ახალი გატაცება, სწავლა ონლაინ


სკოლაში გერმანულ ენას მასწავლიდნენ, მაგრამ არ ვსწავლობდი. კარგად არ ვსწავლობდი. მიზეზი ერთი იყო, ყოველთვის გერმანიის ნაცისტური ხელისუფლება მახსენდებოდა, მათი იდეოლოგიის მიმართ სიძულვილს განვიცდიდი, რაც გერმანელებისა და გერმანული ენის მიმართებაშიც გადამეზარდა. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ნაცისტური ხელისუფლების გამო ერი და მათი ენა არ უნდა შემჯავრებოდა, რომ მხოლოდ ხელისუფლება იყო დამნაშავე და არა მოქალაქენი.  პროტესტი უსწავლელობით  ერთ-ერთი გაკვეთილის ახნის შემდეგ უფრო მეტად გამიმძაფრდა, როცა მასწავლებელმა სიტყვის მნიშვნელობა ჰოლოკოსტის მაგალითებზე დაყრდნობით განმარტა.

მეტი პროტესტის ნიშნად ინგლისური ენის სწავლა დავიწყე რეპეტიტორთან, რაც მეტ სიმშვიდეს მომცემდა. გერმანული და ინგლისური სიტყვები ერთმანეთში მერეოდა, დღემდე ინგლისური სიტყვები გერმანულად შემომეკითხება ხოლმე და არცერთი ენა არ ვიცი სრულყოფილად, მაგრამ ინგლისური უკეთ ვიცი, იმდენად უკეთ რომ ეროვნულ გამოცდებში ინგლისური ენა ჩავაბარე.

რა ხანია ინგლისურის კარგად სწავლა, გაუმჯობესება მინდა მასწავლებლის დახმარებით, რომ მინიმუმ შეცდომები შემისწოროს და დავხვეწო მეტყველება, სმენა, წერა. მაგრამ 120 ლარი საკმაოდ ძვირია ყოველთვიურად ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, არც ინგლისურად ამეტყველებული ქართული ინტონაციის მქონე მასწავლებელი მინდა. სად იყო და სად არა, დაახლოებით ერთი თვის წინ ოქრო საიტი teach.ge აღმოვაჩინე, რომელიც ინგლისური ენის სასწავლო პროგრამის შესწავლას მთავაზობდა ქართულად, საკმაოდ საინტერესო სწავლის მეთოდიკის გამოყენებით და ძალიან იაფად. მოკლედ, ენის შესწავლა ზემოთ ხსენებულ საიტზე დავიწყე.

რატომ გადავწყვიტე ონლაინ მესწავლა, გამეუმჯობესებინა ინგლისური ენა?

  • ინოვაციური პროექტია საქართველოში, აქამდე ვერსად წავაწყდებოდი ქართულენოვანი მომხმარებლისთვის განკუთვნილ უცხო ენის სასწავლო პროგრამას და ძალიან გამიხარდა ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი რომ ვარ.
  • ყოველდღიურად ვზრდი ცოდნას, არ ვარ შეზღუდული და არაა გაწელილი ცოდნის მიღება დროში.
  • როდესაც რეპეტიტორთან კვირაში 2-ჯერ, ან 3-ჯერ დავდიოდი და გაკვეთილი საათ ნახევარი გრძელდებოდა, უმეტესად დრო არ იყო საკმარისი.
  • ერთი კვირის მასალა რომელიც სამი ვიზიტითა და ოთხ საათ ნახევარს მოიცავდა მასწავლებელთან, ონლაინ იგივე მასალის დაძლევს მხოლოდ 20 წუთში ვახერხებ.
  • ძალიან აზარტულია ასე სწავლა. ვაგროვებ ქულებს ცოდნის მიღების პარალელურად და ვეჯიბრები სხვა მოსწავლეებს.
  • ვსწავლობ აუდიო სავარჯიშოების დახმარებით და ვხვეწ ინგლისურ ინტონაციას, გრამატიკას, მეტყველებას რაც აქამდე რეპეტიტორტან შეუძლებელი იყო და საშინელი აქცენტი ჰქონდა მას, თუ ხმას ამოიღებდა.
  • შემიძლია ნებისმიერ დროს შევწყვიტო და იგივე ადგილიდან გავაგრძელო სავარჯიშო.
  • შეცდომებს ნათურები აღმომიჩენს ხოლმე და ქულებს მაკლებს, ამიტომ ვცდილობ კარგი მოსწავლე ვიყო და წითელი ფერის ნათურა არ ამენთოს. ძალიან ხშირად თითები ამეხლართება, მგონია სწორად ვწერ კონკრეტულ სიტყვას და როცა წითელ შუქს ვხედავ უმალ დაკვირვებით ვეკიდები სავარჯიშოს.
  • შეცდომის დაშვების შემთხვევაში იმდენჯერ და ისე მოულოდნელ დროს მკითხავს პროგრამა იგივე დავალებას რომ დებილი უნდა ვიყო სამუდამოდ არ დამამახსოვრდეს შეცდომით დაწერილი ან წარმოთქმული სიტყვა.
  • თუ თვეში 120 ლარი უნდა გადამეხადა, აქ 15 ლარი ღირს 1 თვე. მე პირველი კურსის უვადო მაქვს ჩართული და 29 ლარი გადავიხადე. ფასდაკლებებიცაა და ერთ დღიანი  უფასო გაკვეთილით საშუალება გეძლევა გამოსცადო პროგრამა რამდენად მისაღებია შენთვის. მეტი ინფო: http://teach.ge/Programs/

იმდენად ჩამითრია სწავლის წყურვილმა და აზარტმა, ბოლო დროს ყველაზე მეტად ამ საიტს ვსტუმრობ, სოციალურ ქსელებზე უფრო ხშირადაც.  მათ ფეიჯსაც ვადევნებ თვალს. ამასწინათ ბოულინგ ჩემპიონატი ჩაატარეს ონლაინ, თურმე მომიგია კიდეც, მაგრამ ოფლაინ გამართულ ჩემპიონატზე ვეღარ წავედი. 

ამჟამად საიტზე მხოლოდ ინგლისურის შესწავლაა შესაძლებელი. იგეგმება სხვა ენების  დამატება. მოუთმენლად ველი გერმანული ენის პროგრამას, რომ გამოვისყიდო სიძულვილი, რომელმაც მხოლოდ ზიანი მომიტანა ( ანუ მინუს ერთი უცხო ენის ცოდნა) და ძალიან შემაყვარა ფილმები ჰოლოკოსტზე. წავედი  The Boy in the Striped Pajamas უნდა ვუყურო.

About these ads

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to ახალი გატაცება, სწავლა ონლაინ

  1. მოკლედ გეტყვი, ძალიან ცუდი მასწავლებლები შეგხვედრია :)

    მაგალითად, “”ვსწავლობ აუდიო სავარჯიშოების დახმარებით და ვხვეწ ინგლისურ ინტონაციას, გრამატიკას, მეტყველებას რაც აქამდე რეპეტიტორტან შეუძლებელი იყო და საშინელი აქცენტი ჰქონდა მას, თუ ხმას ამოიღებდა.” – რეპეტიტორსაც ანალოგიური მეთოდებით უნდა ესწავლებინა :)

    • ადო says:

      შეთანხმება ყოველთვის ეგეთი იყო სწავლის წინ, რომ მსგავსი მეთოდით ვისწავლიდი, მაგრამ ყოველთვის ეზარებოდათ პროცესში დაპირების შესრულება. გეთანხმები რომ ცუდი მასწავლებლები მხვდებოდნენ :(

  2. Ibi says:

    რა კარგი რაღაცაა, მითუმეტეს, ახლა ვარ ინგლისურის კარგი მასწავლებლის ძებნაში.. აუცილებლად ვნახავ… დაახლოებით იგივე სიტუაცია მაქვს გერმანულ–ინგლისურზე, მეც ინგლისური ვიცი უკეთ, მაგრამ ეს სკოლის გამოცვლამ გამოიწვია და არა ენის სიძულვილმა.. მადლობა ამ პოსტისთვის <3

  3. siyvarulovna says:

    ბიჭი ზოლიან სამოსში <3<3 გეეენიალური ფილმია ^_^

    და რაღაცა მომეწონა ეგ საიტი ხომ იცი <3
    ფული რომ მექნება უნდა ვცადო

    • ადო says:

      ერთი დღე უფასოდაც შეგიძლია ისწავლო, დატესტვის პონტში.
      კაი რამეა, გართობით ვსწავლობ რა, მშვენიერია.

  4. karamelka says:

    http://www.livemocha.com/ აი ეს უფასო საიტია, ნახეთ აბა. საბაზო სწავლებისთვის ცუდი არაა:)

    • ადო says:

      ლაივმოჩა ვიცი, მაგრამ ქართულენოვანთათვის არაა ეგ. ამიტომ ვერ ისწავლი მანდ ინგლისურს ხარისხიანად.
      1. არ მომწონს მაივმოჩას სავარჯიშოები
      2. საშინლადაა ნათარგმნი ქართულად
      3. გრამატიკას ვერ სწავლობ მანდ, მხოლოდ საუბარს. (როგორც მახსოვს)

  5. Keti says:

    ყველგან 120 ლარი არ ღირს სწავლა , თანაც თბილისში უკვე უცხოელებიც ასწავლიან ნაკლებ ფასად, რაც ნამდვილად სჯობია ნებისმიერი საიტიდან სწავლას. მომეჩვენა, რომ სარეკლამო პოსტი იყო.

  6. Butterfly says:

    უნდა ვცადოო რა ^.^ კაი რამე ჩანს :)

  7. Anonymous says:

    ისე არ არის, როგორც ამ საიტზე წერია. და არამგონი, რომ ამით ვინმემ შეზლოს ინგლისურის სწავლა.

  8. Pingback: ახალი გატაცება, სწავლა ონლაინ

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s