Monthly Archives: February 2012

აგრარული უნივერსიტეტის რებრენდინგი

“თქვენ ჩაირიცხეთ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში. წარმატებებს გისურვებთ“
სიხარულისგან ჯერაც არ მქონდა გაცნობიერებული როცა ეს ესემესი მივიღე განათლების სამინისტროსგან, თუ სად, როგორ, რა გაემოში და რომელ პროფესორ მასწავლებლებთან მომიწევდა 4 წლის გატარება. მაგრამ, როცა 2 წელი გავატარე იმ გარემოში, საკმაო დრო აღმოჩნდა იმის გასაანალიზებლად სწავლა უნდა შემეწყვიტა და საქ. სახ. სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის დიპლომი, იქ მიღებული განათლება არაფერში გამომადგებოდა. დავწერე განცხადება და გავედი რამდენიმე წლიან შვებულებაში (აკადემიური) სავარაუდოდ სამუდამო შვებულებაში.
ჯგუფელები, კურსელები, დეკანი, ლექტორები მთხოვდნენ დავბრუნებულიყავი, მე კი კატეგორიულ უარზე ვიყავი. თურმე მშვენიერი ნაბიჯი, ერთ-ერთი ჭკვიანური გადაწყვეტილება მიმიღია, რადგან ორ წელიწადში გავიგე, რომ კახა ბენდუქიძეს შეუსყიდია უნივერსიტეტი, ჩაუტარებია რებრენდინგი და სრულიად ახალი სახით წარუდგენია კერძო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის სახელად – აგრარული უნივერსიტეტი. მერე კი გავბრაზდი, რომ სტუდენტების უფლება დაირღვა და სახელმწიფო უნივერსიტეტი კერძოდ გადაკეთდა, მაგრამ ეს უკვე უმნიშვნელოა იმასთან შედარებით რაც რამდენიმე დღის წინ თავად ბენდუქიძესგან შევიტყვე და ჩემივე გაფართოებული თვალებით ვნახე.
რა მახსოვს 2 წლის წინანდელი უნივერსიტეტისგან და რა ჰგონია უმრავლესობას ახლაც? გაპარტახებული შენობა, მინა ჩამტვრეული, იატაკ აყრილი, გაბზარული კედლები, შეურემონტებელი ჭერი საიდანაც წყალი ჩამოდიოდა, გაყინული აუდიტორიები, დამტვრეული კოლბები, ერთადერთი მიკროსკოპი, დამტვრეული მაგიდები და სკამები, საშინელი სწავლება და ლამაზი თვალების გამო დაწერილი ქულები. ძალიან ვცდებით.
რამდენიმე დღის წინ კახა ბენდუქიძემ გვიმასპინძლა რამდენიმე ბლოგერს აგრარულ უნივერსიტეტში. ცვლილება შენობაში შესვლამდეც კი იგრძნობა, კარებთან დამონტაჟებული შესასვლელი აპარატებითაა შემოსაზღვრული, ასევე შუშის ბარიერებით, სტუდენტისა და პერსონალის გარდა შესვლა სხვა პირთათვის შეუძლებელია. როგორც თავად ბატონი კახასგან შევიტყვეთ შეიცვალა სასწავლო პროგრამა, სწავლების მეთოდიკა, გადამზადდა და შეიცვალა პროფესორ მასწავლებლები. აღიჭურვა აუცილებელი სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ხელსაწყოებით, სრულად შეიცვალა შიდა ინტერი, თითოეული სტუდენტის მუშაობისთვის დაიდგა მაგიდები სრული აღჭურვილობით, აქამდე თუ უნივერსიტეტს ერთი მიკროსკოპი ჰქონდა ახლა თითოეულ სტუდენტს სწავლის პროცესში ინდივიდუალური აქვს.
გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა როცა შევიტყვე, გამოცდების ჩაბარება ლექტორებთან აღარ ხდება და ამას კომპიუტერი აგვარებს დიდ საგამოცდო ცენტრში, სადაც გაყალბება გადაწერა, ან შპარგალკები დაუშვებელია. სათვალთვალო კამერები აკონტროლებენ სიტუაციას, ჩახშულია ინტერნეტი და მობილური ტელეფონის სიხშირე. იატაკიადან, განათებიდან დაწყებული ყველაფერი შეცვლილია და სტუდენტი ორიენტირებულია სწავლის მიღების წყურვილით. ყველაზე სასაცილო ისაა რომ 2007-2010 წლებში ბიბლიოთეკაშიც კი არ მოიპოვებოდა სალექციო მასალები, ახლა კი აგრარული უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს აძლევს საშუალებას შეიძინოს ლეპტოპი და იქონიოს ელექტრონული ბიბლიოთეკა, სასწავლო პროგრამა კომპიუტერში. ბატონმა კახამ გააჟღერა რომ სურს თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში შემოიღოს ონლაინ სწავლება, სტუდენტი არ იქნება ვალდებული დაესწროს ლექციებს და სახლიდან გაუსვლელად გაიაროს სასწავლო პროგრამა ონლაინ რეჟიმში.

