Tag Archives: საკითხავი

კონტACTი

მე ვარ აქსიომა. ვცხოვრობ შხამიან ბლოგზე, ვწერ საკუთარი თვალით დანახული სამყაროს შესახებ. ვაგროვებ ლამაზი ადამიანების კოლექციას. ვთვლი, რომ ვარ თითოეული თქვენთაგანის აზრი შეუძლებელის შესახებ – სამწუხაროდ ასეთ აზრს უკუაგდებენ ხოლმე.

რატომღაც ადამიანებს ყველაზე უკეთ, სექს ისტორიების თხრობა გამოსდით ხოლმე. ნუ ამ მხრივ არც მე ვარ გამონაკლისი, მითუმეტეს, რომ ამ ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების გამო ბევრი “უნახავივით” უამრავი სისულელე ჩამიდენია. როცა სქესობრივ ცხოვრებას იწყებ, ყველა მომდევნო “კონტაქტი” (უფოლოგების ლექსიკონისთვის შესაფერისი ფრაზა) უკვე შემდგარზე საინტერესო და ღრმა გეჩვენება.  ღრმა შემთხვევით არ მითქვამს: პენისის ზომის და სიგრძის გათვალისწინებით მის მიერ დაპყრობილ სიღრმეებს ვგულისხმობ.

“ცოტაც… ცოტაც გაუძელი გთხოვ… თითქმის შევიდა…” – ფრაზა, რომელიც შესვლის წერტილზე და პარტნიორის გამოცდილებაზე მიანიშნებს ყოველთვის.

როცა სექსისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს ვიხსენებ– საკუთარი თავის უფრო მრცხვენია, ვიდრე იმ ადამიანების ვისთანაც ამის მცდელობა მქონდა.

დიიიდი მაიმუნობის, პრანჭვის (შებმის) და გაცვეთილი შესავალი ტექსტების შემდეგ, როგორც იქნა განმარტოვდით, ნახევარი მეტრის მანძილზე დგას.

“კონტაქტი”  უმეტესად ტუჩების ერთმანეთზე დატოლებით და  მორგებით იწყება. თითქოს ასწორებს, აგიდგა კიდეც, მაგრამ რაღაცა მაინც ვერ არის მთლად ისე, როგორც აქამდე იაფფასიანი  ფილმების სასიყვარულო სცენების ყურებისას წარმოშობილი ფანტაზია გკარნახობს.

“ჯანდაბას, ერთი სცენა კი აცდა სცენარს, მაგრამ შემდეგი ასიანი უკეთესი იქნება” ფიქრობ დაბინდული გონებით და  ცდილობ ზუსტად ისე დაიჭირო თავი, რომ შენი ახლად დათრეული სასიყვარულო ობიექტი ჭკუიდან აიწიოს.

მაგრამ…. რაღაცას სწორად ვერ აკეთებთ… ზედმეტი ემოციებისგან უხერხულად და სინქრონულად ამოძრავებთ ხელებს, შუალედში შუბლსაც კი ურახუნებთ ერთმანეთს და კატეგორიულად არ იმჩნევთ.

შემდეგი “ჰოთ” სცენა:  პენისთან კონტაქტი.  ის წესით შარვლიდან ნელა, ეშმაკურად და მომხიბლავად უნდა ამოვიდეს, მაგრამ fake! ისე უნიჭოდ და უეცრად გადმოვარდება გახსნილი უბიდან, რომ საკუთარ პატრონსაც კი ყველა მხატვრულ ჩანაფიქრს და შემოქმედებით მუზას უკარგავს.

გამოუცდელი პარტნიორის სახე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ მეხუთე კიდურს საუცხოო– დაახლოებით ვანილის არომატის სურნელი უნდა ასდიოდეს მომენტალურად უსიამოვნო გამომეტყველებას იღებს და აშკარად არ მოწონს ის გემო, რომელიც პრინციპში არც ერთ ჭკუათმყოფელს არ მოეწონებოდა ალბათ.

რაღაცნაირად ცოდვილობთ და რაღაცნაირად სხვა კიდურების დახმარებით ახერხებთ,  ჰაერში (სხვა მიმართულებით)  ფინალური “კონტაქტის” გათავებას.

ნაჩქარევად იცმევთ და უფრო კოცნების გარეშე, ძალად კმაყოფილი სიფათებით სასწრაფოდ გინდათ გაეცალოთ ამ ჩავარდნილი სცენარის მქონე გადასაღებ მოედანს.

როცა საკუთარ საწოლამდე მოაღწევ, მხოლოდ ნაწყვეტებად და უხერხულად იხსენებ ყველა ეპიზოდს. საკუთარ თავს აჯერებ, რომ შენ მეტი შეგიძლია და აუცილებლად გადაიღებ უკეთეს კინოს სხვა , მორიგი “კონტაქტის” დროს.

ამ იმედით გადის ბევრი დრო ბევრ ადამიანებთან ერთად… ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა უკვე აღარსად გეჩქარება, როცა შესანისნავად იცი რა სურნელი ტრიალებს ადამიანების ფეხებს შორის– აუცილებლად შეხვდები ადამიანს, რომელთან ერთადაც  გადაიღებ ნაოცნებარ ფილმს  – სცენარის მიხედვით, ფინალურ სცენას ჰეფი ენდით და სწორი მიმართულებით დაამთავრებ და ნაორგაზმარი ღიმილით, აუჩქარებლად დაუკოცნი სახეს.

მერე უკვე ამ კონტაქტების რაოდენობის ნაცვლად, მათ გამყარება შენარჩუნებაზე იწყებ ზრუნვას და თუ კარგი ფილმი გამოგივიდა, შეიძლება გაგიმართლოს და მრავალსერიანი ფილმის პერსპექტივაც გაგეჩითოს.

