სანამ კითხვას დაიწყებდე გათბი
-
ბოლო პოსტები
- IDAHO და ამ ამბებით შეწუხებული მე
- 50 ლარი და შეცდომის მსხვერპლი მე
- ახალი გატაცება, სწავლა ონლაინ
- კონტACTი
- რომელია ყველაზე დიდი “კი” ნიჭიერის ამ სეზონში?
- “ჯადოქარი” ნიკ მალფოი – ნიჭიერი [ინტერვიუ]
- გადართე, “ნიჭიერი” დაიწყო!
- ღია წერილი დაზარალებულ სტუდენტს, ზვიად მამფორიას
- ღია წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას
- აგრარული უნივერსიტეტის რებრენდინგი
- 2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს
- რენდომ პოსტი
ჩვენ მოგვწონს ადო’ს პირადი ბლოგი
ვჭორაობთ თვით-ერი
- “მოგწონს ბიჭებმა რო იტყნაურონ?”: wp.me/pOZ2D-1ub 2 weeks ago
- Georgian Transformation ♥ on.fb.me/JUQN4a 2 weeks ago
- ახალი გატაცება, სწავლა ონლაინ : wp.me/pOZ2D-1tK 1 month ago
- "ჯადოქარი" ნიკ მალფოი - ნიჭიერი [ინტერვიუ]: wp.me/pOZ2D-1r9 2 months ago
- - ვაიმე, ეს ბავშვი პროფილის შემდეგი სტუმარი იქნება! wp.me/pOZ2D-1q8 2 months ago
- სოციალური მედიის სიახლეები, მეორე გადაცემა. ადო ბერიკელაშვილი youtu.be/gWDnkMHS1zI 2 months ago
- ვაი მე, ვაი მე თვალები :| Angy birds - ის თამაშმა მომინელა და მომსპო მხედველობა, მაგრამ მაინც ვაგრძელებ თამაშს, არ ვნებდები. 2 months ago
- ღია წერილი დაზარალებულ სტუდენტს, ზვიად მამფორიას: wp.me/pOZ2D-1pX via @wordpressdotcom 2 months ago
- ado doodlez რომელიც ფრენდებში გიმატებთ ნამდვილად მე ვარ. აქ ნუ მეკითხებით ფეიქია თუ არა, იმიტომ რომ პასუხს ვერ გწერთ. 2 months ago
- თქვენ დაიბლოკეთ 3 დღით. ამ შეტყობინების წაკითხვით რომ დაიწყებ დღეს. გივი ავალიანო მოგხედავ მე შენ, აღმიდგეს პიემების მიმოწერა და დანარჩენები 2 months ago
საინფორმაციო პორტალი
არქივი
- May 2012
- April 2012
- March 2012
- February 2012
- January 2012
- December 2011
- November 2011
- October 2011
- September 2011
- August 2011
- July 2011
- May 2011
- March 2011
- February 2011
- December 2010
- November 2010
- October 2010
- September 2010
- August 2010
- July 2010
- June 2010
- May 2010
- April 2010
- March 2010
- February 2010
- January 2010
Monthly Archives: May 2011
ამოიცანი ბლოგერი ბავშვობის ფოტოზე II
Tagged ამოიცანი, ბავშვი, ბავშვობა, ბლოგერები, ბლოგერების ბავშვობა, გამოცანა, თავსატეხი, მამრობითი, მდედრობითი, ნაწილი მეორე, ფოტო, ფოტოები
ევროვიზია 2011 SOON
ახლოვდება ის დღე რომელსაც ყოველწელს სიხარულით ველი, ჩემსა და ტელევიზორს შორის კავშირი ამ დღეს ხანგრძლივად მყარდება, 2 ან 3 საათი არ ვაშორებ ეკრანს თვალს. თუმცაღა წინა წელს ინტერნეტით ვუყურებდი და იმდენად შევედი როლში, ჩემი facebook-ის “ვოლი” საგულშემატკივრო ფრაზებით გადაიჭედა, როცა ლაივის დროს მათ საიტზე ვტოვებდი, საიტზე სადაც მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს ევროვიზიის კულისებს. ჰო, ევროვიზიაზე მაქვს “გაჭედილი”. მართალია ყოველ წელს გამარჯვების იმედი მაქვს, მაგრამ მოგეხსენებათ ფარსით ვამთავრებთ. დღეს ევროვიზიის ბლოგზე საქართველოს შესახებ დაიწერა შთაბეჭდილებები საკონკურსო ნომრისა და “ვილქამ ფართის” შესახებ, აღიარეს როგორც შთამბეჭდავ მოვლენად. წელს ორმაგი შემართებით ვარ განწყობილი რადგან მშვენიერი ჯგუფი წარადგენს საქართველოს. ჯგუფი Eldrine:
თუ გსურთ ევროვიზიის სიახლეების გაცნობა შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს და სიახლეები გამოიწეროთ მეილზე, ან კულისებში შეიხედოთ პირდაპირი ეთერის დროს (ლაივის ნახვა შესაძლებელია ამავე საიტზე).
