Category Archives: სტუმრები

კონტACTი

მე ვარ აქსიომა. ვცხოვრობ შხამიან ბლოგზე, ვწერ საკუთარი თვალით დანახული სამყაროს შესახებ. ვაგროვებ ლამაზი ადამიანების კოლექციას. ვთვლი, რომ ვარ თითოეული თქვენთაგანის აზრი შეუძლებელის შესახებ – სამწუხაროდ ასეთ აზრს უკუაგდებენ ხოლმე.

რატომღაც ადამიანებს ყველაზე უკეთ, სექს ისტორიების თხრობა გამოსდით ხოლმე. ნუ ამ მხრივ არც მე ვარ გამონაკლისი, მითუმეტეს, რომ ამ ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების გამო ბევრი “უნახავივით” უამრავი სისულელე ჩამიდენია. როცა სქესობრივ ცხოვრებას იწყებ, ყველა მომდევნო “კონტაქტი” (უფოლოგების ლექსიკონისთვის შესაფერისი ფრაზა) უკვე შემდგარზე საინტერესო და ღრმა გეჩვენება.  ღრმა შემთხვევით არ მითქვამს: პენისის ზომის და სიგრძის გათვალისწინებით მის მიერ დაპყრობილ სიღრმეებს ვგულისხმობ.

“ცოტაც… ცოტაც გაუძელი გთხოვ… თითქმის შევიდა…” – ფრაზა, რომელიც შესვლის წერტილზე და პარტნიორის გამოცდილებაზე მიანიშნებს ყოველთვის.

როცა სექსისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს ვიხსენებ– საკუთარი თავის უფრო მრცხვენია, ვიდრე იმ ადამიანების ვისთანაც ამის მცდელობა მქონდა.

დიიიდი მაიმუნობის, პრანჭვის (შებმის) და გაცვეთილი შესავალი ტექსტების შემდეგ, როგორც იქნა განმარტოვდით, ნახევარი მეტრის მანძილზე დგას.

“კონტაქტი”  უმეტესად ტუჩების ერთმანეთზე დატოლებით და  მორგებით იწყება. თითქოს ასწორებს, აგიდგა კიდეც, მაგრამ რაღაცა მაინც ვერ არის მთლად ისე, როგორც აქამდე იაფფასიანი  ფილმების სასიყვარულო სცენების ყურებისას წარმოშობილი ფანტაზია გკარნახობს.

“ჯანდაბას, ერთი სცენა კი აცდა სცენარს, მაგრამ შემდეგი ასიანი უკეთესი იქნება” ფიქრობ დაბინდული გონებით და  ცდილობ ზუსტად ისე დაიჭირო თავი, რომ შენი ახლად დათრეული სასიყვარულო ობიექტი ჭკუიდან აიწიოს.

მაგრამ…. რაღაცას სწორად ვერ აკეთებთ… ზედმეტი ემოციებისგან უხერხულად და სინქრონულად ამოძრავებთ ხელებს, შუალედში შუბლსაც კი ურახუნებთ ერთმანეთს და კატეგორიულად არ იმჩნევთ.

შემდეგი “ჰოთ” სცენა:  პენისთან კონტაქტი.  ის წესით შარვლიდან ნელა, ეშმაკურად და მომხიბლავად უნდა ამოვიდეს, მაგრამ fake! ისე უნიჭოდ და უეცრად გადმოვარდება გახსნილი უბიდან, რომ საკუთარ პატრონსაც კი ყველა მხატვრულ ჩანაფიქრს და შემოქმედებით მუზას უკარგავს.

გამოუცდელი პარტნიორის სახე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ მეხუთე კიდურს საუცხოო– დაახლოებით ვანილის არომატის სურნელი უნდა ასდიოდეს მომენტალურად უსიამოვნო გამომეტყველებას იღებს და აშკარად არ მოწონს ის გემო, რომელიც პრინციპში არც ერთ ჭკუათმყოფელს არ მოეწონებოდა ალბათ.

რაღაცნაირად ცოდვილობთ და რაღაცნაირად სხვა კიდურების დახმარებით ახერხებთ,  ჰაერში (სხვა მიმართულებით)  ფინალური “კონტაქტის” გათავებას.

ნაჩქარევად იცმევთ და უფრო კოცნების გარეშე, ძალად კმაყოფილი სიფათებით სასწრაფოდ გინდათ გაეცალოთ ამ ჩავარდნილი სცენარის მქონე გადასაღებ მოედანს.

