Tag Archives: სურათი

პოსტი და ორგაზმი შენზე…

მეძინა?

არა, არ მძინებია, ყოველთვის დილამდე შემოვრჩები კომპიუტერთან და დროის გასაყვანად როგორც წესი სტატიებს ვკითხულობ. ისეთი ბედნიერი ვარ ახლა… გადავწყვიტე იმ ემოციებზე დავწერო, რაც დღეს ვიგრძენი შენს მიმართ.

ეს სტატუსი, სულ ახლახანს, ფეისბუქზე დავდე...

შენ ჩემი ფეისბუქელი ფრენდი ხარ, შენ ჩემი ბლოგის მკითხველი ხარ. ახლა კითხულობ ამას და გგონია შენს პროფილზე არც არასდროს შემოვსულვარ, არ მაინტერესებ. ჰმ… არადა სულ ტყუილად ფიქრობ მასე. არა, არა ერთხელ ნამდვილად მიხვდებოდი, ფოტო დაგილაიქე. შენი პროფილის თვარიელება მსიამოვნებს!  ვერც წარმოიდგენ, რაც მეგობრებში დამამატე ყოველდღე რომ გათვალიერებ. შენ ჩემი ასაკის არ ხარ. ვიცი, ამ პოსტს წაიკითხავ და მინდა იცოდე ახლა უკვე ჩემი ქრაში რომ ხარ, მუზა… ჰო, პოსტებიც შენზე იქნება. რამოდენიმე.  განა წეღან არ ვთქვი შენს პროფილზე ბოდიალი მსიამოვნებს მეთქი?! ისეთს არაფერს, მნიშვნელოვანს არ წერ, მაგრამ…

ამ ორი საათის განმავლობაში დაახლოებით ოცდაათჯერ მომიწია  Older Posts-ზე დაჭერა. შენს ცხოვრებას ვეცნობი, ბევრ სისულელესაც გადავაწყდი, მიხარიხარ …

ყველას სძინავს… მინდება ფანტაზია რეალობად ვაქციო და შენს ფოტოებს ვათვალიერებ… ასეთი თბილი და სევდიანი თვალები, არასდროს მინახავს აქამდე…  ერთ-ერთ ფოტოზე შევჩერდი … მუსიკა ჩავრთე…  შენს ფოტოს ისევ ვაკვირდები და მიჩნდება შენთან ერთად ყოფნის სურვილი… თვალებზე ხელი ავიფარე, მაგრამ ნებისყოფის უქონლობა მძლევს, მგონია აქ ხარ, მიყურებ, ვცდილობ არ გაგრძნობინო ჩემი ცქერა… თმაზე ხელი გადავიტარე, კისერს ჩამოვაყოლე და ვცილობ შეგიგრძნო. შენ სუნს ვგრძნობ, არ ვიცი როგორი სუნი გაქვს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ხდება თანდათან. ყველაზე მეტად ადამიანის სუნი რომ  აღმაგზნებს იცოდი? ჰო, მე ოლფაქტოფილი ვარ.

თვალებს ვხუჭავ, ხელები მაისურისკენ მიმაქვს, მთელი ძალით ვჭმუჭნი, ლამის შემოვიგლიჯო, კბილებით ვგლეჯ… მუსიკას უფრო ხმამაღალზე ვრთავ და ხელი მკერდისკენ მიმაქვს. მთელი ძალით ვაწვები მკერდს, შენი სხეულის სიძლიერე მინდა შევიგრძნო, თუ როგორ ჩამეხუტებოდი. ჯინსის შარვლის ღილებს ვიხსნი და ხელს საცვალისკენ ვაცურებ… კისერი სკამის მისაყუდებელზე გადავკიდე, ერთი ხელით ჩემს კისერს ვეფერები (ფეთიში)  მეორე ხელით ვმასტურბირებ…

