Tag Archives: უსაქმური

მგონი ჩემშია პრობლემა

აღარ მინდა აღარავისთან კონტაქტი! ერთ დროს რომ ყველაზე დიდ გასართობ საშუალებად ვირტუალურ კონტაქტს ვანიჭებდი უპირატესობას ყელში ამოვიდასავთ, თუ თანამოაზრე ვერ ვიპოვე, თუ იმდენად უაზრო ადამიანი ვარ რომ არავის ვაინტერესებ? ნეტა რატომ შემეცვალა ხასიათი? კომპიუტერთან ვეღარ ვჩერდები, თუ იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია ინტერნეტშიც ამოიწურა? ძალიან ბევრ ადამიანს უკვე ვეღარ ვუგებ, მიჭირს საუბარი უინტერესო ხალხთან და არაფრის მთქმელი და უიმედო წერილები. არავინ აღარ მაინტერესებს, არავის პირადი ცხოვრება, რითიც თავს ვირთობდი და დრო გამყავდა. ალბათ დრო დადგა ჩემ პირად ცხოვრებას მივხედო და სერიოზულად აღვიქვა ჩემი ამ სამყაროში მოსვლა? მემგონი ჩემშია პრობლემა. ლაღ ადამიანებს ვაფასებ, საშინლად არ მიყვარს შენიღბული და ვირტუალურ ცხოვრებაში “მაგარი ტიპები”. მომბეზრდა ყოველდღე ერთი და იგივე (როგორ ხარ? კარგად… რას შვები, რა ხდება ახალი) და იმის წერა, თუ რა ხდბა ჩემს ცხოვრებაში, ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც არანაირად არ აღელვებ და არ განიცდის შენს წარმატებას ან მარცხს და თუ განიცდის ისიც მხოლოდ არაფრის მთქმელი “სმაილებით”. ჩემი ასაკის თაობასთან საუბარშიც ვრწმუნდები, რომ ჩემზე დიდ ხალხს უფრო ვუგებ და მიგებს. ალბათ, თუ ოდესმე ვინმეს ჩემი ცხოვრებას დავუკავშირებ (ესეც არადამაჯერებლად ჟღერს) და იგივე ხასიათი შემრჩა აუცილებლად გაცილებით დიდი იქნება ასაკით. იმდენად რთულად აღვიქვამ ადამიანების ამჟამინდელ ცხოვრებას, ადამიანებს, ტრადიციებს, აზროვნებას, მიზნებს და გართობას, რომ ვატყობ რთული ხასიათი ჩამომიყალიბდა. გათიშული მაქვს ყველა “მესენჯერი” და მხოლოდ კრიტიკით და მკაცრად ვუდგები ყველაფერს. ხშირად გადამეტებული კრიტიკისთვის მეგობრებისგან შენიშვნებსაც ვიღებ მაგრამ… ასევე ძალიან ცუდი თვისება დამჩემდა, ადვილად მიყვარდება ადამიანები და მათგან იგივეს რომ ვერ ვიღებ და ბევრი აფერისტად მთვლის ძალიან მტკივა გული… მგონია, რომ დღევანდელი ახალგაზრდების 80 პროცენტი მხოლოდ სექსე ფიქრობს და ვინ რამდენ გოგოს ან ბიჭს შეაბამს, დავიჯერო მხოლოდ სექსია ადამიანისთვის ბედნიერების პიკი? მაგრამ ვაი, რომ ბევრს სექსი მხოლოდ თავისი წამიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ჰგონია… თუ ამ თემასაც კრიტიკულად ვუდგები და მე ვარ ძალიან რომანტიკოსი? ამ კითხვებზე პასუხს მხოლოდ ჩემს თავში თუ ვიპოვი. საზოგადო პრობლემების განხილვით შეიძლება ისე ღრმად შევტოპო რომ უკან ვეღარც გამოვიდე და “გავჭედო კიდეც”. უბრალოდ საწყენია და ძალიან განვიცდი, რომ ამ ქვეყანაში ადამიანობა მემგონი აღარ ფასობს… სიყვარულის და გრძნობებისადმი “ზერელე” დამოკიდებულება აქვთ. შეიძლება მე ვტრიალებ ესეთ წრეში და მხოლოდ ჩემთვის არის ეს პრობლემა… ძალიან მეძინება! ყველას უსაზღვრო ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ ცხოვრებაში ვინც მე მაფასებს და ვინც ალბათ წაიკითხავს ჩემს რა თქმა უნდა უაზრო ტლიკინს…

გუბეში ვიტყაპუნეთ

დღეს ცუდ ხასიათზე ვიყავი და თავის გასართობად ანასთან წავედი. 3 ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ სიგარეტიც შემოგვეცალა და ზემოთ ხსენებულის საყიდლად გავედით მაღაზიაში. რატომღაც ეზოში შემოვრჩით. ყოველ დღე, ღამის 11 საათზე ეზოში ცეკვა მე და ანას წესად გვექცა, მაგრამ ეს წესი დღეს დავამხეთ, უფრო სწორად თავზე სეტყვის სახით დაგვემხო. როგორც ყოველთვის უამრავი ხალხით სავსე ქუჩა წამებში დაცარიელდა, ზოგი სადარბაძოში შერბოდა, ზოგი ხეს აფარებდა თავს. სასწაული სეტყვა დაეშვა ციდან და აუჩქარებელი ნაბიჯით შემოგვესეირნა წივილ-ღრიალით დაცარიებული უბანი. ანამ ფეხზე გაიხადა და გუბეებში ვატყაპუნეთ ფეხები დებილი ბავშვებივით. მანქანებიც სწრაფად მოძრაობდა, ალბათ რომ არ დაეკაწრა უსაშველოდ მსხვილ სეტყვას, ჩვენ კი სიცილ-კრეჭვით მობილს ვაჩხაკუნებდით… ნეტა როდის მომემატება ტვინი ასაკის შესაბამისად? მაგრამ, დეპრესიაში ყოფნას მირჩევნია უამრავი პრობლემა სიცილით და ნიღბით დავიფარო… თუ ცხოვრებას ვკიდივარ, მე უფრო მეტად დავიკიდებ სადამდეც გავუძლებ სიმძიმეს…

