ეღირსა ამ პოსტს გამოქვეყნება და გადავწყვიტე რომ ტეგ თამაშად ვაქციო. პოსტის შინაარსი სათაურიდანვე მეტყველებს “შეგვახედე სახლში და გააღე გარდერობი“ დაგვათვალიერებინე შენი ბუნაგი და გამოალაგე ყველაფერი, გვაჩვენე, განგვიმარტე. აუცილებელი წესი: არ დაგავიწყდეს პოსტის დაწერის დროს მონიშნო ტეგ თამაშის იდეის ავტორი, ლინკში მიუთითეთ ეს პოსტი ^^
სახლში ყოფნაზე მეტად არაფერი არ მსიამოვნებს.
სიმყუდროვე…
სითბო…
ჩემი სამყარო მაქვს მოწყობილი, უმეტეს წილად. მხოლოდ სახლში ვგრძნობ კომფორტულად თავს, თუ alone ვარ განსაკუთრებული კომფორტი მაშინ მექმნება. შიშველი ტანტალი, სამზარეულოში ფოციალი საყვარელი ფილმები, მუსიკა, კომპიუტერის სასურველ ადგილას დადგმა, მოშვებული ონკანი, ყველა ოთახის დასაკუთრება, კედელზე ფეხების შეწყობა და წიგნის კითხვა, ეროტიული ფილმების ყურება, ყველა ოთახში საფერფლე, მეგობრების შეკრება, სასმელი და ა.შ უსასრულოდ ჩამოთვლა შემიძლია. მოკლედ ყოველთვის ასეთი თავისუფლება, საკუთარი სახლი მინდა…
ახლა კი დავჯერდები იმას რაც მაქვს და ასაე ძალიან მიყვარს. შევეცდები გაჩვენოთ როგორ გამოიყურება ჩემი ოთახი, გარდერობიც გავაღო და შეგაჭყიტოთ. ვცხოვრობ მრავალსართულიან სახლში (კორპუსი) მე-6 სართულზე

თუ ასეთი კარი დაინახოთ თბილისის რომელიმე კორპუსში, ჩემია!
ისარით მითითებული სეიფია, სადაც მამაჩემის საგანძური ყლეობები ინახება, დრელე, ჩაქუჩი, ლურსმნები, პლოცკოები და ატვორტკები

შემოსვლისთქანავე, ასეთი ბევრი ერთნაირი კარი დაგხვდებათ, იმედია ოთახის მდებარეობა არ შეგეშლებათ. ძალიან ადვილია, ჩემთან რომ მოხვალთ სტუმრად გასწავლით როგორ ამოიცნოთ ჩემი საძინებელი

მისაღები + ჩემი ოთახი
მისაღები ოთახი, სავარაუდოდ სადაც პირველად შემოხვალთ, მერე გადავინაცვლებთ ჩემს ოთახში. ოთახი სიდიდის გამო ფარდით არის გ აყოფილი, როცა გვინდა ვადიდებთ, უმრავლეს შემთხვევაში ასე გამოიყურება.

ლურჯი საწოლი ♥
ფერი ლურჯი რომ მიყვარს მოგეხსენებათ, ამიტომ საწოლიც შესაფერისი მაქვს. ზაფხულში ძილის დროს ეს ლურჯი გადასაფარებელი ქვედა ტანზე მაქვს შემოხვეული. ზამთარში, ლოგინში არ ვჩანვარ, თავზე ბალიში მაფარია და ბოლომდე ჩამძვრალი ვარ საბანში.

უკომენტაროდ
ადგილი სადაც უმეტეს დროს ვატარებ სახლში ყოფნის დროს, ადგილი საიდანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ და ძალიან საინტერესო საჭირო ინფორმაციას ვისრუტავ.

გარძერობბ
არ შეგეშინდეთ, ჩემს გარდა არავინ ეკარება ამ ადგილს, ამიტომ არის მოუწესრიგებელი, ძირითადად შეყრილი და ერთმანეთში არეული ტანსაცმელით.

ხედი ახლოდან
მხოლოს ერთი წითელი საცვალი ჩანს, მაგრამ ახლოს ვინც მიცნობს იცის რომ უამრავი წითელი საცვალი მაქვს და ყოველთვის წითელს ვიცვამ. სადღაც ქვევით ამ არეულობაში პატარა ყუთია რომელსაც მოგონებების ყუთი ჰქვია.

და აი ისიც
ვისაც რაიმე უჩუქებია, ფურცელიდან დაწყებული კორექტორით დამთავრებული და ეტევა, ყველაფერი ამ მოგონებების ყუთში იყრის თავს.

ეიფელის რაღაცები, მისალოცი ბარათები, ნახატები, მაღაზიის ჩეკი, ქვები, ფოთლები ხელსახოცი, სუვენირები, წერილები

საბანკო პროდუქტების რეკლამები, ბარათების პინ კოდები, დისკები

სასიყვარულო წერილები, სკოლიდან მოყოლებული დღემდე

ბეჯები, მოსაწვევები

ქეთი მერკვილაძის კალენდარი ავტოგრაფითურთ
რატომ ვინახავ ამ კალენდარს? ბავშვობას მახსენებს. მახსოვს კონცერტზე წამიყვანეს და იქ მაჩუქა, ძალიან მიხაროდა, ჩემზე ბედნიერი არავინ დაიარებოდა თბილისში

მმმმ
21 წლის კონიაკი, რომელიც ბებომ იყიდა და როცა დავოჯახდები მაშინ უნდა გაიხსნას… მეტი არაა ჩემი მტერი მე რომ დავოჯახდები, მიზეზი ამ პოსტში შეგიძლიათ ნახოთ.

პირადი ნივთები
პირადი ნივთები რომლითაც ყოველდღე ვმოძრაობ, ბარათები, სიგარეტი, საფულე. და 10 თეთრიანი, დიახ მეტი არ მომეპოვება ამჟამად…
და ბოლოს ასეთია ჩემი სახლის ფანჯრებიდან ხედი…
ბონუსად გიტოვებთ ჩემს საყვარელ საიტს სადაც ფოტოების გადაღებას შეძლებთ ვებ კამერით http://laphotocabine.com/. დაათვალიერე შარშანდელი ფოტოსესია

ტუჩები :დ (მეც ხომ უნდა მქონდეს ტუჩებ დაპრუწული ფოტო)
ვთაგავ ვისი სახლიც მაინტერესებს და რა ხდება მის გარედერობში, მაშ ასე კევანა, კნუტი, სიყვარულოვნა, ნინუცა
Like this:
22 bloggers like this post.