Tag Archives: facebook

წერილი ადოს…

გამარჯობა, მე ლიკულა ვარ ^^

არა, ბევრი რამის თქმას არ ვაპირებ და არც იყო სახელის თქმა საჭირო, მაგრამ ასე გადავწყვიტე… როცა ადამიანმა , მწერლის სახელი იცის უფრო უადვილდება მისი დაწერილის წაკითხვა. ალბათ იმიტომ, რომ შეუძლებელია ყველა დაწერილის ერთ სტილში წაკითხვა, როდესაც მწერალი სხვა სტილით წერს და გადმოგცემს, შენ კიდევ მას სხვებში ურევ.. ისე, არც ისე საინტერესო ვარ ყველასთვის.. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ყველა ვერ ხედავს ჩემში ღმერთს.. ხოლო, როცა ადამიანში ღმერთს ხედავ , მას ყველა ცოდვას და შეცდომას პატიობ. ამიტომ მაპატიე შენზე, რომ ვწერ ისე, რომ რამოდენიმე დღეა რაც გიცნობ..

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩამოვედი თბილისში და დაიწყო უსაქმურობის უსასრულობა.. სოციალურ ქსელებში ვიყავი ჩაფლული და ალბათ ამ დღეების ამაოება ჩემს სტატუსებზეც შეიმჩნეოდა.. შენმა სახელმა და ავატარმა მიმიზიდა , შენ ხომ ჩემი საყვარელი მულტფილმის გმირის სახელი გეწერა.. ზედმეტად არმიყვარს, ადამაინების უცხოდ „დამეგობრება“ , მაგრამ რაღაც საინტერესო ჩანდი და ვიფიქრე რომ აი უბედურო მეო დამთავრდა შენი უსაქმურობა ამ ქვეყანაზე , თუნდაც ცოტახნით მაინც. როდესაც მივიღე Ado Doodlez accepted your friend request, მეუცხოვა ცოტა არ იყოს. პირველი, რაც გავარკვიე, იყო ის რომ იყავი ბლოგერი.. და კიდევ ერთხელ წამომიტივტივდა თავში ის რომ „აი უბედურო მეო დამთავრდა შენი უსაქმურობა ამ ქვეყანაზე“ წასაკითხი ბევრი იყო. როდესაც გავეცანი, შენს პირველ ჩანაწერს, რაღაც აზრი გამიჩნდა შენზე.
შენთან FACEBOOK’ის კედელზე წავაწყდი ასეთ სურათს


„ძალიან `მიტყდება` თმა რომ გადავიპარსე :S“  მინდა გითხრა რომ არ ცდებოდი^^…
ყველაზე მეტი დადებითი ემოცია წამოვიდა „ხუტვინგ, ანუ ჩახუტების დღე“ და პირველი რაც ვიფიქრე „მოდი, ჩაგეხუტო“ … ყველაზე გემრიელი ინტიმური ჩანაწერები წავიკითხე შენს ბლოგზე, პირველად… ყველაზე საყვარელი „მე“ გყავს შენ.  რაღაცნაირი ხარ და ძალიან მომწონს ეს ^^
იმათ არ გავხარ , აი იმათ მე რომ ნერვებს მიშლიან და მზად ვარ, რომ მათი ცხოვრება დავანგრიო. (მინდა გითხრა მაია ასათიანს არ გავხარ, იმიტომ რომ ვერ ვიტან მაგ ქალს)
იცი, ბავშვები არმიყვარს , მაგრამ ისეთი დამოკიდებულება გქონია შენს ძმიშვილებთან, მივხვდი იქნებ არც ისე ცუდები არიან ბავშვები და მეც შევძლებდი ჩემი დისშვილებიც შეყავრებას, როდესაც ისინი გაჩნდებოდნენ. ჰოდა არმინდა შენზე , რამე დამატებითი წარმოდგენები შემექმნას. ან შევიქმნა და მერე ისევ ჩემით დავამსხვრიო…

ასე რომ, გამარჯობა, ადო შენ შეგიძლია დეიდა ლიკას ყველაფერი უამბო (თუ გინდა :ლოლ:) იცი მინდა, რომ ბევრი ღამეები გაათენო, და ბევრ ასეთ ღამეს გისურვებ რადგან, მინდა რომ უფრო მეტი და მეტი წერო… არვიცი და არც დიდ ყურადღებას ვუთმობ  „იმიჯის“ გამო ხარ ასეთი თუ არა..

