გუბეში ვიტყაპუნეთ


დღეს ცუდ ხასიათზე ვიყავი და თავის გასართობად ანასთან წავედი. 3 ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ სიგარეტიც შემოგვეცალა და ზემოთ ხსენებულის საყიდლად გავედით მაღაზიაში. რატომღაც ეზოში შემოვრჩით. ყოველ დღე, ღამის 11 საათზე ეზოში ცეკვა მე და ანას წესად გვექცა, მაგრამ ეს წესი დღეს დავამხეთ, უფრო სწორად თავზე სეტყვის სახით დაგვემხო. როგორც ყოველთვის უამრავი ხალხით სავსე ქუჩა წამებში დაცარიელდა, ზოგი სადარბაძოში შერბოდა, ზოგი ხეს აფარებდა თავს. სასწაული სეტყვა დაეშვა ციდან და აუჩქარებელი ნაბიჯით შემოგვესეირნა წივილ-ღრიალით დაცარიებული უბანი. ანამ ფეხზე გაიხადა და გუბეებში ვატყაპუნეთ ფეხები დებილი ბავშვებივით. მანქანებიც სწრაფად მოძრაობდა, ალბათ რომ არ დაეკაწრა უსაშველოდ მსხვილ სეტყვას, ჩვენ კი სიცილ-კრეჭვით მობილს ვაჩხაკუნებდით… ნეტა როდის მომემატება ტვინი ასაკის შესაბამისად? მაგრამ, დეპრესიაში ყოფნას მირჩევნია უამრავი პრობლემა სიცილით და ნიღბით დავიფარო… თუ ცხოვრებას ვკიდივარ, მე უფრო მეტად დავიკიდებ სადამდეც გავუძლებ სიმძიმეს…

დღევანდელი დღის შედეგი:

  1. ანამ ლიფი გამოიცვალა
  2. მე შარვალი გამეხა საჯდომზე

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to გუბეში ვიტყაპუნეთ

  1. Tretiakovebi says:

    😀 არა წვიმა და წყალი კი მიყვარს მარა ამ გაგანია ზაფხულში სეტყვა სად ნახეთ?🙂

    • ადო says:

      მთლად მისამართს ნუ დამაწერინებ :დ აღმოსავლეთ თბილისისკენ იყო. თავიც გამეჩეჩქვა გემრიელად და კმაყოფილი დებილივით ვსეირნობდი

  2. ვააჰ რა მაგარია, მასე ყოჩაღად ბორჯომის პარკში მოვიქეცი ერთხელ :)))))) კარგად მახსენდება ყოველთვის

  3. bzuuk says:

    ეს ყველაფერი კაი მარა ერთ რამეში არ გეთანხმები. მანდ რომ გიწერია მირჩევნია ჩემი დეპრესიული ხასიათი სიცილით დავფაროო, ეს არ უნდა ქნა. საერთოდ როცა რაღაც გაწუხებს ის უნდა ამოუშვა გულიდან თორემ რჩება მერე ის, იზრდება, იზრდება დ ბოლოს ვეღარ უძლებს ადამიანი. ვიცი, მეც ასე ვარ და მაგიტო გეუბნები. აბა შენ იცი წარმატეტბი. საინტერესო ბლოგი გაქვს, შემოგივლი ხოლმე. მეგობრებში დამატება არ ვიცი ჯერ ახალი ვარ.

    • ადო says:

      იმედია, რომ ისწავლი დამამატებ🙂 თუ ვეღარ გავუძლებ ბოლოს ისევ აქ დავწერ🙂

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s