ყველა ადამიანს აინტერესებს თუ რას ფიქრობენ მასზე, განსაკუთრებით მათ ვისაც მეტ ადამიანთან ურთიერთობა უწევს.
თითქმის ყოველ ბლოგერულ შეკრებაზე წესად იქცა ერთმანეთის დახასიათება. ყოველთვის თავს ვიკავებ დახასიათებებისგან, რომ არ შევცდე და რომელიმეს არ ეწყინოს. ჯერ ვცდილობ ადამიანი შევისწავლო და შემდეგ დავახასიათო, თუნდაც ორი სიტყვით. ზოგჯერ ვცდებით ადამიანების შეფასების დროს, ასე რომ წინასწარ ვწერ თუ არაკომპეტენტურად დაგახასიათებთ ნუ მიწყენთ
. თუ გსურთ იცოდეთ რას ვფიქრობ მე თქვენზე რას ვაფასებ თქვენში და რა არ მომწონს წაიკითხეთ.
აქვე ჩემს ბლოგერულ მოღვაწეობას ან მასთან მიახლოებულს, მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ოთხი ამჟამად ჩემთვის ყველაზე კარგი ადამიანები გამაცნო, რომლებიც ძალიან შემიყვარდნენ. ამ ოთხეულით დავიწებ დახასიათებებს და მივყვები ყველას, რა თქმა უნდა ვისაც ვიცნობ მცირედ მაინც …
♥სიყვარულოვნა- ადამიანი რომლის გულის მოგებაც არც თუ ისე ძნელია, მთავარია იყო კეთილად და თბილად განწყობილი მის მიმართ და აკმაყოფილებდე მის კრიტერიუმებს მაგალითად? მაგალითად ღეჭდე საღეჭ რეზინს (გადავეკიდე ამ ბავშვს, არ სევარგე
). ყველაზე მეტად უყვარს დისკუსიაში ჩაბმა, ყოველთვის გააჩნია საკუთარი აზრი რომელსაც არასდროს არ გადაუხვევს, საკმაოდ ჯიუტია და ამასთან ერთად “სიყვარულოვნა” (მოსიყვარულე თბილი ადამიანი) თუ მის ბლოგს გადახედავთ ადვილად ამოიცნობთ მას. ის ისეთივეა როგორსც სოციალურ ქსელებში.
♥კნუტი-მასთან ურთიერთობა ყველას არ გამოსდის, რადგან თვითონ ირჩევს ადამიანებს. არ უყვარს ამპარტავანი და ტვინის მჭამელი ხალხი. მასაც უყვარს დისკუსიაში ჩაბმა და თავისი აზრის ბოლომდე გამართლება რაც ყოველთვის გამოსდის. პრინციპული, ნიჭიერი და სასიამოვნო ადამიანი, კნუტია (კატას, ხელს რომ გადაუსმევ ზურგზე და უარყოფითი ემოციებს გაშორებს) რომელთანაც ურთიერთობა გამშვიდებს და სიცოცხლის ხალისს გმატებს. უამრავი პრობლემის მქონე ადამიანი, რომლის გაგება ბევრს არ გამოსდის.
♥ნიკოლო- (მწვანე ვაშლი) ეს ადამიანი იმ ვაშლის ასოციაციას იწვევს ჩემში რომელიც ნიუტონს დაეცა თავში (ხიდან არა მაგრამ ციდან ჩამოვარდნილი უფორა)… განსხვავებული ადამიანი რომლელიც მართლაც რომ იტყვიან სანთლით საძებარია. ჭკვიანი , განათლებული, თავმდბალი ადამიანი რომელთნაც ნებისმიერ თემაზე შეგიძლია საუბარი. ერთ-ერთი დახასიათების დროს თქვა ჩემზე. თუ მე შეძლებული ადამიანი გავხდები და წარმატებას მივაღწევ ცხოვრებაში, მას დავივიწყებ. ძალიან ცდები ნიკა
……………………………………………………………………………………………………………………………..
ფსიქე- ვფიქრობ ძალიან დაბნეული ადამიანია და თავისი თავი ვერ უპოვია. დაბნეული გამოხედვები, “არა? კაი”- რომელიც თითქმის ყველა ბლოგერმა აიტაცა. ძალიან მომწონს მისი ხმა, რაღაცნაირია დამამშვიდებელი. ჰუჰ, არ უყვარს ყაყანი და ზედმეტი კომენტარები
. სულ რაღაცას ფიქრობს და გამოსაფხიზლებლად იყენებს ფრაზებს ”უი, აქ ხარ? როგორ ხარ?”
ლეონსიო- ნიჭიერი, მიზანდასახული, ხელოვანი (საკმაოდ კარგი), პრინციპული, ხუმარა, კარგი ადამიანი. მისი გართობა სიტყვებზე “კაიფია” , აბა დაგცდეს სიტყვა რომელიც შეიძლება სექს დაუკავშირდეს, აი მაშინ იწყება მისი გართობა. ხანდახან ეს ყველაფერი ირონიული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. უყვარს ჯაზზე და თავის წარმატებებზე საუბარი. მაგრამ ვერ იტანს როცა ხუმრობას ხუმრობით პასუხობ. ერთსაც ვიტყვი რაც მგონია და შეიძლება ვცდებოდე, გააჩნია რაღაცის კომპლექსი ან გააჩნდა, რომლის დასაფარად სხვა ადამიანებზე კაიფს ამჯობინებს.
