) ვუსმენ ყველანაირ ჟანრს რომელიც მომწონს
  • არ ვმუშაობ და ყოველთვის როდესაც სადმე მივდივარ, ჯიბიდან ხურდების ხმა ისმის, განსაკუთრებით ახლა რაც ქაღალდის ლარიანები რკინებად აქციეს.

  • ვმოძრაობ მეტროთი და ავტობუსით, იაფია
  • მავიწყდება ყველაფერი, ფილმების, სიმღერების, წიგნების სახელწოდება ასევე გვარები და სახელები მერევა ერთმანეთში. ალბათ ბევრს ვიცნობ და იმიტომ?
  • მიყვარს კომედიური ფილმები, ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით, განსაკუთრებით ის ფილმი ქორწილების ორგანიზატორი რომ არის (ფილმის სათაური არ ვიცი და დამკიდეთ …-ით)
  • მაქვს ბებიას ნაჩუქარი ღრმა თეფში, როცა სახლში ვარ ყოველთვის იმ თეფშში ვჭამ გემრიელად.
  • და სულ ბოლოს საშინელი კრიტიკოსი ვარ, არაფერი და არავინ არ მომწონს, ყოველთვის რენდგენზე ვატარებ ყველას ჩემს გუნებაში :)

ვთაგავ იმათ რომლელთა მარაზმიც მაინტერესებს :) … იიი ტაკ: მწვანე ვაშლიგვანცა გრინეთნო რევაზ

ბლოგერებს ერთმანეთი შეუყვარდათ

რომ ვამბობდი ბლოგერების შეხვედრებსა და ურთიერთობებს ბრაზილიური სერიალის სუნი ასდის მეთქი არ მიჯერებდით. პირველი წყვილის გამომჟღავნება  მიწევს. დანარჩენებს შემდეგ პოსტებში გაგაცნობთ. მაშ ასე, მეგობრებო, წარმოგიდენთ მტკიცებულებებითურთ გამხელილ გრძნობებს, ბედნიერებით და გაოცებით თქვენი ადო (ასინეთა)

რომელი ბლოგერები?

ნიკა უხურგუნაშვილი: ადოოოოოოოოოოოოოოოოოოო

ეეე, შეჩემა მოიცალე რა :( :(

მე: ჰაუუუ , აქ ვარ ნიკ

ნიკა უხურგუნაშვილი: აუ, სახლში რო დაგირეკო შეიძლება? ძალიან აჟიტირებული ვარ და დაგელაპარაკები რა

მე: მიდი აქ ვარ გელოდები

ზარია…

- ადო, ჩემს ცხოვრებაში რაღაც მოხდა და აბა თუ გამოიცნობ?

- მანქანა მოიგე ნიიკ?

- არა , ბიჭო

- ეკუსის კატა მოკვდა?

- არააა

- ნიიკ, შეყვარებული ხარ

- კი კი ეგრეა, აბა თუ გამოიცნობ რომელია?

-ვიცნობ?

- კი კარგად იცნობ

- ნუ  კნუტი არ იქნება რათქმაუნდა, მაშ ვინაა ეკუსი?

-  არა

- ალუკარდი?

- არა

- აბა ფსიქეეეეეეე?

- ჰო ჰო ჰო, ადო დავფრინაააააავვვ…

ძმა… ძმა… ძმა…

ზდაროვა ძმა.

როგორ ხარ ძმა?

დამეხმარე ძმა.

მჭირდები ძმა.

შეგიძლია ძმა?

მაგარია ძმა.

ამდენი ძმა შეიძლება? ძმა ვიცი მე ერთი ორი ან მაქსიმუმ სამი.  რატომ ვიცით ქართველებმა ყველაფრის გაუფასურება? ყველა ნაცნობს ერთი დღის გაცნობილს და ერთად გაზრდილს ორივეს ძმა რატომ უნდა ვეძახოთ? არავინ თქვას ზრდილობიანი მიმართვის  გამო  საჭიროაო. ისეთებიც იყენებენ ამ სიტყვას რომლებიც სიტყვა ზრდილობის მნიშვნელობა კი არა ასე მოქცევა არ იციან. მირჩევნია ბიჭო დამიძახონ და დამისტვინონ ვიდრე ვიღაცის ტვინში გაუაზრებელი და ბაგედან წარმოთქმული ძმა ვიყო. ჩემი ძმა არის ჩემი სისხლი და ხორცი. ჩემი ძმა არის უახლოესი მეგობარი. ჩემი ძმა არის ჩემი და. და არა ის ვინც ქუჩაში მაჩერებს ასეთი წინადადებით “ჩემი ძმა, სიგარეტი გააქვს?”  ,  ”ერთი ღერი მომაწევინე ძმა!”  ეს კიდევ სხვა თემაა გადავუხვიე, სიგარეტის მათხოვრებს რომლებიც ასეთი ტონითა და სიტყვებით გაჩერებენ ქუჩაში მათზეც მაქვს დასაწერი :|

