სკოლაში გერმანულ ენას მასწავლიდნენ, მაგრამ არ ვსწავლობდი. კარგად არ ვსწავლობდი. მიზეზი ერთი იყო, ყოველთვის გერმანიის ნაცისტური ხელისუფლება მახსენდებოდა, მათი იდეოლოგიის მიმართ სიძულვილს განვიცდიდი, რაც გერმანელებისა და გერმანული ენის მიმართებაშიც გადამეზარდა. მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ნაცისტური ხელისუფლების გამო ერი და მათი ენა არ უნდა შემჯავრებოდა, რომ მხოლოდ ხელისუფლება იყო დამნაშავე და არა მოქალაქენი. პროტესტი უსწავლელობით ერთ-ერთი გაკვეთილის ახნის შემდეგ უფრო მეტად გამიმძაფრდა, როცა მასწავლებელმა სიტყვის მნიშვნელობა ჰოლოკოსტის მაგალითებზე დაყრდნობით განმარტა.
მეტი პროტესტის ნიშნად ინგლისური ენის სწავლა დავიწყე რეპეტიტორთან, რაც მეტ სიმშვიდეს მომცემდა. გერმანული და ინგლისური სიტყვები ერთმანეთში მერეოდა, დღემდე ინგლისური სიტყვები გერმანულად შემომეკითხება ხოლმე და არცერთი ენა არ ვიცი სრულყოფილად, მაგრამ ინგლისური უკეთ ვიცი, იმდენად უკეთ რომ ეროვნულ გამოცდებში ინგლისური ენა ჩავაბარე.
რა ხანია ინგლისურის კარგად სწავლა, გაუმჯობესება მინდა მასწავლებლის დახმარებით, რომ მინიმუმ შეცდომები შემისწოროს და დავხვეწო მეტყველება, სმენა, წერა. მაგრამ 120 ლარი საკმაოდ ძვირია ყოველთვიურად ჩემი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, არც ინგლისურად ამეტყველებული ქართული ინტონაციის მქონე მასწავლებელი მინდა. სად იყო და სად არა, დაახლოებით ერთი თვის წინ ოქრო საიტი teach.ge აღმოვაჩინე, რომელიც ინგლისური ენის სასწავლო პროგრამის შესწავლას მთავაზობდა ქართულად, საკმაოდ საინტერესო სწავლის მეთოდიკის გამოყენებით და ძალიან იაფად. მოკლედ, ენის შესწავლა ზემოთ ხსენებულ საიტზე დავიწყე.
რატომ გადავწყვიტე ონლაინ მესწავლა, გამეუმჯობესებინა ინგლისური ენა?
- ინოვაციური პროექტია საქართველოში, აქამდე ვერსად წავაწყდებოდი ქართულენოვანი მომხმარებლისთვის განკუთვნილ უცხო ენის სასწავლო პროგრამას და ძალიან გამიხარდა ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი რომ ვარ.
- ყოველდღიურად ვზრდი ცოდნას, არ ვარ შეზღუდული და არაა გაწელილი ცოდნის მიღება დროში.
- როდესაც რეპეტიტორთან კვირაში 2-ჯერ, ან 3-ჯერ დავდიოდი და გაკვეთილი საათ ნახევარი გრძელდებოდა, უმეტესად დრო არ იყო საკმარისი.
- ერთი კვირის მასალა რომელიც სამი ვიზიტითა და ოთხ საათ ნახევარს მოიცავდა მასწავლებელთან, ონლაინ იგივე მასალის დაძლევს მხოლოდ 20 წუთში ვახერხებ.
- ძალიან აზარტულია ასე სწავლა. ვაგროვებ ქულებს ცოდნის მიღების პარალელურად და ვეჯიბრები სხვა მოსწავლეებს.
- ვსწავლობ აუდიო სავარჯიშოების დახმარებით და ვხვეწ ინგლისურ ინტონაციას, გრამატიკას, მეტყველებას რაც აქამდე რეპეტიტორტან შეუძლებელი იყო და საშინელი აქცენტი ჰქონდა მას, თუ ხმას ამოიღებდა.
- შემიძლია ნებისმიერ დროს შევწყვიტო და იგივე ადგილიდან გავაგრძელო სავარჯიშო.
- შეცდომებს ნათურები აღმომიჩენს ხოლმე და ქულებს მაკლებს, ამიტომ ვცდილობ კარგი მოსწავლე ვიყო და წითელი ფერის ნათურა არ ამენთოს. ძალიან ხშირად თითები ამეხლართება, მგონია სწორად ვწერ კონკრეტულ სიტყვას და როცა წითელ შუქს ვხედავ უმალ დაკვირვებით ვეკიდები სავარჯიშოს.
- შეცდომის დაშვების შემთხვევაში იმდენჯერ და ისე მოულოდნელ დროს მკითხავს პროგრამა იგივე დავალებას რომ დებილი უნდა ვიყო სამუდამოდ არ დამამახსოვრდეს შეცდომით დაწერილი ან წარმოთქმული სიტყვა.
- თუ თვეში 120 ლარი უნდა გადამეხადა, აქ 15 ლარი ღირს 1 თვე. მე პირველი კურსის უვადო მაქვს ჩართული და 29 ლარი გადავიხადე. ფასდაკლებებიცაა და ერთ დღიანი უფასო გაკვეთილით საშუალება გეძლევა გამოსცადო პროგრამა რამდენად მისაღებია შენთვის. მეტი ინფო: http://teach.ge/Programs/
იმდენად ჩამითრია სწავლის წყურვილმა და აზარტმა, ბოლო დროს ყველაზე მეტად ამ საიტს ვსტუმრობ, სოციალურ ქსელებზე უფრო ხშირადაც. მათ ფეიჯსაც ვადევნებ თვალს. ამასწინათ ბოულინგ ჩემპიონატი ჩაატარეს ონლაინ, თურმე მომიგია კიდეც, მაგრამ ოფლაინ გამართულ ჩემპიონატზე ვეღარ წავედი.
ამჟამად საიტზე მხოლოდ ინგლისურის შესწავლაა შესაძლებელი. იგეგმება სხვა ენების დამატება. მოუთმენლად ველი გერმანული ენის პროგრამას, რომ გამოვისყიდო სიძულვილი, რომელმაც მხოლოდ ზიანი მომიტანა ( ანუ მინუს ერთი უცხო ენის ცოდნა) და ძალიან შემაყვარა ფილმები ჰოლოკოსტზე. წავედი The Boy in the Striped Pajamas უნდა ვუყურო.








