Tag Archives: ბლოგი

2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს

ახლა ორი წლის რომ ვყოფილიყავი ვიტყოდი რომ დღეს ჩემი დღაბადღების დღეა. მაგრამ მე კი არა, ჩემ ბლოგს შეუსრულდა დღეს 2 წელი. მე კი ბლოგინგის გამოცდილება შემემატა. წარმოგიდგენიათ ახლანდელი ადო და 2 წლის ბლოგი შერწყმული?

მე ასეთი წარმომიდგენია

რა სარგებლობა მოაქვს ჩემთვის ბლოგინგს?

  • ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ცოდნა დავაგროვე სოციალური მედიის წყალობით.
  • ბლოგინგი მეოცნებე ამბიციური პოსტით დავიწყე და მოვახერხე იმდენი, პირველ პოსტით გადმოცემული ვიშ ლისტის პირველი სურვილი ახდენილ იქნა.
  • რამდენიმე კარგმა ბლოგერმა ჩემი დახმარებითა და რჩევებით დაიწყო ბლოგინგი.
  • ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ მეილზე მივიღე 43 თბილი წერილი მკითხველისგან.
  • შევიძინე ძალიან ბევრი, აწ უკვე საყვარელი მეგობარი.
  • მაქვს კონტაქტი მკითხველებთან, რომელთა უმრავლესობა წერილს ასე იწყებს “მე შენს ბლოგს ვკითხულობ”.
  • რამდენიმე პოსტისთვის სიმბოლური თანხა ან საჩუქრები მივიღე.
  • უამრავი მიწვევა პრეზენტაციებზე, შეხვედრებზე, ტრენინგებზე, დღეობებზე.
  • ბლოგინგი ძალზედ აზარტულია, სასიამოვნო და საინტერესოც.
  • სალანძღავი წერილებიც მრავლად მაქვს მიღებული.
  • ქუჩაში მომღიმარი სახეები.

ყველაზე მეტად მიხარია, რომ საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ვგონებ არასდროს შევწყვეტ ბლოგინგს. აი, მერე რა ძალიან მაგარი იქნება, ჩემი შვილი იმის შვილი და შვილიშვილის შვილი (ასე უსასრულოდ) ჩემს შესახებ ბლოგზე რომ წაიკითხავს პოსტებს. თუნდაც ამ სასაცილო ფოტოს გადააწყდება, პოსტს დასაწყისში რომ დავურთე. 

როცა პირველი პოსტი გამოვაქვეყნე,  წარმატებები კარგად ნაცნობმა ბლოგერმა – ლიშთოთამ (ვისი ერთგული მკითხველიც ვიყავი) მისურვა. ეს კომენტარი ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის, ამიტომ სადაც ახალ ბლოგსა და პირველ პოსტს გადავაწყდები ვცდილობ და თავს უფლებას ვაძლევ ახლა მე ვუსურვო მათ წარმატებები.

რამდენიმე წერილი, რომელიც დასქრინშოტებული მაქვს და ვინახავ წერილების ფოლდერში:

ისე, ჩემი უსაყვარლესი სერიალია Queer as Folk

ყველაზე ინკოგნიტოებეე (ბოლოს, ბევრი მიმოწერის შემდეგ მითხრა ვინცაა)

ვინმეს შენი პოსტები დეპრესიისგან რომ იხსნის ძალიან მაგარი შეგრძნებაა ამის წაკითხვა

ძალიან ბევრი სალანძღავი პიემის შემდეგ სასიამოვნო წერილი იყო

კითხვის პროცესში მოწერილი, ცხელი ემოციები <3

მისთვის მთვარე ადოს ბლოგთან ასოცირდება <3

ადო’ს პირადი ბლოგის დაშბორდი ასე გამოიყურება:

  • 180 პოსტი (ძალიან ცოტაა).
  • 2048 კომენტარი.
  • 520 სპამ კომენტარი.

76 გამოწერა მეილზე, ტეგების რაოდენობა 892, კატეგორია 11.

