Monthly Archives: August 2011

კუტუ, ჭუჭუ, თუ უბრალოდ აიდი ბარათი?

დასავლეთში _ კუტუს ეძახიან

აღმოსავლეთში _ ჭუჭუს

დასავლეთში _ ფუჩუს ეძახიან

აღმოსავლეთში _ ჩიტს

კომუნისტური აზროვნების მქონე გადმონაშთები _ პასპორტს

ბავშვობაში, როცა უფროსები რომელიმე დაწესებულებაში პასპორტზე საუბრობდნენ და დაუმორცხვებლად, თავაზიანად ითხოვდნენ მას მე გარყვნილი და უზრდელი უფროსების რიგში გავამწესებდი ხოლმე.  ”თქვენი პასპორტი მიბოძეთ, გეთაყვა” , “თქვენი პასპორტის ნომერი მითხარით, გეთაყვა”.

დღეს როცა ჩემი ძმიშვილი 2 წლისაა  და მეკითხება მაისურზე რაც გახატია მაგას რა ჰქვიაო, რა ნამუსით ვუპასუხო ბავშვს, რომ მაისურზე რომელიც ასე ძალიან მიყვარს ჩიტი ახატია?

არ მინდა იფიქროს ბავშვმა, რომ ძალიან დიდი და ლამაზი მუტელი ამშვენებს ჩემს მაისურს. არ მინდა ეგონოს რაც ცაში დაფრინავს, ყველაფერი თვითმფირნავის გარდა ქალის გენეტალიაა და უფროსები რასაც ითხოვენ თავაზიანად, ყველაფერი ყლე.

რჩევა: თქვენ, ახლა უკვე შეგიძლიათ პასპორტი ჩაანაცვლოთ აიდი ბარათით. რა თქმა უნდა თუ თქვენ უკვე ნათქვამი გაქვთ, რომ მის სქესს რაც განსაზღვრავს პასპორტია.

საერთოდაც, გაუფრთხილდით ბავშვებს, ყოველ წამს ახალს სწავლობენ და თქვენი უგუნურობით შეცდომებს ნუ დაუშვებთ!

ბონუსად კი გიტოვებთ ფოტოს, რომელიც ყველა პედოფილს ფრთებს ასხამს. ნუ აქცევთ საკუთარ შვილს პედოფილის ოცნებად და მასტურბაციის მსხვერპლად!

წერილი ადოს…

გამარჯობა, მე ლიკულა ვარ ^^

არა, ბევრი რამის თქმას არ ვაპირებ და არც იყო სახელის თქმა საჭირო, მაგრამ ასე გადავწყვიტე… როცა ადამიანმა , მწერლის სახელი იცის უფრო უადვილდება მისი დაწერილის წაკითხვა. ალბათ იმიტომ, რომ შეუძლებელია ყველა დაწერილის ერთ სტილში წაკითხვა, როდესაც მწერალი სხვა სტილით წერს და გადმოგცემს, შენ კიდევ მას სხვებში ურევ.. ისე, არც ისე საინტერესო ვარ ყველასთვის.. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ყველა ვერ ხედავს ჩემში ღმერთს.. ხოლო, როცა ადამიანში ღმერთს ხედავ , მას ყველა ცოდვას და შეცდომას პატიობ. ამიტომ მაპატიე შენზე, რომ ვწერ ისე, რომ რამოდენიმე დღეა რაც გიცნობ..

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩამოვედი თბილისში და დაიწყო უსაქმურობის უსასრულობა.. სოციალურ ქსელებში ვიყავი ჩაფლული და ალბათ ამ დღეების ამაოება ჩემს სტატუსებზეც შეიმჩნეოდა.. შენმა სახელმა და ავატარმა მიმიზიდა , შენ ხომ ჩემი საყვარელი მულტფილმის გმირის სახელი გეწერა.. ზედმეტად არმიყვარს, ადამაინების უცხოდ „დამეგობრება“ , მაგრამ რაღაც საინტერესო ჩანდი და ვიფიქრე რომ აი უბედურო მეო დამთავრდა შენი უსაქმურობა ამ ქვეყანაზე , თუნდაც ცოტახნით მაინც. როდესაც მივიღე Ado Doodlez accepted your friend request, მეუცხოვა ცოტა არ იყოს. პირველი, რაც გავარკვიე, იყო ის რომ იყავი ბლოგერი.. და კიდევ ერთხელ წამომიტივტივდა თავში ის რომ „აი უბედურო მეო დამთავრდა შენი უსაქმურობა ამ ქვეყანაზე“ წასაკითხი ბევრი იყო. როდესაც გავეცანი, შენს პირველ ჩანაწერს, რაღაც აზრი გამიჩნდა შენზე.
შენთან FACEBOOK’ის კედელზე წავაწყდი ასეთ სურათს


„ძალიან `მიტყდება` თმა რომ გადავიპარსე :S“  მინდა გითხრა რომ არ ცდებოდი^^…
ყველაზე მეტი დადებითი ემოცია წამოვიდა „ხუტვინგ, ანუ ჩახუტების დღე“ და პირველი რაც ვიფიქრე „მოდი, ჩაგეხუტო“ … ყველაზე გემრიელი ინტიმური ჩანაწერები წავიკითხე შენს ბლოგზე, პირველად… ყველაზე საყვარელი „მე“ გყავს შენ.  რაღაცნაირი ხარ და ძალიან მომწონს ეს ^^
იმათ არ გავხარ , აი იმათ მე რომ ნერვებს მიშლიან და მზად ვარ, რომ მათი ცხოვრება დავანგრიო. (მინდა გითხრა მაია ასათიანს არ გავხარ, იმიტომ რომ ვერ ვიტან მაგ ქალს)
იცი, ბავშვები არმიყვარს , მაგრამ ისეთი დამოკიდებულება გქონია შენს ძმიშვილებთან, მივხვდი იქნებ არც ისე ცუდები არიან ბავშვები და მეც შევძლებდი ჩემი დისშვილებიც შეყავრებას, როდესაც ისინი გაჩნდებოდნენ. ჰოდა არმინდა შენზე , რამე დამატებითი წარმოდგენები შემექმნას. ან შევიქმნა და მერე ისევ ჩემით დავამსხვრიო…

ასე რომ, გამარჯობა, ადო შენ შეგიძლია დეიდა ლიკას ყველაფერი უამბო (თუ გინდა :ლოლ:) იცი მინდა, რომ ბევრი ღამეები გაათენო, და ბევრ ასეთ ღამეს გისურვებ რადგან, მინდა რომ უფრო მეტი და მეტი წერო… არვიცი და არც დიდ ყურადღებას ვუთმობ  „იმიჯის“ გამო ხარ ასეთი თუ არა..

