ახლოვდება ის დღე რომელსაც ყოველწელს სიხარულით ველი, ჩემსა და ტელევიზორს შორის კავშირი ამ დღეს ხანგრძლივად მყარდება, 2 ან 3 საათი არ ვაშორებ ეკრანს თვალს. თუმცაღა წინა წელს ინტერნეტით ვუყურებდი და იმდენად შევედი როლში, ჩემი facebook-ის “ვოლი” საგულშემატკივრო ფრაზებით გადაიჭედა, როცა ლაივის დროს მათ საიტზე ვტოვებდი, საიტზე სადაც მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს ევროვიზიის კულისებს. ჰო, ევროვიზიაზე მაქვს “გაჭედილი”. მართალია ყოველ წელს გამარჯვების იმედი მაქვს, მაგრამ მოგეხსენებათ ფარსით ვამთავრებთ. დღეს ევროვიზიის ბლოგზე საქართველოს შესახებ დაიწერა შთაბეჭდილებები საკონკურსო ნომრისა და “ვილქამ ფართის” შესახებ, აღიარეს როგორც შთამბეჭდავ მოვლენად. წელს ორმაგი შემართებით ვარ განწყობილი რადგან მშვენიერი ჯგუფი წარადგენს საქართველოს. ჯგუფი Eldrine:
თუ გსურთ ევროვიზიის სიახლეების გაცნობა შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს და სიახლეები გამოიწეროთ მეილზე, ან კულისებში შეიხედოთ პირდაპირი ეთერის დროს (ლაივის ნახვა შესაძლებელია ამავე საიტზე).
ყოველ წელს გუგლი დეიდა პროგნოზირებად გვერდს ჰქმნის სადაც ყველა მონაწილის წინასწარი შედეგები იდება, თუ რომელი ქვეყანა რომელ ადგილს დაიკავებს.
გასაკვირია, რომ გერმანიამ საკუთარი ქვეყნის სახელით როგორც შარშან ლენა მაიერი წარადგინა.
შარშანდელი პოსტები რომლებიც ჩემს ბლოგზე დაიწერა:
eurovision 2010
Madcon – Glow ევროვიზიაზე
ევროვიზია გაიმართება გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში:
10 მაისი (ნახევარფინალი)
12 მაისი (ნახევარფინალი)
14 მაისი (ფინალი)
დიუსელდორფი
ქალაქი მდინარე რაინის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, დანიისა და ბელგიის საზღვრებთან ახლოს მდებარეობს. დიუსელდორფში მოსახლეობის რაოდენობა 600,000–ს შეადგენს.
დიუსელდორფში განვითარებულია სარეკლამო და მოდის ინდუსტრია, ქალაქი ცნობილია ხელოვნების აკადემიებითა და მუზეუმებით. აქ მდებარეობს უამრავი რესტორანი და ბარი, სადაც გერმანული ლუდის ბრენდების დაგემოვნებაა შესაძლებელი.
დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტი თავისი მნიშვნელობით ევროპაში ერთ–ერთი უმთავრესი პუნქტია. დიუსელდორფის ტელევიზიის კოშკზე მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრონული საათია განთავსებული.
არენა
რიგით 56 – ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ფორტუნა დიუსელდორფის არენაზე გაიმართება. ნაგებობა 2002 – 2004 წლებში აშენდა და 54 400 მაყურებელს იტევს.
ფორტუნა დიუსელდორფის არენა ერთ–ერთ ყველაზე კეთილმოწყობილ და თანამედროვე კომპლექსს წარმოადგენს. აქ კონცერტები გამართეს ისეთმა მეგავარსკვლავებმა და პოპულარულმა ჯგუფებმა, როგორებიც არიან: ბონ ჯოვი, ბრიუს სპრინგსტინი, ფილ კოლინსი, მადონა, „დეპეშ მოდი“, „როლინგ სტოუნსი“, „ჯენესისი“ და ა.შ.












