Tag Archives: გეი

IDAHO და ამ ამბებით შეწუხებული მე

დღეს მსგავსი რამდენიმე წერილი მივიღე შეკითხვით – “მართალია რომ “პიდარასტების” აქციებზე შენც იყავი?”. დაკითხვას მიწყობენ. სულაც არ გამკვირვებია პატრიარქთან დაახლოებული პირის ასეთი რეაქცია პიემის სახით, მაგრამ საიდან მოიტანეს ეს ჭორი? თუ ჩემი ფეისბუქის ექაუნთის ჩემ ფრენდებში რომელიმეს არ მოსწონს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები ახლავე და ამ წამს ამომშალეთ ფრენდებიდან!
ეს კი მათთვის ვისი ცნობისმოყვარეობაც ვერ დავაკმაყოფილე:

  • ლგბტ საზოგადოების მიერ გამართულ IDAHO (international day against homophobia) აქციაზე არ ვყოფილვარ,  მარტივი მიზეზის გამო – ვფიქრობ რომ ჯერ არ არის განვითარებული საზოგადოების უმრავლესობა ლიბერალური კუთხით, არ არის ტოლერანტული და მათი გაღიზიანება მხოლოდ აგრესიის/ჰომოფობიის გამძაფრებას შეუწყობდა ხელს და არა ჰომოფობებისგან ლოიალურ ქცევის მოპოვებას.


  • კანონის წინაშე ყველა თანაბარია, შესაბამისად ნებისმიერი იდენტობის ადამიანს შეუძლია თავისი უფლების დარღვევა გააპროტესტოს და მოითხოვოს სამათლიანობა იქნება ლგბტ, ჰეტეროსექსუალი თუ სხვა. სიამოვნებით დავუჭერდი მხარს და შევუერთდებოდი (მაგრამ არ მეცალა) მეორე დღეს, კერძოდ 18 მაისს გამართულ აქციას, რადგან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ადამიანთა უფლებები შელახა, კერძოდ ფიზიკურად შეურაცხყო  IDAHO-ს აქციის მონაწილეები.

საქართველოს კონსტიტუცია. 

მუხლი 14: ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

მუხლი 38: 1. საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.
<წაიკითხე! ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.>

  • ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი სხვადასხვა ფორმით, ქუჩაში ყვირილით, პლაკატის ფრიალით თუ სხვა.


  • დამტკიცებულია რომ გეი, ბისექსუალი, ლესბოსელი, ტრანსექსუალი იბადები და ზრდის პროცესში არ ხდები, არც ვინმესგან გადაგედება, არც პლაკატების ფრილით ვინმე გადაგიბირებს/ჩაითრევს/შეგაცდენს/თავისნაირს გაგხდის და არც ავადმყოფობად ითვლება.


  • გასაგებია რომ მართლმადიდებლობა კრძალავს შენივე სქესის ადამიანთან სექსს და ცოდვაა. მაგრამ უფრო მეტად ცოდვილია ის ვინც განსჯის.

შეხსენება მრევლს სახარებიდან:  

1. ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ,

2. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.

3. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი?

4. ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა!

5. ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. (მათე, თავი 7).

43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.

44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.

45. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.

46. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?

47. ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?

48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
(მათე, თავი 5)

  • “მოგწონს ბიჭებმა რო იტყნაურონ?” ვერ ვხვდები რატომ უნდა მომწონდეს, ან არ უნდა მომწონდეს რომელიმე ადამიანის სექსუალური აქტით დაკავება ვინმესთან? ან რატომ უნდა მისვამდეს ამ შეკითხვას ვინმე? სამწუხაროდ ამ შეკითხვებზე პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ მე მაქვს ძალიან მარტივი პასუხი თქვენთვისაც: კონსტიტუციდან მოყვანილი მუხლებისა და სახარებაზე დაყრდნობით გეუბნებით – მესამე ადამიანი არ უნდა ერეოდეს, არა თუ მოსწონდეს ან არ მოსწონდეს სხვისი სექსუალური ან საზოგადოებრივი ცხოვრება, + არ უნდა განსაჯოს სხვა.