მე , ასეთი ადო მომწონს და არც კი ვეცდები , რომ ცუდი ადო გახდეს. ყველაზე მაგარი მეგობრები გყავს, შენ. ძალიან თბილები არიან შენს მიმართ, თითქმის ყველა (რასაც ჩემს მეგობრებზე ვერ ვიტყვი).

კიდევ, რაც მთავარია გიყვარს ნესვი.  ნესვი არის ჩემი ცხოვრების აზრი, ალბათ საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. მინდა მაპატიო , რომ წინა დღეებში მე აზრი შეგაცვლევინე პირსინგის გაკეთების შესახებ , ისეთი სურათი განახე :\

დღეს ასეთი რაღაც მითხარი : „როგორ დაწერ რამეს ჩემზე? რატომ, როგორ, რომ არ მიცნობ? ო_ო“. მე გეტყვი, რომ : „ცოტას დავწერ.. როგორც გიცნობ ისე დავწერ. არც ისე დიდი დროა გიცნობ , მაგრამ ამ დროში დაგწერ“

არმინდა, ის გააკეთო რაც სხვებს მოსწონთ. არმინდა „იმიჯი“ შეიცვალო. არმინდა, რომ ცუდ ხასიათზე იყო ხოლმე. არმინდა, რომ ინანო რომ მეგობრების ლისტში ჩამამატე. მინდა, რომ ბედნიერი იყო. მინდა, რომ „ის“ გეპოვოს.  მინდა, რომ ყოველთვის ყველაფერი განაახლო.. მინდა, რომ არდაგავიწყდეს ხოლმე „ძილინებისა“. ისეთი , ამინდი არის დღეს იდეალური დროა დაწერო რამე კარგი…

მუსიკაში ვნებები თავად აკმაყოფილებენ ერთურთს (c) ნიცშე
და ახლა ვწერ ამას და ასეთი რაღაც მომდის Ado Doodlez invited you to the event ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე და კიდევ უფრო და უფრო მეტის დაწერა მინდა. ყველაზე დამახასიათებელი ტყუილი თავის მოტყუებაა.

ხოლო სხვების მოტყუება ეს იშვიათი გამონაკლისია (c) ნიცშე. 

თავი არ მოიტყუო, რომ ეს დაწერილი მოგეწონა და მზად ვარ მე მოვტყუვდე და ცოტახნით ვიყო ბედნიერი ^^

თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას (c) იოჰან გოეთე
ყურს გიგდებ, უკვე დიდი ხანია და ბედნიერი ვარ, რომ მესმის შენი.

და ბოლოს ერთს ვიტყვი შენზე „ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს მის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, იმის და მიუხედავად გავს თუ არა ეს სახე მის იმჟამინდელი მდგომარეობასა და ყოფას

მამა, აღმზრდელი და სითბოს ძიება

 სასურველია ამ მუსიკის თანხლებით წაკითხვა

 დე, დე, ჩამეხუტე და ისე დავიძინოთ რა… დედას ხელებს მთელი ძალით გულში ვიხუტებდი, მეგონა დილით ისევ ჩახუტებულებს გაგვეღვიძებოდა, ძალა შემრჩებოდა ძილისას და მის ხელებს გულიდან არ მოვიშორებდი. როგორც კი მზე თვალებში მომანათებდა, ხელების ფათურით, მის ჩემს გვერდით არსებობას ვამოწმებდი, მაგრამ ტყუილად… დედა ძალიან ადრე, ყოველდღე სამსახურში მიდიოდა. მამას მაგივრადაც ის მუშაობდა და უმეტესად გამათბობელისთვის საწვავი მოჰქონდა. მამაც ძალიან მიყვარდა, მერე რა ბიჭებთან ფეხბურთის თამაშს რომ  მაიძულებდა, მე მაინც არ ვუჯერებდი და ამის გამო მცემდა. ჩემი მეორე დედა ჩემი და იყო, რომელიც მამას დამცირების შემდეგ მეფერებოდა და იმ სითბოს მაძლევდა რასაც მამა მაკლებდა. ჩემ დას ყოველთვის თავის მეგობრებში დავყავდი, ყველა გოგო იყო და ჩემით ერთობოდა, ხან რას ჩამაცვამდნენ, ხან რას დამაფარებდნენ თავზე…

  მე ერთი ყველაზე ახლო მეგობარი მყავდა, რომელიც პირველი გავიღვიძებდით და კიბეზე ჩავასწრებდით ის ეძახდა მეორეს. დაბადებიდან ერთად ვიზრდებოდით. ჩვენ ბაღშიც ერთად, და ერთი და იმავე ჯგუფში დავდიოდით. ერთ საწოლში გვეძნა და ერთ მაგიდასთან ვთამაშობდით. როცა მასწავლებელი შეჰყვირებდა დაიძინეთო, ყველას თვალი უნდა დაგვეხუჭა  და სუნთქვის ხმაც კი არ უნდა გაეგო. რამდენიმე წუთს ერთმანეთის უკან ორ რიგად ჩაწყობილი საწოლების შუაში გაივლიდა მასწავლებელი და ჯოხს ხელზე ირტყამდა. ვის საწოლსაც მიუახლოვდებოდა შიშისგან გამოწვეულ ხშირ სუნთქვას აჩერებდა, გულისცემას კი ლოგინზე მჭიდროდ დაჭერით ახშობდა. როგორც კი ზურგს გვაქცევდა, თვალებს ოდნავ ვახელდით და ველოდებოდით, ხუთ წუთიანი მეთვალყურეობის შემდეგ თუ როგორ ტოვებდა შავ ძალიან სქელ ძირიანი ფეხსაცმელების ძლიერი ნაბიჯით ოთახს.  იქამდე არ ბრუნდებოდა სანამ ჩემს გვერდით მწოლიარე მეგობარი თვალებს არ დააჭყეტდა და არ დაიწყებდა…