აგრიუნის პრეზენტაცია

საგამოცდო ცენტრი

3დ გამოსახულებისთვის განკუთვნილი სკანერი

დერეფანი

სტუდენტობის ნოსტალგია. :) ვაკვირდები შეიარაღებული თვალით ბაქტერიებს

ახალი 2012-2013 სასწავლო წლის დასაწყისში სრულად დასრულდება განახლება და დაემატება მუზეუმი პირველ სართულზე, შეიცვლება გარე ფასადიც. მოკლედ უნივერსიტეტში რომელსაც აღარ ვცნობდი დამხვდა სწავლის მოსაწყურებელი გარემო. მე აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას აგრარულ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლიდან. ყველაზე მეტად გამიხარდა, როცა ისევ კონტრაქტით გათვალისწინებულ სწავლის საფასურს გადავიხდი სწავლის აღდგენის შემდეგ და არ შემეხება გაძვირებული გადასახადი. ვინც ახლა ჩააბარებს აგრარულ უნივერსიტეტში გადაიხდის მხოლოდ 200 ლარით მომატებულ სწავლის საფასურს, ვიდრე აქამდე იყო. როგორც ჩანს სწორად დამიგეგმავს მომავალი სწავლასთან დაკავშირებით და სულაც არ ვნანობ დაკარგულ წლებს, პირიქით საკმაო იყო იმისათვის, გაეცნობიერებინა რა არის ჩემთვის პრიორიტეტული და რა მინდა მომავალში, როგორ უნივერსიტეტში მინდოდა თურმე სწავლა. სექტემბერში შევხვდებით აგრი უნი <3

2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს

ახლა ორი წლის რომ ვყოფილიყავი ვიტყოდი რომ დღეს ჩემი დღაბადღების დღეა. მაგრამ მე კი არა, ჩემ ბლოგს შეუსრულდა დღეს 2 წელი. მე კი ბლოგინგის გამოცდილება შემემატა. წარმოგიდგენიათ ახლანდელი ადო და 2 წლის ბლოგი შერწყმული?

მე ასეთი წარმომიდგენია

რა სარგებლობა მოაქვს ჩემთვის ბლოგინგს?

  • ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ცოდნა დავაგროვე სოციალური მედიის წყალობით.
  • ბლოგინგი მეოცნებე ამბიციური პოსტით დავიწყე და მოვახერხე იმდენი, პირველ პოსტით გადმოცემული ვიშ ლისტის პირველი სურვილი ახდენილ იქნა.
  • რამდენიმე კარგმა ბლოგერმა ჩემი დახმარებითა და რჩევებით დაიწყო ბლოგინგი.
  • ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ მეილზე მივიღე 43 თბილი წერილი მკითხველისგან.
  • შევიძინე ძალიან ბევრი, აწ უკვე საყვარელი მეგობარი.
  • მაქვს კონტაქტი მკითხველებთან, რომელთა უმრავლესობა წერილს ასე იწყებს “მე შენს ბლოგს ვკითხულობ”.
  • რამდენიმე პოსტისთვის სიმბოლური თანხა ან საჩუქრები მივიღე.
  • უამრავი მიწვევა პრეზენტაციებზე, შეხვედრებზე, ტრენინგებზე, დღეობებზე.
  • ბლოგინგი ძალზედ აზარტულია, სასიამოვნო და საინტერესოც.
  • სალანძღავი წერილებიც მრავლად მაქვს მიღებული.
  • ქუჩაში მომღიმარი სახეები.

