Tag Archives: ყლეობა

კონტACTი

მე ვარ აქსიომა. ვცხოვრობ შხამიან ბლოგზე, ვწერ საკუთარი თვალით დანახული სამყაროს შესახებ. ვაგროვებ ლამაზი ადამიანების კოლექციას. ვთვლი, რომ ვარ თითოეული თქვენთაგანის აზრი შეუძლებელის შესახებ – სამწუხაროდ ასეთ აზრს უკუაგდებენ ხოლმე.

რატომღაც ადამიანებს ყველაზე უკეთ, სექს ისტორიების თხრობა გამოსდით ხოლმე. ნუ ამ მხრივ არც მე ვარ გამონაკლისი, მითუმეტეს, რომ ამ ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების გამო ბევრი “უნახავივით” უამრავი სისულელე ჩამიდენია. როცა სქესობრივ ცხოვრებას იწყებ, ყველა მომდევნო “კონტაქტი” (უფოლოგების ლექსიკონისთვის შესაფერისი ფრაზა) უკვე შემდგარზე საინტერესო და ღრმა გეჩვენება.  ღრმა შემთხვევით არ მითქვამს: პენისის ზომის და სიგრძის გათვალისწინებით მის მიერ დაპყრობილ სიღრმეებს ვგულისხმობ.

“ცოტაც… ცოტაც გაუძელი გთხოვ… თითქმის შევიდა…” – ფრაზა, რომელიც შესვლის წერტილზე და პარტნიორის გამოცდილებაზე მიანიშნებს ყოველთვის.

როცა სექსისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს ვიხსენებ– საკუთარი თავის უფრო მრცხვენია, ვიდრე იმ ადამიანების ვისთანაც ამის მცდელობა მქონდა.

დიიიდი მაიმუნობის, პრანჭვის (შებმის) და გაცვეთილი შესავალი ტექსტების შემდეგ, როგორც იქნა განმარტოვდით, ნახევარი მეტრის მანძილზე დგას.

“კონტაქტი”  უმეტესად ტუჩების ერთმანეთზე დატოლებით და  მორგებით იწყება. თითქოს ასწორებს, აგიდგა კიდეც, მაგრამ რაღაცა მაინც ვერ არის მთლად ისე, როგორც აქამდე იაფფასიანი  ფილმების სასიყვარულო სცენების ყურებისას წარმოშობილი ფანტაზია გკარნახობს.

“ჯანდაბას, ერთი სცენა კი აცდა სცენარს, მაგრამ შემდეგი ასიანი უკეთესი იქნება” ფიქრობ დაბინდული გონებით და  ცდილობ ზუსტად ისე დაიჭირო თავი, რომ შენი ახლად დათრეული სასიყვარულო ობიექტი ჭკუიდან აიწიოს.

მაგრამ…. რაღაცას სწორად ვერ აკეთებთ… ზედმეტი ემოციებისგან უხერხულად და სინქრონულად ამოძრავებთ ხელებს, შუალედში შუბლსაც კი ურახუნებთ ერთმანეთს და კატეგორიულად არ იმჩნევთ.

შემდეგი “ჰოთ” სცენა:  პენისთან კონტაქტი.  ის წესით შარვლიდან ნელა, ეშმაკურად და მომხიბლავად უნდა ამოვიდეს, მაგრამ fake! ისე უნიჭოდ და უეცრად გადმოვარდება გახსნილი უბიდან, რომ საკუთარ პატრონსაც კი ყველა მხატვრულ ჩანაფიქრს და შემოქმედებით მუზას უკარგავს.

გამოუცდელი პარტნიორის სახე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ მეხუთე კიდურს საუცხოო– დაახლოებით ვანილის არომატის სურნელი უნდა ასდიოდეს მომენტალურად უსიამოვნო გამომეტყველებას იღებს და აშკარად არ მოწონს ის გემო, რომელიც პრინციპში არც ერთ ჭკუათმყოფელს არ მოეწონებოდა ალბათ.

რაღაცნაირად ცოდვილობთ და რაღაცნაირად სხვა კიდურების დახმარებით ახერხებთ,  ჰაერში (სხვა მიმართულებით)  ფინალური “კონტაქტის” გათავებას.

ნაჩქარევად იცმევთ და უფრო კოცნების გარეშე, ძალად კმაყოფილი სიფათებით სასწრაფოდ გინდათ გაეცალოთ ამ ჩავარდნილი სცენარის მქონე გადასაღებ მოედანს.

როცა საკუთარ საწოლამდე მოაღწევ, მხოლოდ ნაწყვეტებად და უხერხულად იხსენებ ყველა ეპიზოდს. საკუთარ თავს აჯერებ, რომ შენ მეტი შეგიძლია და აუცილებლად გადაიღებ უკეთეს კინოს სხვა , მორიგი “კონტაქტის” დროს.