ყოველ წელს გუგლი დეიდა პროგნოზირებად გვერდს ჰქმნის სადაც ყველა მონაწილის წინასწარი შედეგები იდება, თუ რომელი ქვეყანა რომელ ადგილს დაიკავებს.
გასაკვირია, რომ გერმანიამ საკუთარი ქვეყნის სახელით როგორც შარშან ლენა მაიერი წარადგინა.
შარშანდელი პოსტები რომლებიც ჩემს ბლოგზე დაიწერა:
eurovision 2010
Madcon – Glow ევროვიზიაზე
ევროვიზია გაიმართება გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში:
10 მაისი (ნახევარფინალი)
12 მაისი (ნახევარფინალი)
14 მაისი (ფინალი)
დიუსელდორფი
ქალაქი მდინარე რაინის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, დანიისა და ბელგიის საზღვრებთან ახლოს მდებარეობს. დიუსელდორფში მოსახლეობის რაოდენობა 600,000–ს შეადგენს.
დიუსელდორფში განვითარებულია სარეკლამო და მოდის ინდუსტრია, ქალაქი ცნობილია ხელოვნების აკადემიებითა და მუზეუმებით. აქ მდებარეობს უამრავი რესტორანი და ბარი, სადაც გერმანული ლუდის ბრენდების დაგემოვნებაა შესაძლებელი.
დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტი თავისი მნიშვნელობით ევროპაში ერთ–ერთი უმთავრესი პუნქტია. დიუსელდორფის ტელევიზიის კოშკზე მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრონული საათია განთავსებული.
არენა
რიგით 56 – ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ფორტუნა დიუსელდორფის არენაზე გაიმართება. ნაგებობა 2002 – 2004 წლებში აშენდა და 54 400 მაყურებელს იტევს.
ფორტუნა დიუსელდორფის არენა ერთ–ერთ ყველაზე კეთილმოწყობილ და თანამედროვე კომპლექსს წარმოადგენს. აქ კონცერტები გამართეს ისეთმა მეგავარსკვლავებმა და პოპულარულმა ჯგუფებმა, როგორებიც არიან: ბონ ჯოვი, ბრიუს სპრინგსტინი, ფილ კოლინსი, მადონა, „დეპეშ მოდი“, „როლინგ სტოუნსი“, „ჯენესისი“ და ა.შ.
Posted in ჭორიკანა
Tagged გერმანია, დიუსელფოლფი, ევროვიზია, ევროივიზია 2011, ელდრაინი, ლენა მაიერი, საქართველო, Eldrine, konkursantebi, lena meyer
+16 ჩინელების დელიკატესი ანუ ახალშობილი ბავშვის წვნიანი
სათაურიდან გამომდინარე მიხვდებოდით, რომ არც თუ ისე სასიამოვნო თემაზეა პოსტი.. და მაინც +16
ყველამ იცის, რომ ჩინელები კულინარიაში არაორდინალურობით გამოირჩევიან.. დაწყებული ჭიაღუებით და მატლებით, დამთავრებული ცოცხალი თევზებით და გველით. ამ ხალხისგან მეტად გასაკვირს არ მოველოდი, რომ არა ერთი ჩემი შვედი მეგობარი, რომელმაც დამაინტრიგა თავისი ნათქვამით და იქამდე არ ვიჯერებდი სანამ ჩემი თვალით არ ვნახე სურათები და სტატიები. სტატია ახალშობილის, ემბრიონის კულინარიაში გამოყენებაზეა !
