სანამ კითხვას დაიწყებდე გათბი
-
ბოლო პოსტები
- IDAHO და ამ ამბებით შეწუხებული მე
- 50 ლარი და შეცდომის მსხვერპლი მე
- ახალი გატაცება, სწავლა ონლაინ
- კონტACTი
- რომელია ყველაზე დიდი “კი” ნიჭიერის ამ სეზონში?
- “ჯადოქარი” ნიკ მალფოი – ნიჭიერი [ინტერვიუ]
- გადართე, “ნიჭიერი” დაიწყო!
- ღია წერილი დაზარალებულ სტუდენტს, ზვიად მამფორიას
- ღია წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას
- აგრარული უნივერსიტეტის რებრენდინგი
- 2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს
- რენდომ პოსტი
ჩვენ მოგვწონს ადო’ს პირადი ბლოგი
ვჭორაობთ თვით-ერი
- “მოგწონს ბიჭებმა რო იტყნაურონ?”: wp.me/pOZ2D-1ub 2 weeks ago
- Georgian Transformation ♥ on.fb.me/JUQN4a 2 weeks ago
- ახალი გატაცება, სწავლა ონლაინ : wp.me/pOZ2D-1tK 1 month ago
- "ჯადოქარი" ნიკ მალფოი - ნიჭიერი [ინტერვიუ]: wp.me/pOZ2D-1r9 2 months ago
- - ვაიმე, ეს ბავშვი პროფილის შემდეგი სტუმარი იქნება! wp.me/pOZ2D-1q8 2 months ago
- სოციალური მედიის სიახლეები, მეორე გადაცემა. ადო ბერიკელაშვილი youtu.be/gWDnkMHS1zI 2 months ago
- ვაი მე, ვაი მე თვალები :| Angy birds - ის თამაშმა მომინელა და მომსპო მხედველობა, მაგრამ მაინც ვაგრძელებ თამაშს, არ ვნებდები. 2 months ago
- ღია წერილი დაზარალებულ სტუდენტს, ზვიად მამფორიას: wp.me/pOZ2D-1pX via @wordpressdotcom 2 months ago
- ado doodlez რომელიც ფრენდებში გიმატებთ ნამდვილად მე ვარ. აქ ნუ მეკითხებით ფეიქია თუ არა, იმიტომ რომ პასუხს ვერ გწერთ. 2 months ago
- თქვენ დაიბლოკეთ 3 დღით. ამ შეტყობინების წაკითხვით რომ დაიწყებ დღეს. გივი ავალიანო მოგხედავ მე შენ, აღმიდგეს პიემების მიმოწერა და დანარჩენები 2 months ago
საინფორმაციო პორტალი
არქივი
- May 2012
- April 2012
- March 2012
- February 2012
- January 2012
- December 2011
- November 2011
- October 2011
- September 2011
- August 2011
- July 2011
- May 2011
- March 2011
- February 2011
- December 2010
- November 2010
- October 2010
- September 2010