ამ იმედით გადის ბევრი დრო ბევრ ადამიანებთან ერთად… ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა უკვე აღარსად გეჩქარება, როცა შესანისნავად იცი რა სურნელი ტრიალებს ადამიანების ფეხებს შორის– აუცილებლად შეხვდები ადამიანს, რომელთან ერთადაც  გადაიღებ ნაოცნებარ ფილმს  – სცენარის მიხედვით, ფინალურ სცენას ჰეფი ენდით და სწორი მიმართულებით დაამთავრებ და ნაორგაზმარი ღიმილით, აუჩქარებლად დაუკოცნი სახეს.

მერე უკვე ამ კონტაქტების რაოდენობის ნაცვლად, მათ გამყარება შენარჩუნებაზე იწყებ ზრუნვას და თუ კარგი ფილმი გამოგივიდა, შეიძლება გაგიმართლოს და მრავალსერიანი ფილმის პერსპექტივაც გაგეჩითოს.

მე დღეს ისევ ხაზზე ვარ, ოღონდ უკვე სერიალს ვიღებ– არის კონტაქტი. ;)

Xიომა ;)

WTF? Something is wrong?

clam down!

ერთხელ მითხრეს “პონტის” კაცი ხარ და მეგობრები მხოლოდ “პონტისთვის” გჭირდებაო.

ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი “მეგობარია”, “მეგობრებიც”, მეგობარიც და კიდევ მეგობრებიც:

  • მეგობრები “პონტისთვის”
  • მეგობრები გაჭირვებისთვის
  • მეგობრები სიყვარულის გასაზიარებლად
  • მეგობრები საკამათოდ
  • მეგობრები დასატუქსად
  • მეგობრები უაზრონი
  • მეგობრები აზრიანები
  • მეგობრები იდიოტები
  • მეგობრები თბილები ან “ჰოთები” ერთი და იმავეა.
  • ვირტუალური მეგობრები, რომლებიც ბანალური ურთიერთობისთვის არიან
  • მეგობრები ირონიული გამონათქვამებით
  • მეგობრები, რომლებიც ძირს გითხრიან
  • მეგობრები, რომლებიც გემეობრებიან იმიტომ, რომ უბრალოდ უნდათ რომ მათი მეგობარი გერქვას
  • მეგობრები, რომლებსაც მხოლოდ facebook-ით და მეილით ემეგობრები
  • მეგობრები, რომლებიც დილის 5 საათზე გირეკავენ და მათ საშველად მირბიხარ
  • მეგობრები, რომლებიც ტელეფონით გირეკავენ და მოსაკითხად
  • მეგობრები მარტომ რომ არ სვა სასმელი
  • მეგობრები, რომლებიც ყლეობას გიყვებიან და თავაზიანად უღიმი, ის კი დებილად აგღიქვამს, მაგრამ ის არ იცის რომ ყლეა.
  • მეგობრები, რომლებიც რქიანები არიან ანუ ჯიუტები, რომლებთანაც დღე გამოშვებით უნდა იმეგობრო.
  • მეგობრები, რომლებსაც სტკივათ ის რაც შენ.
  • მეგობრები, რომლებიც შენთან შენიღბული მეთი მეგობრობენ
  • მეგობრები სექსისთვის
  • მეგობრები კოცნისთვის
  • მეგობრები ადამიანურები
  • სნობი მეგობრები
  • პატარა მეგობრები
  • დიდი მეგობრები

მე ზემოთ ჩამოთვლილი მეგობრებიდან ყველა ვარ, უფრო სწორად ყველანაირი მეგობრობა შემიძლია, ზოგთან რომ უაზრო ვარ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველასთან ასეთი ვარ. მე მსახიობი ვარ, კარგი მსახიობი, მაგრამ არა მატყუარა! მსახიობები მატყუარები არ არიან!

მე ზემოთ ჩამოთვლილი მეგობრებიდან  ”პონტავშიკებს”, თბილებს, იდიოტებს, ადამიანებს, ცოტა სასმელის მოყვარულ, მეგობრებს სექსისთვის, მეგობრებს მხოლოდ კოცნისთვის, სიყვარულის გასაზიარებლად, უკომპლექსო, უბრალოდ მათი მეგობარი რომ მერქვას, ხანდახან სნობ, ასეთ ჩემთვის იდეალურ მეგობრებს ვირჩევ ძირითადად.

Something is wrong?  I’m sure about my opinion and I’m thinking that i’m right!

იდეალური ყველაფერი არსებობს, მთავარია იდეა გქონდეს!

მეც მაცადეთ!