მე , ასეთი ადო მომწონს და არც კი ვეცდები , რომ ცუდი ადო გახდეს. ყველაზე მაგარი მეგობრები გყავს, შენ. ძალიან თბილები არიან შენს მიმართ, თითქმის ყველა (რასაც ჩემს მეგობრებზე ვერ ვიტყვი).

კიდევ, რაც მთავარია გიყვარს ნესვი.  ნესვი არის ჩემი ცხოვრების აზრი, ალბათ საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. მინდა მაპატიო , რომ წინა დღეებში მე აზრი შეგაცვლევინე პირსინგის გაკეთების შესახებ , ისეთი სურათი განახე :\

დღეს ასეთი რაღაც მითხარი : „როგორ დაწერ რამეს ჩემზე? რატომ, როგორ, რომ არ მიცნობ? ო_ო“. მე გეტყვი, რომ : „ცოტას დავწერ.. როგორც გიცნობ ისე დავწერ. არც ისე დიდი დროა გიცნობ , მაგრამ ამ დროში დაგწერ“

არმინდა, ის გააკეთო რაც სხვებს მოსწონთ. არმინდა „იმიჯი“ შეიცვალო. არმინდა, რომ ცუდ ხასიათზე იყო ხოლმე. არმინდა, რომ ინანო რომ მეგობრების ლისტში ჩამამატე. მინდა, რომ ბედნიერი იყო. მინდა, რომ „ის“ გეპოვოს.  მინდა, რომ ყოველთვის ყველაფერი განაახლო.. მინდა, რომ არდაგავიწყდეს ხოლმე „ძილინებისა“. ისეთი , ამინდი არის დღეს იდეალური დროა დაწერო რამე კარგი…

მუსიკაში ვნებები თავად აკმაყოფილებენ ერთურთს (c) ნიცშე
და ახლა ვწერ ამას და ასეთი რაღაც მომდის Ado Doodlez invited you to the event ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე და კიდევ უფრო და უფრო მეტის დაწერა მინდა. ყველაზე დამახასიათებელი ტყუილი თავის მოტყუებაა.

ხოლო სხვების მოტყუება ეს იშვიათი გამონაკლისია (c) ნიცშე. 

თავი არ მოიტყუო, რომ ეს დაწერილი მოგეწონა და მზად ვარ მე მოვტყუვდე და ცოტახნით ვიყო ბედნიერი ^^

თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას (c) იოჰან გოეთე
ყურს გიგდებ, უკვე დიდი ხანია და ბედნიერი ვარ, რომ მესმის შენი.

და ბოლოს ერთს ვიტყვი შენზე „ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს მის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, იმის და მიუხედავად გავს თუ არა ეს სახე მის იმჟამინდელი მდგომარეობასა და ყოფას

facebook-ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს

მორიგი ტეგ იგრად ქცეული პოსტი.

დავალება: დაწერე პოსტი თუ რა მოხდება facebook-ის ექოუნთი რომ გაგიუქმდეს

წესები: არ დაგავიწყდეს  პოსტის დაწერის დროს მონიშნო ტეგ თამაშის იდეის ავტორი, ლინკში მიუთითეთ ეს პოსტი ^^

ფეისბუქ დამოკიდებული რომ ვარ ამას აღარ უნდა ბევრი შესავალი. დღეს რამოდენიმე წუთით ექაუნთი წამეშალა და თვალზე ცრემლი მომადგა (კლიანუს). ათასმა კადრმა გაირბინა წარმოსახვაში: ვინ იცოდა პაროლი, ვისიმე კომპიუტერში ჩართული ხომ არ დამრჩა, მეილზე მოსული რომელიმე წერილი სპამი ხომ არ იყო, რომელსაც დავაკლიკე. თუ შურისძიებით იყო გამოწვეული, მტრები მყავს. მოკლედ მთელმა წარსულმა ჩაიქროლა ელვის სისწრაფით.

სტრესის მიზეზი ამ მესიჯის ნახვა

თვალებში დაგროვილმა სისხლმა ტვინში გადაინაცვლა, ხელები ამიმოძრავდა ბრაუზერ გუგლ ქრომის new tab-ისკენ გამექცა მაუსი. რატომ? Google + რომ ჩამერთო, დამედო სტატუსი სამუდამოდ გადავცხოვრების შესახებ  ამ სოციალურ ქსელში. მოკლედ ვისაც G+ არ გყავართ შეგიძლიათ დამამატოთ, ვინიცობაა და რა ხდება, იქნებ მართლაც აუქმებს მარკი facebook-ს. აქედან რომელიმე წრეში ჩაგამატებთ ^_^

წრეები G+ზე

რა მეწევა facebook-ის გაუქმების ან თუნდაც პროფილის გაუქმების შემთხვევაში?

