Tag Archives: მე

ცხადი თუ რეალობა?

სადარბაზოში შესვლისთანავე ექვსივე საფეხური სწრაფად ავირბინე და ლიფტი გამოვიძახე.

_  ოდესმე ბედნიერი ყოფილხარ? ვეკითხები ჩემ თავს და შევდივარ ლიფტში, პასუხი რა თქმა უნდა არ მაქვს და ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ როგორ და რა ძალით მოძრაობს ეს ყუთი. ლიფტში მთლიან კედელზე სარკეა.

_ გამეცი პასუხი რა არის საჭირო იმისთვის რომ ბედნიერი იყო? ლიფტის სარკიდან გადმოსული ჩემი მეორე მე თავს არ მანებებს, და შეკითხვებს მაყრის.

_ რატომ ფიქრობ ამდენს, რატომ აფიქრებინებ ადამიანებს რომ უცნაური ხარ? ვიბნევი და პასუხი ისევ არ მაქვს.

_ ვყვირი. არ ვიცი, მგონია, ჩემი ფიქრები ნათელია და სიტყვებით გადმოცემა არაა საჭირო. არა, ცდები, ადამიანებს შენი დუმილით ბევრ უცნაურს აფიქრებინებ!

_ სწორედ ფიქრობენ, უცნაური ვარ. ჩემს ორაზროვან წინადადებებს არასდროს არავინ უღრმავდება. საერთოდაც რა საჭიროა ლაპარაკი?

სარკე ნელ-ნელა პატარავდება… იმდენად დაპატარავდა მეორე მე შესვლას ვეღარ ახერხებს, ბორგავს და ზურგზე მეკვრის. სარკე იმსხვრევა, თითქოს ისიც ჩემს წინააღმდეგაა და სურს ამ საზიზღარ მესთან ერთად სამუდამოდ დამტოვოს.

ლიფტის კარი იღება მეოთხე სართულზე, მე გადის და სახეს იცვლის, კიბეზე მოძრავი ბიჭის სახე მიიღო, უყვირის ხმა ამოიღე, შენ მაინც მითხარი რამეო. თითქოს მას ვერ ხედავს ისე აგრძელებს ბიჭი გზას. მისი მე უკან მისდევს, უშედეგო შენიშვნების შემდეგ ქრება და ემუქრება, აფრთხილებს ყოველთვის შენს გვერდით ვარო.

ლიფტის კედლები ვიწროვდება, ჭერიც კი იკლებს სიმაღლეს, თავის გადასარჩენად მეს ვეძახი. იმ მეს რომელიც სულ ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის წავიდა, გაქრა… ჩავიცუცქე, ღრმად ვსუნთქავ ჰაერი აღარ მყოფნის. ვიცი რომ კლაუსტროფობიით ვარ დაავადებული, რატომ ჩავჯექი ლიფტში? მეს სიცილის ხმა მესმის… კედლები უფრო და უფრო ვიწროვდება, ლიფტი მოწყდა და გაურკვეველი სისწრაფით ქვევით ეშვება. ვყვირი, მაგრამ შველა არავის შეუძლია…

კუთხეები მრგვალდება, კედლები უფრერული, გამჭვირვალე ხდება და განზე იწევს. საპნის ბუშტში ვზივარ ჰაერის მარაგი საკმაოდ ბევრია, თანდათან იზრდება ბუშტი, თავისუფლების შეგრძნება მეუფლება და კმაყოფილი სახით ხედს ვათვალიერებ. მინდორში მდგარი მე, საპნის ბუშტებს უშვებს, მომღიმარი სახით ვაკვირდები და მასთან მისვლა მინდა, მეც მინდა საპნის ბუშტები გავბერო. მფრინავი ბუშტით მინდა მოწმენდილ ცაზე გადაჭიმულ  ცისარტყელას მივუახლობდე და ოცნება ავისრულო…

ბუშტი სკდება და ძირს ვეშვები…

მასთან ერთად მეც ვქრები…

ისევ ის ადო ვბრუნდები!!!!!!!