მე დღეს ისევ ხაზზე ვარ, ოღონდ უკვე სერიალს ვიღებ– არის კონტაქტი. ;)

Xიომა ;)

სექსუალური გადახრები, პარაფილია

გუშინ ღამე შემომათენდა, კლიპს ვეძებდი და დასერჩვის შედეგად პარაფილიები გამოიტანა, წაკითხვა გადავწყვიტე,  გადახრების რაოდენობითა და განსხვავებულობით დავინტერესდი, ჩამონათვალიდან სულ რაღაც 3 ან 4 ვიცოდი. თურმე რამდენი პარაფილია არსებობს. ჩემთვის ჯერაც გაუგებარია როგორ შეიძლება მიცვალებულზე აგიდგეს, მანქანა გიყვარდეს როგორც სექუალური პარტნიორი, კორსეტის მჭიდროდ მოჭერის დროს ორგაზმს განიცდიდე ან ის ადამიანი რომელიც  სექსუალურ აღზნებას აღწევს იმის წარმოდგენით თუ როგორ ჭამენ… გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეზიარებინა ამ პარაფილიების ჩამონათვალი, თითი გააყოლეთ და წაიკითხეთ. კომენტარად შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი პარაფილიის სახელი :)

ვაი მე ხე :დ

  • აბასიოფილია არის ფსიქოსექსუალური მიზიდულობა მოძრაობაშეზღუდული ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით ვინც იყენებს ორთოპედიულ ხელსაწყოებს: ხელ-ჯოხებს, გიფსის სახვევებს, ინვალიდის ეტლს. ტერმინი პირველად გამოიყენა ჯონ მანიმ 1990 წელს თავის ნაშრომში პარაფილიების შესახებ.
  • აგალმატოფილია არის სექსუალური მიზიდულობა ქანდაკების, თოჯინის, მანეკენის, ან სხვა ფიგურული ფორმის ობიექტის მიმართ. მიზიდულობა შეიძლება მოიცავდეს სექსუალური კონტაქტის სურვილს ობიექტთან, ან ფანტაზიას ჰქონდეს სექსუალური (ან არასექსუალური) შეჯახება გაცოცხლებულ ან უსულო სასურველ ობიექტთან. ფანტაზიაში ასევე შედის თვით ობიექტებს შორის სექსუალური აქტის ყურება, ან სექსუალური კმაყოფილების მიღწევა ფიქრებით, რომ იყო გარდაქმნილი ან სხვა გარდაქმნა სასურველ ობიექტად.
  • ასფიქსიოფილია იგივე ავტოასფიქსიოფილია, ან სექსუალური ასფიქსია არის პარაფილია, სადაც ადამიანი განზრახ უკეტავს ტვინს ჟანგბადის მიწოდებას, სექსუალური გრძნობის გასამძაფრებლად. ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანს. აშშ-ში ყოველდღიურად 200-დან 1000-მდე მსგავსი სახის მკვლელობა ფიქსირდება.
  • დაკრიფილია რომლის დროსაც ადამიანი სექსუალურ აღგზნებას განიცდის ცრემლების ან ტირილის დანახვისას. როგორც წესი, დაკრიფილია მამაკაცებთან ასოცირდება.
  • დენდროფილია არის პარაფილია, სადაც ადამიანი სექსუალურ ლტოლვას განიცდის ხეების მიმართ. ეს შეიძლება მოიცავდეს სექსუალურ კონტაქტს, ან თაყვანისცემას როგორც ფალოსის სიმბოლოს, ან/და ორივეს ერთად.
  • დიპოლდიზმი რომელიც ვლინდება ბავშვების გატყეპვით ან სხვაგვარი სხეულის დაზიანებით მიღებულ სექსუალურ აღგზნებაში. დაავადების სახელწოდება მომდინარეობს, გერმანელი სკოლის მასწავლებლის, ანდრეას დიპოლდის სახელიდან, რომელიც იმავდროულად სადისტი იყო და 1903 წელს, თავისი მოსწავლე — ჰაინც კოხი სიკვდილამდე სცემა.
  • ემეტოფილია არის სექსუალური ფეტიშიზმი, როდესაც ადამიანი აღიგზნება პირღებინებისას ან სხვათა პირღებინების დაკვირვებისას. ამ აქტის გახორციელებას პარტნიორებს შორის, რაც გამოიხატება ერთმანეთზე პირის ღებინებით, ეწოდება რომაული წვიმა (სახელი მოდის რომაულ ლხინზე ხშირი პირღებინების შედეგად).
  • ვოროფილია არის სექსუალური ფეტიშიზმი და პარაფილია, რომლის დროსაც ადამიანი სექსუალურ აღზნებას აღწევს იმის წარმოდგენით, რომ მას შეჭამენ, იგი შეჭამს ვინმეს, ან ამ პროცესის თვითმხილველი გახდება.
  • თაითლესინგი არის მჭიდროდ მოჭერილი კორსეტის ტარება, რომ მიაღწიონ ტანის უკიდურეს ცვლილებებს და გამოცადონ რაც შეიძლება ვიწრო კორსეტი. თაითლისერებს, ვინც ატარებენ მჭიდრო კორსეტს, სიამოვნებთ ვიწრო კორსეტის შეგრძნება და ყოველ მცდელობაზე ცდილობენ უფრო მჭიდროდ შეიკრან იგი.

  • კოპროფილია არის პარაფილია, სადაც ადამიანს ფეკალები სექსუაურად აღაგზნებს.
  • ოლფაქტოფილია რომლის დროსაც ადამიანები განიცდიან სექსუალურ ლტოლვას ან/და სექსულაურ აღგზნებას სუნისა თუ სურნელის მიმართ, რომელსაც მეორე ადამიანის სხეული გამოყოფს, განსაკუთრებით ინტიმურ ადგილებიდან.


