Tag Archives: ანი

ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში

ეს ახალი ტეგ თამაშია სადაც ქეითმა დამტაგა, გამიხარდა და თავი დაფასებულად ვიგრძენი ცოტა არ იყოს გამიკვირდა და გამიხარდა კიდეც, რადგან ვიღაცას გავახსენდი… 20 წლის ვარ, არც ძალიან დიდი, რომ ყველაზე კარგის სტატუსი რაიმე მოვლენას მივანიჭო, ყოველდღიური პატარ-პატარა სიხარულები უფროა ჩემთვის კარგი. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ განსაკუთრებულად კარგი ჩემს ცხოვრებაში არ ხდება. ძალიან ბუნდოვნად მამახსოვრდება წარსული, განსაკუთრებით ბუნდოვნად კარგი, უფრო მეტად ცუდის გახსენება შემიძლია, მაგრამ ამ პოსტს ნეგატიურად არ დავმუხტავ და გავიხსენებ კარგს ჩემს ცხოვრებაში. მაშ ასე:

♥ ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში დედა, ჩემი და დიშვილები და ძმიშვილია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას მიხალისებენ, ღიმილით საუბრით ან მომავლის იმედით…

♥ მაშინ ყველაზე კარგი იყო, ეროვნული გამოცდებით უმაღლესში რომ ჩავაბარე და ისიც აკადემიური რომ ავიღე და ეხლა უსაქმური ვარ

♥ ჩემი ძმის დაქორწინება, როგორ გამოვტოვო, უკვე იმედ გაცრუებული ვიყავისანამ მანამ გაბედნიერდებოდა. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი მისი ჩვეული დაკრეჭილი სახით და მეორე იმით, რომ ახალი მსხვერპლი შემოემატა ჩემს ოჯახს რძლის სახით, რომელსაც სისხლს დღემდე ვუშრობ.

♥ ჰო, კიდევ მაშინაც ბედნიერი ვიყავი, როცა ზღვა დავინახე პირველად.

♥ უდარდელი ბავშვობა, არანაირი პრობლემა და ღამით იმაზე ფიქრი, ხვალ რომელი თამაში მეთამაშა.

♥ რატომღაც მთელი ცხრა წელია ყველაზე კარგი დღე ჩემს ცხოვრებაში 31 დეკემბერია, იმიტომ კი არა რომ ახალი წელი მოდის ან დავლევ, გავერთობი, არა, იმიტომ რომ ჩემ დიშვილებს უამრავ საჩუქარს დავახვედრებ 12 საათზე, გაუხარდებათ და თოვლისპაპის არსებობას დაიჯერებენ, მათი ბედნიერება კი ჩემ სიცოცხლედ მიღირს…

♥ ანის დაბადება და ჩემი ამაყი სახე 11 წლის ასაკში არ მავიწყდება, ვიფერებდი ვკაცობდი და მეამაყებოდა ბიძობა…

♥ ჩემი დის გულში ჩახუტება, ესეც ყველაზე კარგი, გამორჩეული და დასამახსოვრებელია, რადგან ეს ძალიან იშვიათად ხდება.

♥ ბლოღს, კომპიუტერს და დღემდე შემორჩენილ ვირტუალურ მეგობრებსაც ეკუთვნით აქ მოხსენიება, მათი გამოჩენის შემდეგ პაწე შეიცვალა აზროვნება და ცხოვრება.

სულ ეს იყო? ქეითის თქმის არ იყოს შეიძლება რომ დავწვე კიდევ ბევრი რამ გამახსენდეს, მაგრამ აღარ დავამატებ! რადგან ესენი გამახსენდა ე.ი სხვა არაფერია საჭირო.

