მგონი ჩემშია პრობლემა


აღარ მინდა აღარავისთან კონტაქტი! ერთ დროს რომ ყველაზე დიდ გასართობ საშუალებად ვირტუალურ კონტაქტს ვანიჭებდი უპირატესობას ყელში ამოვიდასავთ, თუ თანამოაზრე ვერ ვიპოვე, თუ იმდენად უაზრო ადამიანი ვარ რომ არავის ვაინტერესებ? ნეტა რატომ შემეცვალა ხასიათი? კომპიუტერთან ვეღარ ვჩერდები, თუ იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია ინტერნეტშიც ამოიწურა? ძალიან ბევრ ადამიანს უკვე ვეღარ ვუგებ, მიჭირს საუბარი უინტერესო ხალხთან და არაფრის მთქმელი და უიმედო წერილები. არავინ აღარ მაინტერესებს, არავის პირადი ცხოვრება, რითიც თავს ვირთობდი და დრო გამყავდა. ალბათ დრო დადგა ჩემ პირად ცხოვრებას მივხედო და სერიოზულად აღვიქვა ჩემი ამ სამყაროში მოსვლა? მემგონი ჩემშია პრობლემა. ლაღ ადამიანებს ვაფასებ, საშინლად არ მიყვარს შენიღბული და ვირტუალურ ცხოვრებაში “მაგარი ტიპები”. მომბეზრდა ყოველდღე ერთი და იგივე (როგორ ხარ? კარგად… რას შვები, რა ხდება ახალი) და იმის წერა, თუ რა ხდბა ჩემს ცხოვრებაში, ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც არანაირად არ აღელვებ და არ განიცდის შენს წარმატებას ან მარცხს და თუ განიცდის ისიც მხოლოდ არაფრის მთქმელი “სმაილებით”. ჩემი ასაკის თაობასთან საუბარშიც ვრწმუნდები, რომ ჩემზე დიდ ხალხს უფრო ვუგებ და მიგებს. ალბათ, თუ ოდესმე ვინმეს ჩემი ცხოვრებას დავუკავშირებ (ესეც არადამაჯერებლად ჟღერს) და იგივე ხასიათი შემრჩა აუცილებლად გაცილებით დიდი იქნება ასაკით. იმდენად რთულად აღვიქვამ ადამიანების ამჟამინდელ ცხოვრებას, ადამიანებს, ტრადიციებს, აზროვნებას, მიზნებს და გართობას, რომ ვატყობ რთული ხასიათი ჩამომიყალიბდა. გათიშული მაქვს ყველა “მესენჯერი” და მხოლოდ კრიტიკით და მკაცრად ვუდგები ყველაფერს. ხშირად გადამეტებული კრიტიკისთვის მეგობრებისგან შენიშვნებსაც ვიღებ მაგრამ… ასევე ძალიან ცუდი თვისება დამჩემდა, ადვილად მიყვარდება ადამიანები და მათგან იგივეს რომ ვერ ვიღებ და ბევრი აფერისტად მთვლის ძალიან მტკივა გული… მგონია, რომ დღევანდელი ახალგაზრდების 80 პროცენტი მხოლოდ სექსე ფიქრობს და ვინ რამდენ გოგოს ან ბიჭს შეაბამს, დავიჯერო მხოლოდ სექსია ადამიანისთვის ბედნიერების პიკი? მაგრამ ვაი, რომ ბევრს სექსი მხოლოდ თავისი წამიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ჰგონია… თუ ამ თემასაც კრიტიკულად ვუდგები და მე ვარ ძალიან რომანტიკოსი? ამ კითხვებზე პასუხს მხოლოდ ჩემს თავში თუ ვიპოვი. საზოგადო პრობლემების განხილვით შეიძლება ისე ღრმად შევტოპო რომ უკან ვეღარც გამოვიდე და “გავჭედო კიდეც”. უბრალოდ საწყენია და ძალიან განვიცდი, რომ ამ ქვეყანაში ადამიანობა მემგონი აღარ ფასობს… სიყვარულის და გრძნობებისადმი “ზერელე” დამოკიდებულება აქვთ. შეიძლება მე ვტრიალებ ესეთ წრეში და მხოლოდ ჩემთვის არის ეს პრობლემა… ძალიან მეძინება! ყველას უსაზღვრო ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ ცხოვრებაში ვინც მე მაფასებს და ვინც ალბათ წაიკითხავს ჩემს რა თქმა უნდა უაზრო ტლიკინს…

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

18 Responses to მგონი ჩემშია პრობლემა

  1. Tjorven says:

    Relax yvelaferiarc egre cudadaa rogorc xedav : ) ubralod sachiro adamianebi albat ar arian axlos!!

    eziebde da hpovebdeo natqvamia!