ყველაზე მეტად მიხარია, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ვგონებ არასდროს შევწყვეტ ბლოგინგს. აი, მერე რა ძალიან მაგარი იქნება, ჩემი შვილი იმის შვილი და შვილიშვილის შვილი (ასე უსასრულოდ) ჩემს შესახებ ბლოგზე რომ წაიკითხავს პოსტებს. თუნდაც ამ სასაცილო ფოტოს გადააწყდება, პოსტს დასაწყისში რომ დავურთე. 

როცა პირველი პოსტი გამოვაქვეყნე,  წარმატებები კარგად ნაცნობმა ბლოგერმა – ლიშთოთამ (ვისი ერთგული მკითხველიც ვიყავი) მისურვა. ეს კომენტარი ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის, ამიტომ სადაც ახალ ბლოგსა და პირველ პოსტს გადავაწყდები ვცდილობ და თავს უფლებას ვაძლევ ახლა მე ვუსურვო მათ წარმატებები.

რამდენიმე წერილი, რომელიც დასქრინშოტებული მაქვს და ვინახავ წერილების ფოლდერში:

ისე, ჩემი უსაყვარლესი სერიალია Queer as Folk

ყველაზე ინკოგნიტოებეე (ბოლოს, ბევრი მიმოწერის შემდეგ მითხრა ვინცაა)

ვინმეს შენი პოსტები დეპრესიისგან რომ იხსნის ძალიან მაგარი შეგრძნებაა ამის წაკითხვა

ძალიან ბევრი სალანძღავი პიემის შემდეგ სასიამოვნო წერილი იყო

კითხვის პროცესში მოწერილი, ცხელი ემოციები <3

მისთვის მთვარე ადოს ბლოგთან ასოცირდება <3

ადო’ს პირადი ბლოგის დაშბორდი ასე გამოიყურება:

  • 180 პოსტი (ძალიან ცოტაა).
  • 2048 კომენტარი.
  • 520 სპამ კომენტარი.

76 გამოწერა მეილზე, ტეგების რაოდენობა 892, კატეგორია 11.

ტოპ ნახვადი ფოტოები ბლოგზე:

დრაფტები (იმედია ოდესმე დავასრულებ რომელიმეს):

ყველაზე ნახვადი პოსტები:

ადო’ს პირადი ბლოგი უამრავი ტეგ თამაშის ავტორია. ყოველ 21 იანვარს ორგანიზებას უწევს ჩახუტების საერთაშორისო დღეს და კევინ ზაბორნის (დღის დამაარსებელი) მიერ ჩახუტების ელჩადაა წოდებული საქართველოში.

ისღა დამრჩენია გითხრათ, თქვენი თითოეული კომენტარი, წერილი, კლიკი, ვიზიტი და ჩემს მიმართ გამოხატული თბილი ემოციები თავს უბედნიერეს ადამიანად მაგრძნობინებს.

