Tag Archives: eurovision 2010

Lady gaga VS მარიამი

Lady gaga VS Georgian singer Mariam

ეეეეეე, ოოოოოოო, ეეეეეეეე, ოოოოოო
ბზაბზა, ბზუ ბზუ ბზა ბზუუუ…
მოკლედ მნიდა გამცნოთ, რომ გუშინ თბილისის “ივენთ ჰოლში”  ზე “ღ”ლეური საბავშვო ევროვიზიის ეროვნული ტურის ფინალური კონკურსი გაიმართა.
მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, საბავშვო ევროვიზიის ეროვნული ფინალის გამარჯვებულად 14 წლის თბილისელი მარიამ კახელიშვილი დასახელდა.
მარიამი სიმღერით “მარიდარი” წარსდგა…
სრული ქართული ტრადიციული სიმღერებით გაჟღენთილი და კახელი გოგოების ჰარი ჰარალეთი აფუებული კონცერტის მსხვერპლი  აღმოვჩნდი. აღმოვჩნდი, იმიტომ რომ მამაჩემი ცოცხალი თავით არ რთავდა სხვა არხზე ტელევიზორს, აქედან გამომდინარე მომიწია მთლიანი კონცერტის მოსმენა. ამ ყველაფერთან ერთად წამყვანის საშინელი ხმის მოსმენა, რომელიც მაღიზიანებს სასტიკად. ყველა ღლეობა ხომ საქართველოში უნდა მოხდეს, დაიდგას და მერე დასაცინები გავხდეთ.. ბზიკების გამარჯვებას არასასიამოვნო კომენტარები მოჰყვა ევროპისგან . წელს განსხვავებულით წავრსდგებით გგონიათ? არა… მაგრამ იქედან გამომდინარე რომ ბზიკებმა თავისი ბზულილით ევროპა “დაიპყრეს” არ არის გამორიცხული ამ წელსაც გავიმარჯვოთ. :|   ახლა კი ნამდვილად დარწმუნდებიან ჩვენი მაშასადამე მეგობრები რომ ქართველებს მშობლიური ენა არ გაგვაჩნია… გაგიკვირდებათ და მამაჩემმაც კი თქვა ეს ბავშვი ლედი გაგას იმიჯით წარსდგა დღესო.  მაგრამ გაგასავით უქუსლო ფეხსაცმელი არ ეცვა :) … მოკლედ მარიამის სიმღერა მრავალ ეთნიკური ნომერი გამოვიდა.. Lady gaga face ანუ ამერიკა, ჩინური ვარცხნილობა, აფრიკული waka-waka ცეკვა, “ქართული”  ეე, ოო და მატრიოშკასეული კაბა ანუ რუსეთი… სხვა რა way-ა მარიამს წარმატებას ვუსურვებ და ამასთან ერთად მაინტერესებს თქვენი აზრი :) )

კომენტარი youtube-ზე

Markisan
20 hours ago
Lady GaGa copycat…?

plus, an imaginary language again? cmon georgia…people will start thinking that the georgian kids cant speak normaly

P.S    სწრაფად დავწერე, თუ რამე გამომრჩა და ცუდად დავწერე მე უკაცრავად …
P.P.S ეეეეეე, ოოოოოოო, ეეეეეეეე, ოოოოოო :D

ოპიციალური კლიპი


Lena Meyer ეროტიული სცენები


Lena Meyer ევროვიზია 2010-ის გამარჯვებული, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროტიულ ფილმში გადაიღეს 2009 წელს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროვიზიის წესებს. მაგრამ არ მგონია, რომ ხალხის ფავორიტი და აღიარებული, გამარჯვებულის სტატუსის გარეშე დარჩეს…

აქვე უნდა ითქვას, რომ გამარჯვებულის გამოცხადების შემდეგ მას უამრავი ადამიანი ულოცავდა ნაცნობი თუ უცნობი, ერთ-ერთი მილოცვისას ხელში აიტაცეს და ობიექტივმა პაპარაცული ფოტოც გადაიღო…

Madcon – Glow ევროვიზიაზე

Madcon – Glow
მთელი ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე სასიამოვნო და საუკეთესო კლიპი+ლაივი… თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის მოსახლეობის ცეკვითურთ. ასევე გულშემატკივრები და მათი ოჯახები ყველა ქვეყნიდან მათ შორის საქართველოც…



Madcon – Glow ევროვიზიაზე

Madcon – Glow
მთელი ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე სასიამოვნო და საუკეთესო კლიპი+ლაივი… თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის მოსახლეობის ცეკვითურთ. ასევე გულშემატკივრები და მათი ოჯახები ყველა ქვეყნიდან მათ შორის საქართველოც…



eurovision 2010

სულ მალე 29 მაისი ევროვიზიის საფინალო დღე მოვა… ევროვიზია მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სიმღერის კონკურსია, 55 კონკურსის დრო დგება… 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო მასპინძლობს. ევროფესტივალის გრანდიოზულ სანახაობას ნორვეგიამ 1986 წ. და 1996 წ.-საც უმასპინძლა. ოსლოსთან ერთობლივად 55-ე ევროფესტივალს პატარა ქალაქი ბირუმი უმასპინძლებს. ქალაქში ტელენორის არენაა განთავსებული- ადგილი, სადაც 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უნდა ჩატარდეს. ვროფესტივალის პირველი ნახევარფინალი – 25 მაისს, მეორე – 27 მაისს გაიმართება. ფინალური კონკურსი კი 29 მაისს შედგება. მზადება უკვე დასასრულს უახლოვდება, მონაწილეები გადიან გენერალურ რეპეტიციებს. საქართველოს წარადგენს სოფია ნიჟარაძე სიმღერით – shine რომ ვთქვა ძალიან მომწონს მეთქი ტყუილი იქნება, ძალიან არა მაგრამ მომწონს, ევროვიზიას უფრო სხვა სტილის სიმღერა მოუხდება. საქართველოს კი სამივე წელს მტირალა, მოსაბეზრებელი სიმღერა გვქონდა. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ქვეყანას ვერ მივცემთ ხმას, ამიტომ მე ჩემი ფავორიტი მინდა გაგაცნოთ:

რუმინეთი – პაულა და ოვი

ოვი რუმინეთის ჩრდილოეთ ნაწილში დაიბადა. 2006-2009 წლებში მონაწილეობდა ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსებში.

მისმა პირველმა ალბომმა, სახელწოდებით “Nanu Disco” განსაკუთრებული პოპულარობა დანიაში მოიპოვა.

გასულ წელს ფესტივალზე ”Golden Stag” ნორვეგია ოვიმ წარადგინა და მესამე საპრიზო ადგილი დაიმსახურა.

პაულა სელინგი (Paula Seling) ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსების მრავალგზის მონაწილეა (1998, 2003, 2004, 2008 წლებში).

ის 2002 წელს პრესტიჟული ფესტივალის ”Golden Stag” ფინალისტი გახდა, შემდეგ კი რუმინეთის საუკეთესო მომღერლად აღიარეს. იმავე წელს ჟურნალმა ”Avantaje” პაულა ”წლის საუკეთესო ქალად” დაასახელა.

1997 წელს პაულა ფესტივალის ”Mamaia” გამარჯვებული გახდა. მღეროდა ისეთ მეგავარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან: ანიტა დოთი, ალ ბანო, ტონი ჰოუკსი.