ხუტვინგ, ანუ ჩახუტების დღე

23 რიცხვსა, მზიანსა არა მოღრუბლულსა, მაგრამ მშვენიერსა მე და კნუტმა უფასო ჩახუტების ივენთის იდეა განვახორციელეთ, სადაც  40მდე ადამიანი მოვიდა. ყველაზე თბილი დღე იყო დადებითი ემოციებით დამუხტული,

ხშირად მოვაწყოთ მსგავსი აქციები კარგი იქნება.

უფრო მეტ ადამიანს გავუზიარებთ სითბოს…

“გახურებისთვის” მონაწილეების hug ებით დავიწყეთ. არ დამავიწყდება სიხარულისგან გაბრწყინებული ხალხის თვალები როდესაც სრულიად უცხო ადამიანი ჩახუტებას სთავაზობს და  გაშლილი ხელებით უახლოვდება. უმმმ ♥…

ვგონებ, ყველაზე მეტს მე ჩავეხუტე :)  ფოტოებიც ადასტურებს მათ სიმრავლეს .
ყველაზე კარგად სამი გოგო ნაყინით დამამახსოვრდა, რომლებმაც ჩახუტებაზე უარი მითხრეს, მაგრამ  ნება დამრთეს მათი ნაყინები თითოჯერ  ამელოკა :) .  გოგონა, რომელიც სიხარულით წამოვიდა  ჩასახუტებლად, მაგრამ დედამისი გადაუდგა, ჩახუტება კი არა პირჯვარი გადაიწერე ეკლესიასთან ხარ და წამოდი სახლშიო.  ერთ-ერთ რესტორანთან გავლის დროს დაცვა მომიახლოვდა, მეგონა ჩასახუტებლად მოდიოდა და გადავეხვიე, მაგრამ :( განმაგდო და მიყვირა  სწრაფად გაიარეთ ეს ტერიტორიაო…

მეექვსე ვიყავი

რა ჩამეფსკვნაა :) )

ყველაზე მეტად ამ ქალბატონებს გაუხარდათ

რა თქმა უნდა ჩეგეხუტები :)

გადი, გადი რაღადროს ჩემი ჩახუტებაა

გუგული დეიდასაც გასჭედეს

აბა თუ ხარ ქართველი და ქრისტიანი დასერჩე, გუგული დეიდასთან რაიმე უაზრო თუნდაც ეს “ასჯოჰიყუაკიწრე” …

შედეგად გამოგიტანთ ეეეე ამას … “ასჯოჰიყუაკიწრე - არ მოერგო არც ერთ დოკუმენტს.ქრისტეს მშვიდობა შენთან!”

უი მადლობა ;)

სკლეროზი? კი სკლეროზი მაქვს. დროულად არაფრის თქმა და მოქმედება არ შემიძლია.

3 თვეა გალოდინებდით, გტანჯავდით, ნერვოზი გაგიჩინეთ. რატომ? კლავიატურა არ მქონდა, წერილებზე პასუხის მოწერა კი ხან მეზარებოდა ხანაც 30 წუთს გალოდინებდით. ყველაზე ღრმა და ფართე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ვირტუალურ კლავიატურას, მაუსის  წკაპუნით თითო-თითო ასოს ვწერდი, ძალიან შემიყვარდა, შევეჩვიე  და გადაჩვევა გამიჭირდება..

ჰოდა, მოკლედ, მადლობას გიხდით თქვენ და ჩემ კლავიატურას გაძლებისთვის…

გარდა ამისა, ხშირად კეთილი ადამიანებისთვის მავიწყდება სამადლობელო სიტყვების თქმა, შემდეგ რომ დავფიქრდები ვბრაზდები ჩემს თავზე მაგრამ ვერაფრით გამოვასწორე   :(

აქ მაინც გამოვასწორებ, თუ ვინმემ წყალი დამალევინა, მაკოცა, გამაბედნიერა, გამამხიარულა, გზის ფული დამიმატა როცა არ მქონდა, მაჭამა როცა მშიოდა, ლოგინი გამიშალა როცა მეძინებოდა, ხმა არ გამცა როცა არ მინდოდა, გამამხნევა საჭირო დროს…  მოკლედ უღრმესი მადლობა ხალხნო ყველაფრისთვის, კეთილი სურვილებით “მე”