  ყველა იძინებდა ჩვენს გარდა, შეიძლება ჩვენ შეჩვეულნი ვიყავით, რომ ეს წესად ქცეული აუცილებლად უნდა დაგვეწყო. ორივეს ერთი საბანი და ადიელა გვეფარა. ის უხეშ, ბუსუსიან ადიელას გადაიხდიდა და საბანს თავზე გადამაფარებდა. ერთ ხელს ზურგზე მომხვევდა მისკენ მიმიზიდავდა, მეორე ხელს კისერზე შემომხვევდა და ასე ვიყავით ჩახუტებულები რამდენიმე წუთს. უფრო მეტი სითბოს გაზიარების სურვილი გვიჩნდებოდა ერთმანეთისთვის… ძლიერად დახუჭულ თვალებზე მკოცნიდა და ზურგზე ნაზი თითებით წრეებს ხაზავდა. ხელს საცვალში ჩამიცურებდა… და მკერდზე მეფერებოდა. არ ვიცი საიდან ისწავლა. რაც მთავარია მე ეს მომწონდა, ხანდახან მეც ვბაძავდი მას. ამ დროს აღმზრდელი შემოდიოდა და საბანში შემძვრალს რომ გვხედავდა, თმაში ხელს გვტაცებდა, შუბლით ერთმანეთს გვაჯახებდა,  გაგვათრევდა ორივეს და სანამ ყველა არ გაიღვიძებდა შიშვლებს ცივი ოთახის კუთხეში გვაყენებდა. ეს იქამდე გრძელდებოდა სანამ აღმზრდელი მამას ბაღში დაიბარებდა და მოუყვებოდა. სახლში რომ მივდიოდით მამა ისევ მცემდა. მამას მხოლოდ ცემა შეეძლო, საუბარი და შვილთან ურთიერთობა არა…

მერე? მერე, რამოდენიმე წელი გავიდა და სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით. სკოლიდან დაბრუნებულები ერთად ვიყავით, ხან მე ვსტუმრობდი მას, ხანაც ის. მოვიმიზეზებდით მის ბებიასთან წასვლას. ბებია შორს ცხოვრობდა ჩვენ კი დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით, ლიანდაგებთან ახლოს, ჩვენ აშენებულ ქოხში მივდიოდით. ჰო, ქოხი მართლა ჩვენ ავაშენეთ. სახლიდან ყუთები და გამოუსადეგარ ნივთები მიგვქონდა, ყველაზე პატარა და თბილი სახლი გვქონდა. ჩვენს ქოხში თავს თავისუფლად ვგრძნობდით, და ძალიან, ძალიან ბევრს ვეფერებოდით ერთმანეთს. გასათბობად კოცონს ვანთებდით. სახლიდან წაღებული ჩაიდანით ჩაისაც ვსვამდით და კარტოფილს ნაკვერჩხალზე ვწვავდით მოშიებისას.

  ჩვენი აშენებული ქოხი მამამ დაამტვრია, როცა ყველაფერი გაიგო. აღარ მცემს, ისევ უმუშევარია და სახლში ზის. დედა ისევ მუშაობს, ჩემი და ისევ მამხნევებს. აღმზრდელს სხვა აღსაზრდელები ჰყავს.

მან გუშინ ცოლი მოიყვანა…

მე კი ახლა პოსტის წერას მოვრჩი…

ცხადი თუ რეალობა?

სადარბაზოში შესვლისთანავე ექვსივე საფეხური სწრაფად ავირბინე და ლიფტი გამოვიძახე.

_  ოდესმე ბედნიერი ყოფილხარ? ვეკითხები ჩემ თავს და შევდივარ ლიფტში, პასუხი რა თქმა უნდა არ მაქვს და ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ როგორ და რა ძალით მოძრაობს ეს ყუთი. ლიფტში მთლიან კედელზე სარკეა.

_ გამეცი პასუხი რა არის საჭირო იმისთვის რომ ბედნიერი იყო? ლიფტის სარკიდან გადმოსული ჩემი მეორე მე თავს არ მანებებს, და შეკითხვებს მაყრის.

_ რატომ ფიქრობ ამდენს, რატომ აფიქრებინებ ადამიანებს რომ უცნაური ხარ? ვიბნევი და პასუხი ისევ არ მაქვს.

_ ვყვირი. არ ვიცი, მგონია, ჩემი ფიქრები ნათელია და სიტყვებით გადმოცემა არაა საჭირო. არა, ცდები, ადამიანებს შენი დუმილით ბევრ უცნაურს აფიქრებინებ!

_ სწორედ ფიქრობენ, უცნაური ვარ. ჩემს ორაზროვან წინადადებებს არასდროს არავინ უღრმავდება. საერთოდაც რა საჭიროა ლაპარაკი?

სარკე ნელ-ნელა პატარავდება… იმდენად დაპატარავდა მეორე მე შესვლას ვეღარ ახერხებს, ბორგავს და ზურგზე მეკვრის. სარკე იმსხვრევა, თითქოს ისიც ჩემს წინააღმდეგაა და სურს ამ საზიზღარ მესთან ერთად სამუდამოდ დამტოვოს.

