Tag Archives: დრო

სააღდგომო სამზადისი


წითელი კვერცხი
კვერცხი აუცილებლად ბუნებრივი საღებავით უნდა შეიღებოს. საუკეთესო საშუალებაა ენდრო. ერთი შეკვრა ენდრო კარგად გარეცხეთ, დაჩეჩქვეთ, დაასხით 1-1,5 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ 2-3 ხახვის გარეთა ფურცელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, დადგით ცეცხლზე და 15-20 წუთი ადუღეთ. კარგად რომ გაცივდება, ჩააწყვეთ 20 კვერცხი (თუ ბევრს ერთად მოხარშავთ, კარგად არ შეიღებება და შეიძლება დასკდეს კიდევაც). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, ჩაამატეთ, რამდენიც საჭიროა და 20-25 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ, ცივ წყალში გადააწყვეთ და ათიოდე წუთი დატოვეთ (ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება).


პასკა

მასალა:
2კგ ფქვილი, 400 გ შაქარი, 4 კვერცხი, 7ც ილი, 1ც ჯავზის კაკალი, 200 გ კარაქი, 0,5ლ რძე, 2ს/კ საფუარი, 1ს/კ ზეთი, ვანილი, ცოტა მარილი, ქიშმიში, ნახევარი ს/კ სპირტზე დაყენებული ზაფრანა.

მომზადების წესი:

საფუარი გავხნათ 250 მლ თბილ რძეში, დავუმატოთ 2ს/კ შაქარი, ნახევარი კილოგრამი ფქვილი, კარგად შევფუთოთ და დავდოთ გასაფუებლად თბილ ადგილზე (მასამ 2-ჯერ უნდა მოიმატოს).
ცალკე მოვამზადოთ 4 კვერცხისა და დარჩენილი შქარის გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარჩენილ რძეში გახსნილი კარაქი, სანელებლები, ზეთი, ქიშმიში და ამოსული საფუვრის მასა. ნელ-ნელა შევაზილოთ დარჩენილი ფქვილი და დიდხანს ვზილოთ, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში (ცომი ხელს არ უნდა ეკრობოდეს).
მოზელილი ცომი გადავიტანოთ დიდ ჭურჭელში, რადგან გაფუების შემდეგ მისი მოცულობა საგრძნობლად მატულობს. 3-4 ჩაზელის შემდეგ ცომი წინასწარ მომზადებულ ფორმებში გადავიტანოთ, რომელსაც ზეთი უნდა წავუსვათ და მანანის ბურღული მოვაყაროთ (რომ არ მიიკრას). ფორმები ცომით მათი მოცულობის 1/4 –ზე შევავსოთ, ცოტა ხანს კიდევ გავაჩეროთ, თავზე რძეში გახსნილი კვერცხის გულის ნაზავი წავუსვათ და გახურებულ ჰაერღუმელში დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში შევდგათ (დიდი ზომის პასკას გამოსაცხობად 1 საათამდე სჭირდება). გაზქურის სიმხურვალე საშუალო უნდა იყოს, ღუმელი კი ცხობის დასრულებამდე არ გამოაღოთ, რათა პასკა არ ჩავარდეს. მზა პასკა ფორმებიდან ფრთხილად ამოვაწყოთ და დასარბილებლად ტილოს ნაჭერი გადავაფაროთ. გაგრილების შემდეგ თავზე შაქრის პუდრი მოვაყაროთ.

ოცნების ქალაქი


“ოცნების ქალაქი” 14 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებში…

როლებში: რუსთავი2,
პროფილი,
დუტა
შორენა ბეგაშვილი (რათქმაუნდა შიშველი)

თრილერი 1

თრილერი 2 საუნტრეკი 1 საუნტრეკი 2

გაუგებრობა გაერთიანებულ ტელეკომში?