- August 2010
- July 2010
- June 2010
- May 2010
- April 2010
- March 2010
- February 2010
- January 2010
Tag Archives: ფოტო
ამოიცანი ბლოგერი ბავშვობის ფოტოზე II
Tagged ამოიცანი, ბავშვი, ბავშვობა, ბლოგერები, ბლოგერების ბავშვობა, გამოცანა, თავსატეხი, მამრობითი, მდედრობითი, ნაწილი მეორე, ფოტო, ფოტოები
მესამე თვალი
სტერეოგრამა, ანუ “მესამე თვალი” თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი საინტერესო (new age) მიმართულებაა. ერთი სურათის “მიღმა” დამალულია მეორე გამოსახულება. თუ სურათს “ჩვეულებრივად” შეხედავთ, მაშინ დამალულ გამოსახულებას ვერ შეამჩნევთ. სტერეოგრამა დაგეხმარებათ განავითაროთ ე. წ. “მესამე თვალი”.
მზერის კონცეტრაციას კონკრეტულზე დეტალზე ნუ მოახდენთ, არამედ იყურეთ ფოტოს სიღრმეში. თქვენ ფოტოს “მიღმა” დამალულ გამოსახულებას დაინახავთ. ფოტოს “დანახვა” თუ ადვილად შეძელით, მაშინ თქვენ ექსტრასენსორული უნარი გაქვთ, ხოლო თუ ვერ დაინახეთ, გულს ნუ გაიტეხთ, ივარჯიშეთ და ყველაფერი გამოგივათ.
მიიტანეთ სახე მონიტორთან ისე, რომ ცხვირის წვერს ეხებოდეს, მოადუნეთ თვალები და მიაჩერდით ნახატს, თითქოს სურათის მიღმა იყურებით. როცა თქვენი თვალები შეწყვეტენ რომელიმე გარკვეული წერტილის ფიქსირებას, ნელ-ნელა დაშორდით ეკრანს (წამში ერთი სანტიმეტრით), გაჩერდით იმ მანძილზე, რომელზეც, ჩვეულებრივ, წიგნს კითხულობთ ხოლმე და გააგრძელეთ სურათის დაჟინებით ყურება. შესაძლოა თავიდან ვერაფერი დაინახოთ, მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ, რამდენჯერმე კიდევ სცადეთ და ისეთ შედეგს მიიღებთ, რომ აღფრთოვანებისგან წამოიყვირებთ კიდეც.
Posted in საკითხავი
Tagged გამოსახულება, გასართობი, თვალები, მესამე თვალი, სტერეოგრამა, ფოტო
ამოიცანი ბლოგერი ბავშვობის ფოტოზე
ამოიცანით ბლოგერები! ვინც ყველა ბლოგერს ამოიცნობს, მიიღებს საჩუქარს
ჩემს უსაყვარლეს ქვას რომელიც ცოტაოდენ ოქროსაც შეიცავს… წარმატებები ყველას
გამარჯვებულიაკნუტი, რომელმაც ყველაბლოგერისწორად ამოიცნო გილოცავ, კნუტ ♥
Carpe Diem
დაიჭირე წამი!