წესით უნდა მეძინოს ეხლა, რადგან ხვალ ადრე ვარ ასადგომი… მაგრამ სიყვარულოვნასთან დატოვებული კომენტარი უნდა განვავრცო აუცილებლად :)
ამ წელს უკვე მესამედ შევიცვალე…აღარ მინდა ისევ ყოველდღე დაგრუზული, მოსაბეზრებელი ვიყო, ყველაფერი სხვანაირად მესმოდეს და ჩემებურად აღვიქვამდე , ყველას ეჭვის თვალით ვუყურებდე, ვჩუმდებოდე და ჩემ აზრს არ გამოვხატავდე… იმ ადამიანებს ვეკონტაქტებოდე რომლებიც ხასიათს მიცვლიან და მათი უარყოფითი ემოციები ჩემზე გადმოდის. თურმე ნამდვილად არ ხდება ისე როგორც მე ვაანალიზებდი მოვლენებს…
უკვე რამოდენიმე კვირაა სახლში გამოვიკეტე, ისეთი აღარ “ბევრად აქტიური, მხიარული, უდარდელი, “ამჩემფეხება”, უკომპლექსო”…  იმ ადამიანებს შევეშვი ვისთანაც თურმე ყველაზე კარგად ვგრძნობდი თავს, შევეშვი ყოფილ ჩემნაირ თავისუფალ და “ამჩემფეხება” ხალხს…
მე ისევ ის უნდა გავხდე! თუ არ მსიამოვნებს ხმამაღლა უნდა ვთქვა ისევ,  თუ არ მომწონს პირში უნდა ვუთხრა ისევ ყველას ყველაფერი.  უნდა ვაკეთო ის რაც მომინდება. ისევ ჯიუტი და ამაყი უნდა გავხდე… მეყოფა ამდენი უარყოფითი ემოციები…  შევიჭრი თმას, ავიპარსავ წარბს :) ამ მოშვებულ წცვერსაც მივხედავ, ისევ ჩემს ტანს დავიბრუნებ, დავიძინებ დროეულად და დავიწყებ წესიერ კვებას, გავხდები ცოტაოდენ ისევ სნობი! :| აღარ გავჩუმდები როცა სათქმელი მექნება!
ახთუნგ, ახთუნგ! ხვალიდან ისევ ვიბრუნებ ჩემ მეს, მე ეს შემიძლია, მე ვერავინ შემაჩერებს, მე ისევ დავიკიდებ ყველაფერს, მე ისევ მე ვიქნები!!!!!

Untitled

I,m thinking

არასდროს მოგბეზრებიათ თავი? არასდროს გიფიქრიათ რომ ზედმეტი ხართ ? მაგრამ მაინც იმხნევებთ თავს და იმედით შესცქერით თქვენს მომავალს? ვინ ვარ? რატომ ვარ? ნუთუ ჩემი ადგილი არის ამ სამყაროში? ტყუილად ხომ არ ვამძიმებ დედამიწას და უხეშად ვეხები ზედაპირს? ვნანობ? არა არ ვნანობ ისევ მინდა იგივეს გაკეთება… საკუთარ თავს ვეძებ? როდის დასრულდება? როდის… ცუდად ვარ, ძალიან ცუდათ… დავიღალე, ძალიან დავიღალე… ნეტა გადამკარგა რომელიმე მიუგნებელ კუნძულზე და აღარასდროს დამაბრუნა… დასვენება მჭირდება? სულ დასვენებული არ ვარ… რა მინდა? დავიღალე….
ჩემს ფიქრებს და ხასიათს ეს მუსიკა შეეფერება:

გუბეში ვიტყაპუნეთ

დღეს ცუდ ხასიათზე ვიყავი და თავის გასართობად ანასთან წავედი. 3 ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ სიგარეტიც შემოგვეცალა და ზემოთ ხსენებულის საყიდლად გავედით მაღაზიაში. რატომღაც ეზოში შემოვრჩით. ყოველ დღე, ღამის 11 საათზე ეზოში ცეკვა მე და ანას წესად გვექცა, მაგრამ ეს წესი დღეს დავამხეთ, უფრო სწორად თავზე სეტყვის სახით დაგვემხო. როგორც ყოველთვის უამრავი ხალხით სავსე ქუჩა წამებში დაცარიელდა, ზოგი სადარბაძოში შერბოდა, ზოგი ხეს აფარებდა თავს. სასწაული სეტყვა დაეშვა ციდან და აუჩქარებელი ნაბიჯით შემოგვესეირნა წივილ-ღრიალით დაცარიებული უბანი. ანამ ფეხზე გაიხადა და გუბეებში ვატყაპუნეთ ფეხები დებილი ბავშვებივით. მანქანებიც სწრაფად მოძრაობდა, ალბათ რომ არ დაეკაწრა უსაშველოდ მსხვილ სეტყვას, ჩვენ კი სიცილ-კრეჭვით მობილს ვაჩხაკუნებდით… ნეტა როდის მომემატება ტვინი ასაკის შესაბამისად? მაგრამ, დეპრესიაში ყოფნას მირჩევნია უამრავი პრობლემა სიცილით და ნიღბით დავიფარო… თუ ცხოვრებას ვკიდივარ, მე უფრო მეტად დავიკიდებ სადამდეც გავუძლებ სიმძიმეს…