დღევანდელი დღის შედეგი:

  1. ანამ ლიფი გამოიცვალა
  2. მე შარვალი გამეხა საჯდომზე

მე და რუსთავი 2 ♥

პირადი თემები და ცხოვრება ამ ბოლო დროს მიმავიწყდასავით, მაგრამ თავს
გავიმართლებ და ვიტყვი რომ არ მცალოდა და ინტერნეტიც არ მქონდა. როგორც იქნა მოვიცალე და თან მახათიც აღარ მჭირდება. მოვიცალე იმიტომ რომ სახლში მარტო ვარ და განმარტოებულად როცა ვარ მაშინ მოვდივარ წერის ხასიათზე. ისე მოვაღწიე 20 წლამდე სულ რაღრაც 2 ჯერ ვარ სახლში მარტოდ
დარჩენილი ისიც თუ ოჯახი აგარაკზე მიდის და მე არ მივყვები. ხან მარტოობაც კარგია
მაგრამ სიმართლე ჯობია და არ მიყვარს. ეხლა ინტერნეტი რომ არა შეიძლება… იმიტომ რომ ხმაურიან ოჯახში ცხოვრება სიწყნარეს და მყუდროებას არ მაცლის, თან შეჩვეულიც ვარ. იმდენად შეჩვეული ვარ ხმაურს და ხმამაღალ საუბარს მუსიკა ბოლომდე მაქვს
აწეული, რომ სიმარტოვე არ ვიგრძნო, შეიძლება მეზობელი მესტუმროს ხალათის ამარა და
იატაკის ჯოხით, მაგრამ გავუღიმებ და შემოვიპატიჟებ თუ მანამდე იატაკზე არ დამაგდო,
არაა არა, აქ ხომ საქართველოა და ხმაური არავის უკვირს “მოსულა”…
იმდენად პირდაპირი ადამიანი ვარ რომ თავის გაკონტროლება ხშირად მიჭირს
და ბევრს გულს ვტკენ მაგრამ “მკიდია” ამისდამიუხედავად თბილი ვარ. ადამიანი რომელსაც
გავიცნობ ადვილად მიყვარდება, შემდეგ მისი დაკარგვა არ მინდა და ყველაფერს ვაკეთებ
მის შესანარჩუნებლად. ძალიან მიყვარს კოცნა და მაგით გამოვხატავ ადამიანისადმი სიყვარულს, ამიტომ ყველა ჩემი მეგობარი გადორბლილი დადის… ნახევარი წელია სახლში ვზივარ უსაქმურად (როგორც თბილისის ნახევარზე მეტი მოსახლე) და მხოლოდ მეგობრებთან სტუმრობით შემოვიფარგლები. ვინ წარმოიდგენდა ჩემს სახლში ჯდომას… მაგრამ გეგმები ისე არ განხორციელდა როგორც მე მსურდა, ჯერჯერობით ასეა და შემდეგ ვნახოთ… მონატრებამ პიკს მიაღწია და უნივერსიტეტში გავლა და მეგობრების ნახვა გადავწყვიტე, მაგრამ ისე თბილად არ დამხვდნენ როგორც მე მეგონა, წიხლის ქვეშაც კი გამიგდეს :(

ფეხზე წამომდგარს “იმედის” თვალით შევხედე რუსთავი 2 ის კორესპონდეტს, მაგრამ რატომ შევხედე? არ დამენახა მაინც… მთელი 3 დღე ნერვები მეწიწკნება იმას უნდა ეჭიროს რუსთავი 2 ის მიკროფონი და მე ეხლა სახლში უნდა ვიჯდე? ესეთი ენერგიული, თავისუფალი და პირდაპირი ადამიანი, ვაი რა უსამართლობაა… (იქნებ ვინმემ წაიკითხოს და მიმიღოს პატრულის ჟურნალისტად მაინც :D )….. მთელი დღეა ევროვიზიას ვადევნებ თვალს და ჩემებურად ვაფასებ მონაწილეებს. განსაკუთრებით 3 მონაწილე მომეწონა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს ეხლა, სანამ ბოლომდე გადამიხვევია თემიდან აქ დავამთავრებ…

2 თვე მახათით ხელში


ამდენი ხნის შემდეგ… ძლივს დავბრუნდი ბლოგზე. მთელი 2 თვე ერთიდაიმავე სურათს ვუყურებდი კომპიუტერში და ლამის ჩიჩქვნა დავუწყე მონიტორს როგორც ბავშვობაში ფურცელს ვჩიჩქნიდი თითით საშლელის გამოყენების ნაცვლად. ვისურვებდი რომ ეს სურათი აღარასდროს მენახოს თორემ კედლებზე ასვლაც ვისწავლე და მახათის გამოყენებაც. ორი თვის განმავლობაში იმდენჯერ მექავებოდა თითები რომ დამეწერა, მაგრამ ინტერნეტის არ ქონის გამო ზემოთ ხსენებულს ვიღებდი ხელში…