  • პარაფილური ინფანტილიზმი სექსუალურ აღგზნებას განიცდის მაშინ, როდესაც ბავშვის საფენები აცვია და ბავშვივით ან ჩვილივით ეპყრობიან. ადამიანს, რომელსაც ბავშვის როლი სექსუალურად აღაგზნებს.


  • სალიროფილია არის პარაფილია, სადაც ადამიანი სექსუალურ სიამოვნებას იღებს, როდესაც თვითნებურად უჭუჭყიანებს ან უთელავს, როგორც წესი მიმზიდველ ადამიანს რამე საგანს. ეს შეიძლება იყოს მათი ტანსაცმელის დაგლეჯვა, მათი ტალახში ამოსვრა, ან მათი თმის ან გრიმის არევდარევა. ეს ფეტიშიზმი არ მოიცავს ადამიანის დასახიჩრებას, მარტო მათი გარეგნობის.


  • ტერატოფილია არის სექსუალური მიზიდულობა „დეფორმირებულ“ ან „საშინელ“ ადამიანების მიმართ. ტერატოფილი არის ადამიანი, ვისაც მსგავსი ხალხი იზიდავს. ტერატოფილია განეკუთნება პარაფილიებს.


  • ჰიბრისტოფილია არის პარაფილია, სადაც ადამიანი სექსუალურად იგზნება, ან იზიდავს ხალხი, ვინც არღვევს კანონს ან ჩადის საშინელ დანაშაულს. ეს ფენომენი ასევე ცნობილია ბონი და კლაიდის სინდრომით.

პრობლემა, რომელიც დღეს ყველას ეხება, მათ შორის შენც!

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, იგივე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები აერთიანებს დაავადებათა ძალიან დიდ ჯგუფს, რომლის გამომწვევი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა მხოლოდ ან უპირატესად სქესობრივი კონტაქტით.

მსოფლიოში ყოველწლიურად სგგი-ით (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები) დასნებოვნების 350 მილიონი ახალი შემთხვევაა. მატულობს ინფიცირებული მოზარდების და ახალგაზრდების რიცხვი.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიხშირის მნიშვნელოვანი მატება დაკავშირებულია შემდეგ ფაქტორებთან:

● სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყება
● სქესობრივი პარტნიორების ხშირი გამოცვლა
● პრეზერვატივის გამოყენებაზე უარის თქმა
● თვითმკურნალობა
● არასაკმარისი ინფორმაცია

ყველაზე გავრცელებული სგგი:

● ადამიანის პაპილომავირუსი
● სიფილისი
● გონორეა
● ტრიქომონიაზი
● მიკოპლაზმოზი
● ქლამიდიოზი
● ჰერპესვირუსი
● აივ/შიდსი
● B/C ჰეპატიტი
● სოკოვანი ინფექცია
● ტომეგალოვირუსი
● ბოქვენის ტილი

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იწვევს:

● საშარდე და სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს
● ქალისა და მამაკაცის უშვილობას
● ორსულობის შეწყვეტას ადრეულ ვადებზე, ნაადრევ მშობიარობას, მკვდრადშობადობას
● ახალშობილის სხვადასხვა პათოლოგიას-სიმახინჯეებს, გონებრივ ჩამორჩენილობას
● სასქესო ორგანოების სიმსივნეებს (კიბო)
● ღვიძლის დაზიანებას
● სახსრებისა და თვალების ლორწოვანის დაავადებებს
● სქესობრივ დისჰარმონიას

როგორ იშიფრება აივ/შიდსი?
აივ-ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსია, შიდსი-შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

როგორია მსოფლიო სტატისტიკა?
მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანია აივ ინფიცირებული, დაიღუპა მოსახლეობის 25 მილიონზე მეტი.

რა ხდება საქართველოში?
საქართველოში რეგისტრირებულია 1850 ადამიანი, მათ შორის 1381-მამაკაცია, 459-ქალი. ნახევარზე მეტი ინტრავენური ნარკომანია. შიდსი განუვითარდა 968 პაციენტს, გარდაიცვალა -405.

რა გზით გადაეცემა ?
ყველა სახის სქესობრივი კონტაქტებით, ინფიცირებული სისხლით (სისხლის გადასხმა, დაბინძურებული შპრიცების, სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება, მანიკური, პირსინგი, ტატუირება); ინფიცირებული დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის, ძუძუთი კვების დროს.

რა გზით არ გადაეცემა აივ/შიდსი?
● კოცნით, დაცემინებით, დახველებით
● საერთო ჭურჭლის, აბაზანის, აუზის სარგებლობით
● ხელის ჩამორთმევით, მოხვევით
● საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად ყოფნით
● მწერის და ცხოველის ნაკბენით

როგორ დავიცვათ თავი აივ/შიდსისგან?
● არ გამოიყენოთ ნარკოტიკები!
● თავი შეიკავეთ შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან, უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ პრეზერვატივი!
● იყოლიეთ ერთი სქესობრივი პარტნიორი!
● არ ისარგებლოთ სხვისი ნახმარი შპრიცით, კბილის ჯაგრისით, საპარსით!
● სტომატოლოგთან ვიზიტის, მანიკურის/პეძიკურის გაკეთების დროს დარწმუნდით ინსრუმენტების სტერილობაში!