დღევანდელი დღის შედეგი:

  1. ანამ ლიფი გამოიცვალა
  2. მე შარვალი გამეხა საჯდომზე

მემგონი დარღვევად ითვლება

შაბოიანი ზინა, ჩემი მეზობელი რომელიც ჩემს სახლში არის მოწერილი თვითონ კი ბინა გაყიდული აქვს და გადასულია… საინტერესოა…
რა თქმა უნდა არჩევნებზე ვიყავი ჩემს მეგობართან ერთად, ავირჩიე ჩემთვის მიღებული კანდიდატი. მეგობარი, რომელიც პირველად იხდიდა მოქალაქეობრივ ვალდებულებას რჩევა მისცეს საარჩევნო უბანზე, როდესაც ბიულეტინს აძლევდნენ და მაგალითისთვის 5 ნომრის შემოხაზვა დაუსახელეს, მაიც ხუთიანს აძლევდა ხმას, მაგრამ ეს მემგონი კანონის უხეში დარღვევაა და პროპაგანდა მთავრობის გაპლიუსებისათვის :) სხვათაშორის სათვალთვალო კამერაც ვერ შევამჩნიე ან კარგად ვერ დავაკვირდი. ვისურვებ რომ შემდეგი არჩევნებისთვის კანონი მიიღონ მათთვის ვინც არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, დააწესონ ფულადი ჯარიმა! მაგალითად ჩემ რძალს არ უნდა წასვლა საარჩევნო უბანზე და ვერაფრით ვერ დავიყოლიეთ ვერც ერთმა ოჯახისწევრმა. მიზეზად უნდობლობას და არასასურველ კანდიდატს ასახელებს.

ჩემი “очки”

არასდროს მიყვარდა სათვალიანი ტიპები, ამის გამო ბავშვობიდან სათვალე არ მკეთებია ამიტომ დღეს დაჟინებული მოთხოვნით და მხედველობის გამოსწორების იმედით შევიძინე “очки”… როდესაც 10 მეტრის დაშორებით მდგომი მეგობარი, კლასელი ან უბრალოდ ვინმე ნაცნობი გიღიმის და შენ ვერ ხედავ მას, რომ მიესალმო და მისალმების ნაცვლად ზურგს შეაქცევ და გზას აგრძელებ ან, თუნდაც გეძახიან ეზოდან და “ნეტა ვინ არის” თვალებით შესცქერი ამიტომ მირჩევნია სათვალე მეკეთოს. 3 დღის უკან ანი მეძახდა ეზოდან და რომ გადავხედე მომავალი მისი მული მეგონა, რომლებიც კიტრი და პამიდორივით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ… დღეს მთელი ქვეყანა ჩემი მგონია, 10 მეტრში კი არა ერთ კილომეტრში ვხედავ და ბავშვივით მიხარია, ამიტომაც ვწერ : ))) ჩემს ფოტოებს სათვალით შემდეგში “დავთაგავ” მანამდე ჩემი “очки”

გაუგებრობა გაერთიანებულ ტელეკომში?

  • პოსტი, სანამ ტელეკომელებს მოუსწრიათ კეთილი ინტერნეტის გათიშვა :) ))
  • კომპიუტერთან უიმედოთ მჯდომს თვალში მოციმციმე ნათურები მომხვდა და ბედნიერი ინტერნეტში შესვლა ვცადე, ვცადე და შევიდა კიდეც, ვააა გამიკვირდა და გარკვევა გადავწყვიტე თუ საიდან როგორ და რანაირად, ოჯახის ყველა წევრს ვკითხე ხომ არ გადაიხადეს დავალიანება, მაგრამ ყველასგან უარი მივიღე პასუხად… ჰმ მაშ რა ხდება?
    ვსარგებლობ გაერთიანებული ტელეკომის ინტერნეტით, მაქვს გათიშული დავალიანების გამო, მაგრამ გასაოცარი ის არის რომ თითქმის ყოველ დღე ღამის და ეხლა უკვე დღის საათებში ჩემდა საბედნიეროდ მეზობლის ინტერნეტი მერთვება… ამაზე კარგი რა არის უფასო ინტერნეტი მაქვს მაგრამ გასაოცარია და ისევ და ისევ ვარკვევ რა ხდება ჩემი კომპის და ტელის თავს. გაოცებული შევდივარ საიტზე www.100100.ge სადაც ინფორმაციას ვკითხულობთ ტელეფონის ნომერს, რამდენია დავალიანება, ვისზეა გაფორმებული და IP მისამართს, მაგრამ ბერიკელაშვილის (ჩემი გვარი) ნაცვლად მაისურაძე წერია ჩემი ტელეფონის ნომრის ნაცვლად კი მაისურაძის ნომერი. მშვენიერია… მშვენიერია მაგრამ ინტერესი მკლავს მაინც როგორ რანაირად და საიდან. არანაირად არ უკავშირდება ჩვენი კომპიუტერები ერთმანეთს და რა საკვირველია არც ტელეფონები… მდაააააა ტელეკომის საიტზე ვკითხულობ ასეთ განცხადებას:

    თქვენ აღარ მოგიწევთ გლობალური და ლოკალური სიჩქარეების მიხედვით ინტერნეტ-პაკეტის შერჩევა,
    ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ინტერნეტს, ევროპულ ფასად.

    დღეს უსწრაფესი ინტერნეტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია .
    8 მგბ/წმ – მხოლოდ 35 პირობითი ერთეული!
    შენიშვნა: პირობითი ერთეული –აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
    ანუ სასტარტო პაკეტის ფასად, იღებთ VIP პაკეტს.

    სადაც კორექტირება მინდა შევიტანო და უკვე ჩემებურად გადავაკეთო:


    თქვენ აღარ მოგიწევთ გლობალური და ლოკალური სიჩქარეების მიხედვით ინტერნეტ-პაკეტის შერჩევა,
    რადგან ავტომატურად ჩაგერთვებათ თუ მეზობელს ჩართული აქვს,
    ჩვენ გთავაზობთ ევროპულ ინტერნეტს, ქართულ ფასად.

    დღეს უსწრაფესი და უფასო ინტერნეტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია შენთვის და მეზობლებისთვის.
    8 მგბ/წმ – მხოლოდ 35 პირობითი ერთეული!
    შენიშვნა: პირობითი ერთეული –აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში მაგრამ თუ არ გაქვთ არ არის პრობლემა არაუშავს მოიხმარეთ მშვიდობაში.
    სასტარტო პაკეტის ფასად, იღებთ VIP პაკეტს და მადლობას რომ სარგებლობთ ჩვენი ინტერნეტით.

    P.S აქვე მადლობას გადაგიხდით მოქალაქე ბერიკელაშვილი ასეთი კეთილშობილებისთვის და გაჭირვებაში გვერდში ამოდგომისთვის. ჩემი ქსელი ტელეკომი….

    ტვინი გალღვა


    კაცებმა თვითმფრინავი დაინახეს,
    შეყვარებულებმა -ცა,
    ბავშვებმა -პეპელა.
    გაზაფხული მოვიდა…

    <რუსუდან კაიშაური)

    და თუ მართლა დაინახეთ თვითმფრინავი, ან ცა, ან პეპელა მერწმუნეთ დღეს I მარტია ნამდვილად და რაღა თქმა უნდა გაზაფხულის I დღე…
    გჯეროდეთ, რომ სადღაც მიმავალი რომელიმე ბუჩქის ძირას თავ მომწონე იასაც წააწყდებით. უკაცრავად და გუშინ ისეთი სურნელი ვიგრძენი დღეები ამერია და 28 თებერვალს გაზაფხულის I დღე მეგონა, მაგრამ ლოგინიდან წამომხტარს კალენდარი თვალებზე ამეფარა… დღეს ოცდარვააო დამანახა, ცოტა დავღონდი მაგრამ, რა მნიშვნელობა აქვს როცა მომინდება ჩემთვის გაზაფხული მაშინ იქნება… მაგრამ ის მახარებს, რომ დღეს არ ვტყუვდები და გაზაფხული მართლაც მოვიდა, თუ არ მოვიდა მალე მოვა მაინც… აყვავდება ხეები და იმ სანატრელ სურნელს, რომელსაც ბუნება ადამიანს მხოლოდ რამოდენიმე დღით ჩუქნის შევიგრძნობთ მალე… მე ყვავილების სუნს არ ვგულისხმობ, ყვავილები სულ არ არის ხოლმე აყვავებული, მაგრამ პირველ დღეს რაღაც განსხვავებული სურნელი ტრიალებს… თვალი იღვიძებს, მას ტვინის გალღვობა (ეს ფრაზა სკოლიდან მახსოვს, ხშირად ვისმენდი) მოსდევს და შემდეგ გულს უნდა მივენდოთ… მაგრამ მე არ მსურს გულს მივენდო, უბრალოდ თქვენ გირჩევთ თუ შეყვარებული არ ხართ ვინმე შეიყვაროთ და ერთად დატკბეთ ამ მშვენიერი დღეებით. იმედია ტვინი მართლაც გალღვება, თვალი მეტ საინტერესოს დაინახავს და დაწერილით გული მეტი სიამაყით აივსება, ანუ მინდოდა მეთქვა რომ ბლოგს შეეტყობა გაზაფხული… მანამდე კი სურათებითა და ულამაზესი სიმღერით ვეცდები გაგრძნობინოთ, რომ გაზაფხული მოდიიიიიიის!!!
    ქართული ხმები– გაზაფხული შემოსულა ლენ

