მე და რუსთავი 2 ♥


პირადი თემები და ცხოვრება ამ ბოლო დროს მიმავიწყდასავით, მაგრამ თავს
გავიმართლებ და ვიტყვი რომ არ მცალოდა და ინტერნეტიც არ მქონდა. როგორც იქნა მოვიცალე და თან მახათიც აღარ მჭირდება. მოვიცალე იმიტომ რომ სახლში მარტო ვარ და განმარტოებულად როცა ვარ მაშინ მოვდივარ წერის ხასიათზე. ისე მოვაღწიე 20 წლამდე სულ რაღრაც 2 ჯერ ვარ სახლში მარტოდ
დარჩენილი ისიც თუ ოჯახი აგარაკზე მიდის და მე არ მივყვები. ხან მარტოობაც კარგია
მაგრამ სიმართლე ჯობია და არ მიყვარს. ეხლა ინტერნეტი რომ არა შეიძლება… იმიტომ რომ ხმაურიან ოჯახში ცხოვრება სიწყნარეს და მყუდროებას არ მაცლის, თან შეჩვეულიც ვარ. იმდენად შეჩვეული ვარ ხმაურს და ხმამაღალ საუბარს მუსიკა ბოლომდე მაქვს
აწეული, რომ სიმარტოვე არ ვიგრძნო, შეიძლება მეზობელი მესტუმროს ხალათის ამარა და
იატაკის ჯოხით, მაგრამ გავუღიმებ და შემოვიპატიჟებ თუ მანამდე იატაკზე არ დამაგდო,
არაა არა, აქ ხომ საქართველოა და ხმაური არავის უკვირს “მოსულა”…
იმდენად პირდაპირი ადამიანი ვარ რომ თავის გაკონტროლება ხშირად მიჭირს
და ბევრს გულს ვტკენ მაგრამ “მკიდია” ამისდამიუხედავად თბილი ვარ. ადამიანი რომელსაც
გავიცნობ ადვილად მიყვარდება, შემდეგ მისი დაკარგვა არ მინდა და ყველაფერს ვაკეთებ
მის შესანარჩუნებლად. ძალიან მიყვარს კოცნა და მაგით გამოვხატავ ადამიანისადმი სიყვარულს, ამიტომ ყველა ჩემი მეგობარი გადორბლილი დადის… ნახევარი წელია სახლში ვზივარ უსაქმურად (როგორც თბილისის ნახევარზე მეტი მოსახლე) და მხოლოდ მეგობრებთან სტუმრობით შემოვიფარგლები. ვინ წარმოიდგენდა ჩემს სახლში ჯდომას… მაგრამ გეგმები ისე არ განხორციელდა როგორც მე მსურდა, ჯერჯერობით ასეა და შემდეგ ვნახოთ… მონატრებამ პიკს მიაღწია და უნივერსიტეტში გავლა და მეგობრების ნახვა გადავწყვიტე, მაგრამ ისე თბილად არ დამხვდნენ როგორც მე მეგონა, წიხლის ქვეშაც კი გამიგდეს 😦

ფეხზე წამომდგარს “იმედის” თვალით შევხედე რუსთავი 2 ის კორესპონდეტს, მაგრამ რატომ შევხედე? არ დამენახა მაინც… მთელი 3 დღე ნერვები მეწიწკნება იმას უნდა ეჭიროს რუსთავი 2 ის მიკროფონი და მე ეხლა სახლში უნდა ვიჯდე? ესეთი ენერგიული, თავისუფალი და პირდაპირი ადამიანი, ვაი რა უსამართლობაა… (იქნებ ვინმემ წაიკითხოს და მიმიღოს პატრულის ჟურნალისტად მაინც :D)….. მთელი დღეა ევროვიზიას ვადევნებ თვალს და ჩემებურად ვაფასებ მონაწილეებს. განსაკუთრებით 3 მონაწილე მომეწონა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს ეხლა, სანამ ბოლომდე გადამიხვევია თემიდან აქ დავამთავრებ…

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s