რომ იტყვიან, მინდა მიწა გასკდეს და შიგ ჩავვარდე, ხანდახან. ამჟამად, რამოდენიმე წუთიანი უხასიათობა, პირწიგნაკის სტატუსზე დატოვებულმა კომენტარმა გამოიწვია, ასევე ყოველდღიურმა შენიშვნება და ჭკუის დარიგებებმა ნაცნობების, მეგობრებისა და ნათესავებისგან. არ მიყვარს როცა ჩემი ნაკლოვანებებისკენ მიმითითებენ, მაგრძნობინებენ, რომ ამაზრზენი, ცანცარა, უაზრო, მახინჯი და აუტანელი ვარ. ყოველთვის “დაკიდება” არ შველის განსაკუთრებით მაშინ როცა მეგობრები გეუბნებიან. ზოგს საათი არ მოსწონს, ზოგს ჩემი წარბი, სიცილი, ჩემი ამოჩემებები, ჩაცმულობა, უყურადღებობა, გაუპარსავი წვერი, გაზრდილი ან მოკლედ შეჭრილი თმა, გასაკვირია და სამეგობრო წრეც, ხანდახან მეგობრებიც ვერ იტანენ ერთმანეთს. შეიძლება იმიტომაც მიმანიშნებენ რომ გამოვასწორო, მაგრამ არ მინდა! ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს უფლება აკეთოს, წეროს, გამოთქვას ის რაც მოესურვება. იყოს მათთან ვისთან ყოფნაც სიამოვნებს. თქვენ ცხოვრობთ ისე როგორც მოგწონთ, ბედნიერად გძნობთ თავს, მე არ გიშლით არაფერს, არ გაძლევთ შენიშვნებს. მეც მაცადეთ! მიუხედავად ამისა, მაინც მიყვარხართ.

 

P.S  2 საათის შემდეგ… არა, მივხვდი, მე ვარ დამნაშავე და ბოდიში! ძალიან მიყვარხარ, ძალიან ძალიან. მართლა ზედმეტი მომდის ხოლმე ხანდახან, რომ ავიკრიფები ვეღარ ვასტოპებ. უაზრო ვარ, უაზრო, უაზრო და დეგენერატი. პოსტიც დავწერე, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ჯერ საკუთარ თავში უნდა ვიპვო დამნაშავე და სხვისკენ თითი მერე გავიშვირო. იმაზე მეტად მიყვარხარ, ♥ ვიდრე წარმოგიდგენია!

აი, მეც მოვედი/დავბრუნდი

უკვე მესამედ გამოვიცვალე ბლოგი… პირველად აქ დავიდე საბუდარი, შემდეგ გადაგავედი “სთეიშენზე”. ორი მიზეზის გამო ისევ wordpress-ზე დავბრუნდი.  არ ვმონაწილეობდი რეიტინგულ ბლოგებსა და პოსტებში, რის გამოც მომაკლდა ვიზიტორების რაოდენობა. ჯერ-ჯერობით აღარსად აღარ წავალ, თუ ისევ ჩემი ცვალებადი ხასიათის გამო თავში ქარმა არ დამიბერა. მიყვარხართ და მომენატრეთ დღეში მინიმუმ “ასო” ვიზიტორო. ეს ბოლო წინადადება რაღაც გაუგებარი გამომივიდა, ვიგულისხმე ციფრი ’100′…

კარალევსკ ბლოგინგს (© ზურიუს) გისურებ, GOOD LUCK ADO!

მახათური დღის შედეგი

როგორ უნდა გაერთოს ადამიანი როცა მარტოა სახლში, როცა არავინ სტუმრობს და არავის ახსენდება? მახათი აიღოს და ითხაროს..-ში? არა მტკინვეულია ამიტომ 28 აგვისტოს, ყველასგან მიტოვებულმა მახინჯურ-უხარისხო ფოტოსესია მოვაწყე.. ეეეეეყე შედეგიც

მახათური დღის შედეგი

გართობისთვის და დახმარებისთვის მადლობა საიტს laphotocabine.com

წაუმარაზმეთ

რამდენიმე დღის წინ ეგოისტმა დამტაგა ტეგ თამაშში რომელიც კნუტის წამოწყებაა. დიდად არ მიყვარს ეს ტეგ თამაშები, გასართობია მაგრამ მოსაწყენი რადგან ყველას ბლოგზე ერთი და იმავე იწერება. მაშ ასე ვიწყებ…
  • არ მაქვს მობილური ტელეფონი, არ მაქვს საათი, არ მიმაჩნია ჩემთვის საჭიროდ, მართალია ხშირად დანიშნულებისამებრ დამჭირვებია, მაგრამ მაინც არ მაქვს. არ მინდა!
  • ყოველთვის ვიცი ტანსაცმლის ამოჩემება, ამ ბოლო დროს ამოვიჩემე ტვიტის თეთრი მაისური და დახეული ადიდასის ტაპკები.
  • ვუსმენ მუსიკას რომლის ახსნაც ბანალური სიტყვებით მომიწევს :) ვუსმენ ყველანაირ ჟანრს რომელიც მომწონს
  • არ ვმუშაობ და ყოველთვის როდესაც სადმე მივდივარ, ჯიბიდან ხურდების ხმა ისმის, განსაკუთრებით ახლა რაც ქაღალდის ლარიანები რკინებად აქციეს.