შენ ახლა ამ პოსტს კითხულობ, არ გგონია რომ ეს პოსტი შენზეა, იღიმი და ფიქრს ფიქრის საშუალებას არ აძლევ, მე კი გეუბნები, შენ ხარ, მართლა შენ ხარ! მე არ მოგწერ… თუ ოდესმე ერთმანეთს შევხვდით, არც მაშნ გეტყვი ვინ ხარ. მაგრამ ეს პოსტი მართლა შენ გეკუთვნის… დღეს ჩემი ქრაში გახდი… ეს პოსტი შენზეა და გაიღიმე, უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ არსებობ ♥

ახლა, მივდივარ დაქრაშული და შეკვეთილი სიზმარი უნდა ვნახო. შენმა ფოტოებმა სექსუალური ფანტაზიები გაამძლავრა ჩემში. სიზმარი შენზე იქნება, და ვერც წარმოიდგენ, რომ შენ შენ ხარ. სიზმარზე მერე მოგიყვები, როგორი იქნება.

მანამდე კი გეტყვი, რომ დღეს მე ფერი ვიცვალე, ბუნებასთან ერთად ვიცვალე ფერი. და ამ ფერიცვალობას გილოცავ.

დამრჩა ბავშვი მშიერი

დილიდან კომპიუტერს ვეჯექი და ფილმეებს ვუყურებდი, მართალია არ მიყვარს როცა მარტო ვუყურებ რამეს, მაგრამ ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული. მომბეზრდა ფილმების ყურება და სიგარეტის ჩაქრობის თანავე ახლის მოწევა. ამ დროს წერილი მივიღე ფეიფბუქზე “გამოდი, გამოეთრიე მოგვენატრე. ჩვენი სახლის გზა დაგავიწყდა?”, მეც მეტის თქმა აღარ მინდოდა, ერთი ხელით მაისურს ვიცვამდი მეორეთი კი შარვალს (სახლში ტრუსით დავტანტალებ, თუ არსად გავდივარ) ფეხსაცმელიც ვიპოვე, სათვალეც თმა გავისწორე და წავედი კიკვიძებთან ვაზისუბანში. კარების გაღების თანავე წივილი, კივილი და “ვინ ვის კოცნიდა” იყო. ნაყინი (საშინლად არ მიყვარს) ძალით და დაჟინებული “შეჭამეს” ძახილით მივირთვი. რა თქმა უნდა ვიქაჯეთ, ბევრი ადამიანი განვიხილეთ, თავისი ავით და კარგით (წავიჭორავეთ :დ) მობილური ვაჩხაკუნეთ და

მაროი

]გამოვუყევი სახლის გზას… ტრანსპორტში, როგორც ყოველთვის ფეხზე ვიდექი და თან ვფიქრობდი, ადგილი მაინც განთავისუფლებულიყო, თორემ ამდენი უაზრო თვალების ატანა (თმის გამო), რომლებიც შემომყურებდნენ აღარ შემეძლო. განთავისუფლდა და უკანა სავარძელზე ბედნიერი სახით მოვკალათდი, სამაგიეროდ მარჯვნიდან და მარცხნიდან “სასიამოვნო” სურნელით დავტკბი… ცოტახნის შემდეგ მეზობელმა მომაძახა შენი გადახდილიაო და ჩავიდა, გაოცებულმა მადლობა გადავუხადე, რადგან ამოსვლის დროს გამარჯობაც არ მითხრა, სახლს მივუახლოვდი, ჩავედი და დაბნეულმა გზის ფული მეორედ გადავიხადე. როცა ვიღაც გზის ფულს მიხდის, თითქმის ყოველთვის მავიწყდება და მეორედ ვიხდი. ამ ბოლო დროს სკლეროზი დამჩემდა. ვინმეს რაიმეს რომ დავპირდები ცოტახანში აღარ მახსოვს როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს. შეიძლება ორი დღის შემდეგ გამახსენდეს… სახლში ამოსვლის თანავე კომპიუტერს მივუჯექი, ნახევარი კილო “პეჩენია” დავიდგი ჩავრთე სკაიპი, დამატებულ მეგობრებს სიყვარულოვნა, სიხჩუნა, საკალელი, ბუსუნა, სიხჩო, დონე, სკაიპ მენ, სკაიპ ვუმენ, ნახალოვსკი, საბურთალოვსკი, სვით გერლ, ძერსკ ბოი და ამისთანები ამოვშალე… 500 “მეგობრიდან” 42 მეგობარი, ნათესავი და 4 “რა იცი რა ხდება” ადამიანი დავიტოვე… ყველას სახელი და გვარი მივაწერე, რომ ადვილად ვიცნო ვინ ვინაა. ყველა მოვიკითხე, წყევლის და გინების თავიდან ასარიდებლად, ბედნიერი დღე ვუსურვე და ბლოგზე გადმოვინაცვლე… ამასობაში ჩემი ძმიშვილისთვის გადანახული ნახევარი კილო “პეჩენია” შემომეჭამა, რომელიც ბავშვს დილით მაწონში აზელილი უნდა ეჭამა. ახლა კი წერა უნდა შევწყვიტო, დილით ადრე გავიღვიძო და მოვასწრო პეჩენიის ყიდვა, შეუმჩნებლად ადგილზე დაბრუუნება და ყოჩაღი და დილის ძილს გადაჩვეული ადოს ნიღბის მიწებება…