  2. haggard says:

    mgoni eg kargic aris rac shen gchirs, imas ki ar vambob rom ase cudad yofna kargia, ara, ubralod kargi isaa rom axal safexurze abijeb da xvdebi ra aris kargi da ra aris cudi.
    ai tundac is rom ar mogcnos spinaluri refleqsis (seqsi) doneze dashvebuli axalgazrdoba, marto fizikuri ltolvit orm arian ertmanettan, faseula dakarguli adamianebi… da ase shemdeg, shen unda iamayo rom mat cres gamoeyavi, es nishanvs rom gonebrivad izrdebi… es bavshvobis sindromia, zogi gamodis am asakidan zogic iq rcheba da gonebas ver anvitarebs… fiqrebshi ichedeba…
    shentvis mtavaria ar dakargo rcmena adamianebis mimart, ubralod ufro frtxilad iyavi (es albat gaxsovs markesis sityvebia) nu chatvli rom yvela ertnairia, tu shen ukve gadacyvite rom yvela axalgazrda aseti “sashinelia” mahsin chatvale dagimtavrebia sheni cxovreba, pesimizmi nu shegipyrobs… xom ici pepela sanam yvavils naxavs myral balaxebsac tavs evleba… (es akakim tqva) ase rom chemo kargo mtavaria cin iaro da ar gacherde, ert adgilas dgoma ar arsebobs, da frtxilad iyavi ukan ar caxvide nelnela shenda uneburad… “sruli svlit cin” — gaicani meti adamianebi, da tundac rom mogicios hseni cris shecvla amazecnu ityvi uars, mtavaria is adamiani gyavdes gverdit vistanac kargad igrdznob tavas da ara is rom bavshvobidan momyveba da ver davshordebi… interesebi icvleba da icvleba adamiani…
    da kidev erti rcheva, adamianebi sheafase imis mixedvit tu ra unda, jer gaarkvie ra emocia uchndeba ama tu im movlenis mimart, ra motivacias ichens da shemdeg rogor moqmedebs… qceva – es mtavaria, imistvis rom gansazgvro adamianis tipi… ase rom carmatebebs gisurveb…

    • ადო says:

      უღრმესი მადლობა რჩევისთვის და ყურადღებისთვის, ეს ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს🙂

  3. doh! :((( me mesmis sheni :(((((

  4. გადაგიარა? თუ ისევ ისე ხარ? ზოგჯერ ისე ვარ ლამის კომპიუტერი ფანჯრიდან მოვისროლო ხოლმე🙂 მაგ. გუშინ ძალიან ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, დეპრესია დაარქვი სტრესი დაარქვი, არ აქვს მნიშვნელობა

    ეგეც ჩაივლის, ისე როგორც სხვა დანარჩენი

    დონტ ვორრი🙂 მაი ფრენდ🙂

    • ადო says:

      შეიძლება დეპრესიაც მაქვს, მაგრამ რაც დავწერე ყოველ დღე მეფიქრება.. ესეტი ვარ😦 მხიარული ლაღი მაგრამ…

  5. კარგს აკეთებ ძალიან, რომ ყველაფერს წერ, ეს ერთგვარი შვებაა🙂 რამოდენიმე დღე ცადე და ნაკლები დრო გაატარე კომპიუტერთან, ეს შველის ხოლმე ძალიან🙂