რა ნიშნები ახასიათებს დაავადებას?
● უმიზეზო ცხელება
● ძლიერი საერთო სისუსტე
● ლიმფური კვანდების გადიდება
● წონის მნიშვნელოვანი კლება მოკლე პერიოდში
● ჭარბი ოფლიანობა
● ფაღარათი (კუჭის აშლილობა)
● წყლულები, გამონაყარი კანზე და ლორწოვანზე
● გახანგრძლივებული ფილტვების ანთება და ხველა…

ვის ემუქრება ყველაზე მეტად?
● ნარკომანებს
● ჰომოსექსუალებს
● მეძავებს
● მრავალი სქესობრივი პარტნიორის მყოლ პირებს
● მოგზაურობაში მყოფ ადამიანებს
● სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით ინფიცირებულებს

ინფორმაცია დაკოპირებული არაა

ორი სამყარო IV


ორი სამყარო (ნაწილი I)
ორი სამყარო (ნაწილი II)
ორი სამყარო (ნაწილი III)

***
ისევ დაღამდა და ფიქრებში გაიცრიცება, შობს დღეს და ისევ შენ… აღმოვაჩინე, ქარი წარმდგარა, ძინავს, მაგრამ სულში ქარშხალი ისევ ჩამდგარა… ლეწს… ლეწს ყველაფერს, რაც კი შექმნილა ჩემში… მხოლოდ, ვერ წაგშალა გულის ფიცრიდან შენ…
და მივმართე ადამიანურ ფილოსოფიას… ვიწყებ….
თუ ვინმეს აქვს ცხოვრების სხივი, ჩემთვის ხარ შენ!
ის მათბობს და უკუნს ხევს.
შუქი ჩაქრა, მე კი არ ვნებდები, მთვარის შუქზე ჩანს კონტური ფიქრის, ხელი ჩაგკიდე შენ!
… გამიკვალავ ბნელს.
მეღიმება, მინდა გიყიდო ფაჩუჩები, ჩაგაცვა ფეხზე, რომელიც შემოდგი ჩემს სამყაროში როდესაც, მალულად გადასწიე ვარდების ფარდა და იმ წამიდან შენი გახდა ჩემი სამყარო! იცოდი ეს?
კითხვა ხმამაღლა გამომივიდა, მესმის დედის ხმა:
- ,,რა?”
თავს ვიკატუნებ, ვითომ ვბოდავ, რა მენაღვლება? შენს სახელს მუდამ ვიბოდებ და ახლაც…
მე მსიამოვნებს, შენ?

.

,,რა აჩხუბებს ამ ხალხს?” – მაფხიზლებს ხმაური, უსიამოვნოდ ვიხედები გარეთ – ,,რა ხდება?”
მხოლოდ ფრიალებს მატერია, თეთრი, სპეტაკი და ამ სიტყვაზე გიბრუნდები ისევ შენ – რომელსაც გაჩუქე ცა, გაჩუქე მთვარე და სევდის ფარდა…
მელნის ტბა, რომლის ფერიც თვალებს მოვპარე და რომლის ფსკერიც შენი სახე გახდა…
,,ეს ვარდი ჩემია?” აციმციმებულ თვალებს დასტყობია ნატვრის კოცნა…
და გეფერები,,
,,მე შენ გაჩუქე ჩემი სამყარო ამ ვარდიანად.
რა, არ იცოდი?”
აქ ყვავილები შენს წინაშე იდრეკენ ნაზად ფერად ქოჩორს…
ღამის ჰანგები დადუნებენ შენთვის და ნატრობ:
,,არასდროს, არასდროს მორჩეს!”
…ოცნება გაქრა…
- ,,ისევ გღვიძავს? – მეკითხება.
- ,,სამეცადინო დამრჩა” – ვიტყუები და მიხარია, პატარა ბავშვს რომ უხარია სიმართლის მალვა…
,,ნუ მართმევ ფიქრებს, ოცნებებში დავბორიალობ” – ვამბობ გულში…
- ,,რას დაბორიალობ?” – იმეორებს იგივე სიტყვებს… იძინებს… და მე ისევ შენი ვარ, სწევ ფარდას, ხელს მკიდებ, ორივენი შევდივართ… ჩვენს სამყაროში…
დათბა…

***
- მე ის მიყვარდა ,,მო” … ახლა, როდესაც წარსულს ჩაბარდა… ის ჩემთვის მაინც აწმყოა… და მაშინ იქნება წარსული, როდესაც მას დავივიწყებ… იმდენად ძვირფასია ეს ყველაფერი… იყო დრო, როდესაც ყველაფრის დავიწყებას ვცდილობდი… ახლა კი ღიმილია… სითბოა, რომელიც წარსულიდან გადმომყვა… ,,მო”, შენ ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი… შენ ეს ყველაფერი იცი… ვიცი, მაგრამ, ზოგჯერ ადამიანებს უყვართ საუბარი… მე კი შენთან საუბარი… მთელი ამ დროის მანძილზე, დავრწმუნდი იმაში, რომ მართალს ამბობენ, რომ მოპოვებაზე რთული შენარჩუნებაა… მაგრამ, ალბათ ეგეცაა, თუ სწორედ იმას მოვიპოვებთ, რაც ჩვენთვისაა, შემდეგ ყველაფერი იოლია… ,,მო” შენც ხომ იცი…
ალბათ… საყვარელ ნივთებს უფრო გულმოდგინედ უვლიან და უფრთხილდებიან, ვიდრე საყვარელ ადამიანებს… მეტიც, მათგანაც ითხოვენ საპასუხოდ… მე უკვე ვხვდები რომ ის, რასაც ვაკეთებ, უნდა მოდიოდეს გულიდან და უბრუნდებოდეს ჩემსავე გულს, არ მოვთხოვო ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ გავეცი… ხშირად გული გვწყდება, რადგან, როდესაც ადამიანი მისთვის დიდს და ძვირფასს გაიღებს, სანაცვლოს ითხოვს, რეალურად შეიძლება მიიღოს კიდეც, მაგრამ მას ასე არ ეჩვენებოდეს…
ეს ყველაფერი მესმის ,,მო”, ვცდილობ გავიზარდო… მაგრამ მე ხომ ეგოისტი ვარ, ცოტათი მაინც… იქნებ ეგოისტი კი არა, სითბოს მოყვარული… მინდა გამათბოს ცეცხლმა, რომელიც დავანთე…
ამ ბოლო დროს ვისწავლე, გავმიჯნო სურვილები და აუცილებლობები… ვისწავლე, რომ საჭიროა ყოველი წუთი და წამი, ყოველი სიტყვა და ენერგიის უკანასკნელი წვეთი მათ ვაჩუქო, ვინც ჩემთვის ძვირფასია… ვცდილობ… ბოლომდე…
,,მო”, დაკარგულს ვერ დააბრუნებ, რადგან უკვე დაკარულია, წარსულს ვერ დააბრუნებ, რადგან უკვე წარსულია, მაგრამ განმეორება შეიძლება ზუსტად იმდენჯერ, რამდენი წამიც მომავალს დარჩა…

