უბრალოდ მინდა ჩემი შეხედულება დავაფიქსირო ამასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, რომ მეგობრობა/მეგობრის შენარჩუნება ხანგრძლივი დროით არც თუ ისე ადვილი საქმეა. ამას ერთგვარი ნიჭი სჭირდება. ადამიანს თუ შეუძლია კომუნიკაცია, სიტუაციის რეალური თვალით შეფასება და კონტროლი, ის ყოველთვის მდიდარი იქნება.
ხანდახან ზედმეტად კრიტიკულები ვართ ერთმანეთის მიმართ, ზოგჯერ უსაფუძვლოდ, ზოგჯერ პედანტურებიც ვხდებით და მომაბეზრებელი ხდება ურთიერთობა.
ერთ დროს მეც ვიყავი ძალიან პედანტური მეგობრების მიმართ და ხშირად კრახით მთავრდებოდა ჩვენი ურთიერტობა.

“ვიყავი ასეთი, ვარ ესეთი და გავხდები ისეთი”, ჩემთვის ჯერ კიდევ თეორემაა, რომელსაც პერიოდულად ვუმტკიცებ საკუთარ თავს. არ გვინდა ერთმანეთთან აქსიომებით საუბარი. ამოიგდეთ თავიდან ფრაზა როგორიცაა “შენ უნდა”… არავინ არ უნდა გააკეთოს ის რაც სხვას უნდა. მთავარია საკუთარი თავი შეიცნო, მიხვდე შენ შეცდომებს სხვის ემოციებზე და არა დაპირისპირების დროს. ცოტა ხნის წინ ერთ მშვენიერ ქალბატონთან საუბრისას განვიხილეთ კონფლიქტოლოგიის თემა. კონფლიქტი რომ არ გაღრმავდეს, უნდა ჩაახშოთ რაც შეიძლება მალე და თან არ უნდა დაგავიწყდეთ რომ ილაპარაკოთ კონკრეტულ საკითხზე და არ გადაუხვიოთ იმ თემას, რადგან ასე უფრო გაღრმავდება და “შეასკდებით” ერთმანეთს
არ არის საჭირო წარსულში მომხდარი სხვა წყენის გახსენება (შენ მაშინ ასე მითხარი, შენ ჩემი ნათქვამი არ გაითვალისწინე, შენ ისე არ მოიქეცი და ა.შ.) ეს უფრო დაძაბავს სიტუაციას და როგორც ზევით ავღნიშნე თქვენი ურთიერთობა კრახით დასრულდება…
არავინ მეკითხება (ჯერ) ამას თუ როგორი უნდა იყოს მეგობარი მეგობრისთვის. ჩვენ ხშირად გვავიწყდება ერთი რამ (და არა მხოლოდ ერთი) შენი მეგობარი არის ისეთივე (ინდივიდი) ადამიანი როგორიც თავად შენ ხარ. ის უშვებს შეცდომებს როგორც შენ, შენ აძლევ შენიშვნას როგორც ის, მას უყვარხარ და ზრუნავს შენზე როგორც შენ. შენ გინდა დაემსგავსო მას კარგის მხრივ?! მაშინ ასწავლე, დაანახე სხვა კუთხით რეალობა. თვისებებს რომელსაც მე გამოვყოფდი მეგობრობაში, ეს არის: გულახდილობა, პირდაპირობა, ყურადგება, კორექტულობა, პატივისცემა და რაღა თქმა უნდა სიყვარული
პ.ს.
ერთს გირჩევთ, იყოთ დამთმობი და გამჭირვალე ერთმანეთის მიმართ, სათქმელი არ დაიტოვოტ და გულს ტყუილად ნუ იმძიმებთ. გიყვარდეთ ერთმანეთი, აფასებდეთ და დაფასებულები იქნებით თქვენც
წარმატებები ყველას, პატივისცემით, ნოჩურა



ვახ, მალადეც ნოჩურ. მშვენიერი პოსტი გამოგსვლია.
(
თანაც ჩემი სიტუაციის შესაფერისი (სუნ)
“ხანდახან ზედმეტად კრიტიკულები ვართ ერთმანეთის მიმართ” – ის, რაც ადოს ყოველთვის წყინს
უნდა გამოვსწორდე იმიტომ რომ არ მინდა მოსაბეზრებელი გახდეს ჩვენი ურთიერთობა.
megobroba ravici me magis cota ise mjera
gachnia ra asakshi xar gachnia ras saqmianob,da shesabamisadac gyavs megobrebi 
))
pegbrutze davidodi gadamkvdari dzmakcebi viyavit me da saxels ar davwer…. exla kide ravici sad aris…
shemdeg kompiuterul tamshebs vtamashobdi mandac igive davanebeb da uceb is xalxic qreba
ubani aige vigaca mogewoneba uceb axali kamanda mere uceb qreba…
magram arebobs dzalian mcire xalxis kategoria romelic sadac ar unda waxvide da wamoxvide sul arian da arian gichirs gilxins yoveltvis…
ravi cudad nuravin gamigebs mara chaupiqrdit tqventviton da mixvdebit rom rastanac shexeba gaq iqauri megobrebi gyavs….
me ro shenxela viyavi 10000 myavda mara exla shexede sul ragac 5-10 kaczea saubari xoda dae mag at kacs gaumarjos
danarchenebi iyvnen gavertod ertad dro vatarot da mere PK
ravi uprosebs kitxet da getyvian shviloooo
”ჩვენ ხშირად გვავიწყდება ერთი რამ (და არა მხოლოდ ერთი) შენი მეგობარი არის ისეთივე (ინდივიდი) ადამიანი როგორიც თავად შენ ხარ. ის უშვებს შეცდომებს როგორც შენ, შენ აძლევ შენიშვნას როგორც ის, მას უყვარხარ და ზრუნავს შენზე როგორც შენ.”
+1
შეუცდომელი არავინაა!
——————
არ არის აუცილებელი, რომ მეგობრებს ყველა საკითხზე ერთნაირი შეხედულება ქონდეთ.
და ვფიქრობ, რომ თუ რაიმე საკითხში განსხვავებული აზრი აქვთ მეგობრებს მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ იმ თემებზე ნაკლებად იკამათონ! =)
Pingback: გიწვევ ♥ «