წახალისებისთვის ვტაგავ:
სიყვარულოვნას
ბზუუკს
ლიტერატორს და
დი@ს

წარსული, სიგარეტი და ოცნებები

ანის სიგარეტი გამომყვა და წუხდა ძალიან, თან პირველი საათი იყო… დავურეკე და შევთანხმდით, რომ სახურავზე შევხვდებოდით. გამოვიდა სახლიდან საღამურით და ხალათით… ჩუმათ, ფეხაკრეფით ავედით სახურავზე, რომ მზიას არ გაეგო და მორიგი საყვარელი არ ვგონებოდით ხმაურზე. სიგარეტიც “მოვკურეთ”, გონება გაგვეხსნასავით, (მოწევა კლავს) ენის კუნთები დაიჭიმა და საუბრის ხასიათზე მოვედით, თითქოს 2 საათის წინ არ გველაპარაკა. “ტატუს” გაკეთება უნდა და თავს იკავებს, მბაძავს :დ. ტატუს, ხალხის აზრი მოჰყვა, აზრს მეორე ღერი სიგარეტი და მეორე ღერს წარსულის გახსენება… ადო, გახსოვს როგორ ვთამაშობდით მე, შენ, ელენე და შაკო? გახსოვს ერთხელ ყველზე და ლიმონათზე, რომ ვიქეიფეთასვით და როგორ გვისწორდებოდა? გახსოვს როგორ მიყვარდა კბენა? როგორ გატირებდით ყველას და გეჯავრებოდით? მახსოვს ანა მახსოვს ყველაფერი მახსოვს… მესამე ღერის დროც მოვიდა და უფრო ახლო წარსულის გახსენება… ადო ლაშა იცი როგორ ძალიან მიყვარს? უიმისოდ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია, ჩემი ბაჭიაა. აუჰ მომიყევი ყველაფერი თავიდან როგორ გაიციანი, გთხოოვ რა. მომიყვა და უცბად მე ჩემ ფიქრებში გადავეშვი (როგორც ყოველთვის) სიყვარული მეც მომინდა, მომინდა ვინმეს უზომოდ შეყვარება, ვინმესთვის იმის თქმა, რომ უსაზღვროდ მიყვარს და მეც არ შემიძლია მის გარეშე სიცოცხლე. წარმოვიდგინე ანას მაგივრად თავი, მე ვუყვებოდი იგივეს ჩემზე… ამ დროს ტელეფონმა დარეკა…
_ჰაუ
_მიყვარხარ ბაჭ
_მეჩ მიყვარხარ ბაჭი
_ადოსთან ერთად სახურავზე ვარ და მოვდივარ, აი, ხმა გესმის? სკუპ სკუპ
_ლაშ, ჩემთან ერთად არის ანი და თქვენზე მიყვება მალე, მივა სახლში
_ ჰა ჰა ჰა… კაი ძმა…
ისევ ფეხაკრეფით ჩამოვედით კიბეზე, მიზეზი ისევ მზია…
ანი, ლაშ, ერთმანეთს ასე რომ აფასებთ ხომ იცით როგორ მიყვარხართ? როგორ? ძალიან მიყვარხართ და ბედნიერებას გისურვებთ, ერთად ყოფნას და ბევრ ბაჭყატეებსს…

გუბეში ვიტყაპუნეთ

დღეს ცუდ ხასიათზე ვიყავი და თავის გასართობად ანასთან წავედი. 3 ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ სიგარეტიც შემოგვეცალა და ზემოთ ხსენებულის საყიდლად გავედით მაღაზიაში. რატომღაც ეზოში შემოვრჩით. ყოველ დღე, ღამის 11 საათზე ეზოში ცეკვა მე და ანას წესად გვექცა, მაგრამ ეს წესი დღეს დავამხეთ, უფრო სწორად თავზე სეტყვის სახით დაგვემხო. როგორც ყოველთვის უამრავი ხალხით სავსე ქუჩა წამებში დაცარიელდა, ზოგი სადარბაძოში შერბოდა, ზოგი ხეს აფარებდა თავს. სასწაული სეტყვა დაეშვა ციდან და აუჩქარებელი ნაბიჯით შემოგვესეირნა წივილ-ღრიალით დაცარიებული უბანი. ანამ ფეხზე გაიხადა და გუბეებში ვატყაპუნეთ ფეხები დებილი ბავშვებივით. მანქანებიც სწრაფად მოძრაობდა, ალბათ რომ არ დაეკაწრა უსაშველოდ მსხვილ სეტყვას, ჩვენ კი სიცილ-კრეჭვით მობილს ვაჩხაკუნებდით… ნეტა როდის მომემატება ტვინი ასაკის შესაბამისად? მაგრამ, დეპრესიაში ყოფნას მირჩევნია უამრავი პრობლემა სიცილით და ნიღბით დავიფარო… თუ ცხოვრებას ვკიდივარ, მე უფრო მეტად დავიკიდებ სადამდეც გავუძლებ სიმძიმეს…

