Monthly Archives: December 2011

დღეს ♥

დღეს, ჩემი დიშვილის დაბადების დღეა. ნინი 9 წლის გახდა.

დღეს, თაა ჩამომიყვანეს, ყველაზე თბილი, “გემრიელი” და ლამაზი არსება.

დღეს, გავიგე, რომ მე, ჩემი დის, ძმის ოჯახები ერთად შევხვდებით ახალ წელს და ყველაზე სასიამოვნო, თბილ, ემოციურ დღეს ერთად გავატარებთ.

დღეს, ნინის დავაჯერე, რომ სანტა კლაუსი ნამდვილად არსებობს. მტკიცებულებად სანტას ვიდეოები მოვიშველიე. ჰმ, ჩვენ წერილიც გავუგზავნეთ მას ლაპლანდიაში.

დღეს, ბოულინგ ცენტრალში, სასიამოვნო საღამო გავატარე.

- ერთი ლუდი თუ შეიძლება

- ლტოლვილი ხართ?

- არა, ბლოგერი!

- მე ლტოლვილები მეგონეთ!

(ბლოგერსა და ბარმენს შორის დიალოგი)

რამდენიმე დღის წინ, მე და სიყვარულოვნა ვწუწუნებდით – რა ხანია ბლოგერები ერთად არ შევყრილვართ, სად არიან კომპანიები რომლებიც გვანებივრებენ სულ გადავავიწყდითო. სად იყო და სად არა გამოჩნდა სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდი, რომლის  ორგანიზებით, 27 დეკემდერს ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე მოეწყო ბოულინგ ცენტრალში.

დღეს, ბოულინგის თამაში ვისწავლე.

დღეს, ბილიარდის თამაში შემძულდა.

დღეს გავერკვიე, ბოულინგის ბურთი იმაზე მძიმე ყოფილა ვიდრე წარმომედგინა.

დღეს, ლტოლვილი = ბლოგერს (ბარმენი)

დღეს, ორი კათხა ლუდი მერგო, მცირე სასიამოვნო გაუგებრობის შედეგად.

დღეს, ტუალეტის ქაღალდში გოგონა გავახვიე. :|

დღეს, სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდის მიერ გამოვლენილ ვერც ერთ ნომინაციაში ვერ გავიმარჯვე.

დღეს, ჩემი ნაძვის ხის სათამაშო მიუსაფარ ბავშვთა სახლის ნაძვის ხეს დაამშვენებს.

დღეს, რაღაცნაირად, კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და ამისათვის მადლობა  ბოულინგ ცენტრალსა და სოც. მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდს.

არამარტო დღეს, ფორთოხლის გოგონა მიყვარს და ჩემს კსერზე ვათავებ ♥

ამ პოსტში ფული არავის გადაუხდია

This gallery contains 1 photos.

viral video – ვირუსული ვიდეო, რომელიც პოპულარული ხდება – სოციალურ ქსელებში, ინტერნეტ-გვერდებზე, ბლოგებზე, მეილზე დადებისა და გაზიარების შედეგად. ვირუსული ვიდეოები ძირითადად (ხშირად) შეიცავს იუმორისტულ შინაარს, მოულოდნელ შემთხვევებს, ნიჭის დემონსტრირებას… ეს უბრალო გადახვევაა ინფორმირებისათვის: კრის კოკერი, ჯასტინ ბიბერი, რემი გაილარდი და სხვანი, … Continue reading