უბრალოდ მინდა ჩემი შეხედულება დავაფიქსირო ამასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, რომ მეგობრობა/მეგობრის შენარჩუნება ხანგრძლივი დროით არც თუ ისე ადვილი საქმეა. ამას ერთგვარი ნიჭი სჭირდება. ადამიანს თუ შეუძლია კომუნიკაცია, სიტუაციის რეალური თვალით შეფასება და კონტროლი, ის ყოველთვის მდიდარი იქნება.
ხანდახან ზედმეტად კრიტიკულები ვართ ერთმანეთის მიმართ, ზოგჯერ უსაფუძვლოდ, ზოგჯერ პედანტურებიც ვხდებით და მომაბეზრებელი ხდება ურთიერთობა.
ერთ დროს მეც ვიყავი ძალიან პედანტური მეგობრების მიმართ და ხშირად კრახით მთავრდებოდა ჩვენი ურთიერტობა.

“ვიყავი ასეთი, ვარ ესეთი და გავხდები ისეთი”, ჩემთვის ჯერ კიდევ თეორემაა, რომელსაც პერიოდულად ვუმტკიცებ საკუთარ თავს. არ გვინდა ერთმანეთთან აქსიომებით საუბარი. ამოიგდეთ თავიდან ფრაზა როგორიცაა “შენ უნდა”… არავინ არ უნდა გააკეთოს ის რაც სხვას უნდა. მთავარია საკუთარი თავი შეიცნო, მიხვდე შენ შეცდომებს სხვის ემოციებზე და არა დაპირისპირების დროს. ცოტა ხნის წინ ერთ მშვენიერ ქალბატონთან საუბრისას განვიხილეთ კონფლიქტოლოგიის თემა. კონფლიქტი რომ არ გაღრმავდეს, უნდა ჩაახშოთ რაც შეიძლება მალე და თან არ უნდა დაგავიწყდეთ რომ ილაპარაკოთ კონკრეტულ საკითხზე და არ გადაუხვიოთ იმ თემას, რადგან ასე უფრო გაღრმავდება და “შეასკდებით” ერთმანეთს
არ არის საჭირო წარსულში მომხდარი სხვა წყენის გახსენება (შენ მაშინ ასე მითხარი, შენ ჩემი ნათქვამი არ გაითვალისწინე, შენ ისე არ მოიქეცი და ა.შ.) ეს უფრო დაძაბავს სიტუაციას და როგორც ზევით ავღნიშნე თქვენი ურთიერთობა კრახით დასრულდება…
არავინ მეკითხება (ჯერ) ამას თუ როგორი უნდა იყოს მეგობარი მეგობრისთვის. ჩვენ ხშირად გვავიწყდება ერთი რამ (და არა მხოლოდ ერთი) შენი მეგობარი არის ისეთივე (ინდივიდი) ადამიანი როგორიც თავად შენ ხარ. ის უშვებს შეცდომებს როგორც შენ, შენ აძლევ შენიშვნას როგორც ის, მას უყვარხარ და ზრუნავს შენზე როგორც შენ. შენ გინდა დაემსგავსო მას კარგის მხრივ?! მაშინ ასწავლე, დაანახე სხვა კუთხით რეალობა. თვისებებს რომელსაც მე გამოვყოფდი მეგობრობაში, ეს არის: გულახდილობა, პირდაპირობა, ყურადგება, კორექტულობა, პატივისცემა და რაღა თქმა უნდა სიყვარული
პ.ს.
ერთს გირჩევთ, იყოთ დამთმობი და გამჭირვალე ერთმანეთის მიმართ, სათქმელი არ დაიტოვოტ და გულს ტყუილად ნუ იმძიმებთ. გიყვარდეთ ერთმანეთი, აფასებდეთ და დაფასებულები იქნებით თქვენც
წარმატებები ყველას, პატივისცემით, ნოჩურა
Like this:
5 bloggers like this post.