ტოპ ნახვადი ფოტოები ბლოგზე:

დრაფტები (იმედია ოდესმე დავასრულებ რომელიმეს):

ყველაზე ნახვადი პოსტები:

ადო’ს პირადი ბლოგი უამრავი ტეგ თამაშის ავტორია. ყოველ 21 იანვარს ორგანიზებას უწევს ჩახუტების საერთაშორისო დღეს და კევინ ზაბორნის (დღის დამაარსებელი) მიერ ჩახუტების ელჩადაა წოდებული საქართველოში.

ისღა დამრჩენია გითხრათ, თქვენი თითოეული კომენტარი, წერილი, კლიკი, ვიზიტი და ჩემს მიმართ გამოხატული თბილი ემოციები თავს უბედნიერეს ადამიანად მაგრძნობინებს.

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ! ♥

რენდომ პოსტი

ამასწინათ ვიღაცამ თქვა – “ბლოგინგი ძნელი არაა, ყველას შეუძლია ბლოგერი გახდეს, გარკვეული ცოდნის, დაგროვილი ინფორმაციისა და ინტერნეტის საშუალოდ ცოდნის შემდეგ”. ამ აზრს დავეთანხმები და დავამატებ – მთავარია იყო ობიექტური, წერდე კარგად, იყო სოციალურად აქტიური ტიპი. იცოდე სად მოიძიო საჭირო, დამხმარე მასალა (კერძოდ გუგლის შესახებ გაგონილი გქონდეს). იცოდე ვორდპრესის (ან სხვა ბლოგის პლატფორმა) არსებობის შესახებ და შეძლებ ბლოგინგს, შესაბამისად იქნები ბლოგერი.  ამიტომ, იყო ბლოგერი სულაც არაა პრივილეგირებული სტატუსი. რატომღაც, ფეისბუქის დახვეწის, გაუმჯობესების შემდეგ, ბლოგერების გაზარმაცება შესამჩნევია. თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილი ფეისბუქისთვის აქვთ დათმობილი და სიახლეებსაც იქ აქვეყნებენ.

ზუსტადაც, ამ დროისათვის  ფეისბუქია მიზეზი ბლოგზე ჩემი პასიურობისა. ხსენებული სოციალური ქსელი რომ არა, მეტად “ცოცხალი” ბლოგერი ვიქნებოდი, რადგან ყველა სიახლესა თუ კომენტარს რაიმე მოვლენისადმი მეც იქ ვაქვეყნებ. არ გამკვირვებია ფეისბუქის პრივატულ ჯგუფში – Dead bloggers society-ში რომ ვარ. ამ წელს დავიწყე 366 დღის ამსახველი ფოტომასალის გამოქვეყნება, კომენტარად კი სიახლეებს წავაწერ ხოლმე. ძალიან სახალისოა, აზარტულთან ერთად. იმედია მალე არ მივანებებ თავს ამ პროექტს და ვრცელ პოსტს 366 დღის შესახებ დავდებ ბლოგზე.

ადრე დავწერე პოსტი ფეისბუქის ექაუნთი რომ გამიუქმდეს რა დადებითი და უარყოფითი ექნებოდა. ახლა რომ ვწერდე მსგავსი შინაარსის პოსტს, აუცილებლად მხოლოდ გაუქმების დადებით მხარეებზე გავამახვილებდი ყურადღებას. იმის თქმა, რომ ფეისბუქს ძალიან დიდი დრო მიაქვს და ბლა ბლა ბლას აზრი არ აქვს, შენც კარგად იცი. უბრალოდ, ძალიან გაბანალურდა ჩემთვის ზემოთ ნახსენები სოციალური ქსელი, გამოქვეყნებული სიახლეები, ფრენდები, კონკრეტული წრისთვის განკუთვნილი “შუტკები”. გარდა ამისა, უფეისბუქოდას შემიძლია მეგობრების სიახლეების გაგება და საჭირო ინფორმაციის მოძიება.