მრევლს, მეგობრებს, ნაცნობებს პატივისცემით – ადო ბერიკელაშვილი.

მამა, აღმზრდელი და სითბოს ძიება

 სასურველია ამ მუსიკის თანხლებით წაკითხვა

 დე, დე, ჩამეხუტე და ისე დავიძინოთ რა… დედას ხელებს მთელი ძალით გულში ვიხუტებდი, მეგონა დილით ისევ ჩახუტებულებს გაგვეღვიძებოდა, ძალა შემრჩებოდა ძილისას და მის ხელებს გულიდან არ მოვიშორებდი. როგორც კი მზე თვალებში მომანათებდა, ხელების ფათურით, მის ჩემს გვერდით არსებობას ვამოწმებდი, მაგრამ ტყუილად… დედა ძალიან ადრე, ყოველდღე სამსახურში მიდიოდა. მამას მაგივრადაც ის მუშაობდა და უმეტესად გამათბობელისთვის საწვავი მოჰქონდა. მამაც ძალიან მიყვარდა, მერე რა ბიჭებთან ფეხბურთის თამაშს რომ  მაიძულებდა, მე მაინც არ ვუჯერებდი და ამის გამო მცემდა. ჩემი მეორე დედა ჩემი და იყო, რომელიც მამას დამცირების შემდეგ მეფერებოდა და იმ სითბოს მაძლევდა რასაც მამა მაკლებდა. ჩემ დას ყოველთვის თავის მეგობრებში დავყავდი, ყველა გოგო იყო და ჩემით ერთობოდა, ხან რას ჩამაცვამდნენ, ხან რას დამაფარებდნენ თავზე…

  მე ერთი ყველაზე ახლო მეგობარი მყავდა, რომელიც პირველი გავიღვიძებდით და კიბეზე ჩავასწრებდით ის ეძახდა მეორეს. დაბადებიდან ერთად ვიზრდებოდით. ჩვენ ბაღშიც ერთად, და ერთი და იმავე ჯგუფში დავდიოდით. ერთ საწოლში გვეძნა და ერთ მაგიდასთან ვთამაშობდით. როცა მასწავლებელი შეჰყვირებდა დაიძინეთო, ყველას თვალი უნდა დაგვეხუჭა  და სუნთქვის ხმაც კი არ უნდა გაეგო. რამდენიმე წუთს ერთმანეთის უკან ორ რიგად ჩაწყობილი საწოლების შუაში გაივლიდა მასწავლებელი და ჯოხს ხელზე ირტყამდა. ვის საწოლსაც მიუახლოვდებოდა შიშისგან გამოწვეულ ხშირ სუნთქვას აჩერებდა, გულისცემას კი ლოგინზე მჭიდროდ დაჭერით ახშობდა. როგორც კი ზურგს გვაქცევდა, თვალებს ოდნავ ვახელდით და ველოდებოდით, ხუთ წუთიანი მეთვალყურეობის შემდეგ თუ როგორ ტოვებდა შავ ძალიან სქელ ძირიანი ფეხსაცმელების ძლიერი ნაბიჯით ოთახს.  იქამდე არ ბრუნდებოდა სანამ ჩემს გვერდით მწოლიარე მეგობარი თვალებს არ დააჭყეტდა და არ დაიწყებდა…