  • ვმოძრაობ მეტროთი და ავტობუსით, იაფია
  • მავიწყდება ყველაფერი, ფილმების, სიმღერების, წიგნების სახელწოდება ასევე გვარები და სახელები მერევა ერთმანეთში. ალბათ ბევრს ვიცნობ და იმიტომ?
  • მიყვარს კომედიური ფილმები, ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით, განსაკუთრებით ის ფილმი ქორწილების ორგანიზატორი რომ არის (ფილმის სათაური არ ვიცი და დამკიდეთ …-ით)
  • მაქვს ბებიას ნაჩუქარი ღრმა თეფში, როცა სახლში ვარ ყოველთვის იმ თეფშში ვჭამ გემრიელად.
  • და სულ ბოლოს საშინელი კრიტიკოსი ვარ, არაფერი და არავინ არ მომწონს, ყოველთვის რენდგენზე ვატარებ ყველას ჩემს გუნებაში :)

ვთაგავ იმათ რომლელთა მარაზმიც მაინტერესებს :) … იიი ტაკ: მწვანე ვაშლიგვანცა გრინეთნო რევაზ

უი მადლობა ;)

სკლეროზი? კი სკლეროზი მაქვს. დროულად არაფრის თქმა და მოქმედება არ შემიძლია.

3 თვეა გალოდინებდით, გტანჯავდით, ნერვოზი გაგიჩინეთ. რატომ? კლავიატურა არ მქონდა, წერილებზე პასუხის მოწერა კი ხან მეზარებოდა ხანაც 30 წუთს გალოდინებდით. ყველაზე ღრმა და ფართე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ვირტუალურ კლავიატურას, მაუსის  წკაპუნით თითო-თითო ასოს ვწერდი, ძალიან შემიყვარდა, შევეჩვიე  და გადაჩვევა გამიჭირდება..

ჰოდა, მოკლედ, მადლობას გიხდით თქვენ და ჩემ კლავიატურას გაძლებისთვის…

გარდა ამისა, ხშირად კეთილი ადამიანებისთვის მავიწყდება სამადლობელო სიტყვების თქმა, შემდეგ რომ დავფიქრდები ვბრაზდები ჩემს თავზე მაგრამ ვერაფრით გამოვასწორე   :(

აქ მაინც გამოვასწორებ, თუ ვინმემ წყალი დამალევინა, მაკოცა, გამაბედნიერა, გამამხიარულა, გზის ფული დამიმატა როცა არ მქონდა, მაჭამა როცა მშიოდა, ლოგინი გამიშალა როცა მეძინებოდა, ხმა არ გამცა როცა არ მინდოდა, გამამხნევა საჭირო დროს…  მოკლედ უღრმესი მადლობა ხალხნო ყველაფრისთვის, კეთილი სურვილებით “მე”

წავედი!

იმდენი იდეა მაწუხებს პოსტის დასაწერად, მაგრამ ვერ ვწერ მეზარებასავით, ალბათ სიცხის ბრალია, ტვინი მიდუღს. ამიტომ გადავწყვიტე ერთი კვირით წავიდე დასასვენებლად, წავალ სოფელში თუ იქაც ძლიერმა სიცხემ არ შემაწუხა დავრჩები ერთი კვირით… დიდ დროს დავუთმობ ძილს და კითხვას, ნათესავების გარემოცვაში გავერთობი. მშვენიერია, გავეცლები თბილისის აუტანელ სიცხეს და ასევე იმ ადამიანებს რომლებმაც უკვე თავი მომაბეზრეს და ურთიერთობა დღითიდღე გვეძაბება. მშობლებს ერთ მშვენიერ აზრს მივწვდი და იქნებ მიშველონ, ჩემს ნებაზე ცოვრებაში ხელი შემიწყონ და მშვიდად განვლო დარჩენილი ცხოვრება. თუ კომპიუტერთან მოვხვდი ტვიტერზე პოსტის დაწერა მინდა… ჰოდა, ერთსაც ვიტყვი :) მიყვარხართ ყველა ვინც ჩემ ბლოგს კითხულობთ და მიხალისებთ ცხოვრებას.