2 ივლისს რამოდენიმე ბლოგერი ევროპა ბეთმა პოკერ რინგის საფინალო გადაცემის ჩაწერაზე მიგვიწვია სიღნაღში. მგზავრობით გადაღლილებს კაზინოში საკვებით გავიმასპინძლდნენ, მიმტანს პიურეს მოტანა კი გაუხარდა, მაგრამ ვგონებ არ სურდა ჩვენი დანაყრება (ჩანგალი ძლივს დაგვაწია). ნაკლებად აზარტული ვარ ან პოკერით ვერ მოვიხიბლე დიდად, შეიძლება წესებს ვერ მივხვდი და ვაღიარე თავი ჩაინიკად. მოკლედ, მასტერ კლასი ჩაგვიტარეს (აქ უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მაგრამა დილერმა ჩაატარა მასტერკლასი. კრუპიე, რომელიც გადაცემაში მონაწილეობს) პოკერში, აზარტში შეჭრილი ბლოგერის ნახვა ნამდვილად ღირს. რამოდენიმე წუთი სიღნაღი ზოგიერთმა მეხუთასეთ დავათვალიერეთ და გავწიეთ ღია ცის ქვეშ გამართულ სტუდიაში. მიწვეული სტუმრებისთვის განკუთვნილი ადგილი დავიკავეთ, შემდეგ კი გვხვდა ბედი წითელ ხალიჩაზე გავლის. სტენდთან ფოტოები გადაგვიღეს, მოკლედ რამოდენიმე წუთით პეროები გავირჭეთ. მოროშკინას მკერდით, ნანკას თმებით და ნუკის თავშალით, რა თქმა უნდა მეც მოვიხიბლე. სხვათაშორის პეროს გარჭობა არც თუ ისე ცუდი ყოფილა (რომ აკრიტიკებენ მავანნი). ლაუნჯში VIP მაგიდაზე დაგვსხეს და ვადევნებდით თვალს გადაცემის ჩაწერას. შიგადაშიგ ქუჩის ბიჭები დაგვყვაოდნენ თინეიჯერობის დროინდელ სიმღერებს, თუმცა იმდენი იმღერეს მეორე დღეს მათი სიმღერის ღიღინით გამომეღვიძა. ორგანიზება სუპერ, ყურადღებას მაღალ დონეზე გვაქცევდნენ, მხოლოდ ერთი მინუსი ჰქონდათ რომელიც ერთ-ერთმა ბლოგერმა აღნიშნა _ ქუჩაში აწყობილ სტუდიას წვიმისგან ვერაფერი იცავდა. ბლოგერები რის ბლოგერები ვართ თუ ჩვენებური ხრიკები არ ვიხმარეთ, ლაივსტიმის (პირდაპირი ეთერი) ჩართვა გადავწყვიტეთ და სრულიად ფეისბუქს ვამცნეთ თუ სად ვიმყოფებოდით და რა მიზნით.
ჩაწერამ დილის 6 საათამდე გასტანა, მაგრამ ჩვენ 2 საათზე წამოსვლა ვამჯობინეთ. მოვდიოდით და თან ვმღეროდით: ა-ა-აfთერ ფართი გვინდა, ა-ა-აfთერ ფართი გვინდა!
გამარჯვებულის ვინაობას შეგნებულად არ დავწერ, მაგრამ იცოდეთ რომ ძალიან მაგარი გადაცემა ბევრი სურპრიზით გელით წინ!
2011 წლის 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ ბათუმში გაიმართება კავკასიის ღია პოკერის ტურნირი (Caucasus OpenPoker Tournament) 250 000 ლარის ოდენობის გარანტირებული საპრიზო ფონდით, რაც დაახლოვებით 150 000$–ს ეკვივალენტია.
ბაი–ინი ძირითად ღონისძიებაზე, რომელიც 2 სექტემბერს იღებს სტარტს, 1100 ლარს შეადგენს (~660$). თუმცა, სულაც არ არის აუცილებელი ამ ხარჯის გაღება ტურნირზე მოსახვედრად.
27 ივნისიდან, 27 აგვისტოს ჩათვლით, პოკერ რუმში www.europe-bet.com ჩატარდება სატელიტები, რომლებშიც ყოველდღიურად გათამაშდება ძირითად ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები. ბაი–ინი სატელიტებზე, მხოლოდ 11 ლარს (6,6$) შეადგენს.
უცხოეთის მოქალაქეებისთვის მოხდება პაკეტების შეთავაზება, ბაი–ინის ღირებულების, თბილისამდე ფრენის, აეროპორტიდან ბათუმამდე გადაყვანის და საუკეთესო 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, შერატონ ბათუმი ჰოთელში დაბინავების ჩათვლით.
ტურნირში მონაწილეობის მიღება შეუძლია 21 + ასაკის ნებისმიერ მსურველს.




