როცა საკუთარ საწოლამდე მოაღწევ, მხოლოდ ნაწყვეტებად და უხერხულად იხსენებ ყველა ეპიზოდს. საკუთარ თავს აჯერებ, რომ შენ მეტი შეგიძლია და აუცილებლად გადაიღებ უკეთეს კინოს სხვა , მორიგი “კონტაქტის” დროს.

ამ იმედით გადის ბევრი დრო ბევრ ადამიანებთან ერთად… ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა უკვე აღარსად გეჩქარება, როცა შესანისნავად იცი რა სურნელი ტრიალებს ადამიანების ფეხებს შორის– აუცილებლად შეხვდები ადამიანს, რომელთან ერთადაც  გადაიღებ ნაოცნებარ ფილმს  – სცენარის მიხედვით, ფინალურ სცენას ჰეფი ენდით და სწორი მიმართულებით დაამთავრებ და ნაორგაზმარი ღიმილით, აუჩქარებლად დაუკოცნი სახეს.

მერე უკვე ამ კონტაქტების რაოდენობის ნაცვლად, მათ გამყარება შენარჩუნებაზე იწყებ ზრუნვას და თუ კარგი ფილმი გამოგივიდა, შეიძლება გაგიმართლოს და მრავალსერიანი ფილმის პერსპექტივაც გაგეჩითოს.

მე დღეს ისევ ხაზზე ვარ, ოღონდ უკვე სერიალს ვიღებ– არის კონტაქტი. ;)

Xიომა ;)

კარნახი

(ვუსმენ და ვწერ. მოუსმინე და წაიკითხე თუ გინდა)

ვზივარ და არაფერი.
ვზივარ და საკუთარ ცრემლებს დროგამოშვებით გემოს ვუსინჯავ.
რატომ დეფორმირდნენ შენი ემოციები,
რატომ დეფორმირდი შენ, მეკითხება ის.
მე კი არ შემიძლია რამე ვუთხრა, რამე აღვნიშნო.

თავი ხელში ვერ ამყავს, ხელებს ვისერავ.  განაგრძე კითხვა

ცხოველთა უფლებების მორღვევა

აქ უნდა დაწერილიყო პოსტი ცხოველთა უფლებების შესახებ, მაგრამ რომელ ცხოველებზეა საუბარი, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებები ასე უხეშად და ცხოველად ირღვევა?    ხო, მე ალბათ არაადეკვატური ვარ!

Mars needs Moms

ჰოლივუდსა და ამერიკას ხშირად ადანაშაულებენ უზნეობასა და დამპალ დემაგოგიაში. უმეტესად ეს მცდარი აზრია და უსამართლო სტერეოტიპის ბრალია. არა, იმას ვერ ვიტყვი რომ უზნეოები არ არიან, მაგრამ ასე ცალმხრივადაც ვერ დავაბრალებთ და სამარცხვინო ბოძზე ვერ გავაკრავთ. მათ აქვთ ისეთი მულტიპლიკაციური ფილმები, სადაც ისეთ თბილ გრძნობებსა და ისეთ ამაღლებულ აზრებს დებენ, რომ წარმოუდგენელია გაბრაზდე და ხაზი გადაუსვა ამ ხალხს. ერთ-ერთი ასეთი მულტფილმი, რომელმაც აღმაფრთოვანა, არის – ”მარსიანელებს დედა სჭირდებათ”. აქ ერთ ურჩსა და ჯიუტ  ბიჭს, რომელიც დედას არ უჯერებს, აბრაზებს, მარსიანელები მოსტაცებენ დედას. მშობლის დასაბრუნებად ის ფათერაკიან გზას გადის – მარსზე მოხვდება და რაც მთავარია მიხვდება, რომ დედას ის უყვარს, ისევე როგორც მას უყვარს დედა. და ეს სიყვარული ძლიერია.  ბოლოს ლამის ვიტირე კიდეც. თუმცა კინაღამ არ ითვლებაო, ამბობენ.
აი, ასეთი გზით ცდილობს ამერიკის, როგორ ვთქვა, განათლებული თუ გააზრებული, ნაწილი აღზარდოს თაობა, ჯანსაღი თაობა. მულტფილმებში ჩადებული იდეების მეშეობით… ჩემი აზრით, სწორედ ეს არის 25-ე კადრის ეფექტი.

