სიმითის გამყიდველი ბიჭუნა


ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ფოტო თურქეთში მოგზაურობიდან

simiti

ფოტოზე აღბეჭდილია სიმითის გამყიდველი თურქი ბიჭუნა. სინზე ლამაზად შემოწყობილი სმითებია. გემრიელ რგოლისებურ პურს, ქუნჯუთის თესლი აქვს მოყრილი.

სიცხეში, ფულის საშოვნად გამოსული ბიჭუნა, რომელსაც იქამდე უნდა ევლო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, სანამ ბოლომდე არ გაყიდდა გემრიელ ფუნთუშებს, უცებ მეგობარმა დაუძახა წყლიდან. რა დროს ეგ არის შემოდი ერთად გავცუროთო. ბიჭმა ისეთი სახე მიიღო, თითქოს ვერც კი გაიგო მეგობრის ნათქვამი და გააგრძელა გზა. გაიარა რამდენიმე ათეული მეტრი, მერე გაჩერდა, შეეტყო რომ გადაწყვეტილება ვერ მიეღო. ბოლოს ცდუნებას ვერ გაუძლო, სირბილით გაიქცა მეგობრისკენ, სიმითებით სავსე სინი კლდის ჩრდილში დადო, გაიხადა და შევარდა წყალში გასაგრილებლად.

ფოტოკოლაჟი

Posted in საკითხავი | Tagged , , , , | 3 Comments

არა თეოკრატიას!


no to theocratyმოდი 17 მაისის მოვლენებს სხვა კუთხით შევხედოთ.  რამდენიმე წუთით დავივიწყოთ ლგბტ-ს განსხვავებულობა და მათზე ძალადობა, ისედაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ ყველას გვაქვს აქციის გამართვის უფლება და ადამიანები თანასწორი ვართ განურჩევლად  რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივიმდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

17 მაისის მოვლენები პირველ რიგში დასაგმობია და მეორეს მხრივ დამნაშავეები დასასჯელია მხოლოდ იმიტომ, რომ სამართლებრივ ჩარჩოს გასცდა რელიგიური ინსტიტუტის მხრიდან სიძულვილის პროპაგანდა და პირდაპირმა ფიზიკურმა შეურაცხყოფებმა თავი იჩინა, იდეაში მშვიდობიანმა კონტრ აქციამ, რომელიც მშვიდობიანად უნდა ჩატარებულიყო და ამის კანონიერი უფლება თავისთავად მათაც ჰქონდათ. პასუხისმგებლობა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ევალებოდა, რაც არ შეასრულეს. ცალსახა დასკვნა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეეძლოთ ძალის გამოყენება, ძალის გამოყენებაში მინიმუმ წყლის ჭავლს ვგულისხმობ აგრესორების დასაშლელად და კანონდამრღვევთა დაკავებას კვალზე. ეს კი მათ არ გამოიყენეს, ალბათ იმ უაზრო, მაგრამ პოლიტიკური გათველბის გამო, რომელიც ამომრჩეველს, ანუ მართლმადიდებელ მრევლს გააღიზიანებდა და უსაფრთხოების ვალდებულების მკაცრი გამოყენება ხმებს დააკარგვინებდა.

საზოგადოების გარდატეხისთვის საჭირო იყო ამ მოვლენების განვითარება. ერთხელ და სამუდამოთ უნდა გადაწყდეს დემოკრატიული ქვეყანა გვსურს, თუ თეოკრატიული. სწორედ ამჟამად არის პროცესები ამ არჩევანის გასაკეთებლად და საზოგადოებაში გაჩენილი ქიშპობა ჩვეულებრივი და მოსალოდნელი მოვლენაცაა.  ახლა ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ჩვენზეა დამოკიდებული რომელი სახელმწიფო მმართველობის ფორმა გვსურს – დემოკრატიული თუ თეოკრატიული. საქართველო ამჟამად თეოკრატიისკენ უფრო იხრება, რადგან საპატრიარქოს გავლენის ქვეშ უფრო უფრო მეტი “ბრმა” ადამიანია, რომლებიც გაუცნობიერებლად მიჰყვებიან მათი მისამართით გაკეთებულ ყველანაირ მოწოდებას. საზოგადოების მრავალფეროვნებას საფრთხე ემუქრება, არ შეიძლება ყველა ერთ აზრზე იყოს, ბრბო გვეწოდოს და ვემორჩილებოდეთ ბრმად ისეთ მოწოდებებს, რაც ადამიანის სიძულვილისკენა და მკვლელობისკენ უბიძგებს. afghanistan and iran

ასეთი შედეგები თეოკრატიისკენ მიგვიყვანს, რომელი წყობაც ამჟამად ირანშია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. ირანშიც არსებობს საზოგადოების ნაწილი, ვისაც არ სურს თეოკრატიული წყობა, მაგრამ უკვე უძლურნი არიან. ზუსტად ამ საფრთხის შესახებ მინდოდა მეთქვა რამდენიმე სიტყვა, რომელიც ძალიან მალე გვემუქრება, თუ ბრმად ვენდეთ სიძულვილით აღსავსე მოძღვრებს. მართლმადიდებლობა სულაც არ ქადაგებს სიძულვილს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე ძალადობას, პირიქით სიყვარულს, პატიებას და განკითხვის დაუშვებლობისკენ მოგვიწოდებს.

ამიტომ, ერო ჩემო, გამოფხიზლდი და თქვი არა რუსეთის მიერ ინსპინირებულ თეოკრატიაზე, თუ არ გსურს შავ-თეთრი ცხოვრება და განუკითხაობა დამყარდეს ქვეყანაში, რომლის ლობირებასაც მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესია მოახდენს და მოგვიმწყვდევს უკანონობაში. “კანონი” კი მხოლოდ აგრესიული მოძღვრების იდეოლოგიის მატარებელი იქნება არამხოლოდ რელიგიურ ჩარჩოებში, რომელიც სავარაუდოდ უფრო მეტი აგრესიისკენ მოგვმართავს თავისი იდეოლოგიის გასატარებლად. დღეს ლგბტ-ს წინააღმდეგ გამოვიდნენ და ჩაქოლავენ, ხვალ სხვა ინსტიტუციებს მოარღვევენ და ზეგ სახლებშიც შემოიჭყიტებიან და რაიმე შეუფერებლობისთვის ჩამოგვახრჩობენ.

შემოუერთდი აქციას 24 მაისს 19:00 საათზე დედაენის ბაღში და ერთად ვთქვათ არა თეოკრატიაზე! გაემიჯნე ფუნდამენტალისტებს და იყავი ტოლერანტული!

ბონუსად გიტოვებთ ვიდეოს მეტი თვალსაჩინოებითვის, რაც შეიძლება ვიწვნიოთ უგუნურობით:

პატივისცემით ადო!

Posted in საკითხავი | Tagged , , , , , , , , , , , | 2 Comments

ისეთ საზოგადოებაში, სადაც…


  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც საკუთარი უფლებების დაცვასა და სამართლიანობის აღდგენას “ბოზობაში” არ ჩამითვლიან.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც “ასავალ დასავალს” არ წაიკითხავენ.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო, სადაც სტერეოტიპული აზროვნება მინიმუმამდე დაიყვანება.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც სხვის მიერ ნათქვამი არგუმენტის დაზეპირებით არ დამიმტკიცონ რაიმე.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც პატრიარქი რასაც გადაწყვეტს ბრმად არ დაეთანხმოს მრევლი.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო, სადაც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიის გაიდეალება არ მოხდება.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც უვიცი ადამიანები აქსიომაზე არ შემედავებიან.

society

  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც ვისამე ლინჩის წესით გასამართლების სურვილი არ გაუჩნდებათ.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო, სადაც ჰომოსექსუალობა პრობლემად არ აღიქმება.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც სწორად ექნებათ გააზრებული რატომ არის საჭირო მარიხუანის დეკრიმინალიზაცია.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც ავტობუსის კონტროლიორებს შეურაცხყოფას არ მიაყენებენ.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო, სადაც მგზავრები მხოლოდ კონტროლიორის დანახვის დროს არ აიღებენ ბილეთს ავტობუსში.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც ბნელი ადამიანების გამო, ID ბარათისა და პირად ნომერში 666-ს არ აკრძალავენ.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც შუქნიშანს დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო, სადაც ვიღაცის იდეალის კრიტიკულად მოხსენიების დროს ავის მსურველი არ ვიქნები.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც არაჰუმანური სურვილების მქონე ადამიანები ტოლერანტობას არ დაიბრალებენ.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ცხოვრება, სადაც მხოლოდ სოციალურ ქსელებზე არ გაპროტესტდება რაიმე მოვლენა, ფაქტი, გადაწყვეტილება რომელშიც ხელისუფლება იქნება დამნაშავე.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვცხოვრობდე, სადაც მსგავსი თემები რითიც შევწუხდი განხილვის თემა არ იქნება.
  • ისეთ საზოგადოებაში მინდა ვიცხოვრო, სადაც მსგავსი პოსტები არ დაიწერება.
Posted in საკითხავი | Tagged , , , , , , , , , , , , | 14 Comments