დღეს, ჩემი დიშვილის დაბადების დღეა. ნინი 9 წლის გახდა.
დღეს, თაა ჩამომიყვანეს, ყველაზე თბილი, “გემრიელი” და ლამაზი არსება.
დღეს, გავიგე, რომ მე, ჩემი დის, ძმის ოჯახები ერთად შევხვდებით ახალ წელს და ყველაზე სასიამოვნო, თბილ, ემოციურ დღეს ერთად გავატარებთ.
დღეს, ნინის დავაჯერე, რომ სანტა კლაუსი ნამდვილად არსებობს. მტკიცებულებად სანტას ვიდეოები მოვიშველიე. ჰმ, ჩვენ წერილიც გავუგზავნეთ მას ლაპლანდიაში.
დღეს, ბოულინგ ცენტრალში, სასიამოვნო საღამო გავატარე.
- ერთი ლუდი თუ შეიძლება
- ლტოლვილი ხართ?
- არა, ბლოგერი!
- მე ლტოლვილები მეგონეთ!
(ბლოგერსა და ბარმენს შორის დიალოგი)
რამდენიმე დღის წინ, მე და სიყვარულოვნა ვწუწუნებდით – რა ხანია ბლოგერები ერთად არ შევყრილვართ, სად არიან კომპანიები რომლებიც გვანებივრებენ სულ გადავავიწყდითო. სად იყო და სად არა გამოჩნდა სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდი, რომლის ორგანიზებით, 27 დეკემდერს ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე მოეწყო ბოულინგ ცენტრალში.
დღეს, ბოულინგის თამაში ვისწავლე.
დღეს, ბილიარდის თამაში შემძულდა.
დღეს გავერკვიე, ბოულინგის ბურთი იმაზე მძიმე ყოფილა ვიდრე წარმომედგინა.
დღეს, ლტოლვილი = ბლოგერს (ბარმენი)
დღეს, ორი კათხა ლუდი მერგო, მცირე სასიამოვნო გაუგებრობის შედეგად.
დღეს, ტუალეტის ქაღალდში გოგონა გავახვიე.
დღეს, სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდის მიერ გამოვლენილ ვერც ერთ ნომინაციაში ვერ გავიმარჯვე.
დღეს, ჩემი ნაძვის ხის სათამაშო მიუსაფარ ბავშვთა სახლის ნაძვის ხეს დაამშვენებს.
დღეს, რაღაცნაირად, კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და ამისათვის მადლობა ბოულინგ ცენტრალსა და სოც. მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდს.
არამარტო დღეს, ფორთოხლის გოგონა მიყვარს და ჩემს კსერზე ვათავებ ♥




ბოულინგის დედა ვარ რა ;დ
შენი თამაშისთვის, თვალი არ მიდევნებია, მაგრამ ჩემგან კარგი მოთამაშე დადგებოდა. პირველად და მშვენივრად ვითამაშე, ჩემი აზრით.
ადო <3 <3 <3 ჩაგეხუტები რააა, სად ხარ?
რა მაგარია, მაგარი დრომ რომ გაატარეთ. შემშურდა
ისე ჩვენში დარჩეს და მომენატრე ნიკა.
რა კარგი დღე ყოფილა შენთვის,მართლაც
ამ დღით მეც ძალიან,ძალიან,ძალიან ვისიამოვნე,აი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღვივსე,რომ იტყვიან.ყველანი ძალიან კარგები ხართ და ძალიან მიყვარხართ <3
ქეთო ♥ შენზე გავიგე ბლიარდს ძალიან კარგად თამაშობსო
ბლოგერი=ლტოლვილს
:|
ვერ გავიგე რატომ ჩაიხვიე. პროსტა ინფორმაცია ჰქონდა არასწორად მიწოდებული თორემ ბლოგერი და ლტოლვილი ერთმანეთში არ არევია
და ჯერ ერთიც დევნილია ეგ!!!! და არა ლტოლვილი. ორი სხვადასხა სიტყვაა
ბარმენმა ლტოლვილი თქვა ^_^
ინფორმაცია რომ ჰქონდა არასწორად მიწოდებული იმიტომ ჩავიხვიე, ჰანი.
და იმ დღეს მე გამიცანი ან მე გავიცანი ადო
რა მნიშვნელობა აქვს რაღაცა ძან შემიყვარდა ეს კეთილთვალება <3 <3 <3 <3 :*
კეთილთვალება, როგორც ეთერი იტყოდა კაკულია – ძროხის თვალება :დ
მეც შემიყვარდი თამრო ♥
ის სასიამოვნო გაუგებრობა მე მოვაწყე ლოლ :დ
მერე ჩემი ჭიქა ლურიც შენ დალიე მგონი ხო? :დ
ჰო
ეგ სულ დამავიწყდა, საბოლოოდ 3 კათხა შემხვდა. 2 კათხა და ნახევარი :დ
მაპატიე ^^
მე მაინც ვერ დავლევდი მეტს, ვიტამინები მქონდა დალეული -_-
აი ხვალ დავწერ პოსტს და ყველაფერს ჩავატევ^^
ხოდა ისა, ეხლაც შენი ტატუს შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ <3
biliardi ratom shegdzulda es ketusi damsaxurebaa?:D:D:D
ქეთუსისა და მისნაირებისაც
არ მიმაკარეს ბილიარდთან. ბოლოს რუსული ბილიარდის თამაში მომიწია, ვერცერთი ვერ ჩავაგდე და საბოლოოდ შემძულდა
Pingback: სამნაირი ბურთი და ერთი დიდი გული « Ketusi's Blog
დღეს მივხვდი, რომ მომენატრე, ადო <3
და დღეს მიხვდი რომ სამუდამოდ უნდა დამაანფრენდო ♥
ახლა აღმოვაჩინე ეს ბლოგი და დზალიან მომეწონა ველოდები სიახლეებს <3
კეთილი იყოს შენი მაუსი/კლავიატურა ჩემს ბლოგზე ^_^