და ჩვენთან რა ხდება? განაგრძე კითხვა

გამჭვირვალე

არ ვიცი როგორ, რატომ, მაგრამ ადამიანებს სხვადასხვა ფერად წარმოვიდგენ. მე მწვანე ვარ მაგალითად, ხან ღია ტონალობაში, ხანაც მეტისმეტად მუქი, თითქმის ბალოტისფერი…

მაგრამ ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ის ძალიან მკვეთრ ფერსაც კი კარგავს, ფერმკრთალდება.

… უბრალოდ ფერმკრთალი ხარ. დადიხარ ქუჩაში და ყველა და ყველაფერი უფერულია, შენ კი მათ ფონზე საერთოდ გამჭვირვალე, თითქოს უჩინმაჩინის ქუდი გქონდეს თავზე ჩამოფხატული.

ჰოლივუდის ფილმების სცენარის მსგავსად, თითქოს რაღაც გაურკვეველი წარმოშობის აბი გჭირდება, რომელიც დროებით მაინც დაგიბრუნებს ფერს.  განაგრძე კითხვა

Fahrenheit 9/11 – რეისი # 93

11 სექტემბერი წლის 254-ე დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 111 დღეში ახალი წელი დაიწყება. ზუსტად 10 წლის წინ 3000-მდე სიცოცხლისათვის 254-ე დღე უკანასკნელი აღმოჩნდა. ალ ქაიდას მიერ მოწყობილ 4 ტერორისტულ აქტს ათასობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა.

2001 წლის 11 სექტემბერს 19-მა ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი სამგზავრო ლაინერი გაიტაცა. ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს დაეჯახა, რომლებიც რამდენიმე საათში მთლიანად დაინგრა, ერთი პენტაგონს დაეცა, ხოლო ბოლო United Airlines Flight 93 პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა, ერთ ტრიალ მინდორზე – აქ მკვლელები “დამარცხდნენ”.

გარდა იმისა, რომ ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული იყო 21-ე საუკუნის ისტორიაში, ის შეთქმულების ახალი თეორიის საფუძველიც გახდა: ამერიკის მთავრობას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ტერაქტის შესახებ. მეტიც, მათ ხელიც კი შეუწყვეს მისი “წარმატებით” განხორციელებას. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ მოკლე თეორიას:

1. რატომ იყო მეოთხე თვითმფირნავის კატასტროფა ასეთი ნაკლებ მასშტაბური სხვა დანარჩენებთან შედარებით? – შეთმულების თეორიის მომხრეების აზრით, ეს ლაინერი ჰაერშივე გაანადგურა ამერიკის საჰაერო ძალებმა, რადგან ის “ასცდა” მიზანს (სავარაუდოდ თეთრი სახლი) და ჩაითვალა როგორც წარუმატებელი მისია.

2. როგორ მოხდა ისე, რომ მსოფლიოს საუკეთესო სადაზვერვო სააგენტომ ვერ შეძლო აღმოეჩინა პენტაგონისაკენ მიმართული უზარმაზარი ლაინერი და მისი შეჯახების თავიდა არიდება? შეთქმულების თეორიის მიხედვით, ეს თვითმფრინავი კონტროლირებული იყო არა ალ ქაიდას, არამედ თვით პენტაგონის მიერ. ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ მისი აღმოჩენა საკმაოდ დაგვიანდა, რადგან ლაინერს გათიშული ჰქონდა ყველა სახის საკომუნიკაციო საშუალება. ამავდროულად მთავარსარდალმა ბრძანა, ცეცხლი არ გაეხსნათ სამგზავრო ტრანსპორტისათვის.

ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო და სევდიანი მეოთხე ლაინერის ამბავია – წარუმატებელი ტერორისტული აქტი – მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების თავდადების გამო, მან დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია და შუაგულ ამერიკაში ჩამოვარდა. სწორედ ამ თვითმფრინავიდან დაურეკეს მგზავრებმა უკანასკნელად საკუთარი ოჯახის წევრებს, სწორედ მათგან გაიგო ამერიკის მთავრობამ, თუ საით მიემართებოდნენ ისინი.