  1. თვალებში დაგროვილი სისხლი გადმოიფრქვევა.
  2. ნევროზი პიკს მიაღზევს და ფრჩხილების კვნეტას ისევ შევუდგები.
  3. ვეღარ აღვიდგენ წარსულს, რადგან თითოეული ფრენდთან მოგონება მაკავშირებს, რომლის აღდგენა მიჭირს ჩვეულ ცხოვრებაში.
  4. დავკარგავ იმედს სამსახურის პოვნასთან დაკავშირებით (ორი ყოფილი სამსახური facebook-მა მომაპოვებინა)
  5. ვეღარ დავესწრები საინტერესო ივენთებს და კომუნიკაციის საშუალება მომესპობა.
  6. ფან ფეიჯების ვეღარ გავაკეთებ და ვეღარ დავთაგავ წერის დროს მაგალითად (კაი, ვხოხავ, მე PMS მაქვს, ლეღვის ფოთლის ნახარში, ბოლო კომენტარის დალაიქება როცა პასუხის დაწერა გეზარება)
  7. ვეღარ გავიგებ ვინ ვისთანაა ურთიერთობაში, ან რა ორიენტაციისა ადამიანი რომელიც მომწონს.
  8. პრივატულ ჯგუფებში ვერ ვილაპარაკებ.
  9. მეგობრების სტატუსებს ვერ “დავალაიქებ” და “ლოოლს” სხვაგან აღარსად დავწერ.
  10. მობილური ტელეფონით კედელს ვერ გავანახლებ.
  11. ვეღარ ვნახავ ვინ ვის დაუმეგობრდა (ეს + ად შეიძლება განვიხილო, თავს აღარ ვიტეხ რა აკავშირებს ერთმანეთთან mutual ფრენდებს)
  12. ყველაფერ ამ უბედურებასთან ერთად ბლოგის ფან ფეიჯი გაუქმდება და სახის მარცხენა მხარეს (სახის მარცხენა პროფილი არ მომწონს) ჩამოვიკაწრავ.

რა დადებითი აქვს ამ სოციალური ქსელის გაუქმებას.

  1. აპლიკაციების შემოთავაზებით ტვინს აღარ მოდღნავენ.
  2. ბანკები და მსხვილ მსხვილი თუ პატარა კომპანიები სარფიან რეკლამას ვერ განათავსებენ, მალე გაკოტრდებიან (მე გამიხარდება)
  3. აღარ იქნება კონკურსებისთვის სახვეწარი ლაიქები საჭირო.
  4. ამ ყველა სიკეთესთან ერთად საქორწინო ფოტოებს, გაპრანჭული 5 წლის ბავშვების ფოტოებს ააორთქლებს მარკი.
  5. აღარ დაისმება კითხვები რა ფერის მაისური მოგწონს და რა ბრენდის სათვალეს ხმარობ.
  6. აღარ იქნება პროფილები _ ყველაზე ძერსკებეე, ყველაზე ყველაზეებეეეე, ყველაზე საყვარლები და ზეებიიი… (თუმცა G+ საც მოაგნებენ)
  7. დილის 10 საათამდე არ ვიჯდები კომპიუტერთან. მოვიწესრიგებ ძილს.
  8. ძალიან ბევრ პოსტს, მინი პოსტს დავწერ ბლოგზე
  9. არ მომივა წერილები “როგორ ხარ? სად დაიკარგე? რა ხდება ახალი?” მსგავსი შინაარსით

მოკლედ, facebook-ის გაუქმების შემთხვევაში მარკი ღირსი იქნება _ თავისივე კედელზე (wall) თავი ვარტყმევინოთ, „ლაივში“  ცხოვრების ოფლაინის (ძილი) დროს ვუჯიკოთ და like-ის მანიშნებელი მუშტიდან ამოწეული ცერა თითი დავანახოთ (fuck u-ს ნაცვლას)!

ვთაგავ: ნიკას, ქეთუსის, ცინიკოსსრეალითი ბლოგს, ველურ ორქიდეასPeople Are Crazy, ჯესის

ბლოგერების კონკურსი

ლუძი, მოკლედ გეტყვით ვინც არ იცით რომ მონაწილეობას ვიღებ TBC სმარტ კლუბის მიერ გამოცხადებულ ბლოგერების კონკურსში.