მიმიღეთ როგორიც ვარ!

დღეს, მე და ჩემმა სტილისტმა ჩემ თმაზე ექსპერიმენტები ჩავატარეთ. ყოველ თვე ახალ-ახალი თმის ტარება მიყვარს. როდესაც თმა კარგად მაქვს და მომწონს, განსაკუთრებით დილით როცა ვიღვიძებ, მთელი დღე კარგ ხასიათზე ვარ. არავის არ მოსწონს, ყველა შენიშვნას მაძლევს, მე კი ერთ ყურში შევუშვებ და მეორეში გამოვუშვებ, რაც მთავარია მე მომწონს, ასევე ის ადამიანი მიყვარს ვისაც მოეწონება და უაზრო რეპლიკას არ წამოისვრის. განსაკუთრებით ჩემი ძმის და რძლის აზრი და ტრადიციულობა მკიდია ერთ ადგილას. პირველად ტატუს გაკეთებას მოჰყვა ლაყბობა, შემდეგ ჩაცმულობას, ახლა კი თმას… ნელ-ნელა ოჯახი იმ აზრისკენ მიმყავს, რომ თავისუფალი ვარ და იმას გავაკეთებ, რაც მე მომესურვება. ასე რომ, ჩემს მიმართ კრიტიკულო, ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო, მეტი სითბო, ნაკლები კრიტიკა და ის როგორიც ვარ, რა აზრიც მაქვს ამ ცხოვრებაზე და ტრადიციებზე ისეთი მიმიღეთ, თუ არა, მაშინ ჩამცხეთ ურო, მეც დავისვენებ და თქვენც…

შანჰაი 1990-2010

მისტეპლერებულ მიჭიკარტებული შედევრები

უკომენტაროდ


Continue reading

2 თვე მახათით ხელში


ამდენი ხნის შემდეგ… ძლივს დავბრუნდი ბლოგზე. მთელი 2 თვე ერთიდაიმავე სურათს ვუყურებდი კომპიუტერში და ლამის ჩიჩქვნა დავუწყე მონიტორს როგორც ბავშვობაში ფურცელს ვჩიჩქნიდი თითით საშლელის გამოყენების ნაცვლად. ვისურვებდი რომ ეს სურათი აღარასდროს მენახოს თორემ კედლებზე ასვლაც ვისწავლე და მახათის გამოყენებაც. ორი თვის განმავლობაში იმდენჯერ მექავებოდა თითები რომ დამეწერა, მაგრამ ინტერნეტის არ ქონის გამო ზემოთ ხსენებულს ვიღებდი ხელში…