2006 წელს რეჟისორმა პოლ გრინგრასმა გადაიღო ფილმი United 93, რომელშიც ძალიან ემოციურად და ზუსტად გადმოსცა თუ რა ხდებოდა იმ დღეს მთელ ამერიკაში და გატაცებულ თვითმფრინავში – 40 ადამიანის უკანასკნელი გმირობა, რომელმაც არ ვიცით, რისგან გადაარჩინა შეერთებული შტატები.

გთავაზობთ, რეალური მგზავრის CeeCee Lyles-ის მიე განხორციელებულ ზარს ბოინგ 757-ის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე (მოუსმინეთ მხოლოდ 43 წამს):

ეს კი ნაწყვეტი ფილმიდან United 93, როგორ ემშვიდობება შვილი დედას:

ფილმის გადმოწერა შეგიძლიათ აქედან.

ყოველწლიურად, Ground Zero-ზე  (ადგილი, სადაც ადრე ტყუპები იდგა) კითხულობენ იმ ადამიანთა სახელებს, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბერს დაიღუპნენ. ამით პატივისცემას გამოხატავენ მათი სულების მიმართ. აქ სულ 3042 სახელია.

წელს არაერთი ცნობილი ადამიანი განახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას ამ ტრაგედიის 10 წლისთავთან დაკავშირებით: ზოგიერთი მათგანი საავადმყოფოში მედდად იმუშავებს, ზოგი საბავშვო ბაღში მომვლელად, ზოგიც კი დაღუპულთა ოჯახებს მოინახულებს.

This slideshow requires JavaScript.

მე ამ პოსტით მინდოდა პატივი მიმეგო იმ ადამიანებისათვის, რომლების სრულიად უდანაშაულოდ შეეწირნენ სხვათა იდეებს, რწმენასა და მიზნებს. ამ პოსტით მე მინდა დავგმო ტერორიზმი – ის, რის წინააღმდეგაც ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ.

ავტორი Mr. Nomad, სტუმრად ადოს ბლოგზე.

Sex Talk 69

კონტექსტიდან ამოვარდნილი ნაპასებსშორისი დიალოგი, ქუჩის კუთხეში მოულოდნელად შეხვედრილ ერესა და ანას(ანუსი) შორის, ანუ ერთი ასოციალური მოვლენა და აგრესიული ენა


– სამშობლო ბოლო ღერი სიგარეტივითაა.
– გამტყდარი ღერივით.
– არის კი ამ შემთხვევაში სიგარა მხოლოდ სიგარა?!
– …
– დროა, ყველა კლიტე მოვხსნათ ენას.
– და ენამ იმოძრაოს ორი კლიტის მიმართულებით.
– და ვაგნერის მიმართულებით.
– და ჩემი მიმართულებით.

– რატომ დასდევს ეს ხალხი ერთმანეთს პოლისჯოხით?
–ცოლების სხეულები გვაცნობენ ქმრების ავადმყოფობის ისტორიას.
–გასუქების შიშით, ჩვენ ვიკვებებით გენმოდიფიცირებული სექსით.
– პოლიტიკით.
– ჰომოფობიით.
– სიტყვებით.
– საგნებით.
– ხმაურით.
– მძვინვარებით.
– ვაცით.
– ხმებით.

– ჩვენ ვხმებით.
– და ერთმანეთს საყრდენს ვაცლით.
– ტკივილს ვაცლით.
– სიკვდილს ვაცლით.
– გვაცადეთ მშვიდად ცხოვრება!
– მშვიდად ცხოვრება გვაცადეთ!

– ო, ეს აგრესია.
– რა დიდებულია.
– კიბეზე ჩამოვჯექით მარტო.
– დავხოცოთ რეალობას მოწყვეტილი არტისტები!
– წავშალოთ მათი კვალი კულტურაში!
– დაე ჩვენი ყოფა აღარ იყოს ასატანი!
– და ხელები დასაბანი!
– დაე ვიყოთ ალუზიები!
– დაე!

 

გამარჯობა, მე არაადეკვატური ბლოგერი ვარ და ეს ჩემი “გესტ” პოსტია ადოს ბლოგზე!