წესით პოსტი სულ სხვა რამის შესახებ უნდა დამეწერა. ბევრი ნაცნობისგან ან უცნობისგან (რომელთაც ჩემი ნაცნობებისგან, ან ჩემთან დაახლოებული პირებისგან სმენიათ) მსმენია, რომ მე მარჯანიშვილზე ვცხოვრობ, ტატუებს ვაკეთებ, გვარად დოლიძე ვარ და მაქვს ძალიან კარგი სამსახური. რა თქმა უნდა არც ერთი ინფო არაა სწორი. მე არ ვცხოვრობ მარჯანიშვილზე. ვცხოვრობ ერთ-ერთ გარეუბანში, რომლის შესახებაც იდეაში პოსტი იწერება.

ჩემი ბინა, ერთ-ერთ გარეუბანშია, კახეთის გზატკეცილთან. ბავშვობაში მეხამუშებოდა აქ ცხოვრება, მაგრამ ახლა მთავარია მობინადრეთა სურვილები გათვალისწინებულ იქნას მკიდია სად ვიცხოვრებ. ძალიან მშვიდი, უსაფრთხო და კომფორტული უბანია, თუმცა:

1. ტრანსპორტის პრობლემა ძალიან მწვავედ მაწუხებს მეც, ჩემს მეგობრებსაც და მათ მშობლებსაც. როცა თბილისის ცენტრალურ ქუჩებთან დაკავშირება გვსურს განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს წუხილი. იმისათვის რომ დანიშნულების ადგილას მივიდეთ, საჭიროა კახეთის გზატკეცილზე 30 წუთიდან უკეთეს შემთხვევაში 1 საათი დგომა და კახეთიდან მომავალი ტრანსპორტით მგზავრობა. განსაკუთრებით მდედრობითი სქესის მობინადრეებს უჭირთ, რადგან ხშირია შემთხვევა და არაერთ მეგობარს უთქვამს   – “გაჩერებაზე დგომისას მანქანებს აჩერებენ, ფასს მეკითხებიან, ან თვალს ჩამიკრავენ და თავიანთ მანქანაში მიპატიჟებენ, სად გსურს წასვლა მიგიყვან ლამაზო” სანამ კახეთიდან ან ლილო მოლიდან რომელიმე მიკრო ავტობუსი გამოივლის. თუ გაგიმართლა, არ გაიყინე ზამთარში, სული არ ამოგეხუთა ზაფხულში თბილისს როგორღაც დაუკავშირდები. მაგრამ მეორე პრობლემა სახლში დაბრუნებაა. აბა გადააცილე 22:30 საათს და ვარკეთილში ვერ მოხვდი, ქუჩაში გაყინვა ან ტაქსი გარანტირებული გაქვს (ყველას ხომ არ ჰყავს კეთილი მეგობრები, სახლში რომ შეიფარონ როგორც მე).

2. წყალი. გამარჯობა, წყლის პრობლემაცაა და გრაფიკით მოგვეწოდება. დილის 7 საათიდან შუადღის 12 საათამდე და 19:00 დან 00:00 საათამდე. შუალედში, აბაზანის მიღება რომ მოგინდეს ან წყლისთვის განკუთვნილი ჭურჭელი არ გქონდეს, რომელიც ყოველთვის სავსეა, თუ გსურს მოკვდი ვერაფერს გახდები.

3. მხოლოდ ერთადერთი ტრანსპორტი გამოივლის უბანში, რომელიც ვარკეთილის მიმართულებით მოძრაობს, ბოლო გაჩერება დაახლოებით 3 კილომეტრშია. ზამთარში თუ თოვს, არ არსებობს გამოიაროს. მიზეზი – აღმართზე მოცურება და მგზავრების უსაფრთხოება. არსებობს იღბლიანი დღეები, შეიძლება გაგიმართლოს და ადგილი აღმოჩნდეს მიკრო ავტობუსში შესატენად. დიახ შესატენად. ყველაზე საუკეთესო ადგილი, რომელიც შეიძლება შეგხვდეს ფანჯარასთან ახლოსაა, იქნებ ცალი ხელი ფანჯარაში გადაყო და შედარებით თავისუფლად იგრძნო თავი.

