“პროფილისა” და “ნანუკას შოუს” პაექრობა სხვა გადაცემებმა ჩაანაცვლა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მეტოქეობას არ იმჩნევენ. სულ რამოდენიმე დღეა იმედის ეთერში ახალი გადაცემა დაიწყო სახელით “დღის შოუ”. დოდუშკა, ნანიკო და ია საზოგადო თემებზე საუბრობენ ყოველ დღე ახალი თემებით, მაგრამ იმედს პირველმა არხმა დაასწრო და იგივე სცენარისა და ფორმატის მქონე გადაცემა ერთი წლით ადრე გაუშვა სათაურით “სამოთხის ვაშლები”.
ტვიტერის არქივი
დღე I
katerina მგონია რიჩარდოს ვუყვარვარ…
richardo ვაი თუ არ მოვწონდე და ჩემი სიყვარული არაფრად ჩააგდოს
richardo რაც იქნება იქნება ხვალ სიყვარულში გამოვუტყდები
დღე II
@katerina გეხვეწები შემიბრალე, ხომ ხედავ, ვკვდები შენი სიყვარულით
@richardo ვაი თუ მე უარესად ვკვდებოდე შენის სიყვარულით
@katerina მე მუდამ მზათა ვარ შენი სურვილი ავასრულო
@katerina ჩემო მშვენიერო, როგორმე აივანზე დაწოლა მოახერხე.
@richardo თავს შემოგევლე, თუ-კი შენ გაბედავ ამ აივანზე ამოსვლას, ნუ გეშინიან, გავბედავ და დავწვები.
“კოცნით რომ გული იჯერეს, დაწვნენ, რამდენჯერმე ამღერეს ბულბული, მაგრამ იმდენჯერ მაინც არა , რამდენჯერაც ერთსაც და მეორესაც უნდოდა . ეს ჩიტი, სულის მოსათქმელად, სიმღერას სვენებ სვენებით ამბობდა. რამდენიც განაახლებდა სიმღერას, იმდენათ უფრო ტკბილი ხდებოდა ეს სიმღერა. ერთ-ერთი შესვენების დროს, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ჩვენს საყვარლებს, მოწყვეტილებს ზოგი დაღლილობისგან, ზოგიც სიცხისგან, გათენების ხანს ჩაეძინათ. ქალს მარჯვენა ხელი საყვარლისათვის ჰქონდა მოხვეული, ხოლო მარცხენაში ეჭირა ის, ის ჩიტი…”
ჯოვანი ბოკაჩომ ეს ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნეში დაწერა.
ეს არის ახლა…
სახელი: ტვიტერი
გვარი: მტვიტავი
დაბადების თარიღი: 09.07.2010
პირადი ნომერი: 00005
მისამართი: tweet.ge
“ის ჩიტი”, ტვიტერი იყო წინა ცხოვრებაში, რომელიც ბოკაჩომ თავისი ფანტაზიით აღწერა. სულ ახლახანს საქართველოში სტუმრად ჩამოფრენილა. თუ მოვუვლით და ვუერთგულებთ, აამღერებთ, თუნდაც სვენებ სვენებით, ხელში დაიჭერთ და არ გაუშვებთ, სამუდამოდ ჩვენს გვერდით იქნება.
“ზღვისიქეთიდან ამერიკელი ჩიტი მოიყვანეს და საოცარია, დარდით მწვანე გამხდარა… თავისუფალი და მწვანე ფერის!”. ამბობს ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ნაკლებათ ყოფილანო.
“ახლა მე ის მადარდებს,
ჩვენს ქალაქში რომ ბუდობს,
იმ ჩიტუნამ კვერცხები
აქ ვის უნდა ჩაუდოს?”
იყავი სტუმართ მოყვარე და ნუ გააფრენ უკან დარდისგან გამწვანებულ ჩიტს გაუკეთე ბუდე და ამღერე მუდამ. ის შენი მეგობრებს ბუდეებს მოივლის და შენს ნათქვამს ამცნობს
მას დროებით ორი ბუდე აუშენეს და აუცილებლად მოინახულე, სტუმრებს ელოდება. პირწიგნაკელთა სასტუმრო ტვიტერ-პალასი
9 ივლისს ეკონომიკის სამინისტროში www.tweet.ge-ის დახურული პრეზენტაცია გაიმართა. მოსაწვევები დაგვეგზავნა დაახლოებით ოცდაათიოდე ბლოგერს, სადაც მეც მოვხვდი.
მოსაწვევი
იმედია tweet.ge-ის საუკეთესო მხარეებს შემდეგში დავწერ. მანამდე კი ინფორმაციის ნახვა ამ ბმულით არის შესაძლებელი. პრეზენტაციის შემდეგ, ორიგინალური ჩანთებით საჩუქრები გადმოგვცა სინგულარ ჯგუფმა ჟურნალისტებს და ბლოგერებს, მაისური tweet.ge-ის წარწერით და QR კოდით, კალამი, სტიკერი და ბეჯი ჩვენი სახელით და გვარით.
გაზეთისგან გაკეთებული ორიგინალური ჩანთა
მოამბეში გაგვაშუქეს :დდდ
პრეზენტაციის დასასრულს, ჩვეულ, ბლოგერების საყვარელ ადგილას, ვერის ბაღში გადავინაცვლეთ, ლუდის და არაყის ზემოქმედების ქვეშ მყოფებმა, ვისაუბრეთ, ვიცინეთ და ნელ ნელა დავიშალეთ… დანარჩენი ემოციები და სახეები ფოტოებზე ნახეთ
დასასრული
მე და კნუტი
ნეტ გაზეთთან ინტერვიუ და ყვავას ხუბრობებზე გაბადრული სახეები
გინდა შენი ხმა მთელმა მსოფლიომ გაიგოს?