თურმე ჩინეთში ძალიან პოპულარულია ემბრიონის მირთმევა, რომელიმე ამ კანიბალთაგანს რომ ჰკითხოთ, თუ რატომ სჩადიან ამას (ნუთუ საკვები დაილია) პასუხს არ დააყოვნებენ და გეტყვიან: ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. დიახ, მათი აზრით ბავშვის ემბრიონი ძალიან სასარგებლოა კანისთვის, კუჭნაწლავისთვის, სხეულის გასაძლიერებლად და რაც მთავარია სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ბევრი ადამიანი ამტკიცების ბავშვის წვნიანის ეფექტურობას საკუთარი მაგალითიდან. ჯანმრთელი ახალშობილის ფასია 4000$.

თუ ემბრიონი აბორტის შედეგადაა „გაჩენილი“ ფასი მაქსიმალურად იკლებს, 4000$დან რამდენიმე ასეულ დოლარამდე. ასევე, რაც უფრო პატარაა ემბრიონი, მით უფრო იაფი ღირს. ბავშვებს ძირითადად პირდაპირ საავადმყოფოებიდან ყიდიან, მშობლების თანხმობით. თუმცა ხშირად, როცა ქალი აბორტს იკეთებს ბავშვის გვამს უპატრონოდ ტოვებს, შესაბამისად გამყიდველებსაც მეტი თანხა რჩებათ ასეთი ბავშვების ვაჭრობით. გასაოცარია ის ფაქტი, რომ ასეთი „კერძის“ პირველი მოხმარებელი იყო(არის) 62 წლის კაცი, რომელსაც 19 წლის ცოლი ჰყავდა და ირწმუნებოდა, რომ ამ „წამლის“ მიღების შემდეგ მას და მის ცოლს ყოველდღე ჰქონდათ სექსი.
ზუ ქინი, 32 წლის ქალი ჰუბეიდან, რომელსაც ძალიან ნაზი კანი აქვს და რამოდენიმე წლით ახალგაზრდად გამოიყურება. მას 100ზე მეტი ემბრიონი ჰყავს შეჭმული 6 თვეში.
„სანამ ჩემი დის ახალშობილი ბავშვები ძალიან სუსტები იყვნენ ყური მოვკარი, რომ ემბრიონები ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი ყოფილა. სწორედ ამის შემდეგ ამოვარჩიე ერთ-ერთი ჩემი დისწულებიდან“ ამბობოს ზუ სინდისის ქენჯნის გარეშე.
„მე ვრეცხავ ემბრიონებს იქამდე სანამ ძალიან თეთრი არ გაუხდებათ კანი და შემდეგ ვშუშავ, წვნიანის გაკეთებაც ძალიან კარგია, მაგრამ არის ერთი დაბრკოლება : ემბრიონებს ძალიან ცუდი სუნი აქვთ და ყველას არ შეუძლია ამ სუნის ატანა. სასურველია „სადილში“ ნიორის დამატება, რათა სუნი გაქრეს. ეს საკვები თქვენს კანს უფრო გლუვს გახდის. ძირითადად ვყიდულობ პატარა ასაკის ემბრიონებს, რადგან უფრო იაფია. ისინი ვარდისფერ, პატარა თაგვებს გვანან, მე ასევე ვყიდულობ ცოტაოდენ ღორის ხორცს და ვიყენებ მას წვნიანის გასაკეთებლად, ვიცი, რომ ისინი არიან ადამიანები , მაგრამ ეს საკვები ხომ უკვე ასეთი პოპულარულია. თანაც ასე რომ არ გამოვიყენოთ ემბრიონები ისინი უბრალოდ დაკარგულები არიან“
ჩინელების აზრი ამასთან დაკავშირებით:
მისტერ ჩენგი ჰონგ კონგიდან 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ჭამდა ემბრიონის სუფს. „პროდუქტის“ მოპოვებაში მას ეხმარებოდნენ მეგობარი ექიმები სხვადასხვა საავადმყოფოებიდან.
„მათ მითხრეს , რომ თავიდან ძალიან გამიჭირდებოდა ამ გემოსთან შეგუება, თუმცა ეს აუცილებლად უშველიდა ჩემს ასთმას და მართლაც ნახევარ წელიწადში ამ სენისგან განვიკურნე“ თქვა ჩენგმა (იმდენი შენ რა გითხარი)
გამოკითხვიდან ერთადერთ ჩინელს ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება ამის მიმართ, ლიმ რამოდენიმე აბორტი გაიკეთა: „აბორტის შემდეგ მე უბრალოდ დავტოვე საავადმყოფოში ბავშვები, არ მინდოდა დამენახა ისინი. როგორ შეუძლია ხალხს ისინი შეჭამოს ? „
წყარო: http://www.theseoultimes.com
წყარო II: http://qutaiso.ge
Tagged აბორტი, ახალშობილი, დელიკატესი, ემბრიონი, კანიბალი, საშინელება, ჩინეთი, ჩინელები, წვნიანი
შოუები საქართველოში sucks!
