eurovision 2010


სულ მალე 29 მაისი ევროვიზიის საფინალო დღე მოვა… ევროვიზია მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სიმღერის კონკურსია, 55 კონკურსის დრო დგება… 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო მასპინძლობს. ევროფესტივალის გრანდიოზულ სანახაობას ნორვეგიამ 1986 წ. და 1996 წ.-საც უმასპინძლა. ოსლოსთან ერთობლივად 55-ე ევროფესტივალს პატარა ქალაქი ბირუმი უმასპინძლებს. ქალაქში ტელენორის არენაა განთავსებული- ადგილი, სადაც 2010 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უნდა ჩატარდეს. ვროფესტივალის პირველი ნახევარფინალი – 25 მაისს, მეორე – 27 მაისს გაიმართება. ფინალური კონკურსი კი 29 მაისს შედგება. მზადება უკვე დასასრულს უახლოვდება, მონაწილეები გადიან გენერალურ რეპეტიციებს. საქართველოს წარადგენს სოფია ნიჟარაძე სიმღერით – shine რომ ვთქვა ძალიან მომწონს მეთქი ტყუილი იქნება, ძალიან არა მაგრამ მომწონს, ევროვიზიას უფრო სხვა სტილის სიმღერა მოუხდება. საქართველოს კი სამივე წელს მტირალა, მოსაბეზრებელი სიმღერა გვქონდა. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ქვეყანას ვერ მივცემთ ხმას, ამიტომ მე ჩემი ფავორიტი მინდა გაგაცნოთ:

რუმინეთი – პაულა და ოვი

ოვი რუმინეთის ჩრდილოეთ ნაწილში დაიბადა. 2006-2009 წლებში მონაწილეობდა ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსებში.

მისმა პირველმა ალბომმა, სახელწოდებით “Nanu Disco” განსაკუთრებული პოპულარობა დანიაში მოიპოვა.

გასულ წელს ფესტივალზე ”Golden Stag” ნორვეგია ოვიმ წარადგინა და მესამე საპრიზო ადგილი დაიმსახურა.

პაულა სელინგი (Paula Seling) ევროვიზიის შიდაშესარჩევი კონკურსების მრავალგზის მონაწილეა (1998, 2003, 2004, 2008 წლებში).

ის 2002 წელს პრესტიჟული ფესტივალის ”Golden Stag” ფინალისტი გახდა, შემდეგ კი რუმინეთის საუკეთესო მომღერლად აღიარეს. იმავე წელს ჟურნალმა ”Avantaje” პაულა ”წლის საუკეთესო ქალად” დაასახელა.

1997 წელს პაულა ფესტივალის ”Mamaia” გამარჯვებული გახდა. მღეროდა ისეთ მეგავარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან: ანიტა დოთი, ალ ბანო, ტონი ჰოუკსი.

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to eurovision 2010

  1. კი კარგები არიან🙂 ჩემი ფავორიტებიც : )

  2. ჰმმ… მეც ეგ ნომერი მომეწონა….. განსაკუთრებით ის ორმხრივი როიალი და იმ დებილური სიმღერებს შორის სიმღერასაც არა უშავდა

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s