გსურს შეატყობინო მეგობრებს შენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ?
გინდა გაიგო სიახლე და ახალი ამბები ყველაზე სწრაფად, ან შენთვის სასურველ ინფორმაციას თვალი ადევნო?
თუ ზევით დასმულმა შეკითხვამ დაგაინტერესა სოციალური ქსელი-ტვიტერი შენთვის არის შექმნილი.
ტვიტერს 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს:
● უძრავი ქონების აგენტები
● ბლოგერები (@problogger)
● მსახიობები (@aplusk)
● მუსიკოსები (@ladygaga)
● ჟურნალისტები (@nytimes)
● პოლიტიკოსები (@barackobama)
● წიგნის ავტორები (@paulocoelho)
● სულიერი წინამძღვრები (@dalailama)
სხვა პოპულარული ადამიანების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულის საშუალებით
რა არის ტვიტერი? ტვიტერი გაძლევს მინი ბლოგინგის საშუალებას, იგი დაგეხმარება ინფორმაციის სწრაფად გავრცელებასა და მიღებაში. გარდა იმისა, რომ ტვიტერი ინფორმაციის საბადოა ძალიან აახლოებს ერთმანეთთან მის მომხმარებლებს.
ტვიტერს სხვა ქსელებისგან განსხვავებით უამრავი უპირატესობა აქვს:
● ღია ქსელი და უამრავი მიმდევარი
● ლაკონური-140 სიმბოლო
● ინფორმაციის სწრაფად გავრცელება RT, #, @ სიმბოლოების საშუალებით
● მარტივი, მაგრამ უამრავი შესაძლებლობების მქონე
● სტატუსების განახლება ყველა სოციალურ ვებ-გვერდზე
facebook-ს რომ შევადაროთ, მისი პროფილი ლიმიტირებულია 5 000 მეგობარზე, ასევე არაპროფესიონალურია და არ აკონტროლებს ადმინი, არის მრავალი ცრუ პროფილი ცნობილი ადამიანების!
twitter კი ულიმიტოა, მეგობრების დამატება უსასრულოდ შეგიძლია და ბევრად უფრო სწრაფ კომუნიკაციას გვთავაზობს! ასევე ხდება კონტროლი პოპულარული ხალხისა. შემოწმებულ პროფილს კი ეს წარწერა ახლავს (verified account) , რაც ადასტურებს ცნობილი ადამიანის პროფილის რეალურობას, სადაც თვითონვე ტვიტავს სიახლეებს.
ტვიტერზე რეგისტრაცია მარტივია, დააჭირეთ ამ ბმულს და შემოგვიერთდით! დაიმატეთ მეგობრები (Follow-ს საშუალებით) და ადევნეთ თვალი საინტერესო ადამიანებს!
tweet.ge
თუ ტვიტერზე დარეგისტრირდი მაშინ ეს სერვისი შენთვის შეიქმნა! საქართველოში singular ჯგუფმა ძალზედ საჭირო და ჩემთვის მოსახერხებელი, ტვიტერთან დასაკავშირებელი მობილური სერვისი შექმნა. www.tweet.ge ეს არის უფასო მობილური სერვისი, რომლის მეშვეობითაც ტვიტერის სტატუსების განახლება SMS-ის საშუალებით შეგიძლია. www.tweet.ge-ის მობილური სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელი მაშინ არის, როდესაც დასასვენებლად ხარ, კომპიუტერი თან, ან საერთოდ არ გაქვს… აქციაზე იმყოფები და ინფორმაციის გავრცელება გესაჭიროება, რომლის წვდომა სხვას არ აქვს, ამიტომ შემოუერთდი ახალ, კომფორტულ და უფასო სერვისს. ასევე შენ გეძლევა შანსი www.tweet.ge ის საშუალებით ერთდროულად განაახლო სტატუსები სხვა სერვერებზე მაგალითად: facebook, myspace, skype, blog/website…
ამ ფუნქციების შესასრულებლად ორი უმარტივესი ნაბიჯი უნდა გაიარო:
1. მიაბი მობილურის ნომერი შენი ტვიტერის ანგარიშსს (აქედან დააჭირე www.tweet.ge)
2. გააგზავნე SMS შეტყობინებაის ტექსტი ნომერზე 897 89 89 89
ამის შემდეგ შენი გაგზავნილი შეტყობინება, რომელიც ინგლისური ასოებით დაწერე რამოდენიმე წამში შენს ტვიტერზე (ასევე თუ მიაბამ სხვა ქსელებს, ყველგან განახლდება) შეტყობინება ქართულ ენაზე გამოქვეყნდება!
თუ გსურს, რომ ინგლისურ ენაზე განთავსდეს შენს მიერ გაგზავნილი SMS წინ მიუწერე E!, თუ ტექსტის ნაწილი გსურთ ინგლისურად, მაშინ სასურველი მონაკვეთი ჩასვი მეტობის და ნაკლებობის სიმბოლოებში
ado doodlez რომელიც ფრენდებში გიმატებთ ნამდვილად მე ვარ. აქ ნუ მეკითხებით ფეიქია თუ არა, იმიტომ რომ პასუხს ვერ გწერთ. 2 months ago
თქვენ დაიბლოკეთ 3 დღით. ამ შეტყობინების წაკითხვით რომ დაიწყებ დღეს.
გივი ავალიანო მოგხედავ მე შენ, აღმიდგეს პიემების მიმოწერა და დანარჩენები 2 months ago
მოგესალმები, ♥ შენ იმყოფები ჩემს ბლოგზე, მე ადო ვარ!
რატომ ადო და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.