ყველა საიტის ჩვენებური მოხმარება


odnoklassnik-ებზე ჩემი მოსაზრებების დაწერის შემდეგ მეგობრებში ისეთი კრიტიკის საგანი გავხდი მინდა დავწერო, გავავრცო, ვთქვა რომ იდეალური და გამართლებული აზრი მხოლოდ მსჯელობის შემდეგ იბადება.

მოკლედ ასე, ამდენი უარყოფითის შემდეგ მინდა რამოდენიმე დადებითი თვისებაც დავწერო მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ ამ საიტს და საერთოდ ყველა საიტს თავისი დანიშნულება აქვს და ქონდა, მაგრამ დანიშნულებას ყურადღებას არ ვაქცევთ და საჩვენო მიზნებისთვის ვიყენებთ, ვიყენებთ იმისთვის რომ გოგო “შევაბათ” ან საერთოდ სკაიპის იდი გამოვართვათ და შემდეგ სექსზე დავითანხმოთ თუ არა ლაივში მაშინ ვირტუალურად, ეს კიდე ცალკე თემაა და ამიტომ ბევრს არ დავწერ აქ… ადნაკლასნიკები არის კლასელებისთვის როგორც სიტყვის შინაარსი რათქმაუნდა… უნდა იყვნენ დაკავებულული მხოლოდ ძველი დროის გახსენებით და არა რაც ზემოთ ვთქვი. ან თუნდაც VIII კლასში რომ იყავი, წრეშიბურთს თამაშობდი, მოგწონდა მეზობლის გოგო, რომელსაც ჭრელი კოპლებიანი კაბა ეცვა და კეპი ეხურა შემთხვევით აღმოაჩინე საიტზე და გაუმხილე ეს გრძნობა ან უკვე დავიწყებული მაგრამ მომავალში განსახორციებელი, ამას რა ჯობია.. მაგრამ ყველაფერი ჩვენებურად უნდა გადავაქციოთ და მასიური გავხადოთ. როგორც სკაიპში ისე უკვე ადნაკლასნიკებში შესვლისას დაგხვდება წერილი: გამარჯობა გავიცნოთ? და შეიძლება სექსზეც დაგითანხმონ, მაგრამ ისიც მართალია რაც არ გინდა იმას არავინ დაგაძალებს ადვილად შეგიძლია თავიდან მოშორება… მაგრამ ასეთი მიზნებისთვის არსებობს რუსული (რუსული იმიტომ რომ ინგლისური არ ესმის უმრავლესობასო) საიტი შეგიძლიათ იქ ეძებოთ “ნაშა” რომელიც ღამეს გაგიხალისებთ… ახლა კი შეპირებული ყველაზე კარგი თვისება მაგალითისთვის ვიტყვი რომ ჩემ ახლობელს ასეთი რამ შეემთხვა: იყო დარეგისტრირებული ამ საიტზე (odnoklassniki) მაგრამ არ იყენებდა მუდმივად, ერთხელაც მოუვიდა წერილი რუსეთიდან რომ ბაბუა გარდაეცვალა რომელიც მილიონერი იყო და ქონება მას დაუტოვა, ეხლა კი საქართველოდან წასულია და ტკბება ცხოვრებით რომელიც აქამდის არ ჰქონია…
აი აქ დავასრულებ თორემ ძალიან გამიგრძელდა…

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ყველა საიტის ჩვენებური მოხმარება

  1. iameosi says:

    ოკ…გავიკეთებ თუ გავიხსნი თუ შევიქმნი ოდნოებს🙂 იქნება და შორეული ალმა-ატადან ჩემმა ნახევარ-ბიძამ ქონება დამიტოვა. მეტი არ იქნა ჩემი მტერი! ხელის დაღლის მოყვარულები, ჩემო კარგო და ტკბილო, ყველა საიტზე მოიძებნება, even ფბ-ზე. აჰა, ისევ არ დაგეთანხმე რაღაცაში.🙂 დაგსდევ, დაგსდევ! :))

  2. joliiii says:

    ვაიმეეე, ეს რა გავიგეეეე, მეც დამიტოვებენ მემკვიდრეობას?

  3. ეკა says:

    ჰო, მეც მომწერა მეილზე ერთმა ლიბერიელმა გოგომ, სამიოდე თვის წინ და როგორც მარწმუნებდა, გარდაცვლილი მამისაგან ოთხმილიონნახევარი ერგო მემკვიდრეობით და სურდა, ბოროტ, მოძალადე ბიძას რომელიმე, მაგალითად ჩემს ქვეყანაში გამოქცეოდა… შემდეგ ჩვენ ავაწყობდით რაიმე ბიზნესს, ასე მისახავდა გეგმას-ხოდა ვიცხოვრებდით ტკბილად და ბედნიერად…🙂

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s