- ადო(ლი), ყველაზე ძალიან დედა უფრო გიყვარს თუ მამა?
- დედა!
ყოველთვის მარტო ცხოვრებაზე ვოცნებობდი და ვოცნებობ. მაგრამ ჩემი ოჯახის გარეშე რომ ვერ გავძლებ ეგეც ძალიან კარგად ვიცი. განსაკუთრებით, დედას დანახვის გარეშე. მისი დანახვა, მხოლოდ რამდენიმე წამითაც საკმარისია და დღე პოზიტიურია. “როცა იმის ტრაკი მექნება, გამომუშავებული თანხით საკუთარი თავი შევინახო, აუცილებლად გადავალ საცხოვრებლად ცალკე, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც გამოვივლი, დედას დავხედავ და დავუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას.” ამ სიტყვებს დღემდე ვამბობდი, მაგრამ არ ვიტყვი ხვალიდან. მოვიდა დრო, როცა საკუთარი სიტყვების და ოცნების რედაქტირებას მოვახდენ. ხვალიდან ასეთი იქნება ჩემი ოცნება – “როცა იმის ტრაკი მექნება, გამომუშავებული თანხით საკუთარი თავი და დედა უზრუნველვყო, აუცილებლად დავაბრუნებ მას საქართველოში!”
დედა საზღვარგარეთ მიდის. ძალიან ემოციური დღე მაქვს, არ მინდა წავიდეს. მხლოდ მასთან შემიძლია სახლში მოსულმა დადებითი შთაბეჭდილებებით აღსავსემ პოზიტივი მას გავუზიარო და იგივე ემოცია ცუდად ყოფნისას მისგან შევისრუტო.
ისეთ განწყობაზე ვარ, თითქოს ვეღარასდროს ვნახავ. თითქოს სამყაროს აღსასრულია და დღეს მთავრდება ჩემი ცხოვრება. მეშინია უცხო ქვეყანაში რამე რომ გაუჭირდეს პატრონი არავინ ეყოლება.
ვიცი ხვალ 9:00 საათიდან, ყველაზე საშინელ ხასიათზე ვიქნები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ.
ხვალ 9:00 საათიდან, დედას დანახვით პოზიტიურად ვეღარ განვეწყვები.
ხვალ 9:00 საათიდან, დედა გულწრფელად მომენატრება.
ხვალ 9:00 საათის შემდეგ, სახლში დაბრუნებული მას დავუწყებ ძებნას.
ხვალ 9:00 საათიდან, ხურმა ვიქნები, რომელიც შეხედვისთანავე შეჭმის სურვილს გგვრის და ჩაკბეჩისთანავე მწკლარტე გემო აქვს.
ხვალ 9:00 საათიდან, დედას გაკეთებული კერძები მომენატრება.
ხვალ 9:00 საათიდან, ქუჩაში მისი ასაკის ხალხის დანახვისას დედა გამახსენდება.
ხვალ 9:00 საათიდან, წარმოსახვითი ბუშტი, რომელიც ყელში მაქვს გაჩხერილი და დედასთან დასამშვიდობებლად სიტყვებს არ უშვებს ბაგემდე წარმოსათქმელად, გასკდება.
ხვალ 9:00 საათიდან, ვიცი ყველაზე სენტიმენტალური ადამიანი გავხდები.
ხვალ 9:00 საათიდან, მის დაბრუნებას დაველოდები.
ხვალ 9:00 საათიდან, ყველაფერს გავაკეთებ რომ სამშობლოში დავაბრუნო.
ეს ძალიან მწარე რეალობაა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის. თითქმის ყველა ოჯახის ერთი წევრი საზღვარგარეთაა. ოჯახს ის ენატრება.
და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მშობლების თაობა ჩარეცხილად ითვლება და საკუთარი თავის რეალიზაციას სამშობლოში ვერ ახდენენ. ხვალ დედაჩემი საზღვარგარეთ მიდის. მიდის, იმიტომ რომ იქ გაცილებით მაღალ ანაზღაურებადი სამსახური ექნება, ვიდრე საქართველოში. იქ უფრო დააფასებენ მის შრომას ვიდრე თავის სამშობლოში.
გამარჯობა, ეს ყველაზე ემოციური პოსტია ჩემს ბლოგზე. მე ვტირი. ნუ მიყურებ!


სწავლა მინდა, სწავლისთვის სამსახური. თუ სამსახური დროებით არა, ყურადღება მშობლებისგან რამოდენიმე თვე მაინც სანამ ვიპოვი… ნუთუ არ დადგა ის დღე რომ მეც მომხედონ ცოტახნით მაინც? იქნებ მეც მინდა მომავალი? იქნებ მეც მინდა ჩემი ძმის და დის მსგავსად უდარდელად და მშობლების კისერზე ვიცხოვრო სამუდამოდ? მაგრამ, არა, მე სხვა დროში ვარ თურმე დაბადებული არეულობაში უფულობაში, ბანკში ფული რომ არ დაეკარგათ, მექნებოდა მეც მანქანა და ცალკე ბინა… იმისთვის არის ფული რომ თვეში 1500 ლარი სესხის დასაფარად შეიტანონ, რომელიც უაზრო უშედეგო უმომავლო ბიზნესს დაახარჯეს. ერთი კვირაა დავბოდიალობ სამსახურზე უამრავი რაოდენობის CV დავტოვე სხვადასხვა კომპანიაში, ზარს ველოდები მაგრამ არავინ რეკავს … არც ღიმილმა გაჭრა და არც გრძელი წამწამების პარპარმა… 






