გამაფრთხილეს როცა შეხვალ უნდა გაიღიმო, სულ უნდა იღიმებოდე, თუნდაც არაფერი იყოს სასაცილოო…
შევედი გავიღიმე, მაგრამ წარბი ასწია… არ ვიცი რა არ მოეწონა, მაგრამ ის ვიცი, რომ მომავლის იმედი მაქვს დაკარგული
ყველა მაშინ იკარგება როცა მჭირდება, ყველა მაშინ იკარგება როცა გამხნევება მჭირდება, ყველა მაშინ იკარგება როცა ცხოვრება მბეზრდება…
სახლში მოვედი, იმის მაგივრად რომ გავემხნევებინე რომელიმე ოჯახისწევრს, პირიქით დამადანაშაულეს ბევრს ითხოვ ჩვენგანო…
სწავლა მინდა, სწავლისთვის სამსახური. თუ სამსახური დროებით არა, ყურადღება მშობლებისგან რამოდენიმე თვე მაინც სანამ ვიპოვი… ნუთუ არ დადგა ის დღე რომ მეც მომხედონ ცოტახნით მაინც? იქნებ მეც მინდა მომავალი? იქნებ მეც მინდა ჩემი ძმის და დის მსგავსად უდარდელად და მშობლების კისერზე ვიცხოვრო სამუდამოდ? მაგრამ, არა, მე სხვა დროში ვარ თურმე დაბადებული არეულობაში უფულობაში, ბანკში ფული რომ არ დაეკარგათ, მექნებოდა მეც მანქანა და ცალკე ბინა… იმისთვის არის ფული რომ თვეში 1500 ლარი სესხის დასაფარად შეიტანონ, რომელიც უაზრო უშედეგო უმომავლო ბიზნესს დაახარჯეს. ერთი კვირაა დავბოდიალობ სამსახურზე უამრავი რაოდენობის CV დავტოვე სხვადასხვა კომპანიაში, ზარს ველოდები მაგრამ არავინ რეკავს … არც ღიმილმა გაჭრა და არც გრძელი წამწამების პარპარმა…
იმუშავე შვილო!
როგორ ვიმუშაო, განათლება არ მაქვს…
არც მე მაქვს განათლება მაგრამ ვმუშაობ.
ჰოდა არ მინდა მე შენსავით გაუნათლებელი და შეუგნებელი ვიყო…
…
ადო, რატომ აწერია იმ ბიჭს მაისურზე GAME OVER?
ალბათ, ცხოვრების დასრულება უნდა, მობეზრდა