მაგრამ სახლის ფანჯრებიდან ხელის ან ცხვირის გაყოფით თავს ვერ იგრძნობ კომფორტულად, რადგან ყველამ ყველაფერი იცის შენზე, თუმცა   ფანჯრის გაღების გარეშეც ინფორმირებულნი არიან ერთმანეთს ცხოვრების სიახლეებით. სამაგიეროდ, ნაკლები დანაშაული ხდება. თითქმის არც კი მახსენდება, ერთის გარდა, ყველაზე გახმაურებული – სექს მუშაკის მკვლელობა.

ჩემი და მკითხველის სთორი

This gallery contains 1 photos.

“ნომერი პირველი” – სალამი! ვნახე შენი ბლოგი… კარგად წერ, იცი? – გმადლობ, მაგრამ კარგად ნამდვილად არ ვწერ. – ნათქვამია: გემოვნებაზე არ დაობენო. მე კი მომეწონა და – მიხარია თუ ვნმეს მოსწონს, განსაკუთრებით შენ – ჰმმ, მაგრამ მე რომ არანაირად არა … Continue reading

ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე თბილი ბლოგისგან

იმ დღეს როცა ძალიან ადრე გამეღვიძა და ინტერნეტში ძრომიალს ქუჩებში ბოდიალი ვამჯობინე, არსად მეჩქარებოდა, არავინ მელოდებოდა, არც არავინ მენატრებოდა, ინტერნეტიც მძულდა, სახლიც და ყველა ნაცნობიც, უბრალოდ ძალიან ღრმად ჩავისუნთქე, თითქოს ჩაყვინთვისთვის მოვემზადე და ჟანგბადის მარაგი მესაჭიროებოდა წყალქვეშ, კარი გავიჯახუნე და მომღიმარი სახით დავტოვე ბუნაგი… მომღიმარი სახით ხალხის თვალიერება დავიწყე… ხალხის რომელიც დაკოპილი, ცინიკური სახით მოძრაობს. ხალხი, რომელთაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ფიქრითა და საკუთარი თავის გამხნევებით ცდილობს პრობლემებს გაექცეს. ხალხს, რომელიც სახლში მიიჩქარის პროდუქტით დატვირთული, რომ ოჯახი დააპუროს. ხალხი რომელიც მოწყალებას ითხოვს. ხალხი, რომელიც უბრალოდ ბედნიერია. ხალხი, რომელიც სამსახურიდან სახლში მიემართება დაღლილი. ხალხი, რომელიც მარტოა, მიტოვებული. ხალხის რომელთაც ნდობა, სიყვარული და პატივისცემა აქვს დაკარგული. ხალხის, რომელიც სკვერის სკამზე სძინავს, ჭამს და ცხოვრობს. ხალხის, ვინც ხვალ გაქრება და საბოლოო დღეს ატარებს ჩვენს გვერდით.

მე ღიმილით ვაკვირდებოდი მათ და ვცდილობდი განაგრძე კითხვა

ჰეფი ბოზდეი მაი ბლოგ!

 

ოცნება ოცნებად რჩება მაგრამ ვიმედოვნებ, ოცნების ოცნებაში დამეხმარებით…

დღეს, ჩემი ბლოგის პირველი იუბილეა, ერთი წლის გახდა. თარიღი, რომელსაც ისე ველოდებოდი როგორც საკუთარ დაბადების დღეს. მერე რა რომ ისე ხშირად ვეღარ ვწერ, შემოვდივარ და მკითხველის აქტივობას ყოველთვის ვამოწმებ. გმადლობთ, რომ მკითხულობთ, გმადლობთ, რომ ოცნების ოცნებაში დამეხმარეთ. კი. კი. დამეხმარეთ. რადიკალურად შეცვლილი ვარ, ბლოგის არ ქონის პერიოდთან შედარებით. სხვა ფასეულობები გამაჩნია, სხვა აზროვნება ჩამომიყალიბდა, სხვა შეხედულებები მაქვს სხვადასხვა საკითხებზე…

რატომ დავიწყე ბლოგერობა?

