Tag Archives: მულტფილმი

ზოლიან ბანანებს დღეს თამაში უნდათ

მსგავსი პოსტები:
80-90იანი წლების საქართველო
მულწიკომანია
მულტფილმი რომელიც ყველამ უნდა ნახოს

უკვე მესამე პოსტი მულწიკებზე…

შემიყოლია მულტფილმებმა და რა ვქნა. და აი დადგა დრო, ბავშვობის ნოსტალგისა.. ეს ის დროა შევარდნაძე რომ მილიონებს “ღუნავდა” ჩვენ კი ზოლიან ტყუპ ბანანებს გვაყურებინებდა. გვაყურებინებდა იმათ ვინც მეტად შეძლებული იყო და “ლევი” დენი ან უკეთეს შემთხვევაში ელექტროენერგიის მომმარაგებელი ჰქონდა. ეხლახანს მივაკვლიე, რომ ამ მულტფილმს ზოლიანი ბანანები კი არა Bananas in Pajamas ანუ ბანანები პიჟამოებში ჰქვია. მულტფილმის სათაურითაც გვატყუებდნენ :( …  ყოველი დღე ამ მულტფილმით იწყებოდა, სკოლაში წასვლამდე აუცილებლად უნდა მენახა რომ თბილი, კეთილი და ბედნიერი დღე მქონოდა. სათამაშოც კი მქონდა ზოლიანი ბანანების, მაგრამ მხოლოდ სათამაშო, ბანანის ფული სად იყო მაშინ რომ ყოველდღე მეჭამა. გაიხსენეთ ბავშვობა და აღივსენით ბავშვობის ნოსტალგიით…


ორშაბათი… დაბადების დღისთვის მზადება

სამშაბათი

ოთხშაბათი

ხუთშაბათი


პარასკევი… ზოლიანი ბანანების დაბადების დღე

დანარჩენი ვიდეოები შეგიძლიათ ნახოთ აქ

მულტფილმი რომელიც ყველამ უნდა ნახოს

არასდროს მესმოდა ხოლმე იმ ადამიანების რომლების მულტფილმ  ”ნარუტოს” უყურებდნენ და არც ერთ სერიას არ ტოვებდნენ. ახლა მე ვარ მსგავს სიტუაციაში, ამჯერად “ნარუტოთი” არ დავინტერესებულვარ, მაგრამ უარესი მულტფილმებიც არსებობს შავ-თეთრი და ნახატი მაგალითად Doodlez-ი რომელიც ჩემი კუმირი გახდა, პირველად პერსონაჟი, რომელიც ფოტოზე ვნახე, მომეწონა და ბოლოს ჩამითრია მისმა ანიმაციამ. იცით როგორ მგავს? თუნდაც ვარცხნილობით. ჩემნაირი ხიფათიანია და დიდთვალება :) … შედარებით მისგან მე გაოცების დროს ვკარკლავ თვალებს. მულწიკის ნახვით არ დავკმაყოფილდი და facebook-ის ავატარად დავიყენე მისი სურათი. ეგ კიდევ არაფერი და ახლა ბლოგის  დიზაინიც მის საპატივცემულოდ შევარჩიე რომელიც ძალიან მომწონს. And The Oscar Goes To… Goes too .. Goes too… მულტფილმ-სერიალი რომელიც ყველამ უნდა ნახოს… Doodlez (Ado Doodlez) ♥♥♥

გატყავებული მულწიკის პერსონაჟები :(ჩონჩხები)

მართალია მულწიკები მიყვარს მაგრამ გატყავებულ Tweety bird-ს ან Donald Duck-საც სიამოვნებით ვუყურებ :დ

Tweety bird


Continue reading

მულწიკომანია

დღეს მთელი დღე მულწიკებს ვუყურებ. მიყვარს! ანიმაციას დიდი გავლენა აქვს ჩემს ცხოვრებაზე, რაც ბავშვობაში გამოვტოვე ახლა ვინაზღაურებ და მიუხედავად ასაკისა, მაინც ვხარხარებ 3 წლის ბავშვზე გათვლილ მულტფილმზე. თითქმის, რაც ოდესმე მულწიკი გამოსულა ყველა მაქვს ნაყურები, ნარუტო-სირობების გარდა. ამ ბოლო დროს მფრინავი სახლი მომეწონა ძალიან. რატატუის შემიძლია დღეში 4 ჯერ ვუყურო, მაგ მულტფილმის შემდეგ შემიყვარდა ზაზუნა. რატატუის ნახვა და ზღვის გოჭის ყიდვა 2 საათში მოგვარდა. ვაცხოვრე ჩემთან 10 დღე და მეთერთმეტე დილით ამოყირავებული დამხვდა უბედური. სხვათაშორის ანა ფერიებზეც მაყურებინებს ხოლმე, მაგრამ ანა კი არა ჩემი დიშვილების ხელში კონკია, მზეთუნახავები სულ ზეპირად მახსოვს. აუუუუუუ გრენდაიზერ წინ :დ რუსთავი2-ზე გადიოდა და სკოლაში წასვლის წინ ვუყურებდი, არც ერთ სერიას არ “ვმაზავდი” ძალიან მიყვარდა… საერთოდ უყურებთ ვინმე მულტფილმებს თუ მხოლოდ მე ვარ დარჩენილი ბავშვობაში? “ტომი-ჯერი” და “ნუ პაგაძი” მომენატრა ძალიან, მაგრამ დღეს ახალ, მოკლემეტრაჟიან, ვანკუვერის კინო სკოლის სადიპლომო ნამუშევრებს გავეცანი და ვიხალისე მშვენივრად. აი ისინიც ♥ Vancouver Film Presents

დიდ გამყინვარებაში რკოს რომ დასდევს ისეთია, მაგრამ განსხვავება აქ იხვი და პურია

პროტეზით (კბილების) გადარჩენა

წითელი წკაპუნები მიყიდე პაპიიიიიი

ოდესღაც მეც დავამტვრევ ესე

ბოროტი ჭიამაია