გამარჯვებული გამოვლინდება facebook-ის მომხმარებლების ლაიქებით (like-მოწონება),  გუშინ ბედი მწყალობდა და  დღეს რატომღაც წესები შეცვალეს და შედეგები გაანულეს. ასე რომ, ძალიან გთხოვთ შედთ ხელახლა აქ

> http://apps.facebook.com/smartblogger/list.php

და ხმა მომეცით, ჩემი პოსტია: #45   ანზორ ბერიკელაშვილი GAME OVER.

ჩვენს პრეზიდენტს ფანები სექსს სთავაზობენ

ინტერნეტი კერძოდ ვებსაიტი www.odnoklassniki.ru უკვე თითქმის მთლიან საქართველოში გავრცელდა ერთის მხრივ ეს სასიხარულოა მაგრამ მეორემხრივ საშინელებაც. სადაც არ უნდა იყოთ მთაში, ბარში, სოფელში თუ ტრანსპორტში ყველგან გაიგონებთ სიტყვას ოდნო, ადნო, კლასნიკი, კლასნიკები რომელიც მე პირადად მაღიზიანებს. დღეს დღეისობით საქართველოს მოსახლეობის 95% რომელსაც ინტერნეტთან შეხება აქვს სარგებლობს საიტით www.odnoklassniki.ru. ერთი დღე მთლიანად ამ ზემოთ ხსენებულ საიტს დავუთმე და დავრწმუნდი რომ შესვლაც არ ღირს არა თუ მოხმარება. ყველანაირი ადამიანის ნახვა შეგიძლიათ გლეხის, გოიმის, იდიოტის და რა თქმა უნდა პოპულარულისაც კი, რომელსაც მათი ფანები ქმნიან.
ერთიდაიმავე ადამიანის მრავალი გვერდის ცქერით შეგიძლიათ დატკბეთ. დამაინტერესა და ძიებაში მიხეილ სააკაშვილის სახელი ჩავწერე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა შვიდი გვერდი მოიძებნა, მაგრამ შემდეგ გაოცება სიცილში გადაიზარდა როცა კარგად დავაკვირდი და ამ შვიდიდან 2 ონლაინში იმყოფებოდა. ერთის სტატუსზე კი კომენტარი: ლამაზი ქალები ჩემთან… უკომენტაროდ
იგივე შეგიძლიათ იხილოთ ირაკლი ოქრუაშვილის მოძებნის დროსაც, როგორც ჩანს მისი დაბადების თარიღი ვერ გაურკვევიათ… მათთან საუბარსაც ვეცადე მაგრამ რამოდენიმე საათით უშედეგო აღმოჩნდა, თავი დაიფასეს ყანდაურელმა იზოლდამ ან შაქრომ… ერთ–ერთ მათგანს თხოვნით მივმართე რომ მიხელ სააკაშვილის ერთი ფანის პირადული წერილი მაინც დაეკოპირებინა, მაგრამ მისგან (მიხეილ სააკაშვილი) სკაიპის იდი მივიღე და შემდეგ სურათიც ერთ–ერთი შეყვარებული და აღგზნებული ქალის დიალოგიდან მისი მისამართით.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ერთ–ერთი სერიალის “გმირიც” აღმოვაჩინე მაგრამ სხვების ძებნა უკვე მომბეზრდა, იმდენად იმოქმედა ქართველების ამგვარმა ქმედებებმა ჩემზე… ახლა კი გთავაზობთ ამ საიტის ფავორიტ სურათებს რომლებმაც ჩემს კომპიუტერში 3 წუთით იბლატავეს. წვეტიანი ან ტალახიანი ტუფლები, ყელამდე აკეცილი შარვლის ტოტები და ა.შ…

ხო და ამიტომ, ვისაც ეს ფაქტები გაღელვებთ და ვერ იტანთ ძერევნია, წვეტიან ტუფლებიან ან ყელამდე აკეცილ შარვლებს შეეშვით ამ საიტს და გადმოდით www.facebook.com–ზე… მაგრამ ყველა არა, რომ ესეც არ გაპარტახდეს და წაიბილწოს…

P.S. ვინც ამ ფოტოებში (ამას თუ ფოტო შეიძლება ვუწოდო) საკუთარ “ტუფლს”, ღიპს, ან შარვალს აღმოაჩენს დამშვიდდით და დარჩით ის რაც ხართ მაინც აღარაფერი გეშველებათ!!!