  ყველა იძინებდა ჩვენს გარდა, შეიძლება ჩვენ შეჩვეულნი ვიყავით, რომ ეს წესად ქცეული აუცილებლად უნდა დაგვეწყო. ორივეს ერთი საბანი და ადიელა გვეფარა. ის უხეშ, ბუსუსიან ადიელას გადაიხდიდა და საბანს თავზე გადამაფარებდა. ერთ ხელს ზურგზე მომხვევდა მისკენ მიმიზიდავდა, მეორე ხელს კისერზე შემომხვევდა და ასე ვიყავით ჩახუტებულები რამდენიმე წუთს. უფრო მეტი სითბოს გაზიარების სურვილი გვიჩნდებოდა ერთმანეთისთვის… ძლიერად დახუჭულ თვალებზე მკოცნიდა და ზურგზე ნაზი თითებით წრეებს ხაზავდა. ხელს საცვალში ჩამიცურებდა… და მკერდზე მეფერებოდა. არ ვიცი საიდან ისწავლა. რაც მთავარია მე ეს მომწონდა, ხანდახან მეც ვბაძავდი მას. ამ დროს აღმზრდელი შემოდიოდა და საბანში შემძვრალს რომ გვხედავდა, თმაში ხელს გვტაცებდა, შუბლით ერთმანეთს გვაჯახებდა,  გაგვათრევდა ორივეს და სანამ ყველა არ გაიღვიძებდა შიშვლებს ცივი ოთახის კუთხეში გვაყენებდა. ეს იქამდე გრძელდებოდა სანამ აღმზრდელი მამას ბაღში დაიბარებდა და მოუყვებოდა. სახლში რომ მივდიოდით მამა ისევ მცემდა. მამას მხოლოდ ცემა შეეძლო, საუბარი და შვილთან ურთიერთობა არა…

მერე? მერე, რამოდენიმე წელი გავიდა და სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით. სკოლიდან დაბრუნებულები ერთად ვიყავით, ხან მე ვსტუმრობდი მას, ხანაც ის. მოვიმიზეზებდით მის ბებიასთან წასვლას. ბებია შორს ცხოვრობდა ჩვენ კი დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით, ლიანდაგებთან ახლოს, ჩვენ აშენებულ ქოხში მივდიოდით. ჰო, ქოხი მართლა ჩვენ ავაშენეთ. სახლიდან ყუთები და გამოუსადეგარ ნივთები მიგვქონდა, ყველაზე პატარა და თბილი სახლი გვქონდა. ჩვენს ქოხში თავს თავისუფლად ვგრძნობდით, და ძალიან, ძალიან ბევრს ვეფერებოდით ერთმანეთს. გასათბობად კოცონს ვანთებდით. სახლიდან წაღებული ჩაიდანით ჩაისაც ვსვამდით და კარტოფილს ნაკვერჩხალზე ვწვავდით მოშიებისას.

  ჩვენი აშენებული ქოხი მამამ დაამტვრია, როცა ყველაფერი გაიგო. აღარ მცემს, ისევ უმუშევარია და სახლში ზის. დედა ისევ მუშაობს, ჩემი და ისევ მამხნევებს. აღმზრდელს სხვა აღსაზრდელები ჰყავს.

მან გუშინ ცოლი მოიყვანა…

მე კი ახლა პოსტის წერას მოვრჩი…

გამარჯობა, მე პიდარასტი ვარ

მურთაზ, უკვე რამდენიმე წელია ვფიქრობ წერილი მოგწერო, თუ არა. ახლახანს გადავწყვიტე, ვიცი რომ “პიდარასტი” გგონივარ.