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ! ♥

რენდომ პოსტი

ამასწინათ ვიღაცამ თქვა – “ბლოგინგი ძნელი არაა, ყველას შეუძლია ბლოგერი გახდეს, გარკვეული ცოდნის, დაგროვილი ინფორმაციისა და ინტერნეტის საშუალოდ ცოდნის შემდეგ”. ამ აზრს დავეთანხმები და დავამატებ – მთავარია იყო ობიექტური, წერდე კარგად, იყო სოციალურად აქტიური ტიპი. იცოდე სად მოიძიო საჭირო, დამხმარე მასალა (კერძოდ გუგლის შესახებ გაგონილი გქონდეს). იცოდე ვორდპრესის (ან სხვა ბლოგის პლატფორმა) არსებობის შესახებ და შეძლებ ბლოგინგს, შესაბამისად იქნები ბლოგერი.  ამიტომ, იყო ბლოგერი სულაც არაა პრივილეგირებული სტატუსი. რატომღაც, ფეისბუქის დახვეწის, გაუმჯობესების შემდეგ, ბლოგერების გაზარმაცება შესამჩნევია. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილი ფეისბუქისთვის აქვთ დათმობილი და სიახლეებსაც იქ აქვეყნებენ.

ზუსტადაც, ამ დროისათვის  ფეისბუქია მიზეზი ბლოგზე ჩემი პასიურობისა. ხსენებული სოციალური ქსელი რომ არა, მეტად “ცოცხალი” ბლოგერი ვიქნებოდი, რადგან ყველა სიახლესა თუ კომენტარს რაიმე მოვლენისადმი მეც იქ ვაქვეყნებ. არ გამკვირვებია ფეისბუქის პრივატულ ჯგუფში – Dead bloggers society-ში რომ ვარ. ამ წელს დავიწყე 366 დღის ამსახველი ფოტომასალის გამოქვეყნება, კომენტარად კი სიახლეებს წავაწერ ხოლმე. ძალიან სახალისოა, აზარტულთან ერთად. იმედია მალე არ მივანებებ თავს ამ პროექტს და ვრცელ პოსტს 366 დღის შესახებ დავდებ ბლოგზე.

ადრე დავწერე პოსტი ფეისბუქის ექაუნთი რომ გამიუქმდეს რა დადებითი და უარყოფითი ექნებოდა. ახლა რომ ვწერდე მსგავსი შინაარსის პოსტს, აუცილებლად მხოლოდ გაუქმების დადებით მხარეებზე გავამახვილებდი ყურადღებას. იმის თქმა, რომ ფეისბუქს ძალიან დიდი დრო მიაქვს და ბლა ბლა ბლას აზრი არ აქვს, შენც კარგად იცი. უბრალოდ, ძალიან გაბანალურდა ჩემთვის ზემოთ ნახსენები სოციალური ქსელი, გამოქვეყნებული სიახლეები, ფრენდები, კონკრეტული წრისთვის განკუთვნილი “შუტკები”. გარდა ამისა, უფეისბუქოდას შემიძლია მეგობრების სიახლეების გაგება და საჭირო ინფორმაციის მოძიება.

წესით პოსტი სულ სხვა რამის შესახებ უნდა დამეწერა. ბევრი ნაცნობისგან ან უცნობისგან (რომელთაც ჩემი ნაცნობებისგან, ან ჩემთან დაახლოებული პირებისგან სმენიათ) მსმენია, რომ მე მარჯანიშვილზე ვცხოვრობ, ტატუებს ვაკეთებ, გვარად დოლიძე ვარ და მაქვს ძალიან კარგი სამსახური. რა თქმა უნდა არც ერთი ინფო არაა სწორი. მე არ ვცხოვრობ მარჯანიშვილზე. ვცხოვრობ ერთ-ერთ გარეუბანში, რომლის შესახებაც იდეაში პოსტი იწერება.