მხოლოდ დოდკას და თინის ბლოგს ვკითხულობდი და რა თქმა უნდა მომწონდა მათი პოსტები. მომინდა ბლოგის შექმნა, ნამდვილად არ ვიცოდი რის შესახებ დავწერდი, ყველაზე მეტად დღიურის ფუნქციის შეთავსება მინდოდა ჰქონოდა ბლოგს (დღემდე ეს ფუნქცია აქვს). დავსერჩე”ბლოგის შექმნა”  , კიკიტოს ბლოგი გამოიტანა გუგლმა სადაც სვითის მიერ დაწერილი ტუტორიალი ვნახე… ბლოგსპოტზე ჩემთვის სასარგებლო პოსტებისთვის დახურული ბლოგი გავაკეთე, სადაც ავტორების ბიოგრაფიებს ვაგროვებდი, შემდეგ გადმოვედი ვორდპრესზე და … ბლოგერობამ ბევრი რამ ჰქმნა.

მოკლედ, სამადლობელო სიია, ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია:

მადლობა,  მარის ტუტორიალისთვის!

მადლობა, საქართველოს ბანკს ბლოგერების ივენთისთვის!

მადლობა, კიკიტოს რომ გავიცანი!

მადლობა, ლიკას რომ ლიბერთი ბანკში ვმუშაობ!

მადლობა, შენ ვინც ამას კითხულობ, მიხარიხარ!

ბლოგერების კონკურსი

ლუძი, მოკლედ გეტყვით ვინც არ იცით რომ მონაწილეობას ვიღებ TBC სმარტ კლუბის მიერ გამოცხადებულ ბლოგერების კონკურსში.

გამარჯვებული გამოვლინდება facebook-ის მომხმარებლების ლაიქებით (like-მოწონება),  გუშინ ბედი მწყალობდა და  დღეს რატომღაც წესები შეცვალეს და შედეგები გაანულეს. ასე რომ, ძალიან გთხოვთ შედთ ხელახლა აქ

> http://apps.facebook.com/smartblogger/list.php

და ხმა მომეცით, ჩემი პოსტია: #45   ანზორ ბერიკელაშვილი GAME OVER.

ამოიცანი ბლოგერი ბავშვობის ფოტოზე

ამოიცანით ბლოგერები! ვინც ყველა ბლოგერს ამოიცნობს, მიიღებს საჩუქარს :) ჩემს უსაყვარლეს ქვას რომელიც ცოტაოდენ ოქროსაც შეიცავს… წარმატებები ყველას
გამარჯვებულიაკნუტი, რომელმაც ყველაბლოგერისწორად ამოიცნო გილოცავ, კნუტ


1 green მარი

2 ადო

3 სიყვარულოვნა

4 მარი (sweet)

5 დიანიკო

6 ზურა (zur.ge)

7 ფსიქე (ნინი ოქროპირიძე კრუჩინსკი)

8 გაბო

9 ზურიუსი

10 ნიკოლო (მწვანე ვაშლი)

11 ირინა (ეგოისტი)

12 ჰექსე

13 კნუტი (მანჩო ხოხაშვილი)

14 ალუკარდი (ქეთი ნიქაბაძე)

15 გვანცა გრინი

აი, მეც მოვედი/დავბრუნდი

უკვე მესამედ გამოვიცვალე ბლოგი… პირველად აქ დავიდე საბუდარი, შემდეგ გადაგავედი “სთეიშენზე”. ორი მიზეზის გამო ისევ wordpress-ზე დავბრუნდი.  არ ვმონაწილეობდი რეიტინგულ ბლოგებსა და პოსტებში, რის გამოც მომაკლდა ვიზიტორების რაოდენობა. ჯერ-ჯერობით აღარსად აღარ წავალ, თუ ისევ ჩემი ცვალებადი ხასიათის გამო თავში ქარმა არ დამიბერა. მიყვარხართ და მომენატრეთ დღეში მინიმუმ “ასო” ვიზიტორო. ეს ბოლო წინადადება რაღაც გაუგებარი გამომივიდა, ვიგულისხმე ციფრი ’100′…

კარალევსკ ბლოგინგს (© ზურიუს) გისურებ, GOOD LUCK ADO!