წყარო- მართლაც წყარო და არა გვარიდან გამომდინარე ან სხვა. წყაროსავით მოუვლის მიუწვდომელ ადგილასაც კი ყველას გააგრილებს, ანუ ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა რომ ჰქონდეს და აქვს კიდეც. საყვარელი ბავშვია (იმედია არ გეწყინება ბავშვად რომ მოგიხსენიე, ხარ და რა ვქნა
, საკმაოდ ჭკვიანი თავისს ასაკთან შედარებით, ვგონებ წარმატება ელის მას კარიერაში :ლელაკაკულიასმაილი:
ალუკარდი- ამ ადამიანის დანახვა, ჩემი გამოცოცხლება და სამყაროს სიყვარული ერთია. სიცილის “დედოფალი” (დედოფალი ბრჭყალებშია). წიპა, ტაკ, ყლეობა ამ სიტყვების აქტიურად მომხმარებელი
აქვე “ალუკარდის” განმარტებას მივაწერ ვინც არ იცის: ალუკარდი უკუღმა რომ წაიკითხოთ = დრაკულა-ს. მისტიური სამყაროს მოყვარული და ძალიან კარ(ქ)ი, უსაყვარლესი ადამიანი √ :უირამდენივაქესმაილი:
გვანცაგრინი- რამდენჯერ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, ლაკონური ადამიანია
გაწონასწორებული, წყნარი. სამაგიეროდ მის მიერ ნათქვამ ერთ წინადადება ბევრ სათქმელს ამბობს. ყველაფერი წინასწარ აქვს გათვლილი, ისიც ასევე პრინციპული ადამიანია. მიუწვდომელია, ვერ გაშიფრავ ვერანაირად, ვგონებ ამიტომ ვერც მე შევძელი მისი ამოცნობა. რაღაცნაირი მაგარია, გოგოს ეტალონია, მომწონს ესეთები…
ეკუსი- ყველაზე თბილი ბლოგერი, ყველა უყვარს (რა თქმა უნდა გამონაკლისებიც იქნება) ყველას მიმართ გამოხატავს სითბოს ჩახუტებით და ფრაზით “უი რა საყვარელია, მოდი შაგეხუტები რა”. ძალიან მიყვარს ასეთი თბილი ადამიანები. ხშირად მგონია რომ მასაც ბევრი პრობლემები აქვს რის გამოც ხშირად დეპრესიული ხდება.
ზურიუსი- უწყინარი, ნიჭიერი ადამიანი. არანაირი ტვინის მბურღველი როგორადაც უმრავლესობა ახასიათებს. იცის სად როდის და რანაირად უნდა იხუმროს. განსხვავებული იუმორის და გემოვნების მქონე. ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს.
ლიტერატორი- ყველაზე წყნარი ბლოგერი, რომელიც სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურია და მეტად გამოხატავს თავის აზრს ვიდრე ცხოვრებაში. ვგონებ, მორიდებულია და სასიამოვნო აურა აქვს.
ჰექსე- ბლოგსფეროს მამიდა და ძალზედ კარგი ადამიანი, კარგი და კომპეტენტური კრიტიკოსი. მხიბლავს მისი ზომიერად სიამაყე, თნაც უხდება
ელიტარული 60-იანი წლების ქალს მახსენებს ოღონდაც კარგი გაგებით.
დიანიკო- ყოველთვის ვიღაცაზე შეყვარებული, მეოცნებე. ასევე სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა. გააჩნია კომპლექსები რომელიც ვერაფრით ვერ გავარკვიე რაში მდგომარეობს.
კევანა- წყნარი, განათლებული. ხმას არასდროს არ იღებს თუ არ გამოელაპარაკე ან რამე არ კითხე. ესეც სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურია ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.
ეგოისტი- პატარა ეგოისტი გოგონა. საოცრად მომწონს მისი ცეკვა. ცვალებადი ხასიათის მქონე რომელთანაც მიკარება არ ღირს ხანდახან. უყვარს ჭორები, ადვილად სწყინს ყველაფერი, ანუ მისი გულის ტკენა ძალზედ ადვილია ვიდრე წყობილებიდან გამოყვანა და აფეთქება.
სვითი- ოჰ, მე ამ ადამიანს სხვანაირს მოველოდი, მეგონა როგორ პოსტებსაც წერდა ისეთივე გემოვნება ექნებოდა, ნუ შეიძლება გემოვნება აქვს მაგრამ … ანუ რისი თქმა მინდა, როგორი fashion პოსტების აქვს მეგონა ასეთივე იქნებოდა. ესეც უნდა ვთქვა, რომ მგონია სექსუალურად დაუკმაყოფილებელი, რომელიც სულ მამაკაცებზე საუბრობს. თუმცა ამართლებს თავის სახელს, ამ შემთხვევაში “სვითს” ტკბილია.
ვინც გამახსენდა ყველა დავახასიათე, ზოგი გამახსენდა მაგრამ ორი სიტყვით დახასიათებით აზრი არ ჰქონდა. მიუთითეთ კომენტარებში და დაგახასიათებთ ვისაც სურს გაგება თუ რას ვფიქრობ თქვენზე .
Like this:
18 bloggers like this post.