დღევანდელი დღის შედეგი:

  1. ანამ ლიფი გამოიცვალა
  2. მე შარვალი გამეხა საჯდომზე

ჩემი “очки”

არასდროს მიყვარდა სათვალიანი ტიპები, ამის გამო ბავშვობიდან სათვალე არ მკეთებია ამიტომ დღეს დაჟინებული მოთხოვნით და მხედველობის გამოსწორების იმედით შევიძინე “очки”… როდესაც 10 მეტრის დაშორებით მდგომი მეგობარი, კლასელი ან უბრალოდ ვინმე ნაცნობი გიღიმის და შენ ვერ ხედავ მას, რომ მიესალმო და მისალმების ნაცვლად ზურგს შეაქცევ და გზას აგრძელებ ან, თუნდაც გეძახიან ეზოდან და “ნეტა ვინ არის” თვალებით შესცქერი ამიტომ მირჩევნია სათვალე მეკეთოს. 3 დღის უკან ანი მეძახდა ეზოდან და რომ გადავხედე მომავალი მისი მული მეგონა, რომლებიც კიტრი და პამიდორივით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ… დღეს მთელი ქვეყანა ჩემი მგონია, 10 მეტრში კი არა ერთ კილომეტრში ვხედავ და ბავშვივით მიხარია, ამიტომაც ვწერ : ))) ჩემს ფოტოებს სათვალით შემდეგში “დავთაგავ” მანამდე ჩემი “очки”

მიყვარხართ!

ანი და ნინი (დიშვილები)

ანი და ნინი (დიშვილები)

აი ამ პოსტის წერის დროს ისეთი ბედნიერი ვარ რომ….
გუშინ მთელ დღეს ტელეფონით ვესაუბრე ჩემ დას და მაშინ მივხვდი და გადავწყვიტე, რომ ხვალ ჩემი უსაყვარლესი ადამიანები მოვინახულო რომლებიც ძალიაან ძალიაააააან მომენატრნენ, ისე ძალიან რომ გასაკვირია და ხან ტირილიც მინდება კი. ბავშვები მიყვარს და განსაკუთრებით ჩემი ოჯახისწევრი დიშვილები (ანი და ნინი) და ძმიშვილი (ნუცი)… სულ გოგოები რომ არიააან, ღმერთმა გამრავლოთ… აი რა კარგია რაღაცას რომ აჩუქებ და გაუხარდება, ან რომ გენატრება და მოინახულებ, წახვალ და ჩაეხუთები მთელი გულით… სხვათაშორის დადგენილია რომ ადამიანს სიცოცხლის 15 წელი ემატება თუ ხშირად ჩაეხუტება თავის საყვარელ ადამიანს. არ ვიცი ცხოვრებაში ვინმე ისე ძალიან თუ შემიყვარდება როგორც ჩემი ოჯახის პატარა ბინადრები. ყოველი დღე იმით თენდებოდა როგორ გამებედნიერებინა ჩემი პატარა ცქნაპები, ჩემებურად ვცდილობდი კიდეც მაგრამ რაც საცხოვრებლად მოშორებით გადავიდნენ ეხლა ძალიან მიჭირს მათ გარეშე… მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ რომ ხვალ უფრო ბედნიერი ვიქნები მათთან ურთიერთობით… რა მაგარია გულში ჩავიხუტებ და… შემიკვეთეს, რომ მულტფილმები ჩავუწერო დისკზე, რა არის ისე ბავშვი პატარა რაღაც კი კმარა მისთვის ბედნიერებისთვის… მე კი ყველანაირად მინდა რომ მათ ბედნიერი მომავალი შევუქმნა, ისინი იყვნენ ბედნიერად და რაც მთავარია ჯანმრთელად…