ლიფტის კარი იღება მეოთხე სართულზე, მე გადის და სახეს იცვლის, კიბეზე მოძრავი ბიჭის სახე მიიღო, უყვირის ხმა ამოიღე, შენ მაინც მითხარი რამეო. თითქოს მას ვერ ხედავს ისე აგრძელებს ბიჭი გზას. მისი მე უკან მისდევს, უშედეგო შენიშვნების შემდეგ ქრება და ემუქრება, აფრთხილებს ყოველთვის შენს გვერდით ვარო.

ლიფტის კედლები ვიწროვდება, ჭერიც კი იკლებს სიმაღლეს, თავის გადასარჩენად მეს ვეძახი. იმ მეს რომელიც სულ ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის წავიდა, გაქრა… ჩავიცუცქე, ღრმად ვსუნთქავ ჰაერი აღარ მყოფნის. ვიცი რომ კლაუსტროფობიით ვარ დაავადებული, რატომ ჩავჯექი ლიფტში? მეს სიცილის ხმა მესმის… კედლები უფრო და უფრო ვიწროვდება, ლიფტი მოწყდა და გაურკვეველი სისწრაფით ქვევით ეშვება. ვყვირი, მაგრამ შველა არავის შეუძლია…

კუთხეები მრგვალდება, კედლები უფრერული, გამჭვირვალე ხდება და განზე იწევს. საპნის ბუშტში ვზივარ ჰაერის მარაგი საკმაოდ ბევრია, თანდათან იზრდება ბუშტი, თავისუფლების შეგრძნება მეუფლება და კმაყოფილი სახით ხედს ვათვალიერებ. მინდორში მდგარი მე, საპნის ბუშტებს უშვებს, მომღიმარი სახით ვაკვირდები და მასთან მისვლა მინდა, მეც მინდა საპნის ბუშტები გავბერო. მფრინავი ბუშტით მინდა მოწმენდილ ცაზე გადაჭიმულ  ცისარტყელას მივუახლობდე და ოცნება ავისრულო…

ბუშტი სკდება და ძირს ვეშვები…

მასთან ერთად მეც ვქრები…

პოსტი და ორგაზმი შენზე…

მეძინა?

არა, არ მძინებია, ყოველთვის დილამდე შემოვრჩები კომპიუტერთან და დროის გასაყვანად როგორც წესი სტატიებს ვკითხულობ. ისეთი ბედნიერი ვარ ახლა… გადავწყვიტე იმ ემოციებზე დავწერო, რაც დღეს ვიგრძენი შენს მიმართ.

ეს სტატუსი, სულ ახლახანს, ფეისბუქზე დავდე...

შენ ჩემი ფეისბუქელი ფრენდი ხარ, შენ ჩემი ბლოგის მკითხველი ხარ. ახლა კითხულობ ამას და გგონია შენს პროფილზე არც არასდროს შემოვსულვარ, არ მაინტერესებ. ჰმ… არადა სულ ტყუილად ფიქრობ მასე. არა, არა ერთხელ ნამდვილად მიხვდებოდი, ფოტო დაგილაიქე. შენი პროფილის თვარიელება მსიამოვნებს!  ვერც წარმოიდგენ, რაც მეგობრებში დამამატე ყოველდღე რომ გათვალიერებ. შენ ჩემი ასაკის არ ხარ. ვიცი, ამ პოსტს წაიკითხავ და მინდა იცოდე ახლა უკვე ჩემი ქრაში რომ ხარ, მუზა… ჰო, პოსტებიც შენზე იქნება. რამოდენიმე.  განა წეღან არ ვთქვი შენს პროფილზე ბოდიალი მსიამოვნებს მეთქი?! ისეთს არაფერს, მნიშვნელოვანს არ წერ, მაგრამ…

ამ ორი საათის განმავლობაში დაახლოებით ოცდაათჯერ მომიწია  Older Posts-ზე დაჭერა. შენს ცხოვრებას ვეცნობი, ბევრ სისულელესაც გადავაწყდი, მიხარიხარ …

ყველას სძინავს… მინდება ფანტაზია რეალობად ვაქციო და შენს ფოტოებს ვათვალიერებ… ასეთი თბილი და სევდიანი თვალები, არასდროს მინახავს აქამდე…  ერთ-ერთ ფოტოზე შევჩერდი … მუსიკა ჩავრთე…  შენს ფოტოს ისევ ვაკვირდები და მიჩნდება შენთან ერთად ყოფნის სურვილი… თვალებზე ხელი ავიფარე, მაგრამ ნებისყოფის უქონლობა მძლევს, მგონია აქ ხარ, მიყურებ, ვცდილობ არ გაგრძნობინო ჩემი ცქერა… თმაზე ხელი გადავიტარე, კისერს ჩამოვაყოლე და ვცილობ შეგიგრძნო. შენ სუნს ვგრძნობ, არ ვიცი როგორი სუნი გაქვს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ხდება თანდათან. ყველაზე მეტად ადამიანის სუნი რომ  აღმაგზნებს იცოდი? ჰო, მე ოლფაქტოფილი ვარ.

თვალებს ვხუჭავ, ხელები მაისურისკენ მიმაქვს, მთელი ძალით ვჭმუჭნი, ლამის შემოვიგლიჯო, კბილებით ვგლეჯ… მუსიკას უფრო ხმამაღალზე ვრთავ და ხელი მკერდისკენ მიმაქვს. მთელი ძალით ვაწვები მკერდს, შენი სხეულის სიძლიერე მინდა შევიგრძნო, თუ როგორ ჩამეხუტებოდი. ჯინსის შარვლის ღილებს ვიხსნი და ხელს საცვალისკენ ვაცურებ… კისერი სკამის მისაყუდებელზე გადავკიდე, ერთი ხელით ჩემს კისერს ვეფერები (ფეთიში)  მეორე ხელით ვმასტურბირებ…

შენ ახლა ამ პოსტს კითხულობ, არ გგონია რომ ეს პოსტი შენზეა, იღიმი და ფიქრს ფიქრის საშუალებას არ აძლევ, მე კი გეუბნები, შენ ხარ, მართლა შენ ხარ! მე არ მოგწერ… თუ ოდესმე ერთმანეთს შევხვდით, არც მაშნ გეტყვი ვინ ხარ. მაგრამ ეს პოსტი მართლა შენ გეკუთვნის… დღეს ჩემი ქრაში გახდი… ეს პოსტი შენზეა და გაიღიმე, უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ არსებობ ♥

ახლა, მივდივარ დაქრაშული და შეკვეთილი სიზმარი უნდა ვნახო. შენმა ფოტოებმა სექსუალური ფანტაზიები გაამძლავრა ჩემში. სიზმარი შენზე იქნება, და ვერც წარმოიდგენ, რომ შენ შენ ხარ. სიზმარზე მერე მოგიყვები, როგორი იქნება.