***
მე დავამარცხებ დემონს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო გახდება…

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

ავტორი: თეო ჯინჯიხაძე

ორი სამყარო III

ორი სამყარო (ნაწილი I)

ორი სამყარო (ნაწილი II)

***
კოცონი ტკაცუნებს, ნაპერწკლებს ისვრის… თავს იკლავს რომ მეგობრები გაათბოს…
ფეხის ხმა გაისმა… სტუმარი ღვთისაა, ვერაფერს იტყვი…
- … შენ გეშინია მეგობრის შეძენა იმიტომ, რომ ბევრჯერ დაკარგე, და არ გინდა, იგივე განმეორდეს… გეშინია ტკივილის…
იმედგაცრუების… აღარ გაქვს ნდობა…
უსმენდა სტუმარს… და ფიქრობდა… დაუფიქრებლად არ უყვარდა პასუხის გაცემა, მართლაც რომ სჯობს იფიქრო და ისე თქვა, ვიდრე თქვა და ამაზე შემდეგ იფიქრო…
- ეს მოხდა, მეც ვიცი რომ შეიძლება კიდევ განმეორდეს ან არ განმეორდეს… მე ისიც ვიცი, რომ ყველას ერთი საზომით ვერ აზომავ და ერთ სასწორზე ვერ დააყენებ… უბრალოდ მე ვარ უფრო ფრთხილი, ვიდრე ვიყავი აქამდე… ან კი ვიყავი? ხშირად გვგონია, ყველაფერს ვაკონტროლებთ და ამ ფიქრებით ისე ვერთობით რომ მართლაც ვერთობით…საქმე ის კი არაა რამდენად ფრთხილი და დაკვირვებული იყავი.. საქმე ისაა, რამდენ ხანს იყავი… დროს სასრული არ გააჩნია… მუდმივად იქნება… მუდმივად იქნება წარსული და მომავალი… ის უსასრულოა და თავად უსასრულობის ისტორიაა დრო…
შენ შეგიძლია გახდე ჩემი თანამგზავრი, და დრო გვიჩვენებს რა იქნება შემდეგ…

***
ქალი და კაცი ერთმანეთს შეხვდნენ… კაცმა ხელი გადაწია და ვარდი მოწყვიტა… მიართვა… ქალმა მორცხვად დახარა თავი და გამოართვა…. შენიშნა, სისხლის წვეთები ძირს ეცემოდა… რომელიც კაცს სდიოდია ხელიდან… დაიხარა, სათითაოდ აკრიფა და გულზე მიიბნია… ხელი ვარდის ფურცლებით გადაუხვია… ამას რომ აკეთებდა, შენიშნა, ლურჯი წვეთები ძირს ეცემოდა… ის კაცის გულიდან წამოსული ცრემლები იყო… ხელი შეუშვირა და თმებში შეიპკურა…

ბილიკს გაუყვნენ… ვარდის ფურცლების ბილიკს, რომელიც ზეცაში ადიოდა… სულ მაღლა რომ ავიდნენ, ქვეყანას გადმოჰხედეს. ყველაფერი ხელსიგულივით ჩანდა. ჩიორა შვილს ეფერებოდა, ფოთლები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ… წყარო კენჭებზე ისწორებდა თმებს…
შენიშნეს, სარკმელთან პაწაწა იდგა და ხელს უქნევდათ…
მათ კოცნა გაუგზავნეს, რომელმაც ფრთები გამოისხა და სარკმელთან მიფრინდა… ფრთების ყოველ ფარფატზე ვარდისფერი ფიფქები ცვიოდა, კოცნა ჯერ მარჯვენა მხარზე დააჯდა… შემდეგ – მარცხენაზე… ისე, რომ პატარა ვარდისფერი შარავანდედით შეიმოსა… შემდეგ, თმებზე დაასკუპდა და სითბო, სიყვარული გადასცა მათგან…
კაცმა ღრუბელს უხმო, რომელიც შორიახლო დაფრინავდა… ორივენი ზედ გადასხდნენ… მაშინ კაცმა ინატრა დაღამდესო და დაღამდა…
ვარსკვლავების მატერიაში აღმოჩნდნენ.. კაცმა ვარსკვლავი ჩამოხსნა და ქალს თმებზე დააბნია… ქალმა გულზე მიადო თავი… ,,მიყვარხარო”… ,,მეცო”…
გულმა მელოდია ამოიკვნესა და მათ ცეკვა მოუნდათ… ფიქრები ერთმანეთს ემთხვეოდნენ და… აცეკვდნენ…
მან გრძნობდა აჩუქა, კაცმა გულის სიღრმეში შეინახა და თბილი ცეცხლი შეუნთო… გათბებაო… ხელზე ეამბორა… მაგრად მიიხუტა მკერდზე…
მაშინ ინატრა და ირგვლივ ქნარის ხმა გაისმა…. თბილმა და ნეტარმა გრძნობამ ვარდისფრად გაანათა… სახე გაუბრწყინდათ… მთვარეზე ჩამოსხდნენ…. დაიღლებოდიო, კაცმა…
მთვარემ გაიგო მათი გულების ფეთქვა და აროკდა… შეირხა.. რწევა დაიწყო რიტმში….
სიო სახეს ელამუნებოდა, მათ გულებში გადადიოდა და ერთმანეთის გრძნობებს მაჭანკლობდა…
გცივაო? – ჰკითხა კაცმა.
არაო, შენ მათბობო მიუგო და ეს ყოველივე უკლებლივ მიუტანა ნიავმა მის გულს…
უკან ვარდის ფურცლების გზით წაგიყვან… მხოლოდ თეთრ რაშზე ამხედრებულს… ეს რომ თქვა, მართლაც გამოჩნდა თეთრი მერანი….
მალე დავბრუნდებითო მთვარეს დაუბარეს და სახსოვრად თმის კულულები დაუტოვეს…