კიდვ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში შოუს მოსაგებად, ან ლტოლვილი უნდა იყო, ან კოჭლი, ან ბრმა, ან პარტიოტული სიმღერა შეასრულო, ანდაც სამივე ერთად.
ჯერ იყო და ჯეობარში ყველაზე სათნო, გაჭირვებული, ლტოლვილი ან “პახაბნი” იმარჯვებდა. ჯეოსტარშიც იგივე, ლტოლვილი, საყვარელი, სათნო, ან უწი პუწი ჟიურის რჩეული.
ერთადერთი ყველაზე რეიტინგული შოუ დარჩა ქართულ ტელესივრცეში, რომელსაც როგორც შარშან იგივეს გამეორებას ვუწინასწარმეტყველებ. შოუ დამყარებულია ნიჭზე არ აქვს მნიშვნელობა სიმღერა იქნება ცეკვა, ძალის დემონსტრირება თუ ჟონგლიორობა. მაგრამ ეს უკანასკნელი გადაცემაც ჯეოსტარად აქციეს, ბანალური ფინალისტებით. იურმალა უფროა ვიდრე სანახაობრივად გამართული ტელე-შოუ.
განა წეღან არ ვთქვი, რომ სიმღერაც დასაშვებია მეთქი? ჰო მართალია, თანაც ქართველების უმრავლესობას სიმღერის გარდა სხვა ნიჭი არ გვაქვს და სხვა რა დაგვრჩენია, 30% დევნილია დახმარება სჭირდება… ჰოდა სულ ესაა, ჩავწეროთ “რიმტირი-რიმტირი” სიმღერა, ბრბოს გულს ავუჩუყებთ, ესემესებს მივიღებთ და შოუც მოგებულია (ვაშაააა). შოუს რომ მოვიგებ შემდეგ რა? არაფერი, მთავარია შოუ მოიგო და ყველას ახსოვდე, მაქსიმუმ 10 დღით. “საფილარმონიე სიმღერის” გამო, დაგპატიჟებენ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, თამადასთან ერთად რამოდენიმე “საფილარმონიე სიმღერას” შეასრულებ, ერიც კმაყოფილია, სტუმრებიც და რაღა თქმა უნდა თქვენც (იეაჰ). ჰო გამომრჩა, ასე “წარმატებულად” გაგრძელდება თქვენი ცხოვრება.
გული მწყდება, განა იმაზე ბრბოს დამსახურებით რომ იმარჯვებენ. არა. გული იმაზე მწყდება, ნამდვილად ნიჭიერი მონაწილეები ფინალის მიღმა რჩებიან, გამარჯვება ხომ ზედმეტია…
იცით ყველაზე გასაკვირი რა არის? თვითონ შოუს შემოქმედებითი ჯგუფიც მორგებულია ბრბოზე, ბრბოზე ვისგანაც შემოსავალი აქვთ და მეტად გაყიდვად პროდუქტს ჰქმნიან. როგორი უნდა იყოს ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი? პასუხი მარტივია, ისევ და ისევ ბრბოზე მორგებული.
ჰო კიდევ ერთი, ხალხს ყურადღების გამახვილება აღარ სჭირდება, რომ კონკურსანტი უბედურებაში და გაჭირვებაშია გაზრდილი, ისედაც იციან, თქვენ კი უმძაფრებთ შებრალების გრძნობას (ზედმეტად აფიშირებთ), ამარჯვებინებთ საცოდავ სათნო და დაჩაგრულ ადამიანებს.
ისღა დაგვრჩენია, ლტოლვილობის მოწმობა ავიღოთ და დავირაზმოთ ნიჭიერში!
და ბოლოს, ბონუსად, გუშინდელი გადაცემის ჩემთვის ფავორიტი კონკურსანტები, რა აზრი აქვს მაგრამ მაინც:
Tagged acro style, აკრო სტაილი, თათია დონაძე, ნიცა ყიფიანი, ნიჭიერი, შოუ, ჯეობარი, ჯეოსტარი

