მანამდე კი გეტყვი, რომ დღეს მე ფერი ვიცვალე, ბუნებასთან ერთად ვიცვალე ფერი. და ამ ფერიცვალობას გილოცავ.

ინტიმური ჩანაწერები იქიდან დღემდე

ღამის 3 საათზე, როცა ყველას გვეძინა, ჩემი და ბავშვებთან ერთად მოვიდა ტირილით, დახეული, დაგლეჯილი პალტო ეცვა, ანიც ტიროდა. პირველად რაც გავიფიქრე, ჩემს სიძეს მოუვიდა რამე მეთქი. ხათუნა მოკლეს, მისი მული… ყველაზე კოშმარული ღამე გვქონდა… ძალიან ლამაზი, უსაზღვროდ კეთილი და ახალგაზრდა იყო, მაგრამ უცბად გაქრა, გააქრეს… გაჩერებაზე მდგომს, მანქანამ დაარტყა. მკვლელმა ფული გადაიხადა პროკურატურაში და გაუშვეს. 1 კვირა ხმას ვერ ვიღებდი. იმ დღიდან მოყოლებული მანქანა ნივა მეჯავრება. 5 თვის განმავლობაში მანქანებს  ვითვლიდი და გაჩერებაზე ვერ ვდგებოდი, მეშინოდა. ფსიქოლოგთან უნდა მივსულიყავი წესით, მაგრამ აწი აღარ აქვს აზრი.

2003 წლის 15 იანვარი

სკოლაში წასვლა არ მინდა, სჯობს დღესაც მოვიავადმყოფო თავი, არადა დღეს გერმანული მაქვს, ისევ დარეკავს დირექტორი და დამრიგებელი სახლში მომაკითხავს, ეგონება ისევ შატალოზე ვარ. როგორ დამღალეს სკოლაში, არავის დანახვა არ მინდა. გუშინ გერმანულის რეპეტიტორს დავალებები ისევ დავაწერინე და გაკვეთილისთვის მზად ვარ. ვერაფერში ვერ ჩამჭრის. არა და რა იცის დირექტორმა, რომ გერმანულის გაგებაში არ ვარ და მეჯავრება, მაინც 8 ქულა მყავს. ალბათ რომ ვუყვარვარ მიმატებს ქულებს, იცის მეც რომ მიყვარს. აბიტურიენტი ვარ და სკოლაში ვათრევ რეპეტიტორების მიერ მოცემულ დავალებებს, იქ ვწერ თორემ სხვანაირად ვერ ვასწრებ. ჰო მართლა, ქეთი გაგვითხოვდა, ჩვენ მეთერთმეტე კლასში ვართ და სიძე მერვე კლასში. დიდხანს ვერ გაძლებენ ერთად… მერვე კლასელ ბავშვთან სექსი? ვერ წარმომიდგენია…

2007 წლის 11 ნოემბერი

ერთია, ინტერნეტით გავიცანი, რამოდენიმე თვეა მიმოწერა გვაქვს. გადავწყიტე ბოლოს და ბოლოს ეს ნაბიჯი გადავდგა, რაც იქნება იქნება, ყველაფერზე თანახმა ვარ. თანაც სახლში ძალიან გამაბრაზეს და გულს გადავაყოლებ… დავბრუნდი… ისეთი ლამაზი აღმოჩნდა, როგორც ფოტოებზე და ვებ კამერაში. მაგრამ ძალიან არ მომეწონა, თავი რობოტი მეგონა… სექსი გვქონდა, საშინელი სექსი. დავრწმუნდი ვინც სექსზე ბევრს ლაპარაკობს სექსის გაგებაში არ არის.

2008 წლის 7 ივნისი

ჩემი ძმა დაოჯახდა. ჰო, ჰო დაოჯახდა… რომ დარეკა და გვითხრა, მე და ჩემი და ერთმანეთს ვეხუტებოდით, ვყვიროდით. ძალიან გაგვიკვირდა, ასეთ სწრაფ გადაწყვეტილებას არ მოველოდით მისგან. რძალი მე გავიცანი ინტერნეტით, დავმეგობრდით და ჩემი ძმის წლოვანების რომ აღმოჩნდა გადავწყვიტე გამეცნო. ყოველდღე, როცა მიმოწერა ჰქონდათ, კურატორის როლს ვასრულებდი, მოკლედ შევაბით რა. სანახავად ჩავედი, სოფელში იყვნენ, შენი ფრენდი მოვიდაო და გადავეხვიეთ ერთმანეთს. მთელი დღე ვიცინოდი, მონიტორზე გადიდებული ფოტო მეგონა ნათია.

2008 წლის 20 მარტი

საქართველოში ომია…

2008 წლის 8 აგვისტო

არ ვამაყობ თუმცა საამაყოცაა, რომ ჩემს ოჯახში არასდროს ხელი არავის არავისთვის აუწევია (დარტყმას ვგულისხმობ)…
ამას წინათ ჩემ მეგობარს ვესტუმრე. მეგონა როგორც ყოველთვის ეს დღეც ჩვეულებრივი იქნებოდა, ფილმების ყურებით დაწყებული, სახლის ყირაზე დაყენება, ბალიშების სროლით რომ მთავრდებოდა. 18 წელია ერთად ვიზრდებით, მაგრამ ასეთს ნამდვილად არ შევსწრებივარ… ის მამამისმა სცემა, ის ბიძამისმა სცემა, ის მეუღლემ სცემა… მე უძლური ვიყავი, ახლა ვნანობ, რატომ არ მივმართე შესაბამის ზომებს (პატრული).