წერილი ადოს…

გამარჯობა, მე ლიკულა ვარ ^^

არა, ბევრი რამის თქმას არ ვაპირებ და არც იყო სახელის თქმა საჭირო, მაგრამ ასე გადავწყვიტე… როცა ადამიანმა , მწერლის სახელი იცის უფრო უადვილდება მისი დაწერილის წაკითხვა. ალბათ იმიტომ, რომ შეუძლებელია ყველა დაწერილის ერთ სტილში წაკითხვა, როდესაც მწერალი სხვა სტილით წერს და გადმოგცემს, შენ კიდევ მას სხვებში ურევ.. ისე, არც ისე საინტერესო ვარ ყველასთვის.. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ყველა ვერ ხედავს ჩემში ღმერთს.. ხოლო, როცა ადამიანში ღმერთს ხედავ , მას ყველა ცოდვას და შეცდომას პატიობ. ამიტომ მაპატიე შენზე, რომ ვწერ ისე, რომ რამოდენიმე დღეა რაც გიცნობ..

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩამოვედი თბილისში და დაიწყო უსაქმურობის უსასრულობა.. სოციალურ ქსელებში ვიყავი ჩაფლული და ალბათ ამ დღეების ამაოება ჩემს სტატუსებზეც შეიმჩნეოდა.. შენმა სახელმა და ავატარმა მიმიზიდა , შენ ხომ ჩემი საყვარელი მულტფილმის გმირის სახელი გეწერა.. ზედმეტად არმიყვარს, ადამაინების უცხოდ „დამეგობრება“ , მაგრამ რაღაც საინტერესო ჩანდი და ვიფიქრე რომ აი უბედურო მეო დამთავრდა შენი უსაქმურობა ამ ქვეყანაზე , თუნდაც ცოტახნით მაინც. როდესაც მივიღე Ado Doodlez accepted your friend request, მეუცხოვა ცოტა არ იყოს. პირველი, რაც გავარკვიე, იყო ის რომ იყავი ბლოგერი.. და კიდევ ერთხელ წამომიტივტივდა თავში ის რომ „აი უბედურო მეო დამთავრდა შენი უსაქმურობა ამ ქვეყანაზე“ წასაკითხი ბევრი იყო. როდესაც გავეცანი, შენს პირველ ჩანაწერს, რაღაც აზრი გამიჩნდა შენზე.
შენთან FACEBOOK’ის კედელზე წავაწყდი ასეთ სურათს


„ძალიან `მიტყდება` თმა რომ გადავიპარსე :S“  მინდა გითხრა რომ არ ცდებოდი^^…
ყველაზე მეტი დადებითი ემოცია წამოვიდა „ხუტვინგ, ანუ ჩახუტების დღე“ და პირველი რაც ვიფიქრე „მოდი, ჩაგეხუტო“ … ყველაზე გემრიელი ინტიმური ჩანაწერები წავიკითხე შენს ბლოგზე, პირველად… ყველაზე საყვარელი „მე“ გყავს შენ.  რაღაცნაირი ხარ და ძალიან მომწონს ეს ^^
იმათ არ გავხარ , აი იმათ მე რომ ნერვებს მიშლიან და მზად ვარ, რომ მათი ცხოვრება დავანგრიო. (მინდა გითხრა მაია ასათიანს არ გავხარ, იმიტომ რომ ვერ ვიტან მაგ ქალს)
იცი, ბავშვები არმიყვარს , მაგრამ ისეთი დამოკიდებულება გქონია შენს ძმიშვილებთან, მივხვდი იქნებ არც ისე ცუდები არიან ბავშვები და მეც შევძლებდი ჩემი დისშვილებიც შეყავრებას, როდესაც ისინი გაჩნდებოდნენ. ჰოდა არმინდა შენზე , რამე დამატებითი წარმოდგენები შემექმნას. ან შევიქმნა და მერე ისევ ჩემით დავამსხვრიო…

ასე რომ, გამარჯობა, ადო შენ შეგიძლია დეიდა ლიკას ყველაფერი უამბო (თუ გინდა :ლოლ:) იცი მინდა, რომ ბევრი ღამეები გაათენო, და ბევრ ასეთ ღამეს გისურვებ რადგან, მინდა რომ უფრო მეტი და მეტი წერო… არვიცი და არც დიდ ყურადღებას ვუთმობ  „იმიჯის“ გამო ხარ ასეთი თუ არა..

მე , ასეთი ადო მომწონს და არც კი ვეცდები , რომ ცუდი ადო გახდეს. ყველაზე მაგარი მეგობრები გყავს, შენ. ძალიან თბილები არიან შენს მიმართ, თითქმის ყველა (რასაც ჩემს მეგობრებზე ვერ ვიტყვი).