მმჰ, არ ვიცოდი რა დამეწერა ამიტომ იყოს ეს
) ამ ტეგ თამაშითიკომ დამთაგა. მე კი ვთაგავ ♥სვითს
Posted in საკითხავი
Tagged განწყობისთვის, პაპარაცი, პირადული, ტეგ თამაში, ფოტო, ფოტოსესია, წამი, Carpe Diem
ექსკურსია (ჯა,ჯა,ჯა)

ადო, სიყვარულოვნა, სვანი, გაბო, კევანა, ლექსო
ჯა, ჯა, ჯა…
დღეს ექსკურსიაზე ვიყავით მანგლისში. კარგი იყო. ბევრი ულამაზესი ფოტო გადაიღეს რაც ყველაზე მეტად მიხარია
ვიყავით ტბაზე, გავცურ გამოვცურე და გავგრილდი, მართალია ფეხი დავიზიანე ბოთლის ნამსხვრევებზე მაგრამ, ნათია რის ნათიაა რომ ჩემი მშველელი არ იყოს… ჰო რაც მთავარია სოსისი იყო ოხრად, ასევე პატარა ხერგიანები
. ვისაუბრეთ რა თქმა უნდა სექსზე , უი არა შემეშალა კი არ ვისაუბრეთ ვითამაშეთ თამაში რომლის დროსაც სექსუალური აქტების განსახიერება გვევალებოდა.
ლეონსიოს ტვინი “ვუბურღე”, ჰოდა, ლევან, ბოდიში
. კევანამ, პური ნაგავში მოისროლა, ან არ ვიცით ამ წუთამდე სად გაქრა ტრანსპორტიდან. ჰმ, ალბათ შური იძია ჩვენზე და დაგვსაჯა… ვუყურეთ მზის ჩასვლას, არ მეგონა ასეთ სილამაზეს ძღვის გარდა სხვაგან თუ ვნახავდი. ნაუცბათევი პოსტი იყო, წავედი წავედი დავისვენო, თორემ დავიღალე.
ხუტვინგ, ანუ ჩახუტების დღე
23 რიცხვსა, მზიანსა არა მოღრუბლულსა, მაგრამ მშვენიერსა მე და კნუტმა უფასო ჩახუტების ივენთის იდეა განვახორციელეთ, სადაც 40მდე ადამიანი მოვიდა. ყველაზე თბილი დღე იყო დადებითი ემოციებით დამუხტული,
ხშირად მოვაწყოთ მსგავსი აქციები კარგი იქნება.
უფრო მეტ ადამიანს გავუზიარებთ სითბოს…
“გახურებისთვის” მონაწილეების hug ებით დავიწყეთ. არ დამავიწყდება სიხარულისგან გაბრწყინებული ხალხის თვალები როდესაც სრულიად უცხო ადამიანი ჩახუტებას სთავაზობს და გაშლილი ხელებით უახლოვდება. უმმმ ♥…
ვგონებ, ყველაზე მეტს მე ჩავეხუტე
ფოტოებიც ადასტურებს მათ სიმრავლეს .
ყველაზე კარგად სამი გოგო ნაყინით დამამახსოვრდა, რომლებმაც ჩახუტებაზე უარი მითხრეს, მაგრამ ნება დამრთეს მათი ნაყინები თითოჯერ ამელოკა
. გოგონა, რომელიც სიხარულით წამოვიდა ჩასახუტებლად, მაგრამ დედამისი გადაუდგა, ჩახუტება კი არა პირჯვარი გადაიწერე ეკლესიასთან ხარ და წამოდი სახლშიო. ერთ-ერთ რესტორანთან გავლის დროს დაცვა მომიახლოვდა, მეგონა ჩასახუტებლად მოდიოდა და გადავეხვიე, მაგრამ
განმაგდო და მიყვირა სწრაფად გაიარეთ ეს ტერიტორიაო…

მეექვსე ვიყავი

რა ჩამეფსკვნაა
)

ყველაზე მეტად ამ ქალბატონებს გაუხარდათ

რა თქმა უნდა ჩეგეხუტები

გადი, გადი რაღადროს ჩემი ჩახუტებაა
მიმიღეთ როგორიც ვარ!
დღეს, მე და ჩემმა სტილისტმა ჩემ თმაზე ექსპერიმენტები ჩავატარეთ. ყოველ თვე ახალ-ახალი თმის ტარება მიყვარს. როდესაც თმა კარგად მაქვს და მომწონს, განსაკუთრებით დილით როცა ვიღვიძებ, მთელი დღე კარგ ხასიათზე ვარ. არავის არ მოსწონს, ყველა შენიშვნას მაძლევს, მე კი ერთ ყურში შევუშვებ და მეორეში გამოვუშვებ, რაც მთავარია მე მომწონს, ასევე ის ადამიანი მიყვარს ვისაც მოეწონება და უაზრო რეპლიკას არ წამოისვრის. განსაკუთრებით ჩემი ძმის და რძლის აზრი და ტრადიციულობა მკიდია ერთ ადგილას. პირველად ტატუს გაკეთებას მოჰყვა ლაყბობა, შემდეგ ჩაცმულობას, ახლა კი თმას… ნელ-ნელა ოჯახი იმ აზრისკენ მიმყავს, რომ თავისუფალი ვარ და იმას გავაკეთებ, რაც მე მომესურვება. ასე რომ, ჩემს მიმართ კრიტიკულო, ჩემო უსაყვარლესო ადამიანებო, მეტი სითბო, ნაკლები კრიტიკა და ის როგორიც ვარ, რა აზრიც მაქვს ამ ცხოვრებაზე და ტრადიციებზე ისეთი მიმიღეთ, თუ არა, მაშინ ჩამცხეთ ურო, მეც დავისვენებ და თქვენც… 
Posted in საკითხავი
Tagged ადო, ექსპერიმენტი, თმა, პირადული, სტილისტი, სურათი, ტრადიციები, ფოტო

