2009 წლის 10 დეკემბერი

დღეს პაპა დაიღუპა… ხელებში ჩამაკვდა, სიკვდილის წინ მიშველეო შვილებს დასძახოდა, თქვენ რა შვილები ხართ ჩემი შველა არ შეგიძლიათო. პაპა ძალიან კარგი კაცი იყო, ძლიერ მიყვარდა და მის მოგონებებს ყოველთვის სიამოვნებით ვისმენდი. ანზორიც პაპას საპატივცემულოდ მქვია, ხშირად მიფიქრია სახელის გადაკეთება, მაგრამ პაპას ხათრით არ გადავიკეთებ.

2009 წლის 4 აპრილი

უნივერსიტეტში აკადემიური ავიღე, გერმანიაში უნდა წავიდე სამუშაოდ. მეილზე უამრავი წერილი მომივიდა, ბევრი შემოთავაზება მაქვს, რომელიმეს ავარჩევ. თუმცა ინგლისიდანაც მომდის, გაურკვევლობაში ვარ ლონდონში წავიდე თუ ლაიფციგში. მოკლედ, გუშინ დამირეკეს გერმანიიდან და ჩასვლის დროზეც შევთანხმდით. ივლისში წავალ.

2009 წლის 20 ივნისი

რამოდენიმე დღის წინ, 18 წლის გავხდი და ამის აღსანიშნავად, დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად, სახლიდან მეზობელთან გავიპარესავით (ვიცოდი ჩემი ძმა შემეწინააღმდეგებოდა) და ტატუ გავიკეთე. ძალიან მომწონს, შემთხვევით ინტერნეტში გადავაწყდი. ორი თოლიაა ერთი დიდი, მეორე პატარა… თოლია თავისუფლების გამოსახატავად ამოვისვირინგე. მეორე ახსნა ჩემი ზედმეტსახელია _ადო (ქართული ასოებით იკითხება).

2009 წლის 22 სექტემბერი

თითქმის ყოველდღე მწერენ, მხვდებიან, ზოგიც მლანძღავს, მაგრამ დღეს ისეთი თბილი დღე იყო ასეთი დამთხვევა და ამდენი ადამიანის სითბო ჯერ არ მიგრძვნია ადამიანებისგან. ქუჩაში ძალიან ბევრმა გამაჩერა, ზოგი მეძახდა, მიცინოდა, ზოგს არ ერიდებოდა და მეუბნებოდა რომ ჩემს ბლოგს კითხულობდნენ. არ მეგონა ჩემს ნაბლუდუნებს თუ ვინმე წაიკითხავდა, ისიც არ მეგონა ვინმე თუ მიცნობდა. ძალიან მიყვარს ჩემი ბლოგის მკითხველი, განსაკუთრებით მაშინ როცა სითბოს იჩენს…

2010 წლის 19 აგვისტო

მამას მაღალი წნევის გამო ინსულტი დაემართა. შეიძლება გაუმეორდესო, გაუფრთხილდით ძალიან მძიმედააო_ ექიმმა. ძალიან მეშინია… რამე რომ დაემართოს ჩემი ფსიქიკა და ემოციურობა ვერ გაუძლებს.

2011 წლის 6 თებერვალი

ის მალე ლონდონიდან ჩამოვა, ვემზადები. ტატუ გაიკეთა სიყვარულის დასამტკიცებლად, ბევრი ვეჩხუბე, ჩემი სახელის დაწერა კისერზე ქართული ასოებით რა ღლეობაა მეთქი. ეწყინა მაგრამ არაუშავს გადაუვლის. ახალი წლის დღეებში ჩამოდის.

2010 წლის 12 დეკემბერი

ჩემ დას „ყველაფერი“ მოვუყევი, ყველა ინტიმურ თემას შევეხე და საინტერესო მსჯელობის შემდეგ არანაირი რეაქცია არ ჰქონია. პირიქით ძალიან ბევრი რჩევა მომცა და ჩამეხუტა კიდეც. ჰო, ჰო ჩამეხუტა… ცივი ადამიანი რომ არის იმიტომ გამიკვირდა. დღეიდან საუკეთესო მეგობრები ვართ.

2011 წლის 20 ივნისი

ის არ ჩამოსულა… სამაგიეროდ მალევე სხვამ ჩაანაცვლა. ძალიან შემაყვარა თავი, ვამბობდი ყველაზე მტანჯველი გრძნობაა, ადამიანის დაღლევებას იწვევს მეთქი, მაგრამ უკვე დავღლევდი და სხვა არ გზა მაქვს. არავის არ მოსწონს ბრმა ხარო მეუბნებიან. ძალიან მალე ურთიერთობა გაცივდასავით,  როცა ვნახულობთ ერთმანეთს მაშინ თბება. დასასვენებლად მიდის, რომ ჩამოვა გადავწყვეტთ მომავალს…  დღეს, ჩვენ,  დავშორდით ერთმანეთს…

2011 წლის 30 ივლისი

დღეს, ჩემმა ძმამ ჩემს დაგროვებულ ფოტოებს მიაგნო, ან ჩემი ბლოგი აღმოაჩინა და წაიკითხა „გამარჯობა, მე პიდარასტი ვარ“ , მე რა თქმა უნდა ვერაფერი მითხრა და დედაჩემს ეუბნება _ეს ბიჭი პიდარასტიაო. ახლა დამადგა დედაჩემი, დაყვლეფილი თვალებით _ასე მითხრაო… დაიკიდე მეთქი და გაჩერდა. ჰო, მართლა, დღეს ახალი ჭორებიც გავიგე ჩემზე, როგორ ჭორაობენ თურმე უბნის კოლორიტი მამრები. ვგონებ, მალე ჯაშუშს დაიქირავებენ, რომ ეჭვები გაარკვიონ. ერთ-ერთმა ჩემთან მეგობრობაც კი აუკრძალა ვაჟს…