***
ნუ მეტყვი, როგორია სამყარო, კარგი თუ ცუდი… მკითხე, მე როგორ აღვიქვამ მას…

***
ხის ფოთლებიდან ჩიტების ხმა ისე ისმოდა, თითქოს თავად ფოთლები გალობდნენ, ნელი სიო თმებზე ეთამაშებოდა, ბალახებს ჩახუტებული მაინც ვერ იცილებდა აბეზარ აზრებს… ,,მო” მოლზე ნებივრობდა…
- ,,მო”, შენ ფიქრობ რომ ეს დასაწყისი უკვე ნიშნავს დასასრულს? ძნელია წერტილის დასმა, მელანი გათხელებულა… მე დიდი ცინიკოსი ვარ, მაგრამ… ვიცი, რომ ცხოვრება იმ მასწავლებელს ჰგავს, ურჩ ბავშვს რომ სჯის… მე არ მეშინია მისი სასჯელის, მე მეშინია დანაშაულის… ახლა, როგორც არასდროს, იმდენი დრო მაქვს ფიქრისთვის, მაგრამ რა აზრი აქვს მას თუ შემდეგ დავივიწყებ? ჭეშმარიტი აზრი სინამდვილის სწორი აღქმაა, და რადგან ხშირად გავურბივართ რეალობას, ჩვენივე აზრები გვღუპავენ ჩვენ… წინ მთელი ცხოვრება მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რამხელაა ის… მართლაც და, მე ვიკითხავდი, ვინ განსაზღვრა ავ-კარგი, სწორ-მართალი, მაგრამ მე ვცხოვრობ ქრისტეს შობიდან… და ეს თარიღი უკვე პასუხია… უფალმა მოგვცა ის სანიშნები, რომლებიც გზას გვიჩვენებს….
არ ვიცი ,,მო”… ვხვდები, რომ ვჭირდები, მე იმის მიცემა შემიძლია მისთვის, რაც აკლია… და სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა…
არც ჩემთვის…

***
ფიქრებს ვერ გავექეცი…
არა ვარ ერთი! შენ ჩემში ხარ… ჩემი ტკივილი და მონატრება!

***
,,რატომ?” – ამოიკვნესა დაღვრემილმა…
- მეტირება… სიკვდილი მინდა… მოვკვდები…
- მეორედ არ თქვა… – აღელდა…
- მაპატიე, მაგრამ ასეა… შენ ბევრს ნიშნავ ჩემთვის… ძალიან ბევრს… შენ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა… მაგრამ, მე მეტი აღარ შემიძლია… დავიღალე…
- შენ ძლიერი ხარ და მეორედ ეგ არ გამაგონო, გახსოვს რა გითხარი? გახსოვს? – ,,სხვა კუთხით შეხედე ამ ყველაფერს ოუვენ”.
- ეს ჩემი საყვარელი სიტყვებია…
- არ ვიცი… როდემდე გავუძლო? პრობლემები იმატებს მხოლოდ…
ვეღარ ვერევი…. კედელი დაბალია და მათი სიმაღლე აჭარბებს… გადამთელავს… წავიშლები… აღარ დავრჩები… – ამოიქვითინა, მტკივანი ხელი ცრემლმა დაალბო…
- მოდი ჩემთან! მოდი! ნუ გეშინია, მე აქ ვარ… არ მიგატოვებ, ერთად შევებრძოლებით, შენ მხოლოდ მითხარი – გულზე მარწუხმა მოუჭირა…
- ისედაც ბევრი შევაწუხე… ალბათ ჯობდა არ გავჩენილიყავი…
საერთოდ! დაისვენებდით…
გაიქცა…
დიდხანს ეძება…
იმედი ჰქონდა, დაბრუნდებოდა…
- მოხვედი? – იკითხა გახარებულმა.
- მოვედი – უპასუხა მონატრებით გათანგულმა … – მომენატრე…
დაღლამდე…
- რა გატირებს სულელო? – ჩაიღიმა სევდიანად და ლურჯი, ლურჯი თვალები შეანათა…
- ის, რომ ასეთი კარგი მყავხარ… ხომ არ დაგღალე? – იკითხა სევდიანად, შიშნარევი ხმით…
- არასოდეს! და შენ კიდევ მიმატოვებ?
- არასოდეს!

