ვზივარ და არაფერი.
ვზივარ და საკუთარ ცრემლებს დროგამოშვებით გემოს ვუსინჯავ.
რატომ დეფორმირდნენ შენი ემოციები,
რატომ დეფორმირდი შენ, მეკითხება ის.
მე კი არ შემიძლია რამე ვუთხრა, რამე აღვნიშნო.
აქ უნდა დაწერილიყო პოსტი ცხოველთა უფლებების შესახებ, მაგრამ რომელ ცხოველებზეა საუბარი, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებები ასე უხეშად და ცხოველად ირღვევა? ხო, მე ალბათ არაადეკვატური ვარ!
ყველა გოგოს საყურადღებოდ! ერთი წლის წინ თითქმის ყველა გერმანელ გოგონას სტატუსად ერთ–ერთი ფერი ეწერა. ყველას, განსაკუთრებით კი ბიჭებს აინტერესებდათ, რატომ წერდა ყველა გოგო სტატუსად მაგ: „შავი“ ან „წითელი“. ეს ყველაფერი იქამდე გაგრძელდა, სანამ ამაზე ტელევიზიაში არ გაკეტდა რეპორტაჟი. საქმე კი იმაშია, რომ ყველა გოგოს უნდა დაეწერა თავის კედელზე ის ფერი, რა ფერის ლიფიც აცვია. ჩვენც დავპოსტოთ ფერები…
Got this from my friend Angela..”We’re having some fun…put the color of the bra you are wearing in your status (if you are not wearing one now then put the color of the one you had on last or your favorite) let’s try to get this going to spread the wings of breast cancer awareness and have some fun w/ the guys!! Send this to all your fb girls–no guys! Lets see how long it takes for the guys to question what is going on!”
ეს თამაში სოციალურ ქსელში რამდენიმე წამში გავრცელდა. ახლა კი შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს ნიუს ფიდს ♥ ჩემი ასე გამოიყურება განაგრძე კითხვა
ჰოლივუდსა და ამერიკას ხშირად ადანაშაულებენ უზნეობასა და დამპალ დემაგოგიაში. უმეტესად ეს მცდარი აზრია და უსამართლო სტერეოტიპის ბრალია. არა, იმას ვერ ვიტყვი რომ უზნეოები არ არიან, მაგრამ ასე ცალმხრივადაც ვერ დავაბრალებთ და სამარცხვინო ბოძზე ვერ გავაკრავთ. მათ აქვთ ისეთი მულტიპლიკაციური ფილმები, სადაც ისეთ თბილ გრძნობებსა და ისეთ ამაღლებულ აზრებს დებენ, რომ წარმოუდგენელია გაბრაზდე და ხაზი გადაუსვა ამ ხალხს. ერთ-ერთი ასეთი მულტფილმი, რომელმაც აღმაფრთოვანა, არის – ”მარსიანელებს დედა სჭირდებათ”. აქ ერთ ურჩსა და ჯიუტ ბიჭს, რომელიც დედას არ უჯერებს, აბრაზებს, მარსიანელები მოსტაცებენ დედას. მშობლის დასაბრუნებად ის ფათერაკიან გზას გადის – მარსზე მოხვდება და რაც მთავარია მიხვდება, რომ დედას ის უყვარს, ისევე როგორც მას უყვარს დედა. და ეს სიყვარული ძლიერია. ბოლოს ლამის ვიტირე კიდეც. თუმცა კინაღამ არ ითვლებაო, ამბობენ.
აი, ასეთი გზით ცდილობს ამერიკის, როგორ ვთქვა, განათლებული თუ გააზრებული, ნაწილი აღზარდოს თაობა, ჯანსაღი თაობა. მულტფილმებში ჩადებული იდეების მეშეობით… ჩემი აზრით, სწორედ ეს არის 25-ე კადრის ეფექტი.
არ ვიცი როგორ, რატომ, მაგრამ ადამიანებს სხვადასხვა ფერად წარმოვიდგენ. მე მწვანე ვარ მაგალითად, ხან ღია ტონალობაში, ხანაც მეტისმეტად მუქი, თითქმის ბალოტისფერი…
მაგრამ ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ის ძალიან მკვეთრ ფერსაც კი კარგავს, ფერმკრთალდება.
… უბრალოდ ფერმკრთალი ხარ. დადიხარ ქუჩაში და ყველა და ყველაფერი უფერულია, შენ კი მათ ფონზე საერთოდ გამჭვირვალე, თითქოს უჩინმაჩინის ქუდი გქონდეს თავზე ჩამოფხატული.
ჰოლივუდის ფილმების სცენარის მსგავსად, თითქოს რაღაც გაურკვეველი წარმოშობის აბი გჭირდება, რომელიც დროებით მაინც დაგიბრუნებს ფერს. განაგრძე კითხვა
11 სექტემბერი წლის 254-ე დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 111 დღეში ახალი წელი დაიწყება. ზუსტად 10 წლის წინ 3000-მდე სიცოცხლისათვის 254-ე დღე უკანასკნელი აღმოჩნდა. ალ ქაიდას მიერ მოწყობილ 4 ტერორისტულ აქტს ათასობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა.
2001 წლის 11 სექტემბერს 19-მა ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი სამგზავრო ლაინერი გაიტაცა. ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს დაეჯახა, რომლებიც რამდენიმე საათში მთლიანად დაინგრა, ერთი პენტაგონს დაეცა, ხოლო ბოლო United Airlines Flight 93 პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა, ერთ ტრიალ მინდორზე – აქ მკვლელები “დამარცხდნენ”.
გარდა იმისა, რომ ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული იყო 21-ე საუკუნის ისტორიაში, ის შეთქმულების ახალი თეორიის საფუძველიც გახდა: ამერიკის მთავრობას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ტერაქტის შესახებ. მეტიც, მათ ხელიც კი შეუწყვეს მისი “წარმატებით” განხორციელებას. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ მოკლე თეორიას:
1. რატომ იყო მეოთხე თვითმფირნავის კატასტროფა ასეთი ნაკლებ მასშტაბური სხვა დანარჩენებთან შედარებით? – შეთმულების თეორიის მომხრეების აზრით, ეს ლაინერი ჰაერშივე გაანადგურა ამერიკის საჰაერო ძალებმა, რადგან ის “ასცდა” მიზანს (სავარაუდოდ თეთრი სახლი) და ჩაითვალა როგორც წარუმატებელი მისია.
2. როგორ მოხდა ისე, რომ მსოფლიოს საუკეთესო სადაზვერვო სააგენტომ ვერ შეძლო აღმოეჩინა პენტაგონისაკენ მიმართული უზარმაზარი ლაინერი და მისი შეჯახების თავიდა არიდება? შეთქმულების თეორიის მიხედვით, ეს თვითმფრინავი კონტროლირებული იყო არა ალ ქაიდას, არამედ თვით პენტაგონის მიერ. ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ მისი აღმოჩენა საკმაოდ დაგვიანდა, რადგან ლაინერს გათიშული ჰქონდა ყველა სახის საკომუნიკაციო საშუალება. ამავდროულად მთავარსარდალმა ბრძანა, ცეცხლი არ გაეხსნათ სამგზავრო ტრანსპორტისათვის.
ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო და სევდიანი მეოთხე ლაინერის ამბავია – წარუმატებელი ტერორისტული აქტი – მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების თავდადების გამო, მან დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია და შუაგულ ამერიკაში ჩამოვარდა. სწორედ ამ თვითმფრინავიდან დაურეკეს მგზავრებმა უკანასკნელად საკუთარი ოჯახის წევრებს, სწორედ მათგან გაიგო ამერიკის მთავრობამ, თუ საით მიემართებოდნენ ისინი.
2006 წელს რეჟისორმა პოლ გრინგრასმა გადაიღო ფილმი United 93, რომელშიც ძალიან ემოციურად და ზუსტად გადმოსცა თუ რა ხდებოდა იმ დღეს მთელ ამერიკაში და გატაცებულ თვითმფრინავში – 40 ადამიანის უკანასკნელი გმირობა, რომელმაც არ ვიცით, რისგან გადაარჩინა შეერთებული შტატები.
გთავაზობთ, რეალური მგზავრის CeeCee Lyles-ის მიე განხორციელებულ ზარს ბოინგ 757-ის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე (მოუსმინეთ მხოლოდ 43 წამს):
ეს კი ნაწყვეტი ფილმიდან United 93, როგორ ემშვიდობება შვილი დედას:
ყოველწლიურად, Ground Zero-ზე (ადგილი, სადაც ადრე ტყუპები იდგა) კითხულობენ იმ ადამიანთა სახელებს, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბერს დაიღუპნენ. ამით პატივისცემას გამოხატავენ მათი სულების მიმართ. აქ სულ 3042 სახელია.
წელს არაერთი ცნობილი ადამიანი განახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას ამ ტრაგედიის 10 წლისთავთან დაკავშირებით: ზოგიერთი მათგანი საავადმყოფოში მედდად იმუშავებს, ზოგი საბავშვო ბაღში მომვლელად, ზოგიც კი დაღუპულთა ოჯახებს მოინახულებს.
This slideshow requires JavaScript.
მე ამ პოსტით მინდოდა პატივი მიმეგო იმ ადამიანებისათვის, რომლების სრულიად უდანაშაულოდ შეეწირნენ სხვათა იდეებს, რწმენასა და მიზნებს. ამ პოსტით მე მინდა დავგმო ტერორიზმი – ის, რის წინააღმდეგაც ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ.
კონტექსტიდან ამოვარდნილი ნაპასებსშორისი დიალოგი, ქუჩის კუთხეში მოულოდნელად შეხვედრილ ერესა და ანას(ანუსი) შორის, ანუ ერთი ასოციალური მოვლენა და აგრესიული ენა
– სამშობლო ბოლო ღერი სიგარეტივითაა.
– გამტყდარი ღერივით.
– არის კი ამ შემთხვევაში სიგარა მხოლოდ სიგარა?!
– …
– დროა, ყველა კლიტე მოვხსნათ ენას.
– და ენამ იმოძრაოს ორი კლიტის მიმართულებით.
– და ვაგნერის მიმართულებით.
– და ჩემი მიმართულებით.
– რატომ დასდევს ეს ხალხი ერთმანეთს პოლისჯოხით?
–ცოლების სხეულები გვაცნობენ ქმრების ავადმყოფობის ისტორიას.
–გასუქების შიშით, ჩვენ ვიკვებებით გენმოდიფიცირებული სექსით.
– პოლიტიკით.
– ჰომოფობიით.
– სიტყვებით.
– საგნებით.
– ხმაურით.
– მძვინვარებით.
– ვაცით.
– ხმებით.
– ჩვენ ვხმებით.
– და ერთმანეთს საყრდენს ვაცლით.
– ტკივილს ვაცლით.
– სიკვდილს ვაცლით.
– გვაცადეთ მშვიდად ცხოვრება!
– მშვიდად ცხოვრება გვაცადეთ!
– ო, ეს აგრესია.
– რა დიდებულია.
– კიბეზე ჩამოვჯექით მარტო.
– დავხოცოთ რეალობას მოწყვეტილი არტისტები!
– წავშალოთ მათი კვალი კულტურაში!
– დაე ჩვენი ყოფა აღარ იყოს ასატანი!
– და ხელები დასაბანი!
– დაე ვიყოთ ალუზიები!
– დაე!
იმ დღეს როცა ძალიან ადრე გამეღვიძა და ინტერნეტში ძრომიალს ქუჩებში ბოდიალი ვამჯობინე, არსად მეჩქარებოდა, არავინ მელოდებოდა, არც არავინ მენატრებოდა, ინტერნეტიც მძულდა, სახლიც და ყველა ნაცნობიც, უბრალოდ ძალიან ღრმად ჩავისუნთქე, თითქოს ჩაყვინთვისთვის მოვემზადე და ჟანგბადის მარაგი მესაჭიროებოდა წყალქვეშ, კარი გავიჯახუნე და მომღიმარი სახით დავტოვე ბუნაგი… მომღიმარი სახით ხალხის თვალიერება დავიწყე… ხალხის რომელიც დაკოპილი, ცინიკური სახით მოძრაობს. ხალხი, რომელთაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ფიქრითა და საკუთარი თავის გამხნევებით ცდილობს პრობლემებს გაექცეს. ხალხს, რომელიც სახლში მიიჩქარის პროდუქტით დატვირთული, რომ ოჯახი დააპუროს. ხალხი რომელიც მოწყალებას ითხოვს. ხალხი, რომელიც უბრალოდ ბედნიერია. ხალხი, რომელიც სამსახურიდან სახლში მიემართება დაღლილი. ხალხი, რომელიც მარტოა, მიტოვებული. ხალხის რომელთაც ნდობა, სიყვარული და პატივისცემა აქვს დაკარგული. ხალხის, რომელიც სკვერის სკამზე სძინავს, ჭამს და ცხოვრობს. ხალხის, ვინც ხვალ გაქრება და საბოლოო დღეს ატარებს ჩვენს გვერდით.
ado doodlez რომელიც ფრენდებში გიმატებთ ნამდვილად მე ვარ. აქ ნუ მეკითხებით ფეიქია თუ არა, იმიტომ რომ პასუხს ვერ გწერთ. 2 months ago
თქვენ დაიბლოკეთ 3 დღით. ამ შეტყობინების წაკითხვით რომ დაიწყებ დღეს.
გივი ავალიანო მოგხედავ მე შენ, აღმიდგეს პიემების მიმოწერა და დანარჩენები 2 months ago
მოგესალმები, ♥ შენ იმყოფები ჩემს ბლოგზე, მე ადო ვარ!
რატომ ადო და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.