2011 წლის 15 აგვისტო

მაჩვენე შენი დესკტოპი და გეტყვი ვინ ხარ შენ

პოსტში ნინუცამ დამთაგა

ჩემი დესქტოპი ერთი წელია ასე გამოიყურება, მნიშვნელობა არ აქვს რა ეყენება, ამიტომ რაც მოყვა ვინდოუს 7-ის თემას იგივე დავტოვე. ვინდოუს 7, ვინდოუს ვისტა, ვინდოუს XP-ის თემების გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან www.custopack.com (ჯერ პროგრამა უნდა დააყენოთ). შეგიძლია თავადვე შექმნა საკუთარი დიზაინს თემა და აიკონებიც ექსკლუზიური გქონდეს.

ასეთი არეულია ჩემი დესქტოპი

არ აწყენს D დისკს დალაგება და ზედმეტი ფაილების წაშლა

ლიბერთი ბანკში მუშაობის დროინდელი საჭირო მასალა

ფოტოების ფოლდერი, სადაც ყველაზე ხშირად შევდივარ

ვთაგავ არავის… ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ, ატვირთეთ ფეისბუქის გვერდზე თქვენი დესქტოპის ფოტო, სულ ესაა :)

გამარჯობა, მე პიდარასტი ვარ

მურთაზ, უკვე რამდენიმე წელია ვფიქრობ წერილი მოგწერო, თუ არა. ახლახანს გადავწყვიტე, ვიცი რომ “პიდარასტი” გგონივარ.

გამარჯობა, შენ ჩემი მეგობრის მეგობარი ხარ, მან ერთმანეთი გაგვაცნო, გითხრა რომ ადო მქვია. ადო? გაიკვირვე. ნამდვილ სახელს ჩაეძიე, პასუხი მიიღე და ხელი ჩამოსართმევად გამომიწიე, მაგრამ არ ჩამოგართვი, არც გადაგკოცნე. შენ ფიქრობ, რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ მამაჩემის ძმაკაცი ხარ. მე და მამას ხაშზე გვეპატიჟები. მე ვამბობ, რომ არ მიყვარს, სალათი მირჩევნია. მამა მოგყვება, მე არა. შენ ფიქრობ, რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, ჩვენ სკოლაში ვართ. დედაშენს აგინებ, ტუალეტში ყოველ შესვენებაზე სიგარეტის მოსაწევად გადიხარ, ვიღაცას ჩაგრავ,  მე ვზივარ და დავალებას ვწერ, შენ ფიქრობ, რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ დღეს დილით კიბეზე მხვდები და მესალმები. ერთ საათში ჩემს ბლოგზე შემოდიხარ, ებოუთ მის კითხულობ და კომენტარს წერ, შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, მე მიკრო ავტობუსში ამოვდივარ, შენ  მხედავ რომ კისერზე ტატუ მაქვს და საყურე მიკეთია, ბორგავ, შენ და შენი ძმაკაცი თითს იშვერთ, ფიქრობთ რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ და ჩემი ძმა ჩვენთან სახლში არაყს სვამთ, მე კომპიუტერს ვუზივარ და სტატიას ვკითხულობ, ყურადღებას არ გაქცევთ და მკიდიხარ. შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ ისევ ჩემი ძმის ძმაკაცი ხარ, უნივერსიტეტიდან მოვედი თმის ნახევარი მხარე აპარსული მაქვს, მიყურებ, ხმას არ იღებ, მაგრამ იღიმი. შენ ფიქრობ, მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, თქვენ ჩემი უბნელები ხართ. ნიკას რომ წიგნი ვეთხოვე სახლში მიმაქვს, თქვენ სადარბაზოსთან ლუდს სვამთ და  სარდაფში მარიხუანას მოსაწევად მიდიხართ, მთავაზობთ, მაგრამ უარს ვამბობ. შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, თქვენ ბანკში შემოდიხართ, გიახლოვდები, თავაზიანად გესაუბრები, გიღიმი და ახალ საბანკო პროდუქტს გთავაზობ, ერთმანეთს გადახედეთ და იცინით. თქვენ ფიქრობთ რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ რესტორანში შემოხვედი, ხინკალი შემიკვეთე, მე მიმტანი ვარ, შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ ჩემი ბიძაშვილი ხარ, სახლში ყოფნისას პორნოს უყურებ და მასტურბირებ. ქუჩაში გავდივართ, მოკლე კაბიან და პირსინგიან გოგოებს თვალს აყოლებ და მეუბნები, რომ ეგ ბოზია. მე გეწინააღმდეგები. შენ ფიქრობ რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ ჩემი მეგობრის დედა ხარ, მე მოტკეცილი ჯინსი და გულამოღებული მაისური მაცვია. შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, თქვენ მამიდაჩემის გასვენების შემდეგ სუფრასთან სხდებით, ხორცს ჭამთ, უამრავ ღვინოს  სვამთ. მე განვიცდი, რომ გიყურებთ მეჯავრებით. თქვენ მხედავთ და ფიქრობთ რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა,  მე ბევრი მეგობარი გეი, ლეზბოსელი, ბისექსუალი და მეგობარი ტრანსექსუალი მყავს, მთთან ერთად ხშირად მხედავ. შენ ფიქრობ რომ პიდარასტი ვარ.

ნახე მსგავსი პოსტი ქართული რეალობის შესახებ 

ინსპირაცია „გამარჯობა, მე ვარ ბოზი“

ვაღიარებ რომ… (ანაბეჭდი–ანკეტა)

ორი დღე ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს პოსტი… მაგრამ მაინც…

პოსტი წამოიწყო ნინუცამ დამთაგა მანვე და კიდევ ერთმა ახალბედა ბლოგერმა გიორგიმ. მოცემულია შეკითხვები როლებსაც პასუხი უნდა გავცე და მაია ასათიანის პროფილში ვიგძნო თავი : )

რა შეკითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს?– რატომ წერ ახლა ამ პოსტს და რატომ არ იძინებ?