ბლოგერი ეგოისტის სიყვარული

ეგოისტი, ირინა ქველიძე

გამარჯობა, თქვენი სახელი, გვარი, წლოვანება, მეტსახელი და ბლოგის მისამართი

ირინა ქველიძე, 15 წლის, ეგოისტი. http://egoisti.wordpress.com

ირინა, ჭორებმა მოაღწია ჩემამდე და გავიგე რომ შეყვარებული ხარ :) მართლაია?

კი კი .. მართალია

შენს ასაკში სიყვარული რამდენად გამართლებულად მიგაჩნია? ნამდვილად სიყვარულია?

მაინცდამაინც მაგალითები მოგიყვანო ჩემზე პატარა ასაკიდან სიყვარულის ? : )

ანუ 15 წლის გოგონას გამოცდილება სიყვარულში უკვე გაქვს და რამდენი წლის იყავი პირველად შეყვარებული?

13 – პირველად იყო .. და აქამდე პირველი მეგონა … : )

13 თარსი ციფრია ალბათ მაგიტომ არ გაგიმართლა :D

არ მჯერა ეგეთი რაღაცეების

ახლა ვინ გიყვარს, რამდენი წლის არის და როგორი წარმოგიდგენია მომავალი მასთან ერთად?

ახლა ? აუ რა ცუდია ახლა ვინ გიყვარს რომ გკითხავენ :) )) გიგა ქვია.. ჩემზე ერთი წლით უფროსი არის… მომავალი? მომავალზე არ ვფიქრობ.. აწმყოთი ვცხოვრობ და მომავლისკენ თვალი არ გამირბის.. ისე შენც გირჩევ ეგრე იყო :)

ჩემზე საუბარი არ გვინდა :) ეს პოსტი შენ გეძღვნება. სად გაიცანი გიგა და როგორ მიხვდი რომ გიყვარს?

ზღვაში გავიცანი,  ვერ დამეწია :) იმ დღის მერე მაგაზე დავცინი ხოლმე :) როგორ მივხვდი რომ მიყვარს? თვალებში გულები მიჩნდება, როცა ვხედავ და ცუდად ვხდები ხოლმე…  სულ მასზე ვფიქრობ … და… და… და რავიცი

რას ქვია ვერ დაგეწია დახრჩობას გიპირებდა თუ ჩაყვინთვას? :|

არცერთს …

რამდენი ხანია რაც ერთად ხართ?

გააჩნია რა სტატუსით,  რაც შეყვარებულები ვართ ერთი კვირაა. აუ იცი რაა? შეიძლება ჩემი ასაკის ადამიანი არ უნდა ამბობდეს ასე დარწმუნებით არაფერს , მაგრამ ცოტა დროის მიუხედავად მოახერხა რომ უზომოდ შემყვარებოდა და კარგად გამეცნო.

სიყვარული აგიხსნა? თუ კი, როგორ აგიხსნა?

არ გეტყვი :D მაპატიეთ  that’s secret… მაგრამ იმას გეტყვი, რომ ერთ დღეს, დილის 5 საათზე მოვიდა ჩემ კორპუსთან, მარტო იმიტომ რომ დავენახე.. მოვენატრეე ♥

აუუუ ადოო, დღეს არ მინახავს.

ყოველდღე ხომ არ ნახავ არაუშავს. ისე ეჭვიანი ხარ?

არ ვარ ეჭვიანი ? ძალიან ძალიან ეჭვიანი ვარ.

კარგი, აქ დავასრულოთ, წარმატებები ბღარტებო აბა თქვენ იცით