ჩვენს პრეზიდენტს ფანები სექსს სთავაზობენ


ინტერნეტი კერძოდ ვებსაიტი http://www.odnoklassniki.ru უკვე თითქმის მთლიან საქართველოში გავრცელდა ერთის მხრივ ეს სასიხარულოა მაგრამ მეორემხრივ საშინელებაც. სადაც არ უნდა იყოთ მთაში, ბარში, სოფელში თუ ტრანსპორტში ყველგან გაიგონებთ სიტყვას ოდნო, ადნო, კლასნიკი, კლასნიკები რომელიც მე პირადად მაღიზიანებს. დღეს დღეისობით საქართველოს მოსახლეობის 95% რომელსაც ინტერნეტთან შეხება აქვს სარგებლობს საიტით http://www.odnoklassniki.ru. ერთი დღე მთლიანად ამ ზემოთ ხსენებულ საიტს დავუთმე და დავრწმუნდი რომ შესვლაც არ ღირს არა თუ მოხმარება. ყველანაირი ადამიანის ნახვა შეგიძლიათ გლეხის, გოიმის, იდიოტის და რა თქმა უნდა პოპულარულისაც კი, რომელსაც მათი ფანები ქმნიან.
ერთიდაიმავე ადამიანის მრავალი გვერდის ცქერით შეგიძლიათ დატკბეთ. დამაინტერესა და ძიებაში მიხეილ სააკაშვილის სახელი ჩავწერე. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა შვიდი გვერდი მოიძებნა, მაგრამ შემდეგ გაოცება სიცილში გადაიზარდა როცა კარგად დავაკვირდი და ამ შვიდიდან 2 ონლაინში იმყოფებოდა. ერთის სტატუსზე კი კომენტარი: ლამაზი ქალები ჩემთან… უკომენტაროდ
იგივე შეგიძლიათ იხილოთ ირაკლი ოქრუაშვილის მოძებნის დროსაც, როგორც ჩანს მისი დაბადების თარიღი ვერ გაურკვევიათ… მათთან საუბარსაც ვეცადე მაგრამ რამოდენიმე საათით უშედეგო აღმოჩნდა, თავი დაიფასეს ყანდაურელმა იზოლდამ ან შაქრომ… ერთ–ერთ მათგანს თხოვნით მივმართე რომ მიხელ სააკაშვილის ერთი ფანის პირადული წერილი მაინც დაეკოპირებინა, მაგრამ მისგან (მიხეილ სააკაშვილი) სკაიპის იდი მივიღე და შემდეგ სურათიც ერთ–ერთი შეყვარებული და აღგზნებული ქალის დიალოგიდან მისი მისამართით.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ერთ–ერთი სერიალის “გმირიც” აღმოვაჩინე მაგრამ სხვების ძებნა უკვე მომბეზრდა, იმდენად იმოქმედა ქართველების ამგვარმა ქმედებებმა ჩემზე… ახლა კი გთავაზობთ ამ საიტის ფავორიტ სურათებს რომლებმაც ჩემს კომპიუტერში 3 წუთით იბლატავეს. წვეტიანი ან ტალახიანი ტუფლები, ყელამდე აკეცილი შარვლის ტოტები და ა.შ…

ხო და ამიტომ, ვისაც ეს ფაქტები გაღელვებთ და ვერ იტანთ ძერევნია, წვეტიან ტუფლებიან ან ყელამდე აკეცილ შარვლებს შეეშვით ამ საიტს და გადმოდით www.facebook.com–ზე… მაგრამ ყველა არა, რომ ესეც არ გაპარტახდეს და წაიბილწოს…

P.S. ვინც ამ ფოტოებში (ამას თუ ფოტო შეიძლება ვუწოდო) საკუთარ “ტუფლს”, ღიპს, ან შარვალს აღმოაჩენს დამშვიდდით და დარჩით ის რაც ხართ მაინც აღარაფერი გეშველებათ!!!

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to ჩვენს პრეზიდენტს ფანები სექსს სთავაზობენ

  1. birdsgroup says:

    ადოლე სრულიად გეთანხმები, მეგობარო!!! :)))

  2. malisha says:

    wow mishas naxe ra, ra fanebi yavs , ise egeti fan klubi ro gqondes kacs kaia ra gaertobodi :D:D:D guls gadaayolebdi erti 2ri ghamit :d

  3. iameosi says:

    მაპატიე, მაგრამ რა არის იცი? ზოგმა არ იცის ინგლისური და რა ქნას? და შენ რა, ეგ ფბ ვისაც აქვს, ძაააააააააან მაგარი გგონია? ან ესე იგი არ არის გოიმი? დიდი შესაძლებლობები აქვს, გეთანხმები ფბ-ს, მაგრამ რატო აყენებ შეურაცხყოფას თუნდაც აკეცილ-შარვლიან ან ღიპიან ბიძებს. მეც მაღიზიანებენ, მაგრამ შენ ასე საჯაროდ მათი წარმოჩენით ვერაფერს შეცვლი. ყველას ყავს თავისი მკითხველი და თავისი “ოდნოების” დამთვალიერებელი, ვინც სტანდარტულს კომენტარს დაუტოვებს: “რა საყვარელი ხარ!” “მაგარი ფოტკაა” და ა.შ.

    და რატო მოუწოდებ მათ გადმოვიდნენ ფბ-ზე? იქ, რა ეგეთ სურათებს არ დააგდებენ? მერე დაწერ, აიო, ამ “სვეტსკი” საიტზე რა “დერევნია” სურათები დევსო.
    დაიჯერე, რომ ყველა ქვეყანაშია გოიმი და არაგოიმი ხალხი და ზოგს ეს მოსწონს და ზოგს – ის! და რამდენიც არ უნდა იფხაკურო, შენ აგეშლება ნერვები და ისინი მაინც გააგრძელებენ გაუტავბელი სუფრების სურათების დადებას! ისინი ვერ შეიცვლებიან სანამ არ გამოიცვლებიან!

    • ადო says:

      სხვათა შორის ფეისბუქი ყველა ენაზეა ნათარგმნი და რომელი ენითაც გინდა იმით ისარგებლებ და არ მითქვამს რომ ყველა უნდა გადმოვიდეს ამ საიტზე, ვთქვი იმისთვის ვინც მეთანხმება . მე ჩემი აზრი გამოვთქვი და მემგონი ცუდი არაფერი ჩამიდენია ამიტომ თქვენ თქვენი აზრებიც მისაღებია ზოგისთვის კი და ზოგისთვის არა. და მინდა ვთქვა რომ ვერც შეიცვლებიან და ვერც გამოიცვლებიან…

      • iameosi says:

        აააჰ, ჰო ყველა ენაზე, მართალი ხარ! შენი აზრი კარგია სურათების გამოფენის გარეშე. უბრალოდ, მთლად ასეთი ცინიზმის ქვეშ გატარება არაფერს მოიტანს არც მათ და არც შენ. გამოცვლით მაგათ შანსი არ აქვთ და თუ შვილებსაც იგივეს ასწავლიან, საერთოდ გავირიყებით.🙂 მე არ გეჩხუბე. :)უბრალოდ, არ მიყვარს რომ ამბობენ, ოდნოები აქვს და გოიმიაო. შენ ეგ არ გითქვამს, ვიცი! კაი , გავედი!🙂

  4. O_o says:

    მხოლოდ საქართველოში ყველა ადნაკლასნიკებშია და ყველა ამბობს რომ გოიმობაა…!

  5. Pingback: 2010 წლის საუკეთესო პოსტები «

  6. togon idze says:

    anzor :D:D ki kai postia magram.. goimebi fcbzec blomad arian da odnoshic . skypeshic da mailzec. ase rom tyuilad reklamirebas nu uwev

  7. NinucaElectro says:

    ცომპლატე დისასტერ :დდ

    მაგრამ ფბ-ზეც რომ გადმოვიდნენ და დაიპყრონ იქაურობა, ცუკერბერგს რა პასუხი უნდა გასცე? :დ რეკომენდაციები არ გინდა.. :დ (პრინციპში უკვე მრავლად არიან, აი “ყველაზე სვეცკებე და ძერსკებეს” მუდმივი თავშესაყარია ფბ, სამწუხაროდ…) მაინც… რავიცი რავიცი :(((((

    • ადო says:

      1 წლისა და 8 თვის უკან დაწერილი პოსტია ეს🙂 მაშინ არ იყვნენ მომრავლებულნი ფეისბუქზე🙂

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s