გამარჯობა, შენ ჩემი მეგობრის მეგობარი ხარ, მან ერთმანეთი გაგვაცნო, გითხრა რომ ადო მქვია. ადო? გაიკვირვე. ნამდვილ სახელს ჩაეძიე, პასუხი მიიღე და ხელი ჩამოსართმევად გამომიწიე, მაგრამ არ ჩამოგართვი, არც გადაგკოცნე. შენ ფიქრობ, რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ მამაჩემის ძმაკაცი ხარ. მე და მამას ხაშზე გვეპატიჟები. მე ვამბობ, რომ არ მიყვარს, სალათი მირჩევნია. მამა მოგყვება, მე არა. შენ ფიქრობ, რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, ჩვენ სკოლაში ვართ. დედაშენს აგინებ, ტუალეტში ყოველ შესვენებაზე სიგარეტის მოსაწევად გადიხარ, ვიღაცას ჩაგრავ,  მე ვზივარ და დავალებას ვწერ, შენ ფიქრობ, რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ დღეს დილით კიბეზე მხვდები და მესალმები. ერთ საათში ჩემს ბლოგზე შემოდიხარ, ებოუთ მის კითხულობ და კომენტარს წერ, შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, მე მიკრო ავტობუსში ამოვდივარ, შენ  მხედავ რომ კისერზე ტატუ მაქვს და საყურე მიკეთია, ბორგავ, შენ და შენი ძმაკაცი თითს იშვერთ, ფიქრობთ რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ და ჩემი ძმა ჩვენთან სახლში არაყს სვამთ, მე კომპიუტერს ვუზივარ და სტატიას ვკითხულობ, ყურადღებას არ გაქცევთ და მკიდიხარ. შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ ისევ ჩემი ძმის ძმაკაცი ხარ, უნივერსიტეტიდან მოვედი თმის ნახევარი მხარე აპარსული მაქვს, მიყურებ, ხმას არ იღებ, მაგრამ იღიმი. შენ ფიქრობ, მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, თქვენ ჩემი უბნელები ხართ. ნიკას რომ წიგნი ვეთხოვე სახლში მიმაქვს, თქვენ სადარბაზოსთან ლუდს სვამთ და  სარდაფში მარიხუანას მოსაწევად მიდიხართ, მთავაზობთ, მაგრამ უარს ვამბობ. შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, თქვენ ბანკში შემოდიხართ, გიახლოვდები, თავაზიანად გესაუბრები, გიღიმი და ახალ საბანკო პროდუქტს გთავაზობ, ერთმანეთს გადახედეთ და იცინით. თქვენ ფიქრობთ რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ რესტორანში შემოხვედი, ხინკალი შემიკვეთე, მე მიმტანი ვარ, შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ ჩემი ბიძაშვილი ხარ, სახლში ყოფნისას პორნოს უყურებ და მასტურბირებ. ქუჩაში გავდივართ, მოკლე კაბიან და პირსინგიან გოგოებს თვალს აყოლებ და მეუბნები, რომ ეგ ბოზია. მე გეწინააღმდეგები. შენ ფიქრობ რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ ჩემი მეგობრის დედა ხარ, მე მოტკეცილი ჯინსი და გულამოღებული მაისური მაცვია. შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, თქვენ მამიდაჩემის გასვენების შემდეგ სუფრასთან სხდებით, ხორცს ჭამთ, უამრავ ღვინოს  სვამთ. მე განვიცდი, რომ გიყურებთ მეჯავრებით. თქვენ მხედავთ და ფიქრობთ რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა,  მე ბევრი მეგობარი გეი, ლეზბოსელი, ბისექსუალი და მეგობარი ტრანსექსუალი მყავს, მთთან ერთად ხშირად მხედავ. შენ ფიქრობ რომ პიდარასტი ვარ.

ნახე მსგავსი პოსტი ქართული რეალობის შესახებ 

ინსპირაცია „გამარჯობა, მე ვარ ბოზი“

კესო VS სექსო, სიმართლის დროში


ალექსანდერე იგივე სანდრა(ანა, სექსო) ოდოევსკი 26 წლის, ტრანსვესტიტი. საშუალო განათლებით (სრული და უმაღლესი განათლება, დისქავერის ტელეარხმა მიაღებინა).
ცხოვრობს ნახალოვკაში, ჰყავს 2 ძმა, არ ჰყავს დედა და მამა.
Continue reading

დამჭკნარი ასო

იმენა პირში ჩაუდო ბავშვს

იმენა პირში ჩაუდო ბავშვს

ჰოფმანის და ბეიტმენის ზასი

დასტინ ჰოფმანი და ჯეისონ ბეიტმენი. გაღვივებული სიყვარულის შედეგი, კალათბურთის ყურების დროს

დასტინ ჰოფმანი და ჯეისონ ბეიტმენი. გაღვივებული სიყვარულის შედეგი, კალათბურთის ყურების დროს