დამრჩა ბავშვი მშიერი


დილიდან კომპიუტერს ვეჯექი და ფილმეებს ვუყურებდი, მართალია არ მიყვარს როცა მარტო ვუყურებ რამეს, მაგრამ ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული. მომბეზრდა ფილმების ყურება და სიგარეტის ჩაქრობის თანავე ახლის მოწევა. ამ დროს წერილი მივიღე ფეიფბუქზე “გამოდი, გამოეთრიე მოგვენატრე. ჩვენი სახლის გზა დაგავიწყდა?”, მეც მეტის თქმა აღარ მინდოდა, ერთი ხელით მაისურს ვიცვამდი მეორეთი კი შარვალს (სახლში ტრუსით დავტანტალებ, თუ არსად გავდივარ) ფეხსაცმელიც ვიპოვე, სათვალეც თმა გავისწორე და წავედი კიკვიძებთან ვაზისუბანში. კარების გაღების თანავე წივილი, კივილი და “ვინ ვის კოცნიდა” იყო. ნაყინი (საშინლად არ მიყვარს) ძალით და დაჟინებული “შეჭამეს” ძახილით მივირთვი. რა თქმა უნდა ვიქაჯეთ, ბევრი ადამიანი განვიხილეთ, თავისი ავით და კარგით (წავიჭორავეთ :დ) მობილური ვაჩხაკუნეთ და

მაროი

]გამოვუყევი სახლის გზას… ტრანსპორტში, როგორც ყოველთვის ფეხზე ვიდექი და თან ვფიქრობდი, ადგილი მაინც განთავისუფლებულიყო, თორემ ამდენი უაზრო თვალების ატანა (თმის გამო), რომლებიც შემომყურებდნენ აღარ შემეძლო. განთავისუფლდა და უკანა სავარძელზე ბედნიერი სახით მოვკალათდი, სამაგიეროდ მარჯვნიდან და მარცხნიდან “სასიამოვნო” სურნელით დავტკბი… ცოტახნის შემდეგ მეზობელმა მომაძახა შენი გადახდილიაო და ჩავიდა, გაოცებულმა მადლობა გადავუხადე, რადგან ამოსვლის დროს გამარჯობაც არ მითხრა, სახლს მივუახლოვდი, ჩავედი და დაბნეულმა გზის ფული მეორედ გადავიხადე. როცა ვიღაც გზის ფულს მიხდის, თითქმის ყოველთვის მავიწყდება და მეორედ ვიხდი. ამ ბოლო დროს სკლეროზი დამჩემდა. ვინმეს რაიმეს რომ დავპირდები ცოტახანში აღარ მახსოვს როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს. შეიძლება ორი დღის შემდეგ გამახსენდეს… სახლში ამოსვლის თანავე კომპიუტერს მივუჯექი, ნახევარი კილო “პეჩენია” დავიდგი ჩავრთე სკაიპი, დამატებულ მეგობრებს სიყვარულოვნა, სიხჩუნა, საკალელი, ბუსუნა, სიხჩო, დონე, სკაიპ მენ, სკაიპ ვუმენ, ნახალოვსკი, საბურთალოვსკი, სვით გერლ, ძერსკ ბოი და ამისთანები ამოვშალე… 500 “მეგობრიდან” 42 მეგობარი, ნათესავი და 4 “რა იცი რა ხდება” ადამიანი დავიტოვე… ყველას სახელი და გვარი მივაწერე, რომ ადვილად ვიცნო ვინ ვინაა. ყველა მოვიკითხე, წყევლის და გინების თავიდან ასარიდებლად, ბედნიერი დღე ვუსურვე და ბლოგზე გადმოვინაცვლე… ამასობაში ჩემი ძმიშვილისთვის გადანახული ნახევარი კილო “პეჩენია” შემომეჭამა, რომელიც ბავშვს დილით მაწონში აზელილი უნდა ეჭამა. ახლა კი წერა უნდა შევწყვიტო, დილით ადრე გავიღვიძო და მოვასწრო პეჩენიის ყიდვა, შეუმჩნებლად ადგილზე დაბრუუნება და ყოჩაღი და დილის ძილს გადაჩვეული ადოს ნიღბის მიწებება…

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to დამრჩა ბავშვი მშიერი

  1. gabo says:

    lol საინტერესო დღეა ვერაფერს იტყვი ისე ბუსუნა მგონი ამოსაშლელად არ ღირდა ნუ თუ არ იცნობ და არც აქ ელაპარაკები ხო შეიძლება🙂 თმებს რა სჭირს ნანეტი არ გაქვს შეჭრილი და პრიუნტის ბავშვების ვარცხნილობა რომ არ გაქვს უკვირთ ხომ?

    • ადო says:

      რატომ მოგეწონა ეგ ნიკი? :დ ნამდვილად ეგრეა ვარცხნილობაზე, პროტესტის გამო უფრო შევიჭერი ესე, ჯერ სად არიან დამაცადონ… :)))

  2. gabo says:

    ნიკი კი არ მომეწონა ჩორვენის სკაიპია და გამიკვირდა რომ წაშალე ისე მაგას იმდენი ნიკი აქვს არ მიკვირს რომ აგერია🙂 ლოლ შე მომავალო ერეკლე დეისაძე🙂 ნუ ყოველ შემთხვევაში ნაცრისფერი მასიდან გამორჩეულობა გსურს ალბათ😉 თუ შინაგანი მოთხოვნილებაა კაია თუ მოდა საშინელება :დ

    • ადო says:

      ჰა ჰა ჰა, არ მგონია ჩორვენი ყოფილიყო, ვიღაცამ უეჭველი იპლაგიატა… დეისაძისეულო ადო არ გაგახარებთ :დ ლოოლ

  3. bzuuk says:

    vaih, mec damemarta ertxel egre, gzis fuli orjer rom gadavixade. saxlshi rom movedi movkvdi sicilit kinagam

  4. bzuuk says:

    ara ra gaq exla mag tmaze iseti gasakviri ase rom gakvirdebian unaxavebivit. uimee

  5. siyvarulovna says:

    მეც უნდა დავერიო ხალხს და წავშაო ყველა. მაგრამ ზოგი ისეთია ტეხავს წაშლა😀 ნახევარი კილო პეჩენია რამ გაჭამა?😀😀 საწყალი ბავშვი

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s