    და მოკლედ… გილოცავთ გაზაფხულის პირველ დღეს

    “აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო შენა?”

    ყველაფერი მინდა დავიწყო ბავშვობის ადრეული ასაკიდან… საყვარელი, დამჯერი ბავშვი ვყოფილვარ როგორც გადმომცეს, მაგრამ ცოტახანში შეიცვალა ყველაფერი. გავხდი ცელქი, იმდენად ცელქი, რომ ვინც გამაბრაზებდა თეფშებსაც კი ვესროდი და არამარტო თეფშებს…
    დედაჩემი მუდამ სამსახურში გადატვირთული გრაფიკის გამო ჩემთან დიდ დროს ვერ ატარებდა, ამიტომ ჩემი გაზრდა ჩემმა დამ ითავა, თან იმდენად აქტიურად რომ დედასაც კი ვეძახდი. შემდეგ ბაღი, სკოლა… მართალია სკოლა არ მიყვარდა, მაგრამ გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, რაც ბოლო წლებში რა თქმა უნდა როგორც უმრავლესობა საქართველოს მოსახლისა შეიცვალა. კომპიუტერი ყოველთვის მიყვარდა და რა თქმა უნდა ყველაფერი გამოვცადე, მათშორის მარიოსაც ვთამაშობდი (ეხლაც ძალიან მიყვარს) დაწყებით კლასში დავეუფლე კომპიუტერს და როგორც შენ ისე მე ვერ ვეშვები, ერთგვარი “დოპინგია” ჩემთვის… პირველი კომპიუტერი ოჯახმა საახალწლოდ მაჩუქა, როგორც ყველა ისე მეც “უმაგრეს” ადამიანად მიმაჩნდა თავი. შემდეგ იყო უინტერნეტობა ბევრი თამაშაშები და Paint-ში ხატვები …. სხვათაშორის ჩემი და ისე ხატავდა Paint-ში დღემდე არ მავიწყდება… როგორც იქნა ინტერნეტიც ჩამირთეს და მაშინ უფრო ამაყი ვიყავი… ინტერნეტის გაგებაში არ ვიყავი მაგრამ ჩემსას მაინც ვცდილობდი, არ ვიცოდი skype-ის არსებობა და არც ვნანობ ეხლა : D მაგრამ ჩვენ skype-ს “დამუღამების” შემდეგ ერთი სასიკეთო და ბედნიერი შედეგი, ისტორია მოჰყვა ჩემი წყალობით. გავიცანი ნათია, რომელსაც არასერიოზულად ვესაუბრებოდი. რადგან მისგან სერიოზულ პასუხებს ვიღებდი, გადავწყვიტე ჩემი ძმისთვის გამეცნო და ცოლის მოყვანის იმედდაკარგულის ილუზია დამემხო, მაგრამ რა ვიცოდი, რომ ასე კარგად გამომივიდოდა ჩემს თავზე აღებული ტვირთი (მაჭანკლობა). მოკლედ ნათია რძალი და ჩემი ძმიშვილის დედა გახდა… ესეც ესე… ჩემი ძმაც დავაქორწინე… ქორწილის ორგანიზატორობაც ჩემ თავზე ავიღე, მგონი ცუდი არ იყო : ) შემდეგ იყო piczo <<< (რა საშინელი დროა), odnoklassniki ძალიან დიდხანს და იმდენად დიდხანს რომ ახლის ძიება დავიწყე, ფეისბუქმაც არ დააყოვნა და გადავერთე, mail.ru Gmail-თ შევცვალე და ერთ-ერთი ადამიანის ბლოგსაც გადავაწყდი, მომწონდა ყოველდღე ვკითხულობდი სიახლეებს, ცოტახნის წინ გამიჩნდა და გამოვავლინე ეგოიზმი და საკუთარი ბლოგიც გავაკეთე… სადაც ყველაფერზე და ყველაზე ვაპირებ საუბარს …