ჩემი ბინა, ერთ-ერთ გარეუბანშია, კახეთის გზატკეცილთან. ბავშვობაში მეხამუშებოდა აქ ცხოვრება, მაგრამ ახლა მთავარია მობინადრეთა სურვილები გათვალისწინებულ იქნას მკიდია სად ვიცხოვრებ. ძალიან მშვიდი, უსაფრთხო და კომფორტული უბანია, თუმცა:

1. ტრანსპორტის პრობლემა ძალიან მწვავედ მაწუხებს მეც, ჩემს მეგობრებსაც და მათ მშობლებსაც. როცა თბილისის ცენტრალურ ქუჩებთან დაკავშირება გვსურს განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს წუხილი. იმისათვის რომ დანიშნულების ადგილას მივიდეთ, საჭიროა კახეთის გზატკეცილზე 30 წუთიდან უკეთეს შემთხვევაში 1 საათი დგომა და კახეთიდან მომავალი ტრანსპორტით მგზავრობა. განსაკუთრებით მდედრობითი სქესის მობინადრეებს უჭირთ, რადგან ხშირია შემთხვევა და არაერთ მეგობარს უთქვამს   – “გაჩერებაზე დგომისას მანქანებს აჩერებენ, ფასს მეკითხებიან, ან თვალს ჩამიკრავენ და თავიანთ მანქანაში მიპატიჟებენ, სად გსურს წასვლა მიგიყვან ლამაზო” სანამ კახეთიდან ან ლილო მოლიდან რომელიმე მიკრო ავტობუსი გამოივლის. თუ გაგიმართლა, არ გაიყინე ზამთარში, სული არ ამოგეხუთა ზაფხულში თბილისს როგორღაც დაუკავშირდები. მაგრამ მეორე პრობლემა სახლში დაბრუნებაა. აბა გადააცილე 22:30 საათს და ვარკეთილში ვერ მოხვდი, ქუჩაში გაყინვა ან ტაქსი გარანტირებული გაქვს (ყველას ხომ არ ჰყავს კეთილი მეგობრები, სახლში რომ შეიფარონ როგორც მე).

2. წყალი. გამარჯობა, წყლის პრობლემაცაა და გრაფიკით მოგვეწოდება. დილის 7 საათიდან შუადღის 12 საათამდე და 19:00 დან 00:00 საათამდე. შუალედში, აბაზანის მიღება რომ მოგინდეს ან წყლისთვის განკუთვნილი ჭურჭელი არ გქონდეს, რომელიც ყოველთვის სავსეა, თუ გსურს მოკვდი ვერაფერს გახდები.

3. მხოლოდ ერთადერთი ტრანსპორტი გამოივლის უბანში, რომელიც ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობს, ბოლო გაჩერება დაახლოებით 3 კილომეტრშია. ზამთარში თუ თოვს, არ არსებობს გამოიაროს. მიზეზი – აღმართზე მოცურება და მგზავრების უსაფრთხოება. არსებობს იღბლიანი დღეები, შეიძლება გაგიმართლოს და ადგილი აღმოჩნდეს მიკრო ავტობუსში შესატენად. დიახ შესატენად. ყველაზე საუკეთესო ადგილი, რომელიც შეიძლება შეგხვდეს ფანჯარასთან ახლოსაა, იქნებ ცალი ხელი ფანჯარაში გადაყო და შედარებით თავისუფლად იგრძნო თავი.

მაგრამ სახლის ფანჯრებიდან ხელის ან ცხვირის გაყოფით თავს ვერ იგრძნობ კომფორტულად, რადგან ყველამ ყველაფერი იცის შენზე, თუმცა   ფანჯრის გაღების გარეშეც ინფორმირებულნი არიან ერთმანეთს ცხოვრების სიახლეებით. სამაგიეროდ, ნაკლები დანაშაული ხდება. თითქმის არც კი მახსენდება, ერთის გარდა, ყველაზე გახმაურებული – სექს მუშაკის მკვლელობა.

მინისტრთან შეხვედრის დეტალები

Reblogged from მოხეტიალეს 緑 ბლოგი: “მინდა გითხრათ რა ხდება სინამდვილეში გარემოს დაცვის სამინისტროში, რომელშიც დაიჭირეს ბევრი ხალხი და რომელსაც წაართვეს ტყე და გადასცეს სხვა სამინისტროს,”- ამ სიტყვებით დაიწყო გოგა ხაჩიძემ შეხვედრა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში 2012 წლის 29 იანვარს. … Continue reading