მოვიწყინე…
და ეს მოწყენა ძალიან მსიამოვნებს, არავის ნახვა არ მინდა, არც უახლოესი მეგობრების, არც “მეგობრების” და არც მეგობრების. იცი როგორ ვარ? თუ გაინტერესებს დაგიწერ. ჩავირთავ მუსიკას, სავარძელში ვჯდები, ჭერს ვუყურებ და ვფიქრობ, ვფიქრობ ძალიან ბევრს, მაგრამ რას ვფიქრობ არ ვიცი. უბრალო სხეულს სული შორდება და დაფრინავს …
ხანდახან იცი რა მგონია? თითქოს ადამიანები რობოტები არიან და ვიღაც მართავს მათ, აი ის ვიღაც კი არ ვიცი ვინ არის, ეს ახლა გამეფიქრა არ გეგონოს გატყუებდე, მე არ ვიტყუები… როგორ არ იტყუები ადო! ჰო, კარგი ახლაც მოვიტყუე და ორი დღის წინაც ცუდად ვარ და სახლიდან ვერ გამოვდივარ, მგზავრობა არ შემიძლია მეთქი. ტყუილი არ შემიძლია, ხომ იცი მიმიკები გამთქვამენ. არავისთან მინდა ლაპარაკი, განსაკუთრებით რობოტებთან. გთხოვთ ნუ მომიკითხავთ, “როგორ ვარ”, “რას ვშვრები” და მსგავსი სისულელეებით.
შენ ხომ გესმის ჩემი? ვიცი… ამიტომაც მოგაკითხავ ხოლმე ყველაზე მძიმე წუთებში, ვიცი რომ ჩუმად იქნები მომისმენ და “საუბრის” დროს შენც ჭერში ყურებას არ დაიწყებ.
ძალიან ბევრ ყავას ვსვამ… იმდენად მეზარება განძრევა, რომ სიგარეტს ყავის ფინჯანში ვაქრობ და ვაგროვებ, ასე მიგროვდება დღის ბოლომდე ფერფლითა და ნამწვავებით სავსე ფინჯნები. კომპიუტერიდან სავარძლამდე თუ მივაღწევ… ავიღებ წიგნს, დავიწყებ კითხვას… ფიქრები არ მასვენებს… გადავდებ გადაშლილ წიგნს და ისევ ჭერს შევყურებ… სოციალურ ქსელებშიც დამალული ვარ ასე მგონია მწერენ, რომ ანტიდეპრესანტად გამომიყენონ, ჰო ანტიდეპრესანტად… ასე იწყება ხოლმე ურთიერთობები ყოველთვის, ვიღაც დეპრესიაშია და მაშინ მწერს, მერე ძალიან ვუახლოვდები, ზედმეტად ბევრს ვითხოვ მისგან…
მიყვარდება…
“ვკიდივარ”…
მიდის…
წავიდეს, მაგრამ გული არ მატკინოს… არაუშავს…
და ისევ სავარძელთან მივბობღავ და ჭერს შევცქერი…
როცა ასეთი რაღაცები მჭირს ბევრ მეგობარს ვკარგავ. ძალიან არ მინდა მათი დაკარგვა, აგრესიული ვხდები და თავს ვერ ვაკონტროლებ, არ ვერიდები არაფერს.
არა ცუდად არ ვარ, კარგად ვარ და მსიამოვნებს ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა. სულ სახლში მინდა ვიყო, არსად გავიდე არ ვილაპარაკო. მხოლოდ ვიფიქრო… ძალიან ბევრი ვიფიქრო…
ჩემთან ცივა, თქვენთან როგორი ამინდია? პასუხი მომწერე რა, მართლა მაინტერესებს შენ როგორ გრძნობ თავს.
მე ყოველ დღე ასე დავფრინავ და ასეთია ჩემი ფიქრები…