  • პოსტი, სანამ ტელეკომელებს მოუსწრიათ კეთილი ინტერნეტის გათიშვა :) ))
  • კომპიუტერთან უიმედოთ მჯდომს თვალში მოციმციმე ნათურები მომხვდა და ბედნიერი ინტერნეტში შესვლა ვცადე, ვცადე და შევიდა კიდეც, ვააა გამიკვირდა და გარკვევა გადავწყვიტე თუ საიდან როგორ და რანაირად, ოჯახის ყველა წევრს ვკითხე ხომ არ გადაიხადეს დავალიანება, მაგრამ ყველასგან უარი მივიღე პასუხად… ჰმ მაშ რა ხდება?
    ვსარგებლობ გაერთიანებული ტელეკომის ინტერნეტით, მაქვს გათიშული დავალიანების გამო, მაგრამ გასაოცარი ის არის რომ თითქმის ყოველ დღე ღამის და ეხლა უკვე დღის საათებში ჩემდა საბედნიეროდ მეზობლის ინტერნეტი მერთვება… ამაზე კარგი რა არის უფასო ინტერნეტი მაქვს მაგრამ გასაოცარია და ისევ და ისევ ვარკვევ რა ხდება ჩემი კომპის და ტელის თავს. გაოცებული შევდივარ საიტზე www.100100.ge სადაც ინფორმაციას ვკითხულობთ ტელეფონის ნომერს, რამდენია დავალიანება, ვისზეა გაფორმებული და IP მისამართს, მაგრამ ბერიკელაშვილის (ჩემი გვარი) ნაცვლად მაისურაძე წერია ჩემი ტელეფონის ნომრის ნაცვლად კი მაისურაძის ნომერი. მშვენიერია… მშვენიერია მაგრამ ინტერესი მკლავს მაინც როგორ რანაირად და საიდან. არანაირად არ უკავშირდება ჩვენი კომპიუტერები ერთმანეთს და რა საკვირველია არც ტელეფონები… მდაააააა ტელეკომის საიტზე ვკითხულობ ასეთ განცხადებას:

    თქვენ აღარ მოგიწევთ გლობალური და ლოკალური სიჩქარეების მიხედვით ინტერნეტ-პაკეტის შერჩევა,
    ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ინტერნეტს, ევროპულ ფასად.

    დღეს უსწრაფესი ინტერნეტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია .
    8 მგბ/წმ – მხოლოდ 35 პირობითი ერთეული!
    შენიშვნა: პირობითი ერთეული –აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
    ანუ სასტარტო პაკეტის ფასად, იღებთ VIP პაკეტს.

    სადაც კორექტირება მინდა შევიტანო და უკვე ჩემებურად გადავაკეთო:


    თქვენ აღარ მოგიწევთ გლობალური და ლოკალური სიჩქარეების მიხედვით ინტერნეტ-პაკეტის შერჩევა,
    რადგან ავტომატურად ჩაგერთვებათ თუ მეზობელს ჩართული აქვს,
    ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ინტერნეტს, ქართულ ფასად.

    დღეს უსწრაფესი და უფასო ინტერნეტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია შენთვის და მეზობლებისთვის.
    8 მგბ/წმ – მხოლოდ 35 პირობითი ერთეული!
    შენიშვნა: პირობითი ერთეული –აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში მაგრამ თუ არ გაქვთ არ არის პრობლემა არაუშავს მოიხმარეთ მშვიდობაში.
    სასტარტო პაკეტის ფასად, იღებთ VIP პაკეტს და მადლობას რომ სარგებლობთ ჩვენი ინტერნეტით.

    P.S აქვე მადლობას გადაგიხდით მოქალაქე ბერიკელაშვილი ასეთი კეთილშობილებისთვის და გაჭირვებაში გვერდში ამოდგომისთვის. ჩემი ქსელი ტელეკომი….

    დედის დღე 11 წლის წინ

    ზედმეტი შესავლის გარეშე
    გილოცავთ დედებო თქვენს დღეს !

    1999 წელი 3 მარტი ჯერ კიდევ XX საუკუნე, მესამე ან მეოთხე კლასი, სკოლაში მასწავლებლის ინიციატივით მისალოცები გავაკეთეთ, შემდეგ ყველამ წავიკითხეთ სათითაოდ და ჩემს შედევრს ბევრი სიცილი მოჰყვა, მაშინ ვერ გავერკვიე რატომ იცინოდნენ… აი ასე მივულოცე დედიკოს დედის დღე და ბედნიერება ვუსურვე ჩემს ახალ სიძესთან (დის მეუღლე) ერთად :) )

    2002 წელი აქ უკვე XXI საუკუნეა, ვორდის მიღწევებიც ჩანს, ვარდებით გულის შექმნა არ გამჭირვებია… ალბათ გული მიგრძნობდა რომ მალე ვარდების რევოლუცია იყო მოსალოდნელი…

    2004 წელი აი აქ კი ნამდვილად XXI საუკუნეა, ეტყობა ფურცლის ხარისხს, ფერს და აზროვნებას. რევოლუციამ უკვე ჩაიარა, ვარდი აღარ დომინირებს მისალოცში. იმდენად მობეზრდა ხალხს ვარდების ცქერა, რომ დედას ისევ ვარდებით აღარ გავაღიზიანებდი…

    აი წელს კი როგორ მივულოცო დღევანდელი დღე არ ვიცი, რამეს მოვიფიქრებ, ორიგინალურს…