რაში ხარჯავ ყველაზე მეტ ფულს?– გამომდინარე იქიდან რომ ფინანსურად საკუთარ თავს ვერ ვუზრუნველყოფ, ოჯახს სიგარეტში და მგზავრობისთვის გამოყოფილი ფული ეხარჯება ძირითადად.

რის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ დღეს?– კვების, ღიმილის, საცვალის გარეშე, საუბრის, წუწუნის გარეშე.

როგორ ფიქრობ ვინ ან რა იყავი წინა ცხოვრებაში?–  ადონისი… მოკვდავი და კვლავ გაცოცხლებადი ბუნების განსახიერება. იმედია ისევ ტახი არ დამგლეჯს , ზევსი და არესმა მაინც აღარ არსებობენ.

ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს ცხოვრებაზე?– ვინ, სჯობს ჩავანაცვლო  შეკითხვით _ რა? კითხვა ახდენს გავლენას…

რომ გქონდეს საშუალება,რას შეცვლიდი შენს ცხოვრებაში?– მთლიანად, ცხოვრებას შევცვლიდი.

50 წლის შემდეგ ჩემზე იტყვიან … ?–  როგორ დაბერებულა… ფუფ, რა საშინელი ტატუ აქვს კისერზე.  მგონი ამას ბლოგიც ჰქონდა კომპიუტერს ცივილიზაციის უმაღლეს საფეხურად აღიქვამდა. ცხოვრებაში წვერი არასდროს გაუპარსავს და არც თმა შეუჭრია.

რა არის შენი ცხოვრების საუნდტრეკი?– სითბო, კომფორტი, ბლოგინგი…

ყველაზე შტერული კითხვა?–  ყველაზე შტერული კითხვა? სხვა?  სხვა რას შვრები?

ვაღიარებ რომ…– არაფერი არ მაკმაყოფილებს და ავადმყოფურად ეჭვიანი ვარ. (აქ კიდევ რაღაც უნდა დამეწერა მაგრამ აღარ ჩავთვალე საჭიროდ)

ხალხი გაოცდება როდესაც შეიტყობს,რომ მე... – რქები და კუდი მაქვს, ხელის გულებზე თმა და ორი სასქესო ორგანო. (აქაც სხვა პასუხს ვაპირებდი)

ხალხი თვლის რომ მე…– ზედმეტად გულახდილი ვარ, თბილი, ენერგიული და “პიდარასტი”.

ვერ ვიტან როცა…– მატყუებენ ან მესწერვებიან, ჩემს დამცირებას ლამობენ.

___________________________________________________________________________

ჩემი ასარჩევი რომ იყოს მომავალ ცხოვრებაში გავჩნდებოდი…– (კარგია ეს შეკითხვა ბლოს რომ შემოვინახე…) გავჩნდებოდი ამერიკელ ჰიპად.

ჰიპები- იყვნენ ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი პროტესტს უცხადებდნენ ძალმომრეობასა და საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს, ამიტომ ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს, რაადგან თვლიდნენ, რომ ეს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი. ჰიპების მოძრაობაში გაერთიანებული იყვნენ 16-26 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოების მაღალ ფენას ეკუთვნოდნენ. ჰიპებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი თემი. ისინი ჩაკეტილები იყვნენ თავიანთ ვიწრო სამყაროში და არ ცნობდნენ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ წესებსა და ნორმებს.ისინი ჩაკეტილები იყვნენ თავიანთ ვიწრო სამყაროში და არ ცნობდნენ ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ წესებსა და ნორმებს. ჰიპების ლოზუნგი იყო: „გამოეთიშე, განეწყე და განუდექი“.

  • გამოეთიშე” ნიშნავს ზურგი აქციო საზოგადოების მიერ დადგენილ წესებსა და ნორმებს.
  • განეწყე ” — ჩაუღრმავდი თავს, მონახე ცხოვრების აზრი და მიზანი.
  • განუდექი” — უარყავი სწავლა, თვალთმაქცი საზოგადოება, გააკეთე ის, რაც გსურს და როგორც გინდა. მიუძღვენი თავი როკს, ნარკოტიკებსადა თავისუფალ სიყვარულს.

მეყოლებოდა ასეთი მანქანა

ან ასეთი

   მოვძებნიდი დების მსგავს მოჰიპო დეიდას, რომელიც ხშირად ჩემს გვერდით იქნებოდა და ძალიან ბევრ რჩევას მომცემდა. მხოლოდ ისეთ რჩევებს დებმა რომ იცის, სხვანაირი არ მინდა. დები იცი ვინ არის? დები ერთ-ერთი შემთვის ყველაზე საყვარელი სერიალის გმირია, როგორ ადამიანზეც ვოცნებობ. დების ყველასი ესმის და ყველასთან ერთნაირია. მე ასთი ფურგონიდან რომელიმეში ვიცხოვრებდი, დები თუ ვერ მოიცლიდა, თავად  მივაკითხავდი და თავის გაკეთებულ ჰამბურგერს მაჭმევდა (გემრიელ ჰამბურგერს ამზადებს).

ეს დებია ჯასტინთან ერთად

ფოტოზე დები და ჯასტინი არიან, შეიძლება ჯასტინიც ვყოფილიყავი, წინა არა მაგრამ ამ ცხოვრებაში… ჯასტინი ვერ ვიქნები, იმიტომ რომ მომეცა ყოფნის  შანსი და ჩემდა გასაოცრად ყველაფერი გაქრა. ჯასინი აღარ ვარ, არც ჯასტინს შეყვარებულის მსგავსი აღარ მყავს, არც ჰიპი ვარ, მაგრამ ჰიპი სახელად ჯასტინი სიამოვნებით ვიქნებოდი.

ვთაგავ ჯი-ნი-ანს და კახის