ხელოუ, პეოპლე…
თითქმის ერთი წელია About Me არ მქონდა შევსებული, მიზეზი მარტივია მეც არ ვიცნობ ჩემს თავს ბოლომდე…
ე.ი მე ვარ ადო.
რატომ ადო და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლი-ს, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადო-ს.
გადახედე ჩემი playlist-ის გვერდს
ჩემით დანახული მე, ვგონებ საინტერესო არ იქნება, ამიტომ რამოდენიმე მეგობარს, ნაცნობს… მივმართე კითხვით თუ როგორ დამახასიათებდნენ. გთავაზობთ ჩემს თავს, რომელსაც ჩემი მეგობრები უფრო მეტად იცნობენ ვიდრე მე.
საშინლად კრიტიკოსი ხარ, უარყოფითია ეს თუ დადებითი ვერ გეტყვი, მაგრამ ყველაფერში ნაკლს ეძებ, მოგწონს ის რაც იცი რომ სხვას არ მოეწონება, თამამი ხარ და სერიოზულ გადაწყვეტილებებს უცებ იღებ. ხარ მეგობრული და მე შემიძლია შენთან ყველაფრის თქმა, იმიტომ რომ ისე ვერ ვენდობი საკუთარ თავს როგორც შენ.
პატარა დებილი ბავშვივით ხარ. რომ გაწამონ სხვის საიდუმლოს არ გასთქვამ (მაგრამ არ მიწამებიხარ და იქნებ გასთქვა?) ხანდახან ძალიან ცანცარა. და ხანდახან ისეთ შთაბეჭდილებასაც ტოვებ, რომ ძალიან კომპლექსიანი ხარ და რაღაცის გიტყდება.
გიჟი ხარ, გარყვნილი და ძალიან საზიზღარი ხანდახან. მე მომწონხარ ასეთი. ყოველთვის გიყვარს საწინააღმდეგოდ ქცევა, საუბარი, იშვიათად თუ რამეში დამეთანხმები, მაგრამ შეიძლება სხვასთან სხვანაირი ხარ.
რაღაცნაირი ტიპი ხარ. აი, არაფრით გამორჩეული, მაგრამ ყველასაგან გამოირირჩევი (არაერთხელ მყავხარ ნანახი). გაქვს იუმორის გრძნობა, პირდაპირი და მოყვარული სიყვისა “ტრაკო”
გიყვარს ურთიერთობები (არ დავკონკრეტდები) გაქვს უნარი ადამიანს შეაყვარო თავი. შენი საყვარელი ჰობია ნერვებზე თამაში და ამით შენ ბედნიერი ხარ. ცხოვრობ აქატიური ცხოვრებით.
თბილი ხარ, უაზროდ ენერგიული და მოსიყვარულე ადამიანი… იმდენად მხიარული და დადებითი რომ შეგიძლია ერთბაშად გააცინო მტირალი… შენთან ერთად არასდროს ვფიქრობ ცუდზე, ყოველთვის იღიმი და ხარ ისეთი როგორიც ხარ. ზოგჯერ ზედმეტად მიამიტი, ზოგჯერ ბუტია ბუზღუნა ბავშვი. იმხელა გული გავქს და ისეთი ტკბილი რომ შეუძლებელია არ უყვარდე ადამიანს…
შენ ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი ხარ (ნუ, ერთ-ერთი ყველაზე). ჰო კარგი, იმ ძალზედ მცირე რიცხოვან ადამიანებში შედიხარ, ვინც ძლაინ მიყვარს და ვისაც ბოლომდე ვენდობი. რითი დაიმსახურე? უშუალო ხარ, თბილი, მეგობრული… პირველივე ნახვაზე ვიფიქრე, რომ ამდენი კარგი თვისებისთვის ზედმეტად სიმპატიური ხარ ![]()
თავში არ აგივარდეს, ბევრი უარყოფითიც გაქვს. მაგალითად: ზედმეტად ცანცარებ ხოლმე, ზედმეტად გულახდილიც. არაა ყველა შენნაირი გულღია. შურიანი, ბოღმა და მოდებილო ხალხი უფრო მრვალდაა და შენს პირადულს ნუ გადმოულაგებ ხოლმე ყველას. ჰოდა ყველაზე ცუდი, დამპალო, დეგენრატო, საძაგელო შენ: უყურადღებო ხარ ხანდახან. მე კიდევ მასეთს ვერ გიტან…
თბილი ბლოგისგან ბონუსად, თბილივე დიალოგი



2 დღეა მგონი რაც გაგიცანი და ჯერ არ შემიცვნიხარ წესიერად :პ მაგრამ გარყვნილი მოსჩანხარ აშკარად :დ რას გადავეკიდე იმ მაშიკოს
არ მეჩხუბო, მივდივარ :დ
ანნა, გამრყვნეს და რა ჩემი ბრალია, მაშიკომდეც იყო ბევრი ბევრი გარყვნილობები მაგრამ, აი ქენ’თ სფიქ
)
პირველ დახასიათებას სასტიკად არ ვეთანხმები.
არც შენი ჰობია სხვის ნერვებზე თამაში…
სულაც არ ხარ კრიტიოსი.და არც ნაკლს ეძებ. არც ის მოწონს რაც სხვას არ მოსწონს. არც სერიოზული გადაწყვეტილებების უცბად მიღება შეგიძლია
მაგრამ შეიძლება ყველასთან სხვადასხვა ადამიანი ხარ
სხვადასხვა არა, უბრალოდ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირ მიდგომას საჭიროებს…
მდაა… რა დავწერო არ ვიცი… აქვს სიტყვებს აზრი?
რა ნაკლიც არ უნდა გქონდეს, მაინც ძალიან საყვარელი და თბილი ხარ…. დამპირდი რომ ასეთად დარჩები
კევან :* , დავრჩები იმედია, ნუ ასაკი თუ არ იმოქმედებს რა თქმა უნდა.
ნუ ყველაზე გიჟუალური დახასიათება სხვას ვის უნდა ქონდეს : )) თუ არა თვით ადოლის :*
)
ცუდად იკბინები..
:დ
და მტკივნეულად
Pingback: 2010 წლის საუკეთესო პოსტები «
ერთგულებას უმეტესობა ხაზს უსვამს, ეს ძააალიან მაგარია! ამის გარეშე მეგობრებს შორის ურთიერთობები უაზრობაა
saintereso daxasiatebebia..
ალბათ
გმადლობ!
ალბათ არა,მართლა
არაფერს
ადო,კარგი ბლოგი გაქვს <3
^_^ მაძლობ
მარცხნივ ზევიდან მეორე ანიმაციას მივშტერებივარ უკვე რამდენიმე წუთია
დორბლებჩამოსული
ado ki ara pidarasti GANDONA yle xar
:D:D
იიიიშ, მიმასვა ვითომ :დ ლოოლ
ძალიან საყვარელი დიალოგია, მუსიკა ხომ საერთოდ….
მადლობა, მთვარეულო.
კეთილი იყოს შენი მაუსი თბილ ბლოგზე მთვარეულებში ^_^
momewone :*
მადლობა, ნინია :გაწითლებულისმაილი:
თუ ამ ყველაფერს დავუჯერებთ ძლიან საინტერესო ადამიანი ყოფილხარ