ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით — წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების, იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ — თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე.
1629 წელს პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი გამოვიდა რომში. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი. მე-18 საუკუნეში თბილისშიც მოეწყო სტამბა და უკვე 1709 წელს დაიბეჭდა “სახარება”, “დავითნი”, “სამოციქულო” და “ვეფხისტყაოსანი”.
მას შემდეგ 4 საუკუნე გავიდა და ამ დროის განმავლობაში იცვლებოდა წიგნების ხასიათი და ჟანრი, დაგროვდა უამრავი შემეცნებითი და სალიტერატურო ნაწარმოებები გამოცემული წიგნად, რამაც გამოიწვია ინტერესი თუ რომელია დღევანდელ ეპოქაში ყველაზე პოპულარული, რომლიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ. შედეგად ჩამოყალიბდა ბიბლუსის და კვირის პალიტრის ერთობლივი პროექტი “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”, ეს პროექტი საშუალებას აძლევს საზოგადოებას გამოავლინოს თავისი საყვარელი წიგნები და შევიდეს ორმოცდაათეულში, ასევე გირჩევთ თუ რომელი ნაწარმოები წაიკითხოთ.
ეს საერთაშორისო პროექტია, რომელიც უკვე არაერთხელ განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გამოკითხვებით, სოციოლოგიური კვლევით, ექსპერტთა ანალიზით ყალიბდება ის სია, რომელიც იმ პერიოდის გემოვნებასა და წიგნიერებას ასახავს.
შერჩეული 50 წიგნი შეუძლებელია ასახავდეს მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარ საგანძურს და ვერც ყველას გემოვნებასა და სურვილს დააკმაყოფილებს, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნის 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის საზოგადოების რჩეული 50 წიგნი იქნება, წიგნები, რომელსაც ერთად შევარჩევთ.
პროექტი “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” არა მარტო ხელმისაწვდომ და კარგად გაფორმებულ, ხარისხიან წიგნებს სთავაზობს მკითხველს, არამედ მათ მეგზურობასაც კისრულობს ლიტერატურის უკიდეგანო სამყაროში.
რა უნდა წაიკითხო აუცილებლად? რისი გამოტოვება არ ღირს მსოფლიო და ქართული ლიტერატურიდან? – ამ კითხვაზე პასუხს ერთდროულად რვა ათასზე მეტი კაცი გაგცემთ. მათი საერთო აზრის მიხედვით უკვე გამოიკვეთა ოცეულიც, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ბავშვობიდან – მთელი ცხოვრების მანძილზე:
1. ბალზაკი “შაგრენის ტყავი”
2. ჯეკ ლონდონი “მარტინ იდენი”
3. შოთა რუსთაველი “ვეფხისტყაოსანი”
4. დიუმა “სამი მუშკეტერი”
5. შექსპირი “ჰამლეტი”
6. ჟიულ ვერნი “80000 კილომეტრი წყალქვეშ”
7. ბულგაკოვი “ოსტატი და მარგარიტა”
8. ოსკარ უაილდი “დორიან გრეის პორტრეტი”
9. დიკენსი “დავით კოპერფილდი”
10. რემარკი “ტრიუმფალური თაღი”.
11. მარკ ტვენი – “ტომ სოიერის თავგადასავალი”
12. ბეგბედერი – “99 ფრანკი”
13. სერვანტესი – “დონ კიხოტი”
14. თომას მანი – “ბუდენბროკები”
15. აკუტაგავა – ნოველები
16. ჰომეროსი – ოდისეა
17. ო’ჰენრი – მოთხრობები
18. კონსტანტინე გამსახურდია – “დიდოსტატის მარჯვენა”
19. ედგარ პო – მოთხრობები
20. დოსტოევსკი – “დანაშაული და სასჯელი” ან “ძმები კარამაზოვები”
კიდევ 30 წიგნი ელის დასახელებას… მიიღე მონაწილეობა და დააფიქსირე საკუთარი აზრი, გახდი პროექტის მონაწილე, ხმის მიცემა შესაძლებელია ამ ბულზე, გაუზიარეთ თქვენი მოსაზრებები ფეისბუქზე, აედევნეთ ტვიტერზე და გაიგეთ ყველა სიახლე რასაც პროექტი გიმზადებთ. პროექტის მხარდამჭერი ბლოგი, სადაც განთავსებულია სრული ინფორმაცია მის შესახებ.
კარგი იქნება თუ გამოიცემა ბრაელის შრიფტითაც და საშუალებას მისცემს უსინათლოებს გაეცნონ ამ თაობის მიერ შერჩეულ წიგნებს.
გარდა ამისა ვისურვებდი ამ ჩამონათვალში რომანს „ნუ მოჰკლავ ჯაფარას”.
ჰარპერ ლი- ამერიკელი მწერალი ქალია, იგი პროფესიით იურისტია.
როგორც მწერალმა, საქვეყნოდ გაითქვა სახელი რომანით „ნუ მოჰკლავ ჯაფარას”, რომელიც, ნახევრად ბიოგრაფიული ხასიათისაა. მასში ასახულია ოცდაათიანი წლების სამხრეთის შტატის ერთ-ერთი ქალაქის – მეიკომის ცხოვრება; ამბავი გადმოცემულია მთავარი გმირის_ ექვსი წლის ჯინ ლუიზა ფინჩის პირით. ავტორი ამ გზით ცდილობს დაგვანახოს ბავშვის მიერ აღქმული სოციალური თუ რასობრივი პრობლემებისგან თავისუფალი სამყარო, სადაც ადამიიანი ფასდება ჭეშმარიტი ზნეობრივი კატეგორიებით.








