ახლა ორი წლის რომ ვყოფილიყავი ვიტყოდი რომ დღეს ჩემი დღაბადღების დღეა. მაგრამ მე კი არა, ჩემ ბლოგს შეუსრულდა დღეს 2 წელი. მე კი ბლოგინგის გამოცდილება შემემატა. წარმოგიდგენიათ ახლანდელი ადო და 2 წლის ბლოგი შერწყმული?
რა სარგებლობა მოაქვს ჩემთვის ბლოგინგს?
- ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ცოდნა დავაგროვე სოციალური მედიის წყალობით.
- ბლოგინგი მეოცნებე ამბიციური პოსტით დავიწყე და მოვახერხე იმდენი, პირველ პოსტით გადმოცემული ვიშ ლისტის პირველი სურვილი ახდენილ იქნა.
- რამდენიმე კარგმა ბლოგერმა ჩემი დახმარებითა და რჩევებით დაიწყო ბლოგინგი.
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ მეილზე მივიღე 43 თბილი წერილი მკითხველისგან.
- შევიძინე ძალიან ბევრი, აწ უკვე საყვარელი მეგობარი.
- მაქვს კონტაქტი მკითხველებთან, რომელთა უმრავლესობა წერილს ასე იწყებს “მე შენს ბლოგს ვკითხულობ”.
- რამდენიმე პოსტისთვის სიმბოლური თანხა ან საჩუქრები მივიღე.
- უამრავი მიწვევა პრეზენტაციებზე, შეხვედრებზე, ტრენინგებზე, დღეობებზე.
- ბლოგინგი ძალზედ აზარტულია, სასიამოვნო და საინტერესოც.
- სალანძღავი წერილებიც მრავლად მაქვს მიღებული.
- ქუჩაში მომღიმარი სახეები.
ყველაზე მეტად მიხარია, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ვგონებ არასდროს შევწყვეტ ბლოგინგს. აი, მერე რა ძალიან მაგარი იქნება, ჩემი შვილი იმის შვილი და შვილიშვილის შვილი (ასე უსასრულოდ) ჩემს შესახებ ბლოგზე რომ წაიკითხავს პოსტებს. თუნდაც ამ სასაცილო ფოტოს გადააწყდება, პოსტს დასაწყისში რომ დავურთე.
როცა პირველი პოსტი გამოვაქვეყნე, წარმატებები კარგად ნაცნობმა ბლოგერმა – ლიშთოთამ (ვისი ერთგული მკითხველიც ვიყავი) მისურვა. ეს კომენტარი ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის, ამიტომ სადაც ახალ ბლოგსა და პირველ პოსტს გადავაწყდები ვცდილობ და თავს უფლებას ვაძლევ ახლა მე ვუსურვო მათ წარმატებები.
რამდენიმე წერილი, რომელიც დასქრინშოტებული მაქვს და ვინახავ წერილების ფოლდერში:
ადო’ს პირადი ბლოგის დაშბორდი ასე გამოიყურება:
- 180 პოსტი (ძალიან ცოტაა).
- 2048 კომენტარი.
- 520 სპამ კომენტარი.
76 გამოწერა მეილზე, ტეგების რაოდენობა 892, კატეგორია 11.
ტოპ ნახვადი ფოტოები ბლოგზე:
დრაფტები (იმედია ოდესმე დავასრულებ რომელიმეს):
ყველაზე ნახვადი პოსტები:
- გამარჯობა, მე პიდარასტი ვარ
- ცისარტყელა მარმელადად რომ იქცა [ქამინგ-აუთი]
- ხვალიდან სახლში დაბრუნებული მას დავუწყებ ძებნას
- უმტკინვეულო პოზა პირველი სექსისთვის
- სექსუალური ცხოვრებისთვის საჭირო ლექსიკონი
- მაშიკო და ჩემი პირველი ორგაზმი
- მე… და პორნო ვარსკვლავი
- რა ფერის ლიფი აცვია შენს ფრენდს?
- პოსტი და ორგაზმი შენზე
- ბიძია ვაჟას საწოლიდან
- ამოიცანი ბლოგერი ბავშვობის ფოტოზე (1)
- ამოიცანი ბლოგერი ბავშვობის ფოტოზე (2)
- სკოლაა თუ ეკლესია?!
- ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე 2011
- პრობლემა, რომელიც ყველას ეხება, მათ შორის შენც!
- ცხადი თუ რეალობა?
- მამა, აღმზრდელი და სითბოს ძიება
- ვირი რომ ხეზე ავა
- სექსუალური გადახრები, პარაფილია
- ინტიმური ჩანაწერები იქიდან დღემდე
- +16 ჩინელების დელიკატესი, ანუ ახალშობილის წვნიანი
- შეგვახედე სახლში და გააღე გარდერობი
ადო’ს პირადი ბლოგი უამრავი ტეგ თამაშის ავტორია. ყოველ 21 იანვარს ორგანიზებას უწევს ჩახუტების საერთაშორისო დღეს და კევინ ზაბორნის (დღის დამაარსებელი) მიერ ჩახუტების ელჩადაა წოდებული საქართველოში.
ისღა დამრჩენია გითხრათ, თქვენი თითოეული კომენტარი, წერილი, კლიკი, ვიზიტი და ჩემს მიმართ გამოხატული თბილი ემოციები თავს უბედნიერეს ადამიანად მაგრძნობინებს.














გილოცავ ად! გაასმაგებული ვიზიტორი და ამდენივე პოსტი მენახოს აქ!
კიდევ ერთხელ გილოცავ ადო, მიხარია რომ არსებობ..
ეჰჰ, ჩემი მოწერილი წერილი ვერ ვიპოვე და ცოტათი გული დამწყდა…
ახლავე დავძებნი შენს წერილს და ჩავამატებ, არ მოიწყინო ♥
გგგგიიიილლლოოოოცცცცაააავვვ ააადდდდოოოო ♥ მეც ძალიან, ძალიან მიყვარხარ ♥ და გისურვებ ძალიან ბევრ პოზიტივს ცხოვრებაში და ბევრ მკითხველს შენ ბლოგს ♥♥♥♥
გილოცავ, ადო <3
ერთ-ერთია იმ ბლოგთაგან, ვისი კითხვაც პირველად დავიწყე (ნუ ზურიუსი სულ პირველი იყო :დ)
დიიიდ წარმატებებს გისურვებ. ბლოგის ყვავილობას და ვიზიტორ კომენტარებს <3
ვა, მართლა? მე ახლად შეძენილი მკითხველი მეგონე. მიხარია ^_^
,,როგორ გავხდი გრაფინიას საყვარელი” მომხვდა თვალში
2 წელი დიდი დროა ძალიან <3 წარმატებები ბლოგინგში და კიდევ მეტი მკითხველი ))
მე ძალიან მიყვარს შენი ბლოგი <3
გილოცავ! ^^
და ამდენივე წელია გიცნობ <3
და რატომღაც, ხანდახან მგონია რომ 2 წელზე მეტია რაც გიცნობ. ♥
ეე ჩემი წერილი დაასქრინშოტე? ^__^
(მთვარის ასოციაცია)
ჰო, დავასქრინშოტე და ვინახავ კიდეც <3. სასიამოვნოა, როცა ფოლდერში შესვლის დროს ასეთი წერილით ბედნიერდები ცუდ ხასიათზე ყოფნისას.
წარმატებები!
genacvalee adoo
გილოცავ
აბა რა სჭირს ჩემს სპამებს უკვე 70 000-მდე ავიდა, ძალიან შევწუხდი
70 000 O_o are you fucking kidding me?
<3 <3 <3 dzalian didididididi warmatebebiii <3
ისე რა ღადავი სასტავი ხართ ეს ბლოგერები ტო, წერთ და ისევ თქვენ კითხულობს, ანუ თქვენს გარდა არავინ, თუ არ ჩავთვლის საკუთარ ნაშებს რომლებიც საბოლოოოდ ბლოგერებად იჩეკებიან, ნაშებში ორივე სქესი ვიგულისხმე ეგ ხომ მოსული პონტია
შენა და ის სქრინები რატომ არ გინდევს კონკრეტულად და აბსტრაქტულად რომ მოგიხსენიებენ ხოლმე პირად საუბრებში და შიგადაშიგ უცნაური და ამაღელვებელი სიტყვების კორიანტელი რომ დგება ხოლმე
ნუ გინებას ეძახიან მგონი შენთვის არ იქნება ეხლა ეგ უცხო
უი ხო ამ ყვავს რაა გაუჭრდა აღარ აზლევს გელბახიანი ?
მაპატიეთ ჩემი ნიკით რომ არ ვპოსტავ, გამოვასწორებ