კიდევ, რაც მთავარია გიყვარს ნესვი.  ნესვი არის ჩემი ცხოვრების აზრი, ალბათ საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. მინდა მაპატიო , რომ წინა დღეებში მე აზრი შეგაცვლევინე პირსინგის გაკეთების შესახებ , ისეთი სურათი განახე :\

დღეს ასეთი რაღაც მითხარი : „როგორ დაწერ რამეს ჩემზე? რატომ, როგორ, რომ არ მიცნობ? ო_ო“. მე გეტყვი, რომ : „ცოტას დავწერ.. როგორც გიცნობ ისე დავწერ. არც ისე დიდი დროა გიცნობ , მაგრამ ამ დროში დაგწერ“

არმინდა, ის გააკეთო რაც სხვებს მოსწონთ. არმინდა „იმიჯი“ შეიცვალო. არმინდა, რომ ცუდ ხასიათზე იყო ხოლმე. არმინდა, რომ ინანო რომ მეგობრების ლისტში ჩამამატე. მინდა, რომ ბედნიერი იყო. მინდა, რომ „ის“ გეპოვოს.  მინდა, რომ ყოველთვის ყველაფერი განაახლო.. მინდა, რომ არდაგავიწყდეს ხოლმე „ძილინებისა“. ისეთი , ამინდი არის დღეს იდეალური დროა დაწერო რამე კარგი…

მუსიკაში ვნებები თავად აკმაყოფილებენ ერთურთს (c) ნიცშე
და ახლა ვწერ ამას და ასეთი რაღაც მომდის Ado Doodlez invited you to the event ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე და კიდევ უფრო და უფრო მეტის დაწერა მინდა. ყველაზე დამახასიათებელი ტყუილი თავის მოტყუებაა.

ხოლო სხვების მოტყუება ეს იშვიათი გამონაკლისია (c) ნიცშე. 

თავი არ მოიტყუო, რომ ეს დაწერილი მოგეწონა და მზად ვარ მე მოვტყუვდე და ცოტახნით ვიყო ბედნიერი ^^

თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას (c) იოჰან გოეთე
ყურს გიგდებ, უკვე დიდი ხანია და ბედნიერი ვარ, რომ მესმის შენი.

და ბოლოს ერთს ვიტყვი შენზე „ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს მის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, იმის და მიუხედავად გავს თუ არა ეს სახე მის იმჟამინდელი მდგომარეობასა და ყოფას

ამოიცანი ბლოგერი ბავშვობის ფოტოზე II

   მსგავსი პოსტი შარშან დავდე, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ამიტომ გადავწყვიტე რომ გაგრძელება აუცილებლად უნდა ჰქონოდა. ვინც ყველა ბლოგერის ამოცნობას შესძლებს მიიღებს სიმბოლურ საჩუქარს ჩემგან. საჩუქარს ჯერ ჯერობით არ გავამხელ, ასე აჯობებს. ლეპტოპებს და აიპადებს არ ელოდოთ  ;) ამოიცანით ბლოგერები ბავშვობის ფოტოზე. პასუხები რა თქმა უნდა კომნტარებში მიუთითეთ. P.S არცერთი სრული სწორი პასუხი არ არის  

გაიმარჯვა დინამიტმა (თამარა) რომელმაც ყველა ბლოგერი სწორად ამოიცნო. გილოცავ თამარჩიკ! საჩუქრად მაისური ჩემი ბლოგისგან ^^


1. დინამიტი (თამარა)

2. მანქი (სალომე ბარკერი)

3. კატიე (ეკატერინე ონიანი)

4. ვასასი (თამუნა ქარელიძე)

5.თაზო კუპრეიშვილი

6.ყვავა (მირიან ტორონჯაძე)

7. მჩხაპნელი (ბექა ადამაშვილი)

8. კევანა (ქეთი კევანიშვილი)

9. ლიტერატორი (თამუნა მირიანაშვილი)

10.როკო (ნოდარ დავითური)

11.ქილიფა (ირაკლი ქილიფთარი)

12.ლილიანი (მარიამ ბლანკი)

13. ლეონსიო (ლევან გიორგაძე)

14. კიკიტო (ინგა ლეკიაშვილი)

15.გიორგი მანთიძე

ამოიცანი ბლოგერი ბავშვობის ფოტოზე I