ის მართლაც დაბრუნდა… მაგრამ არა დიდი ხნით….
მეგობარი…

- გახსოვს ,,მო”? სწორედ ამიტომ მეშინოდა და ახლაც მეშინია… ყველა ისტორია რაღაცით ჰგავს ერთმანეთს… იმიტომ, რომ თავად ადამიანები ქმნიან ისტორიებს… ჩვენი მსგავსება ჩვენივე ბუნებიდან და ჩვენს მიერ დაწესებული ჩარჩოებიდან მოდის…
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული… არაფერია მარადიული, თავად მარადისობის და სიყვარულის გარდა…
სიყვარული კი ღმერთია…

გაგრძელდება ხვალ…

ორი სამყარო II

<<< დ ა ს ა წ ყ ი ს ი

***
ისევ შფოთვამ შეიპყრო…
- შენ ალბათ ძალიან დაგღალე ,,მო”…
ადამიანები ბევრს ფიქრობენ საკუთარ თავზე და ცოტას – სხვებზე… თუ სხვაზეც ისევე იზრუნებ, როგორც საკუთარ თავზე, აღარ იქნებოდა ,,სხვები”, იქნებოდა – ,,ჩვენ”…
ხელი ფაფარზე გადაუსვა და კისერზე აკოცა…
ქვებზე ფლოქვების ხმა… ერთადერთია ახლა რაც მის ყურამდე აღწევს…

***
ერთი, ორი… ერთი, ორი… ფლოქვები ფილაქანზე დგაფუნებს… ბეწვი მზეზე ბზიალებს ლამაზი ქალის ლამაზი თმებივით…
ის ჩემში ძალას ხედავდა, ძალას, რომელიც ვინ იცის, მქონდა თუ მას სურდა რომ მქონოდა, სურვილები მოჩვენებებს იწვევენ ხშირად… და მათით შეპყრობილნი რეალობაში კი არა, ილუზიებში ვცხოვრობთ… მე არ ვიცი ამ ძალის არსებობის შესახებ, მართლაც ვფლობდი თუ არა მას, მაგრამ ფაქტია, როდესაც ადამიანი ირწმუნებს, თუ ვერ შეძლებს, ეჩვენება მაინც რომ შეძლო… მეც სწორედ ასე ვიყავი… ჩემი ძალაუფლებით გართული…

...


***
ცხენი გაჩერდა და ფიქრებიც გაწყდნენ სიჩუმის ხმაზე…
- ,,მო” რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? სად უნდა ვეძებო ჩემი წილი ბედნიერება? სიძლიერეა? სიყვარულია? მეგობრობაა? თავისუფლებაა? თუ რა? თუ ჩემი ტკივილები გაქრება, დემონს დავამარცხებ, ეს საკმარისია რომ ბედნიერი გახდე? თუ ამის შემდეგ საჭიროა მეტი? დავამარცხო და მოვიპოვო… ალბათ… მოვიპოვი ის,რაც ბედნიერს გამხდის… ყველას ხომ თავისი ბედნიერება აქვს, და მისკენ მიდის, ხანდახან ჰგონიათ, რომ ვერასოდეს იპოვიან მას…ხანდახან იმას ვეძებთ გარეთ, რაც უკვე ჩვენშია შიგნით… ხანდახან ვერ ვცნობთ მას, ხანდახან იმაზე მეტი წარმოგვიდგენია, ვიდრე არის… ხანდახან მოვუტყუვებივართ… მე ვყოფილვარ წამიერად ბედნიერიც და გაგრძელებულა რამდენიმე დღეც, კვირაც, თვეც… მაგრამ, იცი, ის, რაც მანამდეც მაწუხებდა, არ გამქრალა, ყველაფერი არსებობდა, უბრალოდ ბედნიერი ვიყავი და სხვა დანარჩენი თითქოს გამჭვირვალე ფიგურებად ეკიდნენ კლდის ნაპრალებზე… ისინი ჩემთვის არაფერს ნიშნავდნენ, მე უბრალოდ ბედნიერი ვიყავი…
ორი მეგობარი ნელ-ნელა იკარგებოდა სიბნელის მატერიაში… ღამდებოდა და შესაბამისად, აღარ იყო ნათელი…
იყო, მაგრამ არა მათთან…

***
არა, მე არა ვარ ანგელოზი, მაგრამ მე მინდა ფრთები…
მე არა ვარ ფრინველი, მაგრამე მე მინდა ფრენა…
მე არა ვარ ღირსი, მაგრამ მე მინდა შენთან…
გრძნობათ ჭიდილი, გულის ქვითინი, დარდის ღიღინი…
და რა სათუთი, ნაზი არის სხივი მის თვალში…
ვალში, ვერ ამოვალ მასთან… სახლში, მყუდროდ არის სახლში…
გული, თვალს კი მაინც რული… აღარ სტუმრობს… რული… სევდით სავსე ჭური. სადღაც ბღავის ფური…
თიხას გახეთქს, გამოჟონავს…
და მაინც გული, ცდილობს იყოს მასთან… ვინემ, ამოიღოს სული. ვერ ელევა, სურს მასთან… და იმ ფრთებსაც შეელევა… ფრენასაც… მაგრამ მას ვერა…
ამას ფიქრობს და მიიწევს უფსკრულისკენ ნელა….
ნელა!
მას სჭირდები! გეზი ცვალე! ესმის ხმები… ტირის მწარედ…
ირგვლივ ლურჯი ქაოსია, მაღლა ხედავს…
ილუზიებს უკავშირებს, ფიქრი იმედს ბედავს…
ამ ხილვების სასიკეთოდ, გულს გარჩევა ნებავს…
და ყინულის ცივ ნატეხებს სხივი მკაცრად ტეხავს…
ხედავს…..
მაღლა, ჭვარტლით დახატულა… თითქოს კვამლი გაბანტულა…
ხედავს, ვეფხვის ნაკვალევი მაღლა მიდის ცაში…
მაშინ…
როცა წეროს ორი შვილი გაქცევია… რაში, არ ჩანს
მაგრამ ორი სხვა პატარა წერო მიქრის მათკენ…
და აქ აზრი, იმდები გადრკნენ…
ცუდს უქადის ბედისწერა?
ფიქრობს
და სახეზე თეთრი ფერის აჩრდილები გაკრთნენ…
ნაფეხური თავადაა… წერო მისი ბედი… და შვილები პატარები, მისი ვნების გერბი…
ზოგი მაღლა, ზოგი დაბლა, მიისწრაფვის… ხედავს
და სიმხდალე მის სხეულში შემოჭვრეტას ბედავს…
დაინახა, ეს გზებია, მისი ბედის გზები… და არჩევა უკეთესის სულაც არ არს ძნელი…
მაგრამ, გრძნობას რაღა უყოს? დაუშინოს ქვები?
გულმა: ,,მეტი აღარ ძალმიძს, გამოისხი ფრთები!
შორით წადი, თუ რომ გინდა გადარჩენა ჩემი!”
სითბო იგრძნო… მკერდზე თურმე, დაუდვია ხელი…
სიო იყო საამური… უბერავდა ნელი…
აკვანს არწევს ფოთოლთცვენა…ფიქრის აკვანს…
ვმღერი…
,,მოდი ჩემთან!” – დაიკვნესა, და… გაშალა ფრთები…
მისი მზერა გულს განგმირავს, ამას გრძნობს და გარბის. უკან ხედვა აღარ ძალუძს, ეშინია დარდის…
მაგრამ მაინც: ,,შენთან მინდა!” – ისმის გულის კვნესა…
მაშინ, როცა ლურჯ ტაძარში, აღესრულა მესა…

განაგრძე კითხვა >>>

ორი სამყარო

ავტ:თეო ჯინჯიხაძე

უდაბნოში ქარავანი მიიზლაზნება, ვხედავ აქლემებს და ვხედავ ხალხს, ფეხით მიჰყვებიან მათ…
ერთი აქლემზე ზის, ცხოველის მოძრაობებს აყოლილი, მაგრამ მაინც ზანტი…
ქვიშა როგორც არასდროს, ისეთი ოქროსფერი და ცხელია…
აკიდებული ხურჯინები ზებრასავით დაზოლილან, ისმის ფრუტუნი და ველური წამოძახილები…
წინ მირაჟი, უკან – უდაბნო…
ირგვლივ უდაბნო და წინ-მირაჟი
ნაკვალევი ნელ-ნელა იშლება…
მაინც უკიდეგანო სიჩუმე, სიჩუმე და მოლოდინი…
არ ილევა გზა გრძელი, მზე – მწველი, სიცხე – აუტანელი, მტვერი ქვიშისა და ხმა სიჩუმისა…
ისევ ფრუტუნი და ველური წამოძახილები
მაინც უკიდეგანო სიჩუმე… და მოლოდინი…
ვხედავ, როგორ ორთქლდება ჰაერი… იკლაკნება… მათარაში უკანასკნელი წვეთი და აქლემის სუნი…
რას ნიშნავს ეს ხილვა…
ირგვლივ ისევ სიჩუმე და მოლოდინი…

...


***
თვალები რომ გაახილა, სულაც არ მოეჩვენა რომ მზე უცინოდა, ან ნიავი ეფერებოდა.
ქვიშით სავსე ქუთუთოები ეწოდა. ,,მეგობარო, წასვლის დროა” – გადახედა თავის მუსტანგს. ,,მო” – ასე ეძახდა მოფერებით. წინ დიდი გზა იყო, დროც ბევრი ჰქონდა, ასე რომ…

***
ლურჯი ფიქრებით დაისერა გრძნობები… ჩვენ ერთად… არა, არ ვიქნებით…
ლოდი დაგორდა, ახლაც მტკივა მხრები და ტირის… მხრები, როლითაც ჩემს გოლგოთაზე ავიტანე… და ის დაგორდა..
ჩემი ფიქრები ჩემს მუსტანგთან ერთად გარბოდა ..
და ამ რბოლაში გაიცვითა მათი სხეული…
გრძნეული…
მომდევს… შავი თმები დაჰყრია მხრებზე… ლოდს სულს უბერავს… ნაიარევი ატყვია ხელზე…
მე ის დავჭერი…

***
მთელი სხეულით ,,მოს” ზურგზე გადაწვა, ფიქრებს მოძრაობებს აყოლებდა… ხმა შემოესმათ… ის კლდის პატარა ნაპრალს შეზრდოდა, დაინახა თუ არა, ირონიულად გაუღიმა მათ…
ხანდახან მარტოობა გააგიჟებს ადამიანს… რეალობას მოცილებული, საკუთარ სამყაროს იქმნის, საგნებს ასულიერებს, თითქოს ის ღმერთია თავის სამყაროში… და არა – თავად იყოს სამყაროში, რომელიც ღმერთმა შექმნა…
- მე თქვენ გელოდით, თითქოს ათასი… წელი გავიდა… გზები იყრება და ერთდება, დედამიწა ბრუნავს და მრგვალია… შენი პრობლემა იცი რა არის? შენი პრობლემა შენი თავია… და თუ დამაბი, თვითონ მოდიხარ… ნაღველი მხოლოდ ბრძოლით გალიე… შენ ომს წააგებ…შენი ბრალია…
- შენ გრძნეული ხარ, წინ მეღობები… მივდივარ, ამბობ თითქოს ვბრუნდები… ომს ბრძოლები ქმნის, ბრძოლა ვალია…
შოლტმა ჰაერში გაიშხუილა… წივილი ზეცას და სისხლი მიწას მისწვდა ორივე! კამარა შეკრა ,,მომ”… მისი პატრონი და… მეგობარი, ის ხომ ქალია! ქერა თმა შუბლზე ჩამოწეწია, ლურჯ თვალებს – რისხვა, ის მხედარია და ის ქალია…
,,მე გაგიძღვები გიჟურ ბრძოლაში”…

***
ჩემი დემონი ისევ გაცოცხლდა…

განაგრძე კითხვა >>>