არ მინდოდა ამაზე დაწერა, მაგრამ შენთვის მაინც უნდა მომეყოლა ეს. ასეთ დროს არასდროს ვიცი რა მჭირს. უბრალოდ ძალიან ვბრაზდები ჩემზე და უფრო მეტს ვითხოვ საკუთარი თავისგან, შემიძლია უკეთესი ვიყო მაგრამ არ ვინდომებ. ან იმაზე ფიქრი მარეკინებს, მხოლოდ მონდომება კი არა მოქმედებაა საჭირო. არადა მონდომებისთვის და მოქმედებისთვის ძალაც უნდა შემწევდეს საკუთარი თავის შესაცვლელად. შემიძლია სხვას რჩევა მივცე, მაგრამ ამ რჩევას მეთვითონ არ ვითვალისწინებ, მოქმედებისთვის კი არაკომპეტენტური მიმაჩნია ყველგან თავი.
ასეთ დროს საკუთარი თავის კომპლექსი მაქვს და არსად გამოჩენა არ მინდა. მერე იმაზე ვღიზიანდები “სად ხარ, რომ არ ჩანხარ” რომ მეკითხებიან, არ მეკითხებიან და მწყინს რატომ ვავიწყდები ყველას. უბრალოდ გაურკვეველი და უცნაური ადამიანი ვარ. ჯასთ, არ მინდა იგრძნოს და მაგრძნობინოს ვინმემ ამის შესახებ და ჩვეულებრივ გაგრძელდეს ურთიერთობა. უბრალოდ, როგორც ყოველთვის ძალიან ბევრი ადამიანის თანადგომის შემდეგ გამოვკეთდები.
20 პოსტი მაქვს დრაფტებში და გამოქვეყნების მეშინიასავით, მგონია ვაბეზრებ თავს ყველას. დამთავრებისა და გადაკითხვის შემდეგ ვიცინი და ეს რა სისულელე დამიწერიას გაფიქრებით დრაფტებში ვაგზავნი. ამ პოსტს კი დაუფიქრებლად გადაუკითხველად და შეუსწორებლად ვაქვეყნებ, აი ასე!



ჰმ :/
:ჩქმეტა:
ვაიმე, რა საყვარელი ადო ხარ –ასეთი ადო. :*
გადავირიე
მაშნ სულ ასეთი ვიქნები შენთან :დ
ერთი წამით დამასწრო ამ სიყვარულის მაშხალამ დაკომენტარება!!!!!!
სიყვარულოვნა შენზე მაგარია აქსიომ, აღიარე <3
ადო <3
ჩემი აზრით იმ დრაფთებში არც ერთი არ იქნება სისულელე და ცუდი წასაკითხი როგორც მინიმუმ, მაქსიმუმ რა შედევრებს მალავ ვინ იცის
))
dzalian momwons rasac wer da rogor wer. miuxedavad imisa ro ar gicnob, mgonia ro chemi iseti megobari xar romelmac chemze yvelaperi icis. gaixare aseti ro xar. <3