  6. გვანცა says:

    ado ra nacnobia axla rac wavikitxe shens mier dapostili.me eg ukve gamoviare, kargad daimaxsovre exla rasac getyvi, umagres periods uaxlovdebi,periods rodesac ukve yvelapers aaanalizeb da yvelaferi tavis adgilze dgeba,exla mag processhi xar da dzali9an male sul ramdenime tveshi mixvdebi rom yvelaferi gkidia da es aris arachveulebrivi gatavisuplebis shegrdzneba , aranairi pasuxismgebloba aravis winashe da mxolod sakutari tavi sakutari miznebi, sul cotac daicade da ai zustad es arachveulebrivi shegrdzenba mogicavs :D:D: damijere da gauixseneb gvancas natqvams male. p.s. chveni saxlisken gza dagaviwyda, gamoiare ra dagemarta

  7. glamorous says:

    aaad yvelas aqvs egeti periodi ..da bevric piqrobs mase..nu piqrob ro rame gaugebaria da pasuxs rashi ezeb?! megobrebi xo gyavs =) xedav ramden adamians uyvarxaaaaaar :):*

  8. თააამ says:

    რატომ წავიკითხე ამდენი არვიცი… ძირითდად დროს არ ვხარჯავ ესეთი რაღაცეების წაკითხვაზე მაგრამ ფაქტია რომ წავიკითხე და თან მომინდა რომ მეც დამეტოვებინა რაღაც მაინც….
    მეგონა საკუთარ ნაწერს ვკითხულობდი და თან კმაყოფილება არ მტოვებდა მთელი ამ დროის მანძილზე…. ძალიან გამიხარდა ის ამბავი რომ მარტო მე არ ვყოფილვარ ესეთი და თურმე სადღაც არსებობენ ადამინები რომლებიც ზუსტად ესე ფიქრობენ და განიცდიაან როგორც მეეე…
    ადო თუ არვიცი რაც გქვია….. მადლობ რომ არსებობ… მაგრამ ეს ხალხი და მათ შორის ალბათ მეც, ყველა რომ ვცდილობთ ჭკუის დარიგებას და ასე შემდეგ მათ რიგებს უნდა მიგვაკუთნო ვინც უნდა გაატარო და თავისი რჩევებიანად უნდა დაიკიდოოო…..
    თუმცა მიუხედავად ყველაფრისა არ ადგავიწყდეს რომ _____ცხოვრება მაინც მშვენიერია_____ და ეს არის ყველაზე მთავარიიი ჩვენს არსებობაში…..

    • ადო says:

      ასევე მადლობა! მე კი გამიხარდა რომ ჩემნაირმა ადამიანმა, ჩემი ნაბლუდუნარი წაიკითხა

  9. indievidi says:

    aris xolme aseti periodebi me mgoni yvelas cxovrebashi, rodesac ggonia, rom yvelaferi rasac aketeb da rac xdeba aris arasdwori, magram gadaivlis es periodi da isev sheeguebi dgevandelobas tavisi av-kargit …

  10. bzuuk says:

    არაფერი უაზრო ტლიკინი არაა, საუბრობ და წერ იმაზე რაც გაწუხებს. ძალაინ ბევრ რამეში საკუტარი თავიც ამოვიცანი. მაგალიტად იმაში, რომ ძალიან შეიცვალე, გიჭირს ადამიანების გაგება, ჩაიკეტე და ვერ გარკვეულხარ რა ხდება შენ თავს, შენშია პრობლემა თუ არა.

    მეც ძალაინ ჩავიკეტე უკვე ეს ბოლო პერიოდია, გარკვეული და ძალიან დიდი პრობლემების გამო. რავიცი რავიცი იმედია ყველაფერი კალაპოტში ჩადგება და გაგვივლის ესეთი ფიქრები.

  11. orange says:

    აუჰ, მე ხარ აქ❤ მეც იგივე მჭირს, აი, რაც შეეხება სიყვარულს, მეც ადვილად მიყვარდება ადამიანები, მერე მათგან ვერასდროს ვიღებ იმ დოზით სათბოს, რასაც გავცემ და მგონია, რომ ზედმეტი მომივიდა, თითქოს ადამიანებს ეჩვენებათ, რომ ვატყუებ მათ და, სინამდვილეში, არ მიყვარს ისისნი, არადა მართლა მიყვარს, აი, შენ ჰო იცი რომ მიყვარს, შენც ხომ უზომოდ, უკიდეგანოდ მიყვარხარ, